„გორის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2026 წლის 29 ივნისი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარდგენილი დოკუმენტები. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, მერია აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად 1 თვის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული).“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს განცხადების, თანდართული დოკუმენტების, შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე და მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში მომსახურების მაძიებელი პირის პროგრამაში ჩართვის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მომსახურების მაძიებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამატებით ეგზავნება მუნიციპალიტეტში სამინისტროს მიერ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მე-5 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გორის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2026. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.148.016879.
- სად არის „გორის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №28, 29.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016879 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6916719/