,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.009.971
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/234
2007 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულების (სსმ III, 2005 წ., №113, მუხ. 1249):
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთების სპეციალურ აუქციონზე პრივატიზების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო (შემდგომში – საკრებულო) უზუნველყოფს საპრივატიზებო გეგმის პროექტების შემუშავებასა და შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში წარდგენას.“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. იჯარით გაუცემელ მიწის ნაკვეთებზე სპეციალური აუქციონის ორგანიზებასა და ჩატარებას, იჯარით გაუცემელ (სპეციალურ აუქციონზე შეძენის მსურველის არ გამოვლენის შემთხვევაში) და ყოფილ საიჯარო მიწის ნაკვეთებზე ღია აუქციონის ორგანიზებასა და ჩატარებას, მათი შემდგომი პრივატიზების მიზნით, უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანო.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს იჯარის ხელშეკრულების ვადის შეწყვეტამდე ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – 10 წლის ვადაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე/ნაკვეთებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით უქმდება იჯარის ხელშეკრულება და ღია აუქციონის საფუძველზე ხდება მისი პრივატიზება.“.
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ეწყობა სპეციალური აუქციონი, რომელსაც აწყობს ტერიტორიული ორგანოს მიერ შექმნილი კომისია.“.
5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.“.
6. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სპეციალურ აუქციონზე გამარჯვებულის გამოვლენა დასტურდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენით და აუქციონში გამარჯვებულზე დაუყოვნებლივ გაცემით. ამ ოქმს გასცემს ტერიტორიული ორგანოს მიერ შექმილი კომისია.“.
7. მე-5 მუხლის მე-9პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვებული პირი გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში იხდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების საფასურს ან საფასურის სულ მცირე 20%-ს და წარუდგენს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდისას. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ტერიტორიული ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში გასცემს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს და სულ მცირე 20%-ის გადახდის შემთხვევაში, 3 სამუშაო დღის ვადაში დებს იპოთეკის ხელშეკრულებას.
8. მე-5 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,91. თუ სპეციალურ ან ღია აუქციონში გამარჯვებული პირი სპეციალურ ან ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში გადაიხდის გადასახდელი თანხის 50%-ს და წარუდგენს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მაშინ გადასახდელი თანხა სრულად გადახდილად ჩაითვლება. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდისას. აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ტერიტორიული ორგანო გასცემს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს.“.
9. მე-5 მუხლის 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:
,,92. თუ სპეციალურ ან ღია აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაცემიდან 1 თვის ვადაში არ გადაიხდის გამოსასყიდი თანხის არანაკლებ 20%-ს და არ წარადგენს ტერიტორიულ ორგანოში, აუქციონის შედეგები ცხადდება ბათილად და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.“
10. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. თუ სპეციალურ და ღია აუქციონში გამარჯვებული პირი იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის მთლიანი შესაძენი თანხის 50%-ს, ხოლო 1-დან 3 წლამდე – 70%-ს, მაშინ მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება გამოსყიდულად ჩაითვლება. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება მიწის ნაკვეთის საფა-სურის გადახდისას. პირმა შესაძენი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარადგინოს ტერიტორიულ ორგანოში. ტერიტორიული ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ადასტურებს ვალდებულების შესრულებას, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკის ხელშეკრულება. 3 წლის გასვლის შემდეგ მოიჯარე იხდის შესაძენი თანხის 100%-ს.“
11. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. იჯარით გაუცემელი საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო გეგმის პროექტებს შეიმუშავებს საკრებულო, რომელიც დასახლებათა მიხედვით ახორციელებს მიწის ნაკვეთების შერჩევას, ოპტიმალური ზომის ნაკვეთებად (არანაკლებ 3 ჰექტრიან ნაკვეთებად) დაყოფასა (აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მიწის ნაკვეთი 3-ჰექტარზე მცირეა) და მიწის კატეგორიისა და ხარისხის განსაზღვრას.“
12. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საკრებულო დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ იჯარით გაუცემელი მიწის ფართობების შესახებ საკადასტრო ინფორმაციას იღებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისაგან. ამ ინფორმაციის საფუძველზე საკრებულო საკადასტრო რუკებზე ახდენს მიწის ნაკვეთების პირობით დაყოფასა და უზრუნველყოფს ყოველი მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის მომზადებას. საპრივატიზებო გეგმის დამტკიცების შემდგომ საკრებულო ახორციელებს საპრივატიზებო გეგმაში მოცემული მიწის ნაკვეთების საკადასტრო გეგმების საფუძველზე ნაკვეთების ნატურაში გადატანას (ადგილზე მონიშვნას).“
14. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საპრივატიზებო გეგმის დამტკიცებამდე 1 თვით ადრე ტერიტორიული ორგანო საპრივატიზებო გეგმის პროექტს საჯაროდ აქვეყნებს შესაბამისი საკრებულოსა და დასახლების ადმინისტრაციულ შენობაში.“
15. მე-6 მუხლის 91 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
16. მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ტერიტორიული ორგანო საპრივატიზებო გეგმას შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმების შემდგომ ამტკიცებს 10 სამუშაო დღის ვადაში. ამავე ვადაში სარეგისტრაციო სამსახურს უგზავნის საპრივატიზებო გეგმაში მოცემულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო ინფორმაციას და განაცხადს სახელმწიფო საკუთრებაში სარეგისტრაციოდ.“
17. მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. საპრივატიზებო გეგმაში, სპეციალურ და ღია აუქციონის გრაფიკში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების უფლება აქვს ტერიტორიულ ორგანოს.“
18. მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. ღია აუქციონის საფუძველზე საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო გეგმა და აუქციონის მოწყობის გრაფიკი ყოველკვარტალურად მტკიცდება ტერიტორიული ორგანოს მიერ.“
19. მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. ღია აუქციონის საფუძველზე საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო გეგმა და აუქციონის მოწყობის გრაფიკი დგება ყოველი კონკრეტული კვარტლის განმავლობაში აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ წარმოდგენილი სპეციალურ აუქციონზე გაუყიდავი მიწის ნაკვეთების შესახებ მონაცემებისა და ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.“
20. მე-6 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. ყოველ კონკრეტულ კვარტალში დამტკიცე-ბულ ღია აუქციონის საპრივატიზებო გეგემაში მოცემული მიწის ნაკვეთები, დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ღია აუქციონზე გატანილ უნდა იქნეს ყოველ მომდევნო კვარტალში.“
21. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მიზნით ტერიტორიული ორგანოები ქმნიან სპეციალური და ღია აუქციონის კომისიებს.“
22. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს.
23. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სპეციალური და ღია აუქციონის მოსაწყობად ტერიტორიული ორგანოს მიერ შექმნილი კომისია შედგება შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებისაგან.“.
24. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის წევრების მაქსიმალური ზღვარი არ არის შეზღუდული და იგი აუცილებლად უნდა იყოს კენტი. ტერიტორიული ორგანოს მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის წევრებს 2 წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.“.
25. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კომისიას იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე სპეციალური აუქციონის მოსაწყობად დამტკიცებულ საპრივატიზებო გეგმასა და აუქციონის ჩატარების გრაფიკს წარუდგენენ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები.“.
26. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ტერიტორიული ორგანო სპეციალური აუქციონის მოწყობამდე 1 თვით ადრე საპრივატიზებო გეგმის საფუძველზე აქვეყნებს ინფორმაციას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სპეციალური აუქციონის მოწყობის შესახებ.“.
27. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში, განთავსდება ტერიტორიული ორგანოსა და შესაბამისი დასახლების ადმინისტრაციულ შენობაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას და ვრცელდება მასობრივი თავშეყრის ადგილებში. განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) ტერიტორიული ორგანო (კომისია), რომელიც აწყობს აუქციონს და მისი მისამართი;
ბ) მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანის რიგითობა;
გ) აუქციონის პირობები, ჩატარების დრო და ადგილი;
დ) განაცხადების მიღების, დაწყების და დამთავრების და აუქციონის ჩატარების ვადა;
ე) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას და ფართობს;
ვ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;
ზ) მიწის ნაკვეთის სამართლებრივ მდგომარეობას;
თ) მიწის ნაკვეთის ხარისხს (კარგი, მწირი), საწყის ფასს და გადახდის პირობებს;
ი) ბეს ოდენობა, რომელიც არის მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ფასის 30%;
კ) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაცემისა და შესაძენი თანხის გადახდისათვის აუცილებელი პროცედურების აღწერას.“.
28. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ინფორმაციაში მითითებულ ვადაში დაინტერესებულმა პირებმა კომისიას უნდა წარუდგინონ:
ა) განცხადება აუქციონში მონაწილეობის სურვილის თაობაზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს განმცხადებლის თანხმობა აუქციონის წესებისა და პირობების მიმართ;
ბ) განმცხადებლის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტების ასლები;
გ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
29. მე-8 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,19. გამარჯვებული მონაწილის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე არ უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე 3 თვის ვადაში ხელახლა ტარდება სპეციალური აუქციონი.“.
30. მე-8 მუხლს დაემატოს 201 პუნქტი:
,,201. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ, ტერიტორიული ორგანოს დავალების საფუძველზე. საბანკო დაწესებულება პირებს ბეს უბრუნებს ტერიტორიული ორგანოს დავალების საფუძველზე 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“.
31. მე-8 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. თუ სპეციალურ აუქციონზე გამარჯვებული 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით არ გადაიხდის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული უძრავი ქონების საფასურს ან არანაკლებ 20%-ს, მაშინ აუქციონის შედეგები ითვლება ბათილად და გადახდილი ბე არ უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე 3 თვის ვადაში ხელახლა ტარდება სპეციალური აუქციონი.“.
32. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. იჯარით გაუცემელი (სპეციალურ აუქციონზე შეძენის მსურველის არგამოვლენის შემთხვევაში) და ყოფილ საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ღია აუქციონის მოსაწყობად ტერიტორიული ორგანო ღია აუქციონის საფუძველზე საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო გეგმასა და ღია აუქციონის ჩატარების გრაფიკს ყოველკვარტალურად წარუდგენს კომისიას.“.
33. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინფორმაცია ქვეყნდება ტერიტორიული ორგანოს შენობაში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას, ვრცელდება მასობრივი თავშეყრის ადგილებში, პრესაში და საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს ვებგვერდზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) ტერიტორიული ორგანო (კომისია), რომელიც აწყობს ღია აუქციონს და მისი მისამართი;
ბ) აუქციონის პირობები, ჩატარების დრო და ადგილი;
გ) განაცხადების მიღების, დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების ვადა;
დ) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ფართობი;
ე) ინფორმაცია მიწის ნაკვეთზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;
ვ) მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობა;
ზ) ნაკვეთის ხარისხი (კარგი და მწირი), საწყისი ფასი და გადახდის პირობები;
თ) ბეს ოდენობა, რომელიც არის მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ფასის 30%;
ი) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაცემისა და შესაძენი თანხის გადახდისათვის აუცილებელი პროცედურების აღწერა.“.
34. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ინფორმაციაში მითითებულ ვადაში დაინტერესებულმა პირებმა კომისიას უნდა წარუდგინონ:
ა) განცხადება აუქციონში მონაწილეობის სურვილის თაობაზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს განმცხადებლის თანხმობა აუქციონის წესებისა და პირობების მიმართ;
ბ) განმცხადებლის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების ასლები;
გ) ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.
35. მე-9 მუხლს დაემატოს 181 პუქნტი:
,,181. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ, ტერიტორიული ორგანოს დავალების საფუძველზე. საბანკო დაწესებულება პირებს ბეს უბრუნებს ტერიტორიული ორგანოს დავა-ლების საფუძველზე 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“.
36. მე-9 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,19. გამარჯვებული მონაწილის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს. ამ შემთხვევაში დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი. არშემდგარი აუქციონის ოქმი დგება ასევე იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არ მიიღეს აუქციონში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში გადახდილი ,,ბე“ არ ბრუნდება.
37. მე-9 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,20. თუ ღია აუქციონზე გამარჯვებული 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით არ გადაიხდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების საფასურს ან არანაკლებ 20%-ს, მაშინ აუქციონის შედეგები ითვლება ბათილად. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. არველაძე