საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.972
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 13/02/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,418 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 63.0pt 27.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.972 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №93 2007 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის   დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, №70, 2002 წ., მუხ. №653) საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული გამოცდების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს  კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. ცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. №60.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობები 1. ცენტრის მიზანია: ა) უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად; ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი; ბ) მიაწოდოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციები მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე განახორციელოს სასწავლო პროცესის შეფასება და რეკომენდაციების მიწოდება სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; გ) მიიღოს მონაწილეობა მოსწავლეთა მიღწევების საერთაშორისო შეფასებაში; დ) განავითაროს და გამოიკვლიოს განათლების სისტემაში შეფასების სფერო; ე) ჩაატაროს მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო შეფასებები, შეაგროვოს მონაცემები და განახორციელოს მათი ანალიზი; ვ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ამზადებს ან/და ატარებს სასწავლო წლის დამამთავრებელ გამოცდებს საჯარო სკოლასთან შეთანხმებით და ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის გამოცდებს; ზ) უზრუნველყოს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი გამოცდების ჩატარება; თ) უზრუნველყოს სამაგისტრო გამოცდებისათვის საჭირო ტესტების მომზადება და გამოცდების ჩატარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმებით; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განათლების სისტემაში შეფასების სფეროს განვითარება და კვლევა. 2. თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრი: ა) უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას; ბ) ყოველწლიურად ამზადებს და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ავრცელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებს, ტესტების კრებულებს, ანალიზს უკეთებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს, ამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს; გ) ქმნის, ავრცელებს და ყიდის მეთოდურ სახელმძღვანელოებს ტესტირებაში, ფსიქომეტრიკაში, აგრეთვე სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურას; დ) უზრუნველყოფს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩატარებას ეროვნული სასწავლო გეგმისა და ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების შესაბამისად; ე) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ასრულებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთებს, დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასრულებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთებს; ზ) ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ; თ) საგანმანათლებლო რეფორმის და პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს სამინისტროებთან, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებთან; ი) მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს მოსახლეობის, სამინისტროების, დონორების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო რეფორმის მიზნების განხორციელებას; კ) განახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ეფექტურად და ეკონომიურად, უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა. დირექტორი პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებაზე. 3. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ცენტრის მუშაკთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულებით. 4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით დირექტორი მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგს. დირექტორი ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება ცენტრის თითოეულ თანამშრომელს. 5. დირექტორი უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს. 6. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 7. დირექტორი სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ. 8. სამინისტროს წარუდგენს ცენტრის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს. 9. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.     მუხლი 4🔗. ცენტრის ფულადი სახსრები 1. ცენტრის შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი გრანტები; გ) საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე 1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი უფლებამოსილია ცენტრისაგან გამოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. 3. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. ცენტრს უფლება არა აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. 6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ცენტრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.     მუხლი 7🔗. ცენტრის ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში. 2. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ცენტრის წლიურ ბალანსს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით, ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ცენტრი აგრძელებს არსებობას. 3. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი. 4. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.