,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2026 წლის 30 ივნისი ქ. მარნეული |
1. დადგენილების დანართი 1 - ის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერიის საქმისწარმოება, სამართლებრივ, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტტუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესებული პირისათვის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, სტატუსის აღდგენის, მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პირთა მონიტორინგის მიზნით, სათანადო ღონისისძიებების განხორციელება.“.
2. დადგენილების დანართი 1 - ის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მერიის სისტემაში, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, შიდა აუდიტის განხორციელება და მათი საქმიანოვის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციებისა და შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება; დადგენილი წესით, შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება; მერიის სისტემაში (მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სისტემა და თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) ინსპექტირება და დისციპლინური წარმოება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების (შემდგომში – მუნიციპალიტეტის სამეწარმეო იურიდიული პირები) და მათი თანამშრომლების საქმიანობის ინსპექტირება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.06.2026. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.159.016636.
- სად არის „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №15, 30.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016636 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6919067/