„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6/21 |
|
2026 წლის 30 ივნისი ქ. ფოთი |
ა) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სამსახურის უფროსის მოადგილე
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე/მოადგილეები, მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს მათ დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე/მოადგილეები, საკურატორო სფეროს/სფეროების მიხედვით, სამსახურის უფროსის მოთხოვნისამებრ, წარუდგენენ მას სტრუქტურული ქვედანაყოფის/ქვედანაყოფების მუშაობის ანგარიშს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე/ერთ-ერთი მოადგილე.“.
ბ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერიის სამსახურებია:
ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;
გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური;
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ე) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური;
ვ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური;
ზ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახური.“.
გ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; დამტკიცებული პროგრამების განხორციელება მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა, ვეტერანთა და დევნილთა სოციალური დახმარების, გენდერული თანასწორობის საკითხებში; საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.“.
დ) მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6/21. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.111.016660.
- სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6/21, 30.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016660 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6919073/