,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2026 წლის 30 ივნისი ქ. მარნეული |
1. დადგენილების დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 642, 771 და 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1032, 1191-ე, 1341,1461, 148, (გარდა მე-3 ნაწილისა) 150-ე და 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152, 1522 და 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534, 1562, 1564 და 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159 და 1591 მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით, შემდეგ სამართალდარღვევებზე:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში:
ა.ა) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;
ა.გ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანება;
ა.დ) დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება;
ა.ე) პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვეტერინარულ-სანიტარულ სფეროში:
ბ.ა) შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილების მოთხოვნების დარღვევა;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საგზაო მეურნეობის დარგში:
გ.ა) გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება;
გ.ბ) სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში:
დ.ა) კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა;
დ.ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;
დ.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება;
დ.დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა;
დ.ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;
დ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა;
დ.ზ) სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებასთან დაკავშირებით ტერიტორიის დაზიანება;
დ.თ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;
დ.ი) ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება;
დ.კ) მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება;
დ.ლ) ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება;
დ.მ) ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა;
დ.ნ) სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსება;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში:
ე.ა) გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ე.ბ) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ე.გ) პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე;
ე.დ) პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა;
ე.ე) აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა;
ე.ვ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა;
ე.ზ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება);
ვ) საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები:
ვ.ა) ვანდალიზმი;
ვ.ბ) „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.“.
2. დადგენილების დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431, 432, 513,533, 55, 553, 642-ე და 771 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 145-ე, 150-ე და 151-ე მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით, გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და სასამართლოში გადაგზავნა, შემდეგ სამართალდარღვევებზე:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში:
ა.ა) ტექნიკური რეგლამენტის – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შეუსრულებლობა;
ა.ბ) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში:
ბ.ა) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა;
ბ.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა;
ბ.გ) სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა;
ბ.დ) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოქვეყნებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა;
ბ.ე) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანება;
ბ.ვ) დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება;
ბ.ზ) პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში:
დ.ა) აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების წესების დარღვევა;
დ.ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება;
დ.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება.“.
3. დადგენილების დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 96-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.06.2026. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.159.016641.
- სად არის „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №20, 30.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016641 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6919648/