აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2026 წლის 30 ივნისი აბაშა |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება;
ბ) საგანგებო სიტუაციების, გარემოს დაცვისა და სტიქიური მოვლენების კოორდინაციის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსის) არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციები დროებით შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს, დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;
დ) წარუდგენს მერს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს;
ვ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;
ზ) აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;
გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, ფულადი ჯილდო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
დ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ე) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ვ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება; იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და ორგანიზება;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობა;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობა განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ;
დ) მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების ორგანიზება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
ე) წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგი;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
ზ) მერის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, მერისთვის წინადადებების წარდგენა, ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;
თ) მერის წარმომადგენლების დახმარება მათ მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის, სახალხო განხილვების ჩატარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზების საქმეში;
ი) დასახლების საერთო კრებების და კონსულტაციების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
კ) მერის წარმომადგენელთა მეთოდური დახმარება;
ლ) სტიქიური სიტუაციებისა და კატასტროფების პრევენციის და მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა;
მ) არსებული რისკების ანალიზი და შესაბამისი პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმების შემუშავება;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობას და ორგანიზებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობას;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობას განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ;
დ) მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
ე) წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგს;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
ზ) მერის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, მერისთვის წინადადებების წარდგენას, ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;
თ) მერის წარმომადგენლების დახმარებას მათ მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის, სახალხო განხილვების ჩატარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზების საქმეში;
ი) დასახლების საერთო კრებების და კონსულტაციების ორგანიზაციული უზრუნველყოფას;
კ) მერის წარმომადგენელთა მეთოდურ დახმარებას.
ა) სტიქიური სიტუაციებისა და კატასტროფების პრევენციის და მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფას, სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვას;
ბ) არსებული რისკების ანალიზს და შესაბამისი პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმების შემუშავებას;
გ) სტიქიის შედეგების აღდგენითი პროცესების ორგანიზებას, კრიზისულ სიტუაციებში მოსახლეობის გაფრთხილებას და უსაფრთხოების წესების გაცნობას;
დ) ადამიანური და ტექნიკური რესურსების მობილიზებას საგანგებო სიტუაციების დროს;
ე) სხვადასხვა უწყებებთან და სამაშველო სამსახურებთან თანამშრომლობას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.06.2026. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.110.016543.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №16, 30.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016543 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6921204/