ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხის აღიარებისა და ეტაპობრივი დანერგვის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №288 |
|
2026 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
1. განისაზღვროს ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხა (შემდგომში − ნუსხა) დანართის შესაბამისად.
2. ნუსხაში გათვალისწინებულ საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებსა და სტანდარტებში ცვლილების შეტანისას ან განახლებისას აღიარებულად ჩაითვლება სახელმძღვანელო მითითების/სტანდარტის ბოლო გამოცემა.
3. 2028 წლის 1 ოქტომბრიდან სისხლის დაწესებულებამ და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა თავისი საქმიანობა უნდა განახორციელონ ნუსხით განსაზღვრული საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებისა და სტანდარტებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
4. სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს ნუსხით განსაზღვრული „ევროპის კომისიისა და ევროპის საბჭოს მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ევროპული დირექტორატის მიერ ერთობლივად შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება სისხლის კომპონენტების დამზადების, გამოყენებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ (European Directorate for the Quality of Medicines and HealthCare of the Council of Europe (EDQM) − Guide to the preparation, use and quality assurance of blood components (Blood Guide))“ სახელმძღვანელოს ხელმისაწვდომობა (ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ncdc.ge) განთავსება) და მისი პერიოდული სრულყოფა.
ა) „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების დამტკიცება, ნუსხით აღიარებული საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებასა და სტანდარტებთან შესაბამისობით;
ბ) ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა (ინსპექტორთა) მომზადება.
|
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხა
ევროპის კომისიისა და ევროპის საბჭოს მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ევროპული დირექტორატის მიერ ერთობლივად შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება სისხლის კომპონენტების დამზადების, გამოყენებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ (European Directorate for the Quality of Medicines and HealthCare of the Council of Europe (EDQM) − Guide to the preparation, use and quality assurance of blood components (Blood Guide)).
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხის აღიარებისა და ეტაპობრივი დანერგვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხის აღიარებისა და ეტაპობრივი დანერგვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხის აღიარებისა და ეტაპობრივი დანერგვის შესახებ“?
- „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხის აღიარებისა და ეტაპობრივი დანერგვის შესახებ“ მიღებულია 30.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №288. სარეგისტრაციო კოდი — 470120010.10.003.025837.
- სად არის „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხის აღიარებისა და ეტაპობრივი დანერგვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო და ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების ნუსხის აღიარებისა და ეტაპობრივი დანერგვის შესახებ“, №288, 30.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 470120010.10.003.025837 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6922789/