„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №39/ნ |
|
2026 წლის 17 ივლისი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇
დანართი 47
სარეზიდენტო პროგრამა
„ფთიზიატრია-პულმონოლოგია“
(ხანგრძლივობა 3 წელი – 33 თვე)
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. სპეციალობაში „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ სარეზიდენტო პროგრამა შეესაბამება საქართველოს დიპლომისშემდგომი განათლების მოთხოვნებს და საერთაშორისოდ აღიარებლ სტანდარტებს და მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ექიმი-სპეციალისტი, რომლის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ფთიზიატრი-პულმონოლოგის სპეციალობის აღწერილობას და კომპეტენციებს შეესაბამება.
2. სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობაში „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ რეზიდენტების სწავლების და პრაქტიკოს ექიმად ჩამოყალიბების ყველა ძირითად კომპონენტს მოიცავს. პროგრამის ამოცანაა, სპეციალობის ყველა ძირითადი მახასიათებლისა და კომპეტენციის მიხედვით მოამზადოს ექიმი-სპეციალისტი „ფთიზიატრი-პულმონოლოგი“, რომელიც უზრუნველყოფს ტუბერკულოზისა და რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტის კლინიკურ მართვას, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას.
მუხლი 2. სპეციალობის აღწერილობა
1. სპეციალობისა და სპეციალისტის განსაზღვრება (დეფინიცია):
ა) ფთიზიატრი-პულმონოლოგი არის ექიმი-სპეციალისტი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ტუბერკულოზისა და რესპირატორული დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;
ბ) ფთიზიატრი-პულმონოლოგი უზრუნველყოფს ტუბერკულოზისა და რესპირატორული დაავადებების კლინიკურ მართვას მოზრდილთა ასაკობრივ ჯგუფში (>18);
გ) ფთიზიატრი-პულმონოლოგი დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ტუბერკულოზისა და რესპირატორული დაავადებების კლინიკურ მართვას სტაციონარულ და ამბულატორიულ რეჟიმში;
დ) ფთიზიატრი-პულმონოლოგის პროფესიული ცოდნა ეყრდნობა გაიდლაინებს, რომლებიც შემუშავებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან და შეესაბამება საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის კანონმდებლობას;
ე) ფთიზიატრი-პულმონოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ჩაერთოს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში და გაიაროს ადგილობრივი და საერთაშორისო სასწავლო/გადამზადების კურსი;
ვ) ფთიზიატრი-პულმონოლოგი არ არის მხოლოდ პრაქტიკოსი ექიმი, მას სამეცნიერო ინტერესის შესაბამისად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ეთიკური ნორმების გათვალისწინებით დაგეგმილ ხარისხიან სამეცნიერო კვლევაში;
ზ) ფთიზიატრი-პულმონოლოგის ეთიკური მოვალეობები და მათი შესრულების სავალდებულო ნორმები განსაზღვრულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
2. სპეციალისტის ზოგადი პროფესიული ცოდნა:
ა) ფთიზიატრი-პულმონოლოგი ვალდებულია, პროფესიული მოღვაწეობისას სრულად იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეთიკური პრინციპებით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ფთიზიატრი-პულმონოლოგისთვის რაიმე დამატებითი, ან შეზღუდული ეთიკური პრინციპები, ან მოვალეობები განსაზღვრული არ არის;
გ) ფთიზიატრი-პულმონოლოგის ზოგადი პროფესიული ცოდნა შემდეგ ადგილობრივ და საერთაშორისო გაიდლაინებს უნდა ეყრდობოდეს:
Harrison Principles of Internal Medicine, 22nd Edition;
Merck Manuel https://www.msdmanuals.com/professional
Nosocomial and Ventilator-Associated Pneumonia; ERS, 2011; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-016-3
Community-Acquired Pneumonia; ERS, 2014; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-049-1
მწვავე პნევმონია მოზრდილებში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია http://www.medportal.ge/linkedfiles/miscdata/3_13.pdf
მწვავე ბრონქიტი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია http://www.medportal.ge/linkedfiles/miscdata/3_11.pdf
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია http://www.medportal.ge/linkedfiles/miscdata/12_3.pdf
ქრონიკული ხველა კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია
GOLD 2024: a brief overview of key changes https://jornaldepneumologia.com.br/details/3908/en-US/gold-2024--a-brief-overview-of-key-changes
GOLD Strategy for Diagnosis, Management and Prevention of COPD, 2025 https://goldcopd.org/wp-content/uploads/2024/11/GOLD-2025-Report-v1.0-15Nov2024_WMV.pdf
An Updated Definition and Severity Classification of Chronic Obstructive Pulmonary Disease Exacerbations: The Rome Proposal. Am J Respir Crit Care Med. 2021;204(11):1251-1258. https://doi.org/10.1164/rccm.202108-1819PP
COPD in 21 th Century; ERS, 2024
https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-176-4
Asthma; ERS 2025
https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-191-7
Bronchiectasis; ERS 2018;
https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-098-9
Cystic Fibrosis; ERS, 2014
https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-051-4
Obstructive Sleep Apnoea; ERS, 2015; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-060-6
Interstitial Lung Diseases; ERS 2009; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-90409-797-6
Pulmonary manifestations of systemic Diseases; ERS, 2019; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-112-2
Sarcoidosis; ERS, 2022; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-146-7
Guidelines for the diagnosis and treatment of pulmonary hypertension, 2009, ERS http://www.ers-education.org/pages/default.aspx?id=2006&idBrowse=59774&det=1;
Standardization of Spirometry 2019 Update. An Official American Thoracic Society and European Respiratory Society Technical Statement; https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31613151/
ERS/ATS Technical Standard: Interpretive Strategies for Routine Lung Function Tests (2021) https://publications.ersnet.org/content/erj/60/1/2101499
European Respiratory Society/American Thoracic Society technical statement: standardisation of the measurement of lung volumes, 2023 update; ERS, 2023; https://publications.ersnet.org/content/erj/62/4/2201519
Overview of Tests of Pulmonary Function
Airflow, Lung Volumes, and Flow-Volume Loop
Respiratory Physiology: New Knowledge, Better Diagnosis; Page: 67-78; DOI: https://doi.org/10.1183/2312508X.10006524
Spirometry and body plethysmography
Pediatric Lung Function; plethysmography; Page: 66-86; DOI: https://doi.org/10.1183/1025448x.00011809 https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-90409-798-3/part/part_1/chapter/chapter_5
Pulmonary Rehabilitation; ERS, 2021; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-140-5
American Thoracic Society/European Respiratory Society Statement on Pulmonary Rehabilitation; 2006, ERS https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/16760357/
„ბავშვთა ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი“, საქართველო, 2023;
„ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი“, საქართველო, 2024;
„ტუბერკულოზური ინფექციის მართვის გაიდლაინი“, საქართველო, 2024;
„აქტიური ტუბერკულოზის სისტემური სკრინინგის გაიდლაინი“, საქართველო, 2022;
Tuberculosis; ERS Monography, 2018; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-100-9
Tuberculosis, Merck MSD Manual, Professional version; https://www.msdmanuals.com/professional/infectious-diseases/mycobacteria/tuberculosis-tb
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 1: prevention: tuberculosis preventive treatment; WHO, 2020; https://www.who.int/publications/i/item/9789240001503
WHO operational handbook on tuberculosis: module 1: prevention: tuberculosis preventive treatment; WHO, 2020; https://www.who.int/publications/i/item/9789240002906
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 2: screening: systematic screening for tuberculosis disease; WHO, 2022;
WHO operational handbook on tuberculosis: module 2: screening: systematic screening for tuberculosis disease; WHO, 2022; https://www.who.int/publications/i/item/9789240022614
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 3: diagnosis: rapid diagnostics for tuberculosis detection, 2021 update; WHO, 2021; https://www.who.int/publications/i/item/9789240029415
WHO operational handbook on tuberculosis: module 3: diagnosis: rapid diagnostics for tuberculosis detection, 2021 update; WHO, 2021; https://www.who.int/publications/i/item/9789240030589
WHO consolidated guidelines on tuberculosis Module 4: Treatment and care; WHO, 2025; https://www.who.int/publications/i/item/9789240107243
WHO consolidated operational handbook on tuberculosis: module 4: treatment and care: WHO, 2025; https://www.who.int/publications/i/item/9789240108141
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 5: management of tuberculosis in children and adolescents; WHO, 2022; https://www.who.int/publications/i/item/9789240046764
WHO operational handbook on tuberculosis: module 5: management of tuberculosis in children and adolescents; WHO, 2022; https://www.who.int/publications/i/item/9789240046832
3. ექიმი-სპეციალისტის ზოგადი უნარ-ჩვევები - ფთიზიატრ-პულმონოლოგს უნდა შეეძლოს შემდეგი მდგომარეობების მართვა:
სისხლიანი ხველა;
სისხლდენა სასუნთქი გზებიდან;
სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
პნევმოთორაქსი.
4. ა) დაავადებების, პათოლოგიური მდგომარეობების ჩამონათვალი, რომელთა კლინიკას, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას მოიცავს სპეციალობა:
ფილტვის ინფექციური დაავადებები, სოკოვანი ინფექციების და იმუნოკომპრომიტირებულ პირებთან, მათ შორის, აივ ინფიცირებულებთან, განვითარებული სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებების ჩათვლით;
ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები, ასთმის, ბრონქიტის, ემფიზემის, ბრონქოექტაზების და მუკოვისციდოზის ჩათვლით;
სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები, მათ შორის, ასთმა, ჰიპერმგრძნობელობით, ჰიპერაქტივობით და სხვადასხვა გარე ალერგიული ფაქტორით გამოწვეული დაავადებები;
ფილტვის დიფუზური ინტერსტიციული დაავადებები;
ფილტვის სისხლძარღვების დაავადებები ფილტვის არტერიის პირველადი და მეორადი ჰიპერტენზიის, ვასკულიტების და ფილტვებიდან სისხლდენის სინდრომის ჩათვლით;
პროფესიული და სხვადასხვა გარე გამღიზიანებლით გამოწვეული ფილტვის დაავადებები მტვრის ინჰალაციით, აზბესტოზით გამოწვეული დაავადებების და პროფესიული ასთმის ჩათვლით;
ფილტვის იატროგენული დაავადება მედიკამენტებით გამოწვეული დაავადების ჩათვლით;
ფილტვის მწვავე დაზიანებები, მათ შორის, რადიაციით, ინჰალაციით და ტრამვით გამოწვეული;
სისტემური დაავადებების პლევრო-პულმონალური გამოვლინებები სისხლძარღვთა კოლაგენური დაზიანებების და სხვა ორგანოებში პირველადი კერის არსებობით მიმდინარე დაავადებების ჩათვლით;
სუნთქვის უკმარისობა, მათ შორის, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების დროს, ნეირო-კუნთოვანი პათოლოგიით გამოწვეული სუნთქვითი პროცესის დარღვევა და გულმკერდის კედლის დაზიანებით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა;
პლევრის და შუასაყარის პათოლოგიები პნევმოთორაქსის და ემპიემის ჩათვლით;
გენეტიკური და განვითარების პათოლოგიით გამოწვეული სასუნთქი სისტემის დაავადებები;
სუნთქვის დარღვევა ძილის დროს და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები ძილის აპნოეს სინდრომის ჩათვლით;
ფილტვის, პლევრის და შუასაყარის პირველადი და მეტასტაზური ონკოპათოლოგიები (კომპეტენციის საზღვრებში);
რესპირატორული დაავადებების პრევენცია;
ფილტვის პათოლოგიის მქონე პაციენტების რეაბილიტაცია;
ფილტვის და ფილტვგარეთა ტუბერკულოზის ნებისმიერი ფორმა.
ბ) დაავადებათა ჩამონათვალი საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით (ICD10):
| ICD10 | დაავადება | საქმიანობის მოცულობა |
|---|---|---|
| J12- J18 | პნევმონიები | |
| J12 | ვირუსული პნევმონია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J13 | პნევმონია გამოწვეული Streptococcus pneumoniae-თი | მართვა |
| J14 | პნევმონია გამოწვეული Haemophilus influenzae-თი (აფანასიევ-პფეიფერის ჩხირი) | მართვა |
| J15 | ბაქტერიული პნევმონია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J16 | პნევმონია გამოწვეული სხვა ინფექციური აგენტებით, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J17 | პნევმონია იმ ავადმყოფობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J18 | პნევმონია, გამომწვევის დაზუსტების გარეშე | მართვა |
| J20-J22 | ქვედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე რესპირაციული ინფექციები | |
| J20 | მწვავე ბრონქიტი | მართვა |
| J21 | მწვავე ბრონქიოლიტი | მართვა |
| J22 | ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია, დაუზუსტებელი | მართვა |
| J40-J47 | ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ავადმყოფობები | |
| J40 | ბრონქიტი, დაუზუსტებელი, როგორც მწვავე ან ქრონიკული | მართვა |
| J41 | მარტივი და ლორწოვან-ჩირქოვანი ქრონიკული ბრონქიტი | მართვა |
| J42 | ქრონიკული ბრონქიტი, დაუზუსტებელი | მართვა |
| J43 | ემფიზემა | მართვა |
| J44 | ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები | მართვა |
| J45 | ასთმა | მართვა |
| J46 | ასთმური სტატუსი (status asthmaticus) | მართვა |
| J47 | ბრონქოექტაზიური ავადმყოფობა | მართვა |
| J60-J70 | ფილტვის ავადმყოფობები გამოწვეული გარეგანი ფაქტორებით | |
| J60 | ქვანახშირის საბადოში მომუშავეთა პნევმოკონიოზი | მართვა |
| J61 | პნევმოკონიოზი გამოწვეული აზბესტით და სხვა მინერალური ნივთიერებებით | მართვა |
| J62 | პნევმოკონიოზი გამოწვეული სილიკატების შემცველი მტვრით | მართვა |
| J63 | პნევმოკონიოზი გამოწვეული სხვა არაორგანული მტვრით | მართვა |
| J64 | პნევმოკონიოზი, დაუზუსტებელი | მართვა |
| J65 | პნევმოკონიოზი, დაკავშირებული ტუბერკულოზთან | მართვა |
| J66 | სასუნთქი გზების ავადმყოფობა, გამოწვეული სპეციფიური ორგანული მტვრით | მართვა |
| J67 | ზემგრძნობელობითი პნევმონიტი, გამოწვეული ორგანული მტვრით | მართვა |
| J68 | სასუნთქი სისტემის მდგომარეობები, გამოწვეული ქიმიური ნივთიერებების, აირების, კვამლისა და ორთქლის შესუნთქვით | მართვა |
| J69 | პნევმონიტი გამოწვეული მყარი და თხევადი ნივთიერებებით | მართვა |
| J70 | სასუნთქი სისტემის მდგომარეობები, გამოწვეული სხვა გარეგანი ფაქტორებით | მართვა |
| J80-J84 | სასუნთქი სისტემის სხვა ავადმყოფობები, რომლებიც უპირატესად აზიანებს ინტერსტიციუმს | |
| J80 | მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი | მართვა |
| J81 | ფილტვის შეშუპება | მართვა |
| J82 | პულმონური ეოზინოფილია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J84 | ფილტვების სხვა ინტერსტიციული ავადმყოფობები | მართვა |
| J85-J86 | ქვედა სასუნთქი გზების ჩირქოვანი და ნეკროზული პროცესები | |
| J85 | ფილტვისა და შუასაყრის აბსცესი | არაქირურგიული მკურნალობა კომპეტენციის ფარგლებში |
| J85 | პიოთორაქსი | არაქირურგიული მკურნალობა კომპეტენციის ფარგლებში |
| J90-J94 | პლევრის სხვა ავადმყოფობები | |
| J90 | პლევრული გამონაჟონი (ეფუზია), რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J91 | პლევრული გამონაჟონი (ეფუზია), იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J92 | პლევრული ფოლაქი | მართვა |
| J93 | პნევმოთორაქსი | მართვა |
| J94 | პლევრის სხვა დაზიანებები | მართვა |
| J95-J99 | სასუნთქი სისტემის სხვა ავადმყოფობები | |
| J95 | სასუნთქი სისტემის დაზიანებები სამედიცინო პროცედურების შედეგად, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J96 | სუნთქვის უკმარისობა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J98 | სასუნთქი სისტემის სხვა დარღვევები | მართვა |
| J99 | სასუნთქი სისტემის დარღვევები იმ ავადმყოფობათა დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში | მართვა |
| GXF410 | ამოსუნთქვის მოცულობის სპირომეტრია | მართვა |
| GXF412 | ამოსუნთქვის მოცულობის სპირომეტრია ბრონქოდილატაციის გამოყენებით | მართვა |
| GXF440 | ზოგადი/სრული პლეტიზმოგრაფია | მართვა |
| GXF442 | ზოგადი/სრული პლეტიზმოგრაფია ბრონქოდილატირებასთან ერთად | მართვა |
| D86.0 | ფილტვების სარკოიდოზი | მართვა |
| I26 | ფილტვის ემბოლია | მართვა |
| I27 | გულ-ფილტვის უკმარისობის სხვა ფორმები | მართვა |
| I28 | ფილტვების სისხლძარღვთა სხვა ავადმყოფობები | მართვა |
| G47.3 | აპნოე ძილის დროს | მართვა |
| A15-A19 | ტუბერკულოზი | |
| A15 | რესპირაციული ტუბერკულოზი, ბაქტეროლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებული | მართვა |
| A16 | რესპირაციული ტუბერკულოზი ბაქტერიოლოგიური ან ჰისტოლოგიური დადასტურების გარეშე | მართვა |
| A17 | ნერვული სისტემის ტუბერკულოზი | მართვა |
| A18 | სხვა ორგანოების ტუბერკულოზი | მართვა |
| A19 | მილიარული ტუბერკულოზი | მართვა |
| B20.0 | აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული მიკობაქტერიული ინფექცია | მართვა |
| B90 | ტუბერკულოზის შედეგები | მართვა |
| U84.3 | რეზისტენტობა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიმართ | მართვა |
| Z03.0 | დაკვირვება, როცა ეჭვია ტუბერკულოზზე | მართვა |
| Z11.1 | სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა სასუნთქი გზების ტუბერკულოზის გამოსავლენად | მართვა |
| Z20.1 | ავადმყოფთან კონტაქტი და ტუბერკულოზით შესაძლო ინფიცირება | მართვა |
5. იმ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩამონათვალი, რომელთა შედეგების ინტერპრეტაცია და კლინიკური შეფასება უნდა შეეძლოს ექიმ-სპეციალისტს:
| ლაბორატორიული კვლევები |
|---|
| კლინიკური კვლევები |
| სისხლის კვლევები |
| შარდის კვლევები |
| სხვა პათოლოგიური სითხეების კვლევები |
| მიკრობიოლოგიური კვლევები |
| გამომწვევის განსაზღვრა |
| მედიკამენტებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა |
| ბიოქიმიური კვლევები |
| კოაგულოგრამა; INR; |
| სისხლში შაქრის განსაზღვრა |
| ღვიძლის ფუნქციური სინჯები |
| სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას, საერთო ცილის, ალბუმინის, კრეატინინის, შარდოვანას, ელექტროლიტების, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების განსაზღვრა; |
| B და C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო ტესტები |
| სისხლში C რეაქტიული ცილის, ანტისტრეპტოლიზინის, რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა. |
| ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სადიაგნოსტიკო ტესტები |
| ციტოლოგიური კვლევები |
| ინსტრუმენტული კვლევები |
| რადიოლოგიური კვლევები |
| გულმკერდის ღრუს და სხვა ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევები |
| გულმკერდის ღრუს და სხვა ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია |
| გულმკერდის ღრუს და სხვა ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა |
| გულმკერდის ღრუს და სხვა ორგანოების ულტრასონოგრაფია |
| ენდოსკოპიური კვლევები |
| ბრონქოსკოპია |
| ფილტვის ფუნქციური სინჯები |
| სპირომეტრია |
| პლეტიზმოგრაფია |
| არტერიულ სისხლში აირთა განსაზღვრა |
| პიკფლოუმეტრია |
| ელექტროკარდიოგრაფია |
| კანის ალერგიული სინჯები და იმუნოლოგიური ტესტები |
ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების დეტალური ჩაშლა მოცემულია ქვემოთ.
6. ექიმ-სპეციალისტის აუცილებელი უნარ-ჩვევები:
| ანამნეზის შეკრება |
|---|
| კლინიკური შეფასება |
| კონსულტირება-ინფორმირება |
| აუსკულტაცია |
| პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა |
| სისხლში ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრა (პულსოქსიმეტრია) |
| პიკფლოუმეტრია |
| სპირომეტრია |
| პლეტიზმოგრაფია |
| არტერიულ სისხლში აირთა განსაზღვრა |
| თორაკოცენტეზი |
| პლევრის დრენირება |
| სხვა პათოლოგიური სითხის პუნქცია |
| ენდოტრაქეალური ზონდირება (ინტუბაცია) |
| პერიფერიული და ცენტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია |
| სისხლიანი ხველის და სასუნთქი გზებიდან სისხლდენის მართვა |
| სუნთქვის მწვავე უკმარისობის მართვა |
| პნევმოთორაქსის მართვა |
| ჟანგბადით თერაპია |
მუხლი 3. პროფესიული მზადების სტრუქტურა
1. სარეზიდენტო პროგრამა ,,ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ სტრუქტურული თვალსაზრისით სრულ შესაბამისობაშია ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის პროგრამებთან, თუმცა, ამასთანავე, ითვალისწინებს საქართველოში არსებულ სწავლების ტრადიციებს, კულტურულ თავისებურებებს, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანრთელობისა და ავადობის სპექტრს, ჯანდაცვის სისტემის თავისებურებებს, ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, ავადობის არსებულ სტატისტიკას, ჯანდაცვის სერვისების გადანაწილების სპეციფიკას.
2. სარეზიდენტო პროგრამით ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგის მზადებას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი.
3. სარეზიდენტო პროგრამა ,,ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ გულისხმობს რეზიდენტის სამწლიან მზადებას და შედგება საწყისი ერთწლიანი ზოგადი ნაწილისა და შემდგომი ორწლიანი სპეციალური ნაწილისაგან.
4. სარეზიდენტო პროგრამა ,,ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ ევროკავშირის მედიკოსთა (UEMS) და დაავადებათა საერთაშორისო (ICD) კლასიფიკაციის გათვალისწინებით შემუშავებული მოდულებისაგან შედგება. თითოეული მოდულის მიზანი, ხანგრძლივობა, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები პროგრამაში სრულად არის გაწერილი.
5. ,,ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ რეზიდენტურის კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო მოწმობა, რაც რეზიდენტურის კურსდამთავრებულს აძლევს უფლებას ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდა ,,ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“. გამოცდაზე მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში გაიცემა ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგის სერტიფიკატი.
მუხლი 4. სასწავლო პროგრამის შინაარსი
1. სარეზიდენტო პროგრამა „ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ შედგება ზოგადი და სპეციფიკური ნაწილებისაგან.
2. ზოგადი ნაწილი საერთოა შინაგანი მედიცინის ყველა სპეციალობისათვის, ორიენტირებულია რეზიდენტისათვის საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე შინაგან მედიცინაში.
3. სპეციფიკური ნაწილი კონკრეტულად ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში მზადებასა და სპეციფიური კომპეტენციების დაუფლებაზეა ორიენტირებული. მზადების მეორე საფეხური რეზიდენტის ინტერესიდან და დარგის საჭიროებიდან გამომდინარე იძლევა იმის საშუალებას, რომ მომავალი ექიმი სპეციალისტი დარგის შიგნით რომელიმე, მისთვის სასურველ, ერთ კონკრეტულ სფეროს, მაგ., პოლიორგანული ტუბერკულოზის ან რესპირატორული დაავადებების მართვის კომპეტენციებს დაეუფლოს. პროგრამის კურიკულუმებში ასევე გათვალისწინებულია პოსტდიპლომური განათლების შემდგომი საფეხურების გავლის შესაძლებლობა.
4. სარეზიდენტო პროგრამა „ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ შედგება ნოზოლოგიების მიხედვით გაწერილი მოდულებისაგან. უპირატესობა მინიჭებული აქვს კონკრეტული პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღებას, კერძოდ, პაციენტთან უშუალო კონტაქტს, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებზე ინტენსიურ დასწრებას, კვლევის შედეგების სწორი ინტერპრეტირებისათვის საჭირო ცოდნის შეძენას, მანიპულაციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის აუცილებელი გამოცდილების მიღებას.
5. მოდულების ჩამონათვალი:
| პროგრამის ზოგადი ნაწილი - პროფესიული მზადების I წელი | ||||
|---|---|---|---|---|
| მოდ.# | მოდულის დასახელება | ხანგრძლივობა | ||
| 1.1. | ამბულატორიული თერაპია | 4 თვე | ||
| 1.2 | თერაპიული პაციენტების მართვა სტაციონარში | 3 თვე | ||
| 1.3. | გადაუდებელი მედიცინა | 2 თვე | ||
| 1.4. | გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები | 2 თვე | ||
| პროგრამის სპეციფიური ნაწილი - პროფესიული მზადების I (II) წელი | ||||
| მოდ.# | მოდულის დასახელება | ხანგრძლივობა | ||
| 2.1. | სენსიტიური ტუბერკულოზი | 4 თვე | ||
| 2.2. | რეზისტენტული ტუბერკულოზი | 4 თვე | ||
| 2.3. | ფილტვგარეთა ტუბერკულოზი | 1.5 თვე | ||
| 2.4. | ბავშვთა ტუბერკულოზი | 1.5 თვე | ||
| პროგრამის სპეციფიური ნაწილი - პროფესიული მზადების II (III) წელი | ||||
| მოდ.# | მოდულის დასახელება | ხანგრძლივობა | ||
| 3.1. | ფილტვის ინფექციური დაავადებები | 2 თვე | ||
| 3.2. | ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები სუნთქვის დარღვევები |
4 თვე | ||
| 3.3. | ფილტვების დიფუზური დაავადებები და განვითარების მანკები | 3 თვე | ||
| 3.4. | სპირომეტრია და პლეტიზმოგრაფია | 1 თვე | ||
| 3.5 | რესპირატორული დაავადებების პრევენცია და რეაბილიტაცია | 1 თვე | ||
მუხლი 5. აკადემიური პერსონალი, კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო რესურსები
„ფთიზიატრია-პულმონოლოგიის“ სარეზიდენტო პროგრამით მზადებას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, „ფთიზიატრიაში“, „პულმონოლოგიასა“ და „შინაგან მედიცინაში“ სერტიფიცირებული აკადემიური პერსონალი, რომელთაც საკმარისი საგანმანათლებლო რესურსი გააჩნიათ იმისათვის, რომ რეზიდენტმა „ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ სრულყოფილი კურსი გაიაროს.
დაკმაყოფილდება მოთხოვნა წლის განმავლობაში ამბულატორიულ რეჟიმში პაციენტების მომართვიანობის და სტაციონარულ რეჟიმში დაყოვნების (საწოლდღეების) მიხედვით; ჩატარებული სამკურნალო, პრევენციული, დიაგნოსტიკური კვლევების და ქირურგიული ჩარევის რაოდენობის მიხედვით; ასევე სასწავლო ფართის და ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით.
მუხლი 6. ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობის გზით სარეზიდენტო პროგრამით მზადების პროცესის სუპერვიზიას და უკუკავშირს სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი კომისია უზრუნველყოფს. გათვალისწინებული იქნება პაციენტისა და რეზიდენტის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მექანიზმებიც.
მუხლი 7. პროგრამის მართვა და ადმინისტრირება
„ფთიზიატრია-პულმონოგიაში“ სარეზიდენტო პროგრამის მართვა და ადმინისტრირება გულისხმობს ადგილზე შემდეგი მექანიზმების განხორციელების უზრუნველყოფას:
კურიკულუმით გათვალისწინებული მასალის სწავლებას პედაგოგის მიერ; მიწოდებული მასალის შესწავლას რეზიდენტის მიერ;
კურიკულუმის სწავლება-შესწავლისათვის საჭირო ყველა მასალით და აღჭურვილობით უზრუნველყოფას;
პროგრამის განმახორციელებლისადმი მინიმალური ინსტიტუციური მოთხოვნების განსაზღვრას;
საჭიროების შემთხვევაში, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვა პროგრამებში რეზიდენტის მიმართვის და პროგრამებს შორის როტაციის უზრუნველყოფას.
მუხლი 8. პროგრამის ხანგრძლივობა
„ფთიზიატრია-პულმონოლოგიის“ სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი. აქედან პირველი წელი სწავლების ზოგად ნაწილს ეთმობა, რომელიც შინაგანი მედიცინის მომიჯნავე სპეციალობებისათვის საერთოა. შემდეგი 2 წელი (მზადების II და III წელი) სპეციფიურ ნაწილს - „ფთიზიატრია-პულმონოლოგიის“ პროგრამას ეთმობა.
სარეზიდენტო კურსის სასწავლო წელი 11 თვისაგან შედგება.
მუხლი 9. პროგრამის განახლების პერიოდულობა
„ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ სარეზიდენტო პროგრამის განახლება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ განვლილი სარეზიდენტო კურსით მზადების შედეგების, აკადემიური პერსონალის გამოცდილების და რეზიდენტების აზრის გათვალისწინებით ხდება.
თავი II. პროგრამის ზოგადი ნაწილი - პროფესიული მზადების I წელი
| პროგრამის ზოგადი ნაწილი - პროფესიული მზადების I წელი | ||
|---|---|---|
| მოდ.# | მოდულის დასახელება | ხანგრძლივობა |
| 1.1. | ამბულატორიული თერაპია | 4 თვე |
| 1.2 | თერაპიული პაციენტების მართვა სტაციონარში | 3 თვე |
| 1.3. | გადაუდებელი მედიცინა | 2 თვე |
| 1.4. | გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები | 2 თვე |
მუხლი 10. მოდული 1.1. მოდულის დასახელება - ამბულატორიული თერაპია, ხანგრძლივობა - 4 თვე
1. მოდულის მიზანი - ზოგადი კლინიკური და სიმპტომზე დაფუძნებული კომპეტენციების დაუფლება, დიაგნისტიკური თვალსაზრისით რთული სინდრომების დიაგნოსტიკა, მართვა და მონიტორინგი.
2. მოდულის განხორციელების პირობები – აკრედიტაციის მქონე ნებისმიერი ამბულატორიული დაწესებულება შესაბამისი ასაკობრივი კონტიგენტის მომსახურების (შინაგანი მედიცინა, ოჯახის ექიმი) პროფილით.
3. კომპეტენცია:
| ზოგადი კლინიკური კომპეტენციები (განმარტებები დაწვრილებით იხ. სილაბუსში) |
|---|
| ანამნეზის შეკრება |
| კლინიკური კვლევა |
| წამლები და უსაფრთხი რეცეპტურა |
| დაავადების სიმწვავის ხარისხის დადგენა და გადაწყვეტილების მიღების უნარი |
| გადაწყვეტილების მიღება და კლინიკური აზროვნება |
| პაციენტი, როგორც ზრუნვის ცენტრალური ფოკუსი |
| პაციენტისათვის უსაფრთხოების პრიორიტეტის მინიჭება |
| ჯგუფური მუშაობა და პაციენტის უსაფრთხოება |
| ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესების პრინციპები |
| ინფექციის კონტროლი |
| გახანგრძლივებული მდგომარეობების მართვა და პაციენტის თვითზრუნვის ხელშეწყობა |
| პაციენტთან ურთიერთობა და კომუნიკაცია კონსულტაციის დროს |
| ობიექტური ინფორმაციის მიწოდების უნარი |
| კომუნიკაცია და კოლაბორაცია კოლეგებთან |
| საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
| სამედიცინო ეთიკის და კონფიდენციალობის პრინციპები |
| ინფორმირებული თანხმობა |
| მუშაობის ლეგალური ჩარჩოები |
| ეთიკური კვლევები |
| მტკიცებულებები და გაიდლაინები |
| სიმპტომზე დაფუძვნებული კომპეტენციები (იხ. ქვემოთ) |
| უხშირესი კლინიკური მდგომარეობები: |
| მუცლის ტკივილი |
| მწვავე ზურგის ტკივილი |
| ჰაერის უკმარისობა |
| ტკივილი გულის არეში |
| ხველა |
| დიარეა |
| გონების კარგვა |
| ცხელება |
| ჰემატემეზი და მელენა |
| თავის ტკივილი |
| სიყვითლე |
| კიდურის ტკივილი და შეშუპება |
| გამონაყარი |
| გულისრევა და ღებინება |
| სისუსტე და დამბლა |
| სხვა მნიშვნელოვანი კლინიკური სიტუაციები: |
| წარმონაქმნი მუცელში და ჰეპატოსპლენომეგალია |
| პათოლოგიური მგრძნონელობა (პარესთეზია და მგრძნობელობის დაკარგვა) |
| აგრესიული და პათოლოგიური ქცევა |
| შფოთვა და პანიკური აშლილობა |
| სისხლჩაქცევები და სპონტანური სისხლდენა |
| დისპეფსია |
| დიზურია |
| გამონადენი და წყლულები სასქესო ორგანოებზე |
| ჰემატურია |
| ჰემოპტიზი (სისხლიანი ხველა) |
| მოძრაობის შეზღუდვა |
| შემთხვევით გამოვლენილი დარღვევები |
| სახსრების შეშუპება |
| ლიმფადენოპათია |
| წელის ტკივილი |
| ქირურგიული პროცედურების შემდგომი პრობლემები და გართულებები |
| ორსულობის დროს აღმოცენებული დარღვევები |
| შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები |
| ფიზიკური სიმპტომები ორგანული დაავადების გარეშე |
| პოლიდიფსია |
| პოლიურია |
| ქავილი |
| სისხლდენა სწორი ნაწლავიდან |
| კანსა და პირის ღრუში არსებული წყლულები |
| ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები |
| წონასწორობის დაკარგვა/დისბალანსი |
| წონაში კლება |
4. ლიტერატურის ნუსხა:
გ. ქავთარაძე დიაგნოსტიკური ძიება შინაგან სნეულებათა კლინიკაში. სიმპტომიდან დიაგნოზამდე;
ნ. ტატიშვილი, გ.სიმონია – ,,შინაგანი დაავადებები“;
Harrison Principles of Internal Medicine
Merck Manual.
ვაშინგტონის თერაპიული ცნობარი.
5. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და მოდულის შეფასების მეთოდები.
| შესრულებული პროცედურები და მანიპულაციები | რაოდენობა |
|---|---|
| ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა | 30 |
| ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა | 30 |
| მორიგეობა | თვეში მინიმუმ 4 |
| შეფასების სისტემა | ლოკალური ხელმძღვანელის ხელმოწერა |
|---|---|
| კარგი | |
| დამაკმაყოფილებელი | |
| არადამაკმაყოფილებელი | |
| სფერო, რომელიც საჭიროებს დახვეწას | |
| კომენტარი |
მუხლი 11. მოდული 1.2. მოდულის დასახელება - თერაპიული პაციენტების მართვა სტაციონარში, ხანგრძლივობა - 3 თვე
1. მოდულის მიზანი - ზოგადი კლინიკური და სიმპტომზე დაფუძნებული კომპეტენციების დაუფლება. დიაგნისტიკური თვალსაზრისით რთული სინდრომების დიაგნოსტიკა, ინტენსიური თერაპია და მართვა.
2. მოდულის განხორციელების პირობები – შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება.
3. კომპეტენცია:
| ზოგადი კლინიკური კომპეტენციები |
|---|
| ანამნეზის შეკრება |
| კლინიკური კვლევა |
| წამლები და უსაფრთხო რეცეპტურა |
| მდგომარეობის სიმწვავის ხარისხის განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიღების უნარი |
| გადაწყვეტილების მიღება და კლინიკური აზროვნება |
| პაციენტი, როგორც ზრუნვის ცენტრალური ფოკუსი |
| პაციენტის უსაფრთხოების პრიორიტეტის მინიჭება |
| ჯგუფური მუშაობა და პაციენტის უსაფრთხოება |
| ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესების პრინციპები |
| ინფექციის კონტროლი |
| გახანგრძლივებული მდგომარეობების მართვა და პაციენტის თვითზრუნვის ხელშეწყობა |
| პაციენტთან ურთიერთობა და კომუნიკაცია კონსულტაციის დროს |
| ცუდი ამბების შეტყობინება |
| საჩივრები და სამედიცინო შეცდომები |
| კომუნიკაცია და კოლაბორაცია კოლეგებთან |
| საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
| სამედიცინო ეთიკის და კონფიდენციალობის პრინციპები |
| ინფორმირებული თანხმობა |
| მუშაობის ლეგალური ჩარჩოები |
| ეთიკური კვლევები |
| მტკიცებულებები და გაიდლაინები |
| სიმპტომზე დაფუძვნებული კომპეტენციები |
| უხშირესი კლინიკური მდგომარეობები: |
| მუცლის ტკივილი |
| მწვავე ზურგის ტკივილი |
| თირკმლის მწვავე დაზიანება და თირკმლის ქრონიკული დაავადება |
| კოლაფსი |
| ჰაერის უკმარისობა და ქოშინი |
| ტკივილი გულის არეში |
| მწვავე კონფუზია/დელირიუმი |
| ხველა |
| დიარეა |
| ცხელება |
| ჰემატემეზი და მელენა |
| სიყვითლე |
| კიდურის ტკივილი და შეშუპება |
| მოწამვლა |
| გულისრევა და ღებინება |
| პაციენტების მართვა, რომლებიც საჭირეობენ პალიატიურ მზრუნველობას და ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი |
| სხვა მნიშვნელოვანი კლინიკური შემთხვევები |
| წარმონაქმნი მუცელში და ჰეპატოსპლენომეგალია |
| ასციტი და გაუვალობა |
| პათოლოგიური მგრძნონელობა (პარესთეზია და მგრძნობელობის დაკარგვა) |
| სისხლჩაქცევები და სპონტანური სისხლდენა |
| ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება |
| ჰემატურია |
| ჰემოპტიზი |
| ხმის ჩახლეჩა და სტრიდორი |
| ჰიპოთერმია |
| შემთხვევით გამოვლენილი დარღვევები |
| სახსრების შეშუპება |
| ლიმფადენოპათია |
| წელის ტკივილი |
| ქირურგიული პროცედურების შემდგომი პრობლემები და გართულებები |
| ორსულობის დროს აღმოცენებული დარღვევები |
| შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები |
| ფიზიკური სიმპტომები ორგანული დაავადების გარეშე |
| პოლიდიფსია |
| პოლიურია |
| ქავილი |
| სისხლდენა სწორი ნაწლავიდან |
| ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები |
| წონაში კლება |
4. ლიტერატურის ნუსხა:
გ. ქავთარაძე, „დიაგნოსტიკური ძიება შინაგან სნეულებათა კლინიკაში. სიმპტომიდან დიაგნოზამდე“;
ნ. ტატიშვილი, გ.სიმონია – ,,შინაგანი დაავადებები“;
Harrison Principles of Internal Medicine;
Merck Manuel;
ვაშინგტონის თერაპიული ცნობარი.
5. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და მოდულის შეფასების მეთოდები.
მოდულის შეფასების მეთოდები: ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაციის შეფასება, რეფერატის შეფასება.
| შესრულებული პროცედურები და მანიპულაციები | რაოდენობა |
|---|---|
| ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა | 30 |
| ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა | 30 |
| პერიფერიული ვენის პუნქცია და ვენის კათეტერიზაცია | 30 |
| ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია | X |
| თორაკოცენტეზი, პლევრის პუნქცია | X |
| პარაცენტეზი | X |
| სისხლის აღება არტერიული მიდგომით და არტერიული აირების ანალიზი | X |
| ელექტროკარდიოგრაფია (ელექტროკარდიოგრამის გადაღება და ინტერპრეტაცია) | 50 |
| ნაზოგასტრალური ზონდის ჩაყენება | X |
| შარდის ბუშტის კათეტერიზაცია | 15 |
| მორიგეობა | თვეში მინიმუმ 4 |
X სათანადო უნარ-ჩვევების მქონე ექიმ სპეციალისტთან ერთად
| შეფასების სისტემა | ლოკალური ხელმძღვანელის ხელმოწერა |
|---|---|
| კარგი | |
| დამაკმაყოფილებელი | |
| არადამაკმაყოფილებელი | |
| სფერო, რომელიც საჭიროებს დახვეწას | |
| კომენტარი |
მუხლი 12. მოდული 1.3. მოდულის დასახელება - გადაუდებელი მედიცინა, ხანგრძლივობა - 2 თვე
1. მოდულის მიზანი - ზოგადი კლინიკური და სიმპტომზე დაფუძნებული კომპეტენციების დაუფლება. კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მართვა.
2. მოდულის განხორციელების პირობები - შესაბამისი აკრედიტაციის მქონე დაწესებულება.
3. კომპეტენცია:
| ზოგადი კლინიკური კომპეტენციები |
|---|
| ანამნეზის შეკრება |
| კლინიკური კვლევა |
| წამლები და უსაფრთხო რეცეპტურა |
| დროის მართვა და გადაწყვეტილების მიღების უნარი |
| გადაწყვეტილების მიღება და კლინიკური აზროვნება |
| პაციენტი, როგორც ზრუნვის ცენტრალური ფოკუსი |
| პაციენტის უსაფრთხოების პრიორიტეტის მინიჭება |
| ჯგუფური მუშაობა და პაციენტის უსაფრთხოება |
| ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესების პრინციპები |
| ინფექციის კონტროლი |
| გახანგრძლივებული მდგომარეობების მართვა და პაციენტის თვითზრუნვის ხელშეწყობა |
| პაციენტთან ურთიერთობა და კომუნიკაცია კონსულტაციის დროს |
| ცუდი ამბების შეტყობინება |
| საჩივრები და სამედიცინო შეცდომები |
| კომუნიკაცია და კოლაბორაცია კოლეგებთან |
| საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
| სამედიცინო ეთიკის და კონფიდენციალობის პრინციპები |
| ინფორმირებული თანხმობა |
| მუშაობის ლეგალური ჩარჩოები |
| ეთიკური კვლევები |
| მტკიცებულებები და გაიდლაინები |
| სიმპტომზე დაფუძვნებული კომპეტენციები |
| გადაუდებელი მდგომარეობები: |
| გულის გაჩერება |
| შოკური სტატუსის მქონე პაციენტის მართვა |
| უგონო პაციენტის მართვა |
| ანაფილაქსია |
| უხშირესი სამედიცინო მდგომარეობები: |
| მუცლის ტკივილი |
| მწვავე ზურგის ტკივილი |
| კოლაფსი |
| ჰაერის უკმარისობა და ქოშინი |
| ტკივილი გულის არეში |
| მწვავე კონფუზია/დელირიუმი |
| ხველა |
| დიარეა |
| გონების დაკარგვა |
| კიდურის ტკივილი და შეშუპება |
| გულის ფრიალი |
| მოწამვლა |
| გამონაყარი |
| გულისრევა და ღებინება |
| სისუსტე და დამბლა |
| სხვა მნიშვნელოვანი კლინიკური შემთხვევები |
| ასციტი და გაუვალობა |
| პათოლოგიური მგრძნონელობა (პარესთეზია და მგრძნობელობის დაკარგვა) |
| ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება |
| სისხლჩაქცევები და სპონტანური სისხლდენა |
| დიალიზი |
| ჰემოპტიზი |
| თავის ტრავმა |
| ხმის ჩახლეჩა და სტრიდორი |
| ჰიპოთერმია |
| მოძრაობის შეზღუდვა |
| უნებლიე მოძრაობები |
| სახსრების შეშუპება |
| წელის ტკივილი |
| ქირურგიული პროცედურების შემდგომი პრობლემები და გართულებები |
| ორსულობის დროს აღმოცენებული დარღვევები |
| შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები |
| ტკივილი კისრის მიდამოში |
| ფიზიკური სიმპტომები ორგანული დაავადების გარეშე |
| სისხლდენა სწორი ნაწლავიდან |
| მეტყველების გაძნელება |
| ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები |
| სინკოპე და პრესინკოპე |
| წონასწორობის დაკარგვა/დისბალანსი |
| მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, მხედველობის ველის დეფექტები, დაქვეითებული სიმახვილე) |
4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და მოდულის შეფასების მეთოდები. პროცედურებისა და მანიპულაციების შესრულება უნდა მოხდეს სათანადო უნარ-ჩვევების მქონე ექიმ სპეციალისტთან ერთად.
| შესასრულებული პროცედურები და მანიპულაციები |
|---|
| ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა |
| ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა |
| პერიფერიული ვენის პუნქცია და ვენის კათეტერიზაცია |
| სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება: ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, გულის არაპირდაპირი მასაჟი, გულის ელექტრული სტიმულაცია, ელექტრული დეფიბრილაცია, კარდიოვერსია, ტრაქეის ინტუბაცია |
| ტრანსფუზიული თერაპიის ჩვენებების განსაზღვრა და ტექნიკა |
| ცხვირის წინა და უკანა ტამპონადა სისხლდენის დროს |
| პირველადი სასწრაფო დახმარება თვალის ტრავმის, ჭრილობების, დამწვრობის დროს |
| ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია |
| თორაკოცენტეზი, პლევრის პუნქცია |
| პარაცენტეზი |
| სისხლის აღება არტერიული მიდგომით და არტერიული აირების ანალიზი |
| ელექტროკარდიოგრაფია (ელექტროკარდიოგრამის გადაღება და ინტერპრეტაცია) |
| ნაზოგასტრალური ზონდის ჩაყენება |
| სისხლდენის შეჩერების დროებითი მეთოდები |
| მოტეხილობების დროებითი იმობილიზაცია |
| შარდის ბუშტის კათეტერიზაცია |
| მორიგეობა |
5. ლიტერატურის ნუსხა:
Harrison Principles of Internal Medicine;
Merck Manuel;
Tintinalli’s Emergency Medicine: A Comprehensive Study Guide
მუხლი 13. მოდული 1.4. მოდულის დასახელება - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ხანგრძლივობა – 2 თვე
1. მოდულის მიზანი: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიგნოსტიკა და მართვა.
2. მოდულის განხორციელების პირობები – შესაბამისი აკრედიტაციის მქონე დაწესებულება.
3. კომპეტენცია:
| ზოგადი კლინიკური კომპეტენციები |
|---|
| ანამნეზის შეკრება |
| კლინიკური კვლევა |
| წამლები და უსაფრთხი რეცეპტურა |
| დროის მართვა და გადაწყვეტილების მიღების უნარი |
| გადაწყვეტილების მიღება და კლინიკური აზროვნება |
| პაციენტი, როგორც ზრუნვის ცენტრალური ფოკუსი |
| პაციენტის უსაფრთხოების პრიორიტეტის მინიჭება |
| ჯგუფური მუშაობა და პაციენტის უსაფრთხოება |
| ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესების პრინციპები |
| ინფექციის კონტროლი |
| გახანგრძლივებული მდგომარეობების მართვა და პაციენტის თვითზრუნვის ხელშეწყობა |
| პაციენტთან ურთიერთობა და კომუნიკაცია კონსულტაციის დროს |
| ცუდი ამბების შეტყობინება |
| საჩივრები და სამედიცინო შეცდომები |
| კომუნიკაცია და კოლაბორაცია კოლეგებთან |
| საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
| სამედიცინო ეთიკის და კონფიდენციალობის პრინციპები |
| ინფორმირებული თანხმობა |
| მუშაობის ლეგალური ჩარჩოები |
| ეთიკური კვლევები |
| მტკიცებულებები და გაიდლაინები |
| სიმპტომზე დაფუძვნებული კომპეტენციები |
| უხშირესი სამედიცინო მდგომარეობები |
| კოლაფსი |
| ჰაერის უკმარისობა და ქოშინი |
| ტკივილი გულის არეში |
| ხველა |
| გონების კარგვა, სინკოპე |
| კიდურის ტკივილი და შეშუპება |
| გულის ფრიალი |
| სხვა მნიშვნელოვანი კლინიკური შემთხვევები |
| შფოთვითი /პანიკური აშლილობა |
| სინკოპე და პრესინკოპე |
| სუბსპეციალობებზე დაფუძვნებული კომპეტენციები |
| სტაბილური სტენოკარდია |
| მწვავე კორონარული სინდრომი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი |
| ქრონიკული ჰაერის უკმარისობა |
| გულის უკმარისობა |
| კარდიომიოპათიები |
| გულის სარქვლოვანი დაავადების მქონე პაციენტის შეფასება |
| პერიკადიტები |
| პირველადი და მეორადი პრევენცია |
| არტერიული ჰიპერტენზია |
| ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა და მართვა |
| აორტის დაავადებები |
| გულის სიმსივნეები |
| გულის რეაბილიტაცია |
| პაციენტების შეფასება არაკარდიოქირურგიული ოპერაციების დროს |
| პაციენტების შეფასება კარდიოქირურგიული ოპერაციების დროს |
| პულმონური ჰიპერტენზია |
4. ლიტერატურის ნუსხა:
ნ. ტატიშვილი, გ. სიმონია – „შინაგანი დაავადებები“;
გ. ქავთარაძე - „დიაგნოსტიკური ძიება შინაგან სნეულებათა კლინიკაში. სიმპტომიდან დიაგნოზამდე“;
მურაშკო – „ელექტროკარდიოგრაფია“;
Braunwald Heart Diseases;
Merck Manuel.
5. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| შესრულებული პროცედურები და მანიპულაციები | რაოდენობა |
|---|---|
| ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა | 30 |
| ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა | 30 |
| პერიფერიული ვენის პუნქცია და ვენის კათეტერიზაცია | 20 |
| ელექტროკარდიოგრაფია (ელექტროკარდიოგრამის გადაღება და ინტერპრეტაცია) | 50 |
| დატვირთვის ტესტი | |
| ჰოლტერ-მონიტორინგი | X |
| ექოკარდიოსკოპია | X |
| სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება: ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, გულის არაპირდაპირი მასაჟი, გულის ელექტრული სტიმულაცია, ელექტრული დეფიბრილაცია, კარდიოვერსია, ტრაქეის ინტუბაცია | X |
| ლაბორატორიული მაჩვენებლების ინტერპრეტაცია | 100 |
| მორიგეობა | თვეში მინიმუმ 4 |
X სათანადო უნარ-ჩვევების მქონე ექიმ სპეციალისტთან ერთად
| შეფასების სისტემა | ლოკალური ხელმძღვანელის ხელმოწერა |
|---|---|
| კარგი | |
| დამაკმაყოფილებელი | |
| არადამაკმაყოფილებელი | |
| სფერო, რომელიც საჭიროებს დახვეწას | |
| კომენტარი |
თავი III. პროგრამის სპეციფიკური ნაწილი - მზადების I (II) წელი
„ფთიზიატრია-პულმონოლგიაში“ სარეზიდენტო პროგრამის სპეციფიკური ნაწილი სწავლების 2 წელს მოიცავს და საჭიროა ტუბერკულოზის და რესპირატორული დაავადებების მართვის კომპეტენციების დასაუფლებლად.
მუხლი 14. პროფესიული მზადების I (II) წლის მოდულები
| მოდ.# | მოდულის დასახელება | ხანგრძლივობა |
|---|---|---|
| 2.1. | სენსიტიური ტუბერკულოზი | 4 თვე |
| 2.2. | რეზისტენტული ტუბერკულოზი | 4 თვე |
| 2.3. | ფილტვგარეთა ტუბერკულოზი | 1.5 თვე |
| 2.4. | ბავშვთა ტუბერკულოზი | 1.5 თვე |
პროფესიული მზადების I (II) წელს შემდეგი დაავადებები საქმიანობის შესაბამისი მოცულობით შეისწავლება:
| ICD10 | დაავადება | საქმიანობის მოცულობა |
|---|---|---|
| A15-A19 | ტუბერკულოზი | |
| A15 | რესპირაციული ტუბერკულოზი, ბაქტეროლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებული | მართვა |
| A16 | რესპირაციული ტუბერკულოზი ბაქტერიოლოგიური ან ჰისტოლოგიური დადასტურების გარეშე | მართვა |
| A17 | ნერვული სისტემის ტუბერკულოზი | მართვა |
| A18 | სხვა ორგანოების ტუბერკულოზი | მართვა |
| A19 | მილიარული ტუბერკულოზი | მართვა |
| B20.0 | აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული მიკობაქტერიული ინფექცია | მართვა |
| B90 | ტუბერკულოზის შედეგები | მართვა |
| U84.3 | რეზისტენტობა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიმართ | მართვა |
| Z03.0 | დაკვირვება, როცა ეჭვია ტუბერკულოზზე | მართვა |
| Z11.1 | სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა სასუნთქი გზების ტუბერკულოზის გამოსავლენად | მართვა |
| Z20.1 | ავადმყოფთან კონტაქტი და ტუბერკულოზით შესაძლო ინფიცირება | მართვა |
პროფესიული მზადების I (II) წელს შემდეგი ჩარევების, პროცედურების და მანიპულაციების მართვის და შედეგების ინერპრეტაციის პრაქტიკული უნარ-ჩვევები ყალიბდება:
| ანამნეზის შეკრება |
|---|
| კლინიკური შეფასება |
| კონსულტირება-ინფორმირება |
| აუსკულტაცია |
| პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა |
| სისხლში ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრა (პულსოქსიმეტრია) |
| კანის ტუბერკულინური სინჯი |
| QuantiFERON-TB Gold ტესტი |
| თორაკოცენტეზი |
| პლევრის დრენირება |
| თავ-ზურგ-ტვინის სითხის პუნქცია |
| სინოვიალური სითხის პუნქცია |
| ლიმფური კვანძის პუნქცია |
| ლიმფური კვანძის ბიოფსია |
| ბრონქოსკოპია |
| ბრონქოსკოპიით ბრონქის ამონარეცხის და/ან ბრონქოალვეოლური ლავაჟის მიღება |
| ნახველის და სხვა პათოლოგიური მასალის Xpert ULTRA/XDR ტესტირება |
| ნახველის და სხვა პათოლოგიური მასალის კულტურალური კვლევა და ფენოტიპური DST |
| ნახველის მიკროსკოპია |
| სისხლის საერთო ანალიზი |
| გულმკერდის და სხვა ორგანოების რენტგენოგრაფია |
| გულმკერდის და სხვა ორგანოების ულტრასონოგრაფია |
| გულმკერდის და სხვა ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია |
| გულმკერდის და სხვა ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა |
| სპირომეტრია |
| პლეტიზმოგრაფია |
| ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST და ბილირუბინი) |
| ელექტროკარდიოგრაფია (QT ინტერვალის კონტროლით) |
| სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა |
| გლიკირებული ჰემოგლობინის ტესტი |
| მხედველობის სიმახვილის და ფერთა აღქმის შეფასება |
| პერიფერიული ნეიროპათიის შეფასება |
| აუდიომეტრია |
| ფარისებრი ჯირკვლის ტესტი (TSH) |
| კალიუმის დონის განსაზღვრა |
| ლიპაზას და ამილაზას ტესტი |
| ალბუმინის ტესტი |
| კრეატინინის და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრა |
| HCV/HBV ტესტი |
| აივ-ტესტი, CD4 (თუ აივ(+)) |
| თორაკოცენტეზი |
| პლევრის დრენირება |
| თავ-ზურგ-ტვინის სითხის პუნქცია |
| სინოვიალური სითხის პუნქცია |
| ლიმფური კვანძის პუნქცია და ბიოფსია |
| დუგლასის ფოსოს პუნქცია |
| სისხლიანი ხველის და სასუნთქი გზებიდან სისხლდენის მართვა |
| სუნთქვის მწვავე უკმარისობის მართვა |
| პნევმოთორაქსის მართვა |
| ჟანგბადით თერაპია |
მუხლი 15. მოდული 2.1. მოდულის დასახელება - სენსიტიური ტუბერკულოზი, ხანგრძლივობა - 4 თვე
1. მოდულის მიზანია სენსიტიური ტუბერკულოზის პრევენციის, აქტიური გამოვლენის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მონიტორინგის, მკურნალობის შემდგომი მიდევნების, აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის თავისებურებების შესწავლა.
2. ლიტერატურის ნუსხა:
„ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი“, საქართველო, 2024;
„აქტიური ტუბერკულოზის სისტემური სკრინინგის გაიდლაინი“ საქართველო, 2022;
„ტუბერკულოზური ინფექციის მართვის გაიდლაინი“, საქართველო, 2024;
Tuberculosis; ERS Monography, 2018; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-100-9
Tuberculosis, Merck MSD Manual, Professional version; https://www.msdmanuals.com/professional/infectious-diseases/mycobacteria/tuberculosis-tb
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 1: prevention: tuberculosis preventive treatment; WHO, 2020; https://www.who.int/publications/i/item/9789240001503
WHO operational handbook on tuberculosis: module 1: prevention: tuberculosis preventive treatment; WHO, 2020; https://www.who.int/publications/i/item/9789240002906
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 2: screening: systematic screening for tuberculosis disease; WHO, 2022;
https://www.who.int/publications/i/item/9789240022676
WHO operational handbook on tuberculosis: module 2: screening: systematic screening for tuberculosis disease; WHO, 2022; https://www.who.int/publications/i/item/9789240022614
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 3: diagnosis: rapid diagnostics for tuberculosis detection, 2021 update; WHO, 2021; https://www.who.int/publications/i/item/9789240029415
WHO operational handbook on tuberculosis: module 3: diagnosis: rapid diagnostics for tuberculosis detection, 2021 update; WHO, 2021; https://www.who.int/publications/i/item/9789240030589
WHO consolidated guidelines on tuberculosis Module 4: Treatment and care; WHO, 2025; https://www.who.int/publications/i/item/9789240107243
WHO consolidated operational handbook on tuberculosis: module 4: treatment and care: WHO, 2025; https://www.who.int/publications/i/item/9789240108141
3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| თეორიული კურსი | პროფესიული უნარ-ჩვევები | შესასრულებელი მანიპულაციის რაოდენობა | შეფასება |
| ტუბერკულოზის პროგრამული მართვის ადგილობრივი და საერთაშორისო სტრატეგიების გაცნობა | ადგილობრივი და საერთაშორისო გაიდლაინების ძირითადი პრინციპების გაცნობა-გაანალიზება. | A | |
| სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების კონტაქტებთან ტუბერკულოზური ინფექციის დიაგნოსტიკა და პრევენციული მკურნალობა | კონტაქტების მოძიება, კონსულტურება, კლინიკური შეფასება, ტუბერკულოზის და ტუბერკულოზური ინფექციის დიფერენცირებისათვის რეკომენდებული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია, პრევენციული სამკურნალო რეჟიმის დანიშვნა. |
თვეში საშუალოდ 20 კონტაქტი | B |
| სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზით ინფიცირებული პაციენტების გამოვლენა პრიორიტულ რისკ-ჯგუფებში და პრევენციული მკურნალობა | პრიორიტეტული რისკ-ჯგუფების კლინიკური შეფასება, ტუბერკულოზის და ტუბერკულოზური ინფექციის დიფერენცირებისათვის რეკომენდებული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია, პრევენციული სამკურნალო რეჟიმის დანიშვნა |
თვეში საშუალოდ 5 პირი | B |
| ტუბერკულოზზე სავარაუდო პაციენტის მართვა არაფთიზიატრიულ და ფთიზიატრიულ ქსელში | ანამნეზის შეკრება, კონსულტირება, კლინიკური შეფასება, დიაგნოსტიკური ალგორითმის შესაბამისად ჩატარებული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების ინტერპრეტაცია, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის დროული რეფერალი ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო კვლევებზე. |
თვეში საშუალოდ 20 პაციენტი | B |
| სენსიტიური ტუბერკულოზის საწყისი დიაგნოსტიკა | ანამნეზის შეკრება, კონსულტურება, კლინიკური შეფასება, სენსიტიური ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკოდ რეკომენდებულ კვლევებზე პაციენტის რეფერალი და კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია |
თვეში საშუალოდ 20 პაციენტი | B |
სენსიტიური ტუბერკულოზის მკურნალობა ამბულატორიულ და სტაციონარულ რეჟიმში, სენსიტიური ტუბერკულოზის კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი |
სამკურნალო რეჟიმის შერჩევა, კლინიკური მონიტორინგი, ლაბორატორიული მონიტორინგის კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და შემდგომი მკურნალობის შესბამისად გაგრძელება. |
თვეში საშუალოდ 20 პაციენტი | B |
სენსიტიური ტუბერკულოზის მკურნალობის გვერდითი მოვლენების მართვა |
გვერდითი მოვლენების დროული გამოვლენისთვის პაციენტის კონსულტირება და კვლევებზე რეფერალი, კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და გვერდითი მოვლენების სიმპტომური მკურნალობა | თვეში საშუალოდ 20 პაციენტი | B |
| სენსიტიური ტუბერკულოზის მკურნალობა თანმხლები დაავადებების და მდგომარეობების დროს, მაგ., აივ კო-ინფექციის, ც ჰეპატიტის, ფეხმძიმობის/ლაქტაციის დროს | თანმხლები დაავადებების დროული გამოვლენისთვის პაციენტის კონსულტირება და კვლევებზე რეფერალი, კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და, მათი გათვალისწინებით, ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობის ინიცირება/გაგრძელება, საჭიროების შემთხვევაში სხვა ექიმ-სპეციალისტთან რეფერალი | თვეში საშუალოდ 20 პაციენტი | B |
| სენსიტიური ტუბერკულოზის გართულებული და მწვავე/მძიმე ფორმების მკურნალობა | გართულებების და/ან გამწვავებული მდგომარეობების დროული გამოვლენისთვის პაციენტის კონსულტირება და კვლევებზე რეფერალი, კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და, მათი გათვალისწინებით, გართულებების, გამწვავებების მართვა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ექიმ-სპეციალისტთან რეფერალი | თვეში საშუალოდ 20 პაციენტი | B |
| სენსიტიური ტუბერკულოზის მკურნალობის გამოსავლის მინიჭება, სენსიტიური ტუბერკულოზის რეგისტრაცია-ანგარიშგება | ტუბერკულოზის შემთხვევის და მკურნალობის გამოსავლის დეფინიციების გაცნობა, რეგისტრაცია-ანგარიშგების ფორმებზე და ბაზაში მუშაობა | თვეში საშუალოდ 20 პაციენტის მონაცემების დამუშავება | B |
სენსიტიური ტუბერკულოზის მკურნალობის შემდგომი მიდევნების უზრუნველყოფა, ტუბერკულოზის ნარჩენი ცვლილებების მართვა |
მკურნალობის შემდგომი ვიზიტების ჩატარება, მიდევნების ფაზაში კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია, ტუბერკულოზის შემდგომი ნარჩენი ცვლილებების სიმპტომური მკურნალობა |
თვეში საშუალოდ 20 პაციენტის მიდევნება | B A |
A პრეზენტაციის ანალიზი
B პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება, კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება, შედეგების გუნდური გაანალიზება
მუხლი 16. მოდული 2.2. მოდულის დასახელება - რეზისტენტული ტუბერკულოზი, ხანგრძლივობა - 4 თვე
1. მოდულის მიზანია რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციის, აქტიური გამოვლენის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მონიტორინგის, მკურნალობის შემდგომი მიდევნების, აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის თავისებურებების შესწავლა.
2. ლიტერატურის ნუსხა:
„ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი“, საქართველო, 2024;
Tuberculosis; ERS Monography, 2018; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-100-9
Tuberculosis, Merck MSD Manual, Professional version; https://www.msdmanuals.com/professional/infectious-diseases/mycobacteria/tuberculosis-tb
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 3: diagnosis: rapid diagnostics for tuberculosis detection, 2021 update; WHO, 2021; https://www.who.int/publications/i/item/9789240029415
WHO operational handbook on tuberculosis: module 3: diagnosis: rapid diagnostics for tuberculosis detection, 2021 update; WHO, 2021; https://www.who.int/publications/i/item/9789240030589
WHO consolidated guidelines on tuberculosis Module 4: Treatment and care; WHO, 2025; https://www.who.int/publications/i/item/9789240107243
WHO consolidated operational handbook on tuberculosis: module 4: treatment and care: WHO, 2025; https://www.who.int/publications/i/item/9789240108141
3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| თეორიული კურსი | პროფესიული უნარ-ჩვევები | შესასრულებელი მანიპულაციის რაოდენობა | შეფასება |
| რეზისტენტული ტუბერკულოზის საწყისი დიაგნოსტიკა, მ.შ. მედიკამენტებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა | ანამნეზის შეკრება, კონსულტირება, კლინიკური შეფასება, რეზისტენტული ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკოდ რეკომენდებულ კვლევებზე პაციენტის რეფერალი და კვლევის შედეგების, მ.შ. გენოტიპური და ფენოტიპური მგრძნობელობის ტესტების შედეგების ინტერპრეტაცია |
თვეში 5-10 პაციენტი | B |
რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ამბულატორიულ და სტაციონარულ რეჟიმში, რეზისტენტული ტუბერკულოზის კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი |
სამკურნალო რეჟიმის შერჩევა, კლინიკური მონიტორინგი, ლაბორატორიული მონიტორინგის კველევის შედეგების ინტერპრეტაცია და შემდგომი მკურნალობის შესბამისად გაგრძელება |
თვეში 5-10 პაციენტი | B |
რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გვერდითი მოვლენების მართვა |
გვერდითი მოვლენების დროული გამოვლენისთვის პაციენტის კონსულტირება და კვლევებზე რეფერალი, კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და გვერდითი მოვლენების სიმპტომური მკურნალობა | თვეში 5-10 პაციენტი | B |
| რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა თანმხლები დაავადებების და მდგომარეობების დროს, მაგ., აივ კო-ინფექციის, ც ჰეპატიტის, ფეხმძიმობის/ლაქტაციის დროს | თანმხლები დაავადებების დროული გამოვლენისთვის პაციენტის კონსულტირება და კვლევებზე რეფერალი, კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და, მათი გათვალისწინებით, ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობის ინიცირება/გაგრძელება, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ექიმ-სპეციალისტთან რეფერალი | თვეში 5-10 პაციენტი | B |
| რეზისტენტული ტუბერკულოზის გართულებული და მწვავე/მძიმე ფორმების მკურნალობა | გართულებების და/ან გამწვავებული მდგომარეობების დროული გამოვლენისთვის პაციენტის კონსულტირება და კვლევებზე რეფერალი, კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და, მათი გათვალისწინებით, გართულებების, გამწვავებების მართვა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ექიმ-სპეციალისტთან რეფერალი | თვეში 5-10 პაციენტი | B |
| რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გამოსავლის მინიჭება, რეზისტენტული ტუბერკულოზის რეგისტრაცია-ანგარიშგება | ტუბერკულოზის შემთხვევის და მკურნალობის გამოსავლის დეფინიციების გაცნობა, რეგისტრაცია-ანგარიშგების ფორმებზე და ბაზაში მუშაობა | თვეში 5-10 პაციენტის მონაცემების დამუშავება | B |
რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის შემდგომი მიდევნების უზრუნველყოფა, ტუბერკულოზის ნარჩენი ცვლილებების მართვა |
მკურნალობის შემდგომი ვიზიტების ჩატარება, მიდევნების ფაზაში კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია, ტუბერკულოზის შემდგომი ნარჩენი ცვლილებების სიმპტომური მკურნალობა |
თვეში საშუალოდ 5-10 პაციენტის მიდევნება | B A |
A პრეზენტაციის ანალიზი
B პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება, კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება, შედეგების გუნდური გაანალიზება
მუხლი 17. მოდული 2.3. მოდულის დასახელება - ფილტვგარეთა ტუბერკულოზი, ხანგრძლივობა - 1.5 თვე
1. მოდულის მიზანია ფილტვგარეთა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის/დიფდიაგნოსტიკის და მკურნალობის რეკომენდაციების შესწავლა, სპეციფიკური მანიპულაციების ჩასატარებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა
2. ლიტერატურის ნუსხა:
„ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი“, საქართველო, 2024;
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 3: diagnosis: rapid diagnostics for tuberculosis detection, 2021 update; WHO, 2021; https://www.who.int/publications/i/item/9789240029415
WHO operational handbook on tuberculosis: module 3: diagnosis: rapid diagnostics for tuberculosis detection, 2021 update; WHO, 2021; https://www.who.int/publications/i/item/9789240030589
WHO consolidated guidelines on tuberculosis Module 4: Treatment and care; WHO, 2025; https://www.who.int/publications/i/item/9789240107243
WHO consolidated operational handbook on tuberculosis: module 4: treatment and care: WHO, 2025; https://www.who.int/publications/i/item/9789240108141
3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| თეორიული კურსი | პროფესიული უნარ-ჩვევები | შესასრულებელი მანიპულაციის რაოდენობა | შეფასება |
ფილტვგარეთა ყველა ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, აქცენტით ცნს-ის, ძვალ-სახსრის, შარდ-სასქესო სისტემის ტუბერკულოზზე, პლევრის და შუასაყარის პათოლოგიები, პნევმოთორაქსის და ემპიემის ჩათვლით |
პლევრის პუნქცია, პლევრის ღრუს დრენირება, თზს პუნქცია, ლიმფური კვანძის პუნქცია, სინოვიალური სითხის პუნქცია, დუგლასის ფოსოს პუნქცია, ცისტოსკოპია, რეკომენდებული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
1.5 თვეში 5 საშუალოდ პაციენტი | B |
ფილტვგარეთა ტუბერკულოზის მკურნალობა ამბულატორიულ და სტაციონარულ რეჟიმში, რეზისტენტული ტუბერკულოზის კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი |
სამკურნალო რეჟიმის შერჩევა, კლინიკური მონიტორინგი, ლაბორატორიული მონიტორინგის კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და შემდგომი მკურნალობის შესაბამისად გაგრძელება |
1.5 თვეში 5 საშუალოდ პაციენტი | B A |
A პრეზენტაციის ანალიზი
B პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება, კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება, შედეგების გუნდური გაანალიზება.
მუხლი 18. მოდული 2.4. მოდულის დასახელება - ბავშვთა ტუბერკულოზი, ხანგრძლივობა - 1.5 თვე
1. მოდულის მიზანია ბავშვთა სენსიტიური და რეზისტენტული, ფილტვის და ფილტვგარეთა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის/დიფდიაგნოსტიკის და მკურნალობის შესწავლა.
2. ლიტერატურის ნუსხა:
„ბავშვთა ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი“, საქართველო, 2023;
WHO consolidated guidelines on tuberculosis: module 5: management of tuberculosis in children and adolescents; WHO, 2022; https://www.who.int/publications/i/item/9789240046764
WHO operational handbook on tuberculosis: module 5: management of tuberculosis in children and adolescents; WHO, 2022; https://www.who.int/publications/i/item/9789240046832
3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| თეორიული კურსი | პროფესიული უნარ-ჩვევები | შესასრულებელი მანიპულაციის რაოდენობა | შეფასება |
| ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფ ბავშვებთან ტუბერკულოზური ინფექციის დიაგნოსტიკა და პრევენციული მკურნალობა | კონტაქტში მყოფი ბავშვების მოძიება, კონსულტურება, კლინიკური შეფასება, ტუბერკულოზის და ტუბერკულოზური ინფექციის დიფერენცირებისათვის რეკომენდებული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია, პრევენციული სამკურნალო რეჟიმის დანიშვნა |
1.5 თვეში საშუალოდ 5 კონტაქტი | B |
| ბავშვებთან ფილტვის და ფილტვგარეთა, სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზის საწყისი დიაგნოსტიკა | ანამნეზის შეკრება, კონსულტურება, კლინიკური შეფასება, ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკოდ კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია |
1.5 თვეში საშუალოდ 5 <18 წ პაციენტი |
B |
ბავშვთა ტუბერკულოზის მკურნალობა ამბულატორიულ და სტაციონარულ რეჟიმში, მკურნალობის კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი, მკურნალობისადმი დამყოლობის უზრუნველყოფა |
სამკურნალო რეჟიმის შერჩევა, კლინიკური მონიტორინგი, ლაბორატორიული მონიტორინგის კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და შემდგომი მკურნალობის შესაბამისად გაგრძელება |
1.5 თვეში საშუალოდ 5 <18 წ პაციენტი |
B A |
A პრეზენტაციის ანალიზი
B პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება, კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება, შედეგების გუნდური გაანალიზება.
თავი IV. პროფესიული მზადების II (III) წლის მოდულები
მუხლი 19. პროფესიული მზადების II (III) წლის მოდულები
| პროგრამის სპეციფიური ნაწილი - პროფესიული მზადების II (III) წელი | ||
|---|---|---|
| მოდ.# | მოდულის დასახელება | ხანგრძლივობა |
| 3.1. | ფილტვის ინფექციური დაავადებები | 2 თვე |
| 3.2. | ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები სუნთქვის დარღვევები |
4 თვე |
| 3.3. | ფილტვების დიფუზური დაავადებები და განვითარების მანკები | 3 თვე |
| 3.4. | სპირომეტრია და პლეტიზმოგრაფია | 1 თვე |
| 3.5 | რესპირატორული დაავადებების პრევენცია და რეაბილიტაცია | 1 თვე |
პროფესიული მზადების II (III) წელს შემდეგი დაავადებები საქმიანობის შესაბამისი მოცულობით შეისწავლება:
| ICD10 | დაავადება | საქმიანობის მოცულობა |
|---|---|---|
| J12- J18 | პნევმონიები | |
| J12 | ვირუსული პნევმონია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J13 | პნევმონია გამოწვეული Streptococcus pneumoniae-თი | მართვა |
| J14 | პნევმონია გამოწვეული Haemophilus influenzae-თი (აფანასიევ-პფეიფერის ჩხირი) | მართვა |
| J15 | ბაქტერიული პნევმონია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J16 | პნევმონია გამოწვეული სხვა ინფექციური აგენტებით, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J17 | პნევმონია იმ ავადმყოფობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J18 | პნევმონია, გამომწვევის დაზუსტების გარეშე | მართვა |
| J20-J22 | ქვედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე რესპირაციული ინფექციები | |
| J20 | მწვავე ბრონქიტი | მართვა |
| J21 | მწვავე ბრონქიოლიტი | მართვა |
| J22 | ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია, დაუზუსტებელი | მართვა |
| J40-J47 | ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ავადმყოფობები | |
| J40 | ბრონქიტი, დაუზუსტებელი, როგორც მწვავე ან ქრონიკული | მართვა |
| J41 | მარტივი და ლორწოვან-ჩირქოვანი ქრონიკული ბრონქიტი | მართვა |
| J42 | ქრონიკული ბრონქიტი, დაუზუსტებელი | მართვა |
| J43 | ემფიზემა | მართვა |
| J44 | ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები | მართვა |
| J45 | ასთმა | მართვა |
| J46 | ასთმური სტატუსი (status asthmaticus) | მართვა |
| J47 | ბრონქოექტაზიური ავადმყოფობა | მართვა |
| J60-J70 | ფილტვის ავადმყოფობები გამოწვეული გარეგანი ფაქტორებით | |
| J60 | ქვანახშირის საბადოში მომუშავეთა პნევმოკონიოზი | მართვა |
| J61 | პნევმოკონიოზი გამოწვეული აზბესტით და სხვა მინერალური ნივთიერებებით | მართვა |
| J62 | პნევმოკონიოზი გამოწვეული სილიკატების შემცველი მტვრით | მართვა |
| J63 | პნევმოკონიოზი გამოწვეული სხვა არაორგანული მტვრით | მართვა |
| J64 | პნევმოკონიოზი, დაუზუსტებელი | მართვა |
| J65 | პნევმოკონიოზი, დაკავშირებული ტუბერკულოზთან | მართვა |
| J66 | სასუნთქი გზების ავადმყოფობა, გამოწვეული სპეციფიური ორგანული მტვრით | მართვა |
| J67 | ზემგრძნობელობითი პნევმონიტი, გამოწვეული ორგანული მტვრით | მართვა |
| J68 | სასუნთქი სისტემის მდგომარეობები, გამოწვეული ქიმიური ნივთიერებების, აირების, კვამლისა და ორთქლის შესუნთქვით | მართვა |
| J69 | პნევმონიტი გამოწვეული მყარი და თხევადი ნივთიერებებით | მართვა |
| J70 | სასუნთქი სისტემის მდგომარეობები, გამოწვეული სხვა გარეგანი ფაქტორებით | მართვა |
| J80-J84 | სასუნთქი სისტემის სხვა ავადმყოფობები, რომლებიც უპირატესად აზიანებს ინტერსტიციუმს | |
| J80 | მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი | მართვა |
| J81 | ფილტვის შეშუპება | მართვა |
| J82 | პულმონური ეოზინოფილია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J84 | ფილტვების სხვა ინტერსტიციული ავადმყოფობები | მართვა |
| J85-J86 | ქვედა სასუნთქი გზების ჩირქოვანი და ნეკროზული პროცესები | |
| J85 | ფილტვისა და შუასაყრის აბსცესი | არაქირურგიული მკურნალობა კომპეტენციის ფარგლებში |
| J85 | პიოთორაქსი | არაქირურგიული მკურნალობა კომპეტენციის ფარგლებში |
| J90-J94 | პლევრის სხვა ავადმყოფობები | |
| J90 | პლევრული გამონაჟონი (ეფუზია), რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J91 | პლევრული გამონაჟონი (ეფუზია), იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J92 | პლევრული ფოლაქი | მართვა |
| J93 | პნევმოთორაქსი | მართვა |
| J94 | პლევრის სხვა დაზიანებები | მართვა |
| J95-J99 | სასუნთქი სისტემის სხვა ავადმყოფობები | |
| J95 | სასუნთქი სისტემის დაზიანებები სამედიცინო პროცედურების შედეგად, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J96 | სუნთქვის უკმარისობა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში | მართვა |
| J98 | სასუნთქი სისტემის სხვა დარღვევები | მართვა |
| J99 | სასუნთქი სისტემის დარღვევები იმ ავადმყოფობათა დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში | მართვა |
| GXF410 | ამოსუნთქვის მოცულობის სპირომეტრია | მართვა |
| GXF412 | ამოსუნთქვის მოცულობის სპირომეტრია ბრონქოდილატაციის გამოყენებით | მართვა |
| GXF440 | ზოგადი/სრული პლეტიზმოგრაფია | მართვა |
| GXF442 | ზოგადი/სრული პლეტიზმოგრაფია ბრონქოდილატირებასთან ერთად | მართვა |
| D86.0 | ფილტვების სარკოიდოზი | მართვა |
| I26 | ფილტვის ემბოლია | მართვა |
| I27 | გულ-ფილტვის უკმარისობის სხვა ფორმები | მართვა |
| I28 | ფილტვების სისხლძარღვთა სხვა ავადმყოფობები | მართვა |
| G47.3 | აპნოე ძილის დროს | მართვა |
პროფესიული მზადების II (III) წელს შემდეგი ჩარევების, პროცედურების და მანიპულაციების მართვის და შედეგების ინერპრეტაციის პრაქტიკული უნარ-ჩვევები ყალიბდება:
| ანამნეზის შეკრება |
|---|
| კლინიკური შეფასება |
| კონსულტირება-ინფორმირება |
| აუსკულტაცია |
| პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა |
| სისხლში ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრა (პულსოქსიმეტრია) |
| პიკფლოუმეტრია |
| სპირომეტრია |
| პლეტიზმოგრაფია |
| არტერიულ სისხლში აირთა განსაზღვრა |
| ბრონქოსკოპია |
| გულმკერდის ღრუს რენტგენოგრაფია |
| პულმონური ანგიოგრაფია |
| გულმკერდის ღრუს ულტრასონოგრაფია |
| გულმკერდის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია |
| გულმკერდის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა |
| ექოკარდიოგრაფია |
| დოპლეროგრაფია |
| ელექტროკარდიოგრაფია |
| სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური კვლევები |
| შარდის კვლევები |
| ბიოლოგიური სითხეების კვლევები |
| კოაგულოგრამა |
| INR |
| კანის ალერგიული სინჯები |
| იმუნოლოგიური ტესტები |
| თორაკოცენტეზი |
| პლევრის დრენირება |
| ენდოტრაქეალური ზონდირება (ინტუბაცია) |
| პერიფერიული და ცენტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია |
| სისხლიანი ხველის და სასუნთქი გზებიდან სისხლდენის მართვა |
| სუნთქვის მწვავე უკმარისობის მართვა |
| პნევმოთორაქსის მართვა |
| ჟანგბადით თერაპია |
მუხლი 20. მოდული 3.1. მოდულის დასახელება – ფილტვის ინფექციური დაავადებები. ხანგრძლივობა - 2 თვე
1. მოდულის მიზანია ფილტვის მწვავე ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის, დიფდიაგნოსტიკის და მკურნალობის შესწავლა, კონკრეტული პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.
2. ლიტერატურის ნუსხა:
Harrison Principles of Internal Medicine, 22nd Edition;
Merck Manuel https://www.msdmanuals.com/professional
Nosocomial and Ventilator-Associated Pneumonia; ERS, 2011; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-016-3
Community-Acquired Pneumonia; ERS, 2014; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-049-1
მწვავე პნევმონია მოზრდილებში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია http://www.medportal.ge/linkedfiles/miscdata/3_13.pdf
მწვავე ბრონქიტი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია http://www.medportal.ge/linkedfiles/miscdata/3_11.pdf
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია http://www.medportal.ge/linkedfiles/miscdata/12_3.pdf
ქრონიკული ხველა კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია
http://www.medportal.ge/linkedfiles/miscdata/4_1.pdf.
3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| თეორიული კურსი | პროფესიული უნარ-ჩვევები | შესასრულებელი მანიპულაციის რაოდენობა | შეფასება |
ფილტვის ინფექციური დაავადებები; მწვავე ბრონქიტი; მწვავე პნევმონია; სოკოვანი ინფექციები; სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები იმუნოკომპრომიტირებულ პირებთან, მათ შორის, აივ დადებით პაციენტებთან; |
ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; პულსოქსიმეტრია; ჟანგბადით თერაპია; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
თვეში საშუალოდ 20 პაციენტი | B |
| ფილტვის მწვავე დაზიანებები, მათ შორის, რადიაციით, ინჰალაციით და ტრამვით გამოწვეული; | ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; პულსოქსიმეტრია; ჟანგბადით თერაპია; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
საშუალოდ 2-3 პაციენტი |
B |
| ფილტვის იატროგენული დაავადება მედიკამენტებით გამოწვეული დაავადების ჩათვლით. | ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; პულსოქსიმეტრია; ჟანგბადით თერაპია; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
საშუალოდ 2-3 პაციენტი |
B A |
A პრეზენტაციის ანალიზი
B პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება, კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება, შედეგების გუნდური გაანალიზება.
მუხლი 21. მოდული 3.2. მოდულის დასახელება – ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები, სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები, სუნთქვის დარღვევები. მოდულის ხანგრძლივობა - 4 თვე
1. მოდულის მიზანია ფილტვის ობსტრუქციული და ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკის, დიფდიაგნოსტიკის და მკურნალობის შესწავლა, კონკრეტული პრაქტიკული და კლინიკური უნარ-ჩვევების შეძენა.
2. ლიტერატურის ნუსხა:
Harrison Principles of Internal Medicine, 22nd Edition;
Merck Manuel https://www.msdmanuals.com/professional
GOLD 2024: a brief overview of key changes https://jornaldepneumologia.com.br/details/3908/en-US/gold-2024--a-brief-overview-of-key-changes
GOLD Strategy for Diagnosis, Management and Prevention of COPD, 2025 https://goldcopd.org/wp-content/uploads/2024/11/GOLD-2025-Report-v1.0-15Nov2024_WMV.pdf
An Updated Definition and Severity Classification of Chronic Obstructive Pulmonary Disease Exacerbations: The Rome Proposal. Am J Respir Crit Care Med. 2021;204(11):1251-1258. https://doi.org/10.1164/rccm.202108-1819PP
COPD in 21 th Century; ERS, 2024
Asthma; ERS 2025
Bronchiectasis; ERS 2018;
Cystic Fibrosis; ERS, 2014
Obstructive Sleep Apnoea; ERS, 2015; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-060-6
3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| თეორიული კურსი | პროფესიული უნარ-ჩვევები | შესასრულებელი მანიპულაციის რაოდენობა | შეფასება |
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ასთმა; ქრონიკული ბრონქიტი; ემფიზემა; ბრონქოექტაზები; მუკოვისციდოზი. |
ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; პულსოქსიმეტრია; სპირომეტრია; პლეტიზმოგრაფია; პიკფლოუმეტრია; არტერიულ სისხლში აირების განსაზღვრა; ბრონქოსკოპია; ჟანგბადით თერაპია; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
თვეში საშუალოდ 5-7 პაციენტი | B |
სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები; ალერგიული ასთმა; ჰიპერმგრძნობელობით, ჰიპერაქტივობით და სხვადასხვა გარე ალერგიული ფაქტორით გამოწვეული დაავადებები |
ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; პულსოქსიმეტრია; სპირომეტრია; პლეტიზმოგრაფია; პიკფლოუმეტრია; არტერიულ სისხლში აირების განსაზღვრა; ბრონქოსკოპია; კანის ალერგიული სინჯები; იმუნოლოგიური ტესტები; ჟანგბადით თერაპია; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
თვეში საშუალოდ 4-5 პაციენტი | B |
| სუნთქვის უკმარისობა; მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი; სუნთქვის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა; ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების დროს ნეირო-კუნთოვანი პათოლოგიით გამოწვეული სუნთქვითი პროცესის დარღვევა და გულმკერდის კედლის დაზიანებით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა | ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; პულსოქსიმეტრია; სპირომეტრია; პლეტიზმოგრაფია; პიკფლოუმეტრია; არტერიულ სისხლში აირების განსაზღვრა; ბრონქოსკოპია; ჟანგბადით თერაპია; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
2-3 პაციენტი | B |
სუნთქვის დარღვევა ძილის დროს და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები; ძილის აპნოე |
ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; რეკომენდებული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
2 პაციენტი | B A |
A პრეზენტაციის ანალიზი
B პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება, კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება, შედეგების გუნდური გაანალიზება.
მუხლი 22. მოდული 3.3. მოდულის დასახელება – ფილტვების დიფუზური დაავადებები და განვითარების მანკები. მოდულის ხანგრძლივობა 3 თვე
1. მოდულის მიზანია ფილტვების დიფუზური დაავადებების და განვითარების მანკების დიაგნოსტიკის, დიფდიაგნოსტიკის და მკურნალობის შესწავლა.
2. ლიტერატურის ნუსხა:
Harrison Principles of Internal Medicine, 22nd Edition;
Merck Manuel https://www.msdmanuals.com/professional
Interstitial Lung Diseases; ERS 2009; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-90409-797-6
Pulmonary manifestations of systemic Diseases; ERS, 2019; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-112-2
Sarcoidosis; ERS, 2022; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-146-7
Guidelines for the diagnosis and treatment of pulmonary hypertension, 2009, ERS http://www.ers-education.org/pages/default.aspx?id=2006&idBrowse=59774&det=1;
3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| თეორიული კურსი | პროფესიული უნარ-ჩვევები | შესასრულებელი მანიპულაციის რაოდენობა | შეფასება |
| ფილტვის დიფუზური ინტერსტიციული დაავადებები | ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; პულსოქსიმეტრია; სპირომეტრია; პლეტიზმოგრაფია; პიკფლოუმეტრია; არტერიულ სისხლში აირების განსაზღვრა; ჟანგბადით თერაპია; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
საშუალოდ 5 პაციენტი | B |
სისტემური დაავადებების პლევრო-პულმონალური გამოვლინებები სისხლძარღვთა კოლაგენური დაზიანებები ფილტვის ფორმის სარკოიდოზი |
ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; პლევრის პუნქცია; პლევრის დრენირება; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
4-5 პაციენტი | B |
| პროფესიული და სხვადასხვა გარე გამღიზიანებლით გამოწვეული ფილტვის დაავადებები პროფესიული ასთმა | ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; სპირომეტრია; პლეტიზმოგრაფია; ჟანგბადით თერაპია; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
4-5 პაციენტი | B |
ფილტვის სისხლძარღვების დაავადება ფილტვის არტერიის პირველადი და მეორადი ჰიპერტენზია ვასკულიტები ფილტვის ემბოლია |
ანამნეზის შეკრება; აუსკულტაცია; პულსის და არტერიული წნევის განსაზღვრა; ანგიოგრაფია; სხვა აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
5-7 პაციენტი | B |
| გენეტიკური და განვითარების პათოლოგიით გამოწვეული სასუნთქი სისტემის დაავადებები | ანამნეზის შეკრება; კლინიკური შეფასება; აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
1-2 პაციენტი | B |
| ფილტვის, პლევრის და შუასაყარის პირველადი და მეტასტაზური ონკოპათოლოგიები | ანამნეზის შეკრება; პლევრის პუნქცია; ტრანსთორაკალური ფუნქციის, ბიოფსიის, ვიდეოთორაკოსკოპიის და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. |
საშუალოდ 5 პაციენტი |
B A |
A პრეზენტაციის ანალიზი
B პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება, კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება, შედეგების გუნდური გაანალიზება.
მუხლი 23. მოდული 3.4. მოდულის დასახელება – სპირომეტრია და პლეტიზმოგრაფია. მოდულის ხანგრძლივობა – 1 თვე
1. მოდულის მიზანია სპირომეტრიის და პლეტიზმოგრაფიის მეთოდოლოგიის, ჩატარების ტექნიკის და მიღებული შედეგის მიხედვით სწორი დასკვნის ჩამოყალიბების შესწავლა.
2. ლიტერატურის ნუსხა:
Standardization of Spirometry 2019 Update. An Official American Thoracic Society and European Respiratory Society Technical Statement; https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31613151/
ERS/ATS Technical Standard: Interpretive Strategies for Routine Lung Function Tests (2021) https://publications.ersnet.org/content/erj/60/1/2101499
European Respiratory Society/American Thoracic Society technical statement: standardisation of the measurement of lung volumes, 2023 update; ERS, 2023; https://publications.ersnet.org/content/erj/62/4/2201519
Overview of Tests of Pulmonary Function
Airflow, Lung Volumes, and Flow-Volume Loop
Respiratory Physiology: New Knowledge, Better Diagnosis; Page: 67-78; DOI: https://doi.org/10.1183/2312508X.10006524
Spirometry and body plethysmography
Pediatric Lung Function; plethysmography; Page: 66-86; DOI: https://doi.org/10.1183/1025448x.00011809 https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-90409-798-3/part/part_1/chapter/chapter_5
3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| თეორიული კურსი | პროფესიული უნარ-ჩვევები | შესასრულებელი მანიპულაციის რაოდენობა | შეფასება |
| სპირომეტრია | პაციენტთან სპირომეტრიის უკუჩვენებების გათვალისწინება; პაციენტის განსწავლა კვლევის პირობების შესახებ; რეკომენდებული წესების/პირობების გათვალისწინებით სპირომეტრიის ჩატარება; მიღებული მაჩვენებლების მიხედვით სწორი დასკვნის ჩამოყალიბება; პაციენტისთვის პრევენციული და სამკურნალო რეკომენდაციების მიცემა; აპარატის კალიბრაცია. |
საშუალოდ 10 პაციენტი | B |
| პლეტიზმოგრაფია | პაციენტის განსწავლა კვლევის პირობების შესახებ; რეკომენდებული წესების/პირობების გათვალისწინებით პლეტიზმოგრაფიის ჩატარება; მიღებული მაჩვენებლების მიხედვით სწორი დასკვნის ჩამოყალიბება; პაციენტისთვის პრევენციული და სამკურნალო რეკომენდაციების მიცემა; აპარატის კალიბრაცია. |
საშუალოდ 10 პაციენტი |
B A |
A პრეზენტაციის ანალიზი
B პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება, კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება, შედეგების გუნდური გაანალიზება.
მუხლი 24. მოდული 3.5. მოდულის დასახელება – რესპირატორული დაავადებების პრევენცია და რეაბილიტაცია. მოდულის ხანგრძლივობა – 1 თვე
1. მოდულის მიზანია რესპირატორული დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის უახლესი რეკომენდაციების შესწავლა და შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენა.
2. ლიტერატურის ნუსხა:
Pulmonary Rehabilitation; ERS, 2021; https://publications.ersnet.org/content/book/monograph/978-1-84984-140-5
American Thoracic Society/European Respiratory Society Statement on Pulmonary Rehabilitation; 2006, ERS https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/16760357/
3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა და მოდულის შეფასების მეთოდები:
| თეორიული კურსი | პროფესიული უნარ-ჩვევები | შესასრულებელი მანიპულაციის რაოდენობა | შეფასება |
| რესპირატორული დაავადებების პრევენცია | ინფექციის კონტროლით გათვალისწინებული ნორმების დაცვა; გარე გამღიზიანებლებისაგან თავდაცვის მექანიზმებში პაციენტის განსწავლა. |
საშუალოდ 10 პაციენტი | B |
| ფილტვის პათოლოგიის მქონე პაციენტების რეაბილიტაცია | აღდგენითი თერაპიის განხორციელება; სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდოლოგიის შეწავლა; სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. |
საშუალოდ 4-5 პაციენტი | B A |
A პრეზენტაციის ანალიზი
B პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება, კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება, შედეგების გუნდური გაანალიზება.
მუხლი 25. შეფასება
სარეზიდენტო პროგრამით „ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ მიღებული თეორიული ცოდნის და შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება ხდება:
თითოეული მოდულის დასრულებისას;
სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული თითოეული სასწავლო წლის დასრულებისას;
სარეზიდენტო პროგრამის სრული კურსის დასრულებისას.
მოდულის ბოლოს რეზიდენტის შეფასება მოდულზე პასუხისმგებელი პირის და პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შემდეგი ფორმის საფუძველზე ხდება:
| შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები: | კარგი | დამაკმაყოფილებელი | სფერო, რომელიც საჭიროებს დახვეწას | კომენტარი |
|---|---|---|---|---|
| პრეზენტაციის ანალიზი | კარგი | |||
| პრაქტიკული უნარ-ჩვევების პირდაპირი დაკვირვება | კარგი | |||
| კლინიკური უნარ-ჩვევების დაკვირვებითი შეფასება | კარგი | |||
| შედეგების გუნდური გაანალიზება | კარგი | |||
| შემაჯამებელი პრეზენტაციის ანალიზი | კარგი | |||
| საბოლოო შეფასება | კარგი |
პროგრამის დირექტორის ხელმოწერა: თარიღი:
შეფასება სარეზიდენტო პროგრამის სასწავლო წლის და პროგრამის დასრულებისას გულისხმობს:
წლიურ შეფასებას პროგრამის დირექტორთან;
ტესტირებულ გამოცდას უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
წლიური შეფასება პროგრამის დირექტორთან ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე ფასდება რეზიდენტის დამოუკიდებელი მუშაობა მინიმუმ 2 რეალური პაციენტის კლინიკური შეფასებით, დიაგნოსტიკით და სამკურნალო რეჟიმის დანიშვნით. მეორე ეტაპზე ტარდება ტესტური გამოცდა, რომლის ტესტებიც უპირატესად კლინიკური შემთხვევების მაგალითზე არის შედგენილი. წლიურად კარგი და დამაკმაყოფილებელი შედეგის მქონე რეზიდენტი უნივერსიტეტის ტესტირებულ გამოცდაზე დაიშვება. უნივერსიტეტის ტესტირებულ გამოცდაზე დაშვებული ზღვარის გადალახვის შემთხვევაში რეზიდენტი „ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში“ სასერტიფიკატო გამოცდაზე დაიშვება. სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“.
„ფთიზიატრია-პულმონოლოგიის“ სარეზიდენტო პროგრამის ავტორები:
კახა ვაჭარაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; „ფთიზიატრია-პულმონოლოგიის“ სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი.
ნელი სოლომონია - მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №39/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.017233.
- სად არის „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №39/ნ, 17.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017233 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6923580/