„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-308
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.017005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-308

2026 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/05/2013, 360050000.22.023.016137) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის:

ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის №271);“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:

„ჭ) ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.“.

3. დებულების მე-3 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას;“;

ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს:

ა) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს;

ბ) კინტრიშის ეროვნულ პარკს;

გ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს;

დ) ქობულეთის აღკვეთილს.“;

გ) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე პუნქტი:

„31. ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს:

ა) ცივ-გომბორის ეროვნულ პარკს;

ბ) სიღნაღის აღკვეთილს.“.

მუხლი 2
1. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის პირველი აგვისტოდან.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.07.2026.
როდის იქნა მიღებული „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-308. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.22.023.017005.
სად არის „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-308, 27.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.017005 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6923826/