„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №293 |
|
2026 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11-მე-12 პუნქტები:
„11. პირი, მათ შორის, 27 წელს მიღწეული პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება, საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში იქნეს გადაყვანილი. ამასთან, თუ პირის პირველადი სამედიცინო შემოწმებიდან გასულია 6 თვე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანამდე, სახელმწიფო კომისია სათანადო მასალებს უგზავნის გამწვევ კომისიას და პირი ექვემდებარება მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ განმეორებითი სამედიცინო შემოწმების გავლას. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების/ ექსპერტიზის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებით დამტკიცებული დაავადებების/ტრავმების ნუსხით.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პირის პირველადი სამედიცინო შემოწმებიდან გასულია 6 თვე, პირმა გაიარა მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის განმეორებითი შემოწმება და შემოწმების გავლის შემდეგ:
ა) შესაბამისია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის, გამწვევი კომისია სათანადო მასალებს უგზავნის სახელმწიფო კომისიას, პირის განცხადების განხილვის გაგრძელებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
ბ) შეუსაბამოა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის, გამწვევი კომისია ინფორმაციას უგზავნის სახელმწიფო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნისა და ამ სამსახურის რეზერვში ჩარიცხვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
გ) დროებით შეუსაბამოა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის, გამწვევი კომისია სათანადო მასალებს უგზავნის სახელმწიფო კომისიას, პირის განცხადების განხილვის გაგრძელებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი, რომელმაც დაამთავრა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური (დაასრულა მისი გავლის ვადა) ან ვადამდე იქნა დათხოვნილი ამ სამსახურიდან, ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში 60 წლის ასაკამდე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №293. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.10.003.025842.
- სად არის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №293, 01.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.025842 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6924507/