„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№297
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.025846
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №297

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2025, 040030000.10.003.025194) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის:

ა) 2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რეაბილიტაციასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურებების ჩათვლით (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა).“;

ბ) 2.10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.10. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაზიფიცირების, ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების მიზნით, ახალ აბონენტებად რეგისტრაციასთან, ხოლო, აბონენტებად უკვე რეგისტრირებული აღნიშნული დაწესებულებების შემთხვევაში, მითითებულ კომუნალურ მომსახურებებზე სიმძლავრეების გაზრდის მიზნით, დაკავშირებული საჭიროებების უზრუნველყოფა, ასევე, საწვავის, ბრიკეტებისა და შეშის შესყიდვა.“.

2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.11 ქვეპუნქტი:

„2.11. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ტერიტორიის/ეზოს კეთილმოწყობა, მათ შორის: ეზოების რეაბილიტაცია, ღობის მოწყობა, დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსება და სხვა შესაბამისი სამუშაოები თანმდევი მომსახურებების ჩათვლით (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა).“.

3. მე-3 პუნქტის:

ა) 3.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობა და აღნიშნული დაწესებულების სარგებლობაში არსებული ტერიტორიის/ეზოს კეთილმოწყობა, მათ შორის: ეზოების რეაბილიტაცია, ღობის მოწყობა, დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსება და სხვა შესაბამისი სამუშაოები თანმდევი მომსახურებების ჩათვლით  (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა).“;

ბ) მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  შენობის სრული რეაბილიტაცია და აღნიშნული დაწესებულების სარგებლობაში არსებული ტერიტორიის/ეზოს კეთილმოწყობა, მათ შორის: ეზოების რეაბილიტაცია, ღობის მოწყობა, დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსება და სხვა შესაბამისი სამუშაოები, რეაბილიტაციასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურებების ჩათვლით (პროექტირება, ტექნიკური ზედამხედველობა, ექსპერტიზა).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №297. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.025846.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №297, 01.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025846 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6924639/