,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.009.997
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 20/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.009.997

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №78

2007 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, №76, 2005 წ., მუხლი 809) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველო;

ბ) თავდაცვის დაგეგმვის სამმართველო;

გ) ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო.“;

ბ) დებულების მე-91 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების 111 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,111. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების პოლიტიკის განსაზღვრა, ჩამოყალიბება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სამხედრო და სამოქალაქო განათლების მიმართულებებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განათლების სფეროში განხორციელებული ღონისძიებების კოორდინირება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში.“;

დ) დებულებას დაემატოს შესაბამისად შემდეგი შინაარსის 121 და 122 პუნქტები:

,,121. სამმართველოების უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

122. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

დ. კეზერაშვილი