„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2026 წლის 3 ივლისი ქ. სიღნაღი |
„3. მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“
,,მუხლი 7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი
1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
3. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნების გზით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვე მაინც.“
„ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირს ან მოხელეს, რომელიც განახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;“.
„3. მერიის სამსახურებია:
ა) მერიის ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა.ა) კანცელარიის განყოფილებას;
ა.ბ) საზოგადოებასთან, მედიასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას;
ა.გ) შესყიდვების განყოფილებას;
ა.დ) მერის წარმომადგენლთა საქმიანობის კოორდინაციას განყოფილებას.
ბ) იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას;
ბ.ბ) მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებას.
გ) ზედამხედველობის სამსახური, რომელიც მოიცავს:
გ.ა) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა განყოფილებას.
დ) შიდა აუდიტის სამსახური;
ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, რომელიც მოიცავს:
ე.ა) ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილებას;
ე.ბ) ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებას.
ვ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ვ.ა) განათლების და კულტურის განყოფილებას;
ვ.ბ) ახალგაზრდობის და სპორტის განყოფილებას.
ზ) საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს:
ზ.ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილებას;
ზ.ბ) საბუღალტრო და ფინანსური ვალდებულებების მართვისა და ანგარიშგების განყოფილებას.
თ) ეკონომიკის სამსახური, რომელიც მოიცავს:
თ.ა) ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკურ განყოფილებას;
თ.ბ) ტურიზმის განყოფილებას.
ი) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ი.ა) ინფრასტუქტურის განყოფილებას;
ი.ბ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილებას;
ი.გ) პროექტების მართვის განყოფილებას;“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 03.07.2026. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.168.016447.
- სად არის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №9, 03.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016447 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6927585/