„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.022.010.000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 22/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.000

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №120

2007 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №3, მუხ. 22) დამტკიცებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) წესს დაემატოს 41-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. კრედიტების დაგროვება და ტრანსფერი

პირის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე დაგროვილი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ითვლება, შეიძლება აღიარებულ იქნეს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის 41 მუხლი ვრცელდება აგრეთვე იმ უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებზე, რომლებიც პირის მიერ გავლილ იქნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკრედიტო სისტემის შემოღებამდე. ამ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ავტონომიის ფარგლებში გამოიანგარიშოს გავლილი სასწავლო კურსების შესაბამისი კრედიტები გავლილი საათების შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   ა. დიდებულიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.02.2007.
როდის იქნა მიღებული „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 16.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №120. სარეგისტრაციო კოდი — 430.030.000.22.022.010.000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.02.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, №120, 16.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69292/