„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №13 |
|
2026 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. გასაჩივრების წესი
1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საპენსიო ფონდისთვის მიმართვის გზით ან საჩივრის სასამართლოში წარდგენით.
2. საპენსიო ფონდში საჩივრის წარდგენისათვის დამსაქმებელი პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით უფლებამოსილია მიმართოს საპენსიო ფონდს საპენსიო ფონდის მისამართზე გამოცხადების ან საჩივრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით, საპენსიო ფონდის მისამართი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება და მისამართ(ებ)ი) მითითებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.pensions.ge.“.
2. ცვლილება შევიდეს დანართ №2-ში და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანებაზე თანდართული სახით.
|
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № [..]
2. შემდგენი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი.
3. სამართალდამრღვევი (შემდგომში – დამსაქმებელი):
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის/ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი))
4. ინფორმაცია გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ:
5. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის – ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი:
6. საპენსიო შენატანის კანონმდებლობით დადგენილი წესით განუხორციელებლობისათვის დამსაქმებელს დაეკისროს ჯარიმა - [...] ლარის ოდენობით.
7. ჯარიმის გადახდის ინსტრუქცია:
დამსაქმებელმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს წინამდებარე საჯარიმო ქვითრის თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
ჯარიმის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტების გათვალისწინებით:
ა) დამსაქმებლის რეკვიზიტები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი);
ბ) დანიშნულება, სადაც უნდა მიეთითოს წინამდებარე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის რეკვიზიტები;
გ) ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა;
დ) ბანკის კოდი:
ე) სახაზინო კოდი:
8. თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
9. სამართალდამრღვევის უფლებები:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის გათვალისწინებით, დამსაქმებელი უფლებამოსილია გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, ამასთან, ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით (მათ შორის, კოდექსი 252-ე მუხლით) გათვალისწინებული უფლებამოსილებით.
დამსაქმებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება ეცნობება/წარედგინება მის ელექტრონულ გვერდზე, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ძალაშია მისი გამოწერის თარიღიდან, საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ (შემდგომში – წესი) საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ჯარიმა არ იქნება ნებაყოფლობით სრულად გადახდილი და ამავდროულად არ იარსებებს საჯარიმო ქვითრის მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს წესის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის სააღსრულებო ფურცლის წარდგენას და სააღსრულებო წარმოებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელებას.
წინამდებარე საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება შეიძლება საპენსიო ფონდში (მისამართი:[.] საჩივრის წარმოდგენის გზით ან სასამართლოში (მისამართი: [.])), მისი გაცნობის (ელექტრონულ სისტემაში განთავსების) დღიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
წინამდებარე საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, გენერირებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტომატურად, ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.07.2026. მიმღები ორგანო — სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 280030000.73.085.016046.
- სად არის „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №13, 06.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016046 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6930370/