„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.164.016571
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 7 ივლისი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.164.016284) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის (სამსახურის დებულების) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და შემდეგი მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (განყოფილებებისგან):

ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;

ბ) სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს (სამსახურის დებულებას) დაემატოს  მე-6 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება

1. სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა, ვეტერანთა, უმწეო მდგომარეობაში მყოფთა და სხვა სოციალური კატეგორიის ბენეფიციართა აღრიცხვა, მათი სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

დ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ე) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობასა და საქმიანობის გამჭვირვალობას.“.

 

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 5 აგვისტოდან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ ჩხეიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.07.2026.
როდის იქნა მიღებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.07.2026. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.164.016571.
სად არის „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13, 07.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016571 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6930413/