„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2026 წლის 7 ივლისი ქ. ყვარელი |
1. დადგენილებით დამტკიცებული მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:
ა.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ა.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;
ა.გ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – შესყიდვების განყოფილება;
ა.დ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
2. დადგენილებით დამტკიცებული მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დადგენილებით დამტკიცებული მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:
ზ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;
ზ.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;“.
4. დადგენილებით დამტკიცებული მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელის შეწყობა, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და ყვარლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნება, მერიის საქმის წარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, ყვარლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება, მერიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მერიაში მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. დადგენილებით დამტკიცებული მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.07.2026. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.164.016569.
- სად არის „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №11, 07.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016569 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6930427/