„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№168/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.017007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №168/ნ

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში (სსმ, №30, 19/03/2010, 220010040.18.011.014360) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენების ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენების ინსტრუქცია“;

ბ) პირველი-მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენების ინსტრუქციის (შემდგომში − ინსტრუქცია) მიზანია საქართველოში საგადახდო ანგარიშებისთვის და შიდასააღრიცხვო ანგარიშებისთვის საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) ფორმატის გამოყენების პრინციპებისა და პროცედურის დადგენა, საგადახდო ანგარიშების და შიდასააღრიცხვო ანგარიშების ნომრების სტანდარტიზაცია, გადახდის ოპერაციის დამუშავების ეფექტურობის გაზრდა, ტრანსსასაზღვრო გადახდების განხორციელების ხელშეწყობა და გადარიცხვების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის სიზუსტის ხარისხის გაუმჯობესება.

2. ამ ინსტრუქციით განისაზღვრება საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) სტრუქტურა და ფორმატი, გენერირებისა და ვალიდაციის ტექნიკა, ასევე ელექტრონულ და მატერიალურ დოკუმენტებზე საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) ასახვის მოთხოვნები.

მუხლი 2. ინსტრუქციის გამოყენების სფერო

საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) ფორმატში გამოყენებას ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში − საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) მომხმარებლის (შემდგომში − მომხმარებელი) საგადახდო ანგარიში, ასევე შიდასააღრიცხვო ანგარიშები, რომლიდანაც ხორციელდება გადახდის ოპერაციები ლარით და უცხოური ვალუტით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (შემდგომში − IBAN) – ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით და ISO 13616 სტანდარტის შესაბამისად გენერირებული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც წარმოადგენს ლათინური სიმბოლოების და არაბული ციფრების 22 (ოცდაორი) ერთეულის კომბინაციას, და რომელიც გამოიყენება საქართველოში საგადახდო ანგარიშის და შიდასააღრიცხვო ანგარიშის აღნიშვნისთვის;

ბ) სხვა სახის ანგარიშის ნომერი – ანგარიშის ნომერი, რომელიც არ წარმოადგენს IBAN-ს;

გ) IBAN-ის გენერირება – ამ ინსტრუქციის №1 დანართში აღწერილი პროცედურის შესაბამისად საგადახდო ანგარიშისთვის და შიდასააღრიცხვო ანგარიშისთვის IBAN-ის შექმნის პროცესი;

დ) IBAN-ის ვალიდაცია – IBAN-ის შემოწმების პროცესი, რომელიც მოიცავს IBAN-ის ფორმატის შესაბამისობის დადგენას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლსა და ამ ინსტრუქციის №1 დანართში აღწერილი პროცედურების მიხედვით;

ე) ქვეყნის კოდი – ISO 3166-1 სტანდარტით დადგენილი ქვეყნის აღმნიშვნელი ორი ლათინური სიმბოლო;

ვ) IBAN კოდი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში − ეროვნული ბანკი) ამ ინსტრუქციის №2 დანართით მინიჭებული ორი ლათინური სიმბოლოს კომბინაცია, რომელიც წარმოადგენს IBAN-ის ნაწილს და გამოიყენება იმ სუბიექტის იდენტიფიცირებისთვის, სადაც გახსნილია ანგარიში;

ზ) საკონტროლო გასაღები – ორნიშნა რიცხვი, რომელიც გენერირებულია ამ ინსტრუქციის №1 დანართის შესაბამისად, წარმოადგენს IBAN-ის ნაწილს და უზრუნველყოფს IBAN-ის სისწორის დადგენას ვალიდაციის პროცესში;

თ) შიდასააღრიცხვო ანგარიში – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციით“ განსაზღვრული შიდასაბანკო ანგარიში, ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შიდა სისტემაში გახსნილი ანგარიში, რომელიც არ არის მომხმარებლის საგადახდო ანგარიში.

2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი 4. IBAN-ის სტრუქტურა

1. საქართველოში IBAN შედგება 22 (ოცდაორი) სიმბოლოსაგან და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) ქვეყნის კოდი;

ბ) საკონტროლო გასაღები;

გ) IBAN კოდი;

დ) ეროვნული ბანკისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ანგარიშისთვის მინიჭებული არაბული ციფრების კომბინაცია.

2. IBAN-ში აკრძალულია ნებისმიერი სიმბოლოს გამოყენება, გარდა არაბული ციფრებისა 0-დან 9-ის ჩათვლით და ლათინური დიდი ზომის სიმბოლოებისა A-დან Z-ის ჩათვლით.

3. IBAN არის ერთიანი და დაუშვებელია მისი რომელიმე ნაწილის განცალკევებით გამოყენება გადახდის ოპერაციებში ან გადახდის ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებში.

მუხლი 5. IBAN-ის ფორმატის რეგისტრაცია

1. ეროვნული ბანკი ახორციელებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაყენებელი IBAN-ის ფორმატის რეგისტრაციას მსოფლიო ბანკთაშორის საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებაში (SWIFT).

2. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საქართველოში თითოეული საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის უნიკალური, ერთი IBAN კოდის ერთჯერადად მინიჭებას და აღნიშნული IBAN კოდების ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge) გამოქვეყნებას.

მუხლი 6. IBAN-ის გამოყენება

1. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) IBAN-ის გამოყენება საგადახდო ანგარიშის და შიდასააღრიცხვო ანგარიშის მიმართ;

ბ) IBAN-ის გამოყენება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ანგარიშთან დაკავშირებულ ნებისმიერ, როგორც ელექტრონულ, ისე მატერიალურ დოკუმენტზე;

გ) IBAN-ის გამოყენება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ანგარიშთან დაკავშირებულ ელექტრონულ საგადახდო შეტყობინებებში და ამ ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი გადახდის ოპერაციის შესრულებისას;

დ) IBAN-ის ვალიდაცია ამ ინსტრუქციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, IBAN-ის გენერირება განახორციელოს ამ ინსტრუქციის №1 დანართში აღწერილი პროცედურის შესაბამისად. საგადახდო ანგარიშის ან შიდასააღრიცხვო ანგარიშის ნომერი, რომლის გენერირების პრინციპი არ შეესაბამება ამ ინსტრუქციას, მიიჩნევა სხვა სახის ანგარიშის ნომრად.

მუხლი 7. IBAN-ის ვალიდაცია

1. IBAN-ის ვალიდაცია არის ამ ინსტრუქციის №1 დანართის შესაბამისად IBAN-ის ფორმატის შესაბამისობის დადგენის პროცესი.

2. ვალიდაციის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

ა) ქვეყნის კოდის შემოწმება;

ბ) ფორმატში სიმბოლოების რაოდენობის კონტროლი ქვეყნის კოდის მიხედვით;

გ) ორნიშნიანი რიცხვითი საკონტროლო გასაღების შემოწმება;

დ) ფორმატის შემადგენელი ლათინური სიმბოლოებისა და არაბული ციფრების სტრუქტურის კონტროლი (მხოლოდ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ გენერირებული IBAN-ისთვის);

ე) IBAN კოდის კონტროლი (მხოლოდ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ გენერირებული IBAN-ისთვის).“;

გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები (მათ შორის, ფულადი ჯარიმა).“;

დ) დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისა) ვალდებულია უზრუნველყოს საგადახდო ანგარიშების და შიდასააღრიცხვო ანგარიშების საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) ფორმატში გენერირება არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე, საგადახდო ანგარიშებისთვის და შიდასააღრიცხვო ანგარიშებისთვის გამოიყენოს როგორც IBAN, ისე სხვა სახის ანგარიშის ნომერი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება საგადახდო ანგარიშის და შიდასააღრიცხვო ანგარიშის სხვა სახის ანგარიშის ნომრით გახსნა და სხვა სახის ანგარიშის ნომრიდან გადახდის ოპერაციების განხორციელება.

3. სხვა სახის ანგარიშის ნომრის ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საგადახდო ანგარიშისთვის IBAN-ის მინიჭების შესახებ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს სხვა სახის ანგარიშის ნომრის ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანისა და აღნიშნულის თაობაზე მომხმარებლის ინფორმირების პროცედურა.

4. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საგადახდო ანგარიშებისთვის და შიდასააღრიცხვო ანგარიშებისთვის გამოიყენოს მხოლოდ IBAN.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა
📎 დანართები (2)
dan-1.docx ⬇

დანართი №1

IBAN-ის სტრუქტურა და საკონტროლო გასაღების გენერირებისა და ვალიდაციის მეთოდი

1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გენერირებული IBAN შედგება 22 სიმბოლოსგან, სადაც 1-2 პოზიცია ეთმობა ქვეყნის კოდს, 3-4 − საკონტროლო გასაღებს, 5-6 − IBAN კოდს, ხოლო 7-22 პოზიცია (16 სიმბოლო) ეთმობა არაბული ციფრების კომბინაციას, რომელსაც აგენერირებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი თავის მიერ დადგენილი წესით. IBAN-ში გამოიყენება მხოლოდ არაბული ციფრები და ლათინური დიდი ზომის სიმბოლოები. ფორმატის ნიმუში: GE29NB0000000101904917.

2. IBAN-ის შემდეგი სახით წარმოდგენა: GE29 NB00 0000 0101 9049 17 დასაშვებია მხოლოდ ვიზუალური აღქმის გამარტივებისთვის.

3. დეტალური ტექნიკური მახასიათებლები:

ა) IBAN ფორმატში წარმოდგენილი ანგარიშის ნომრების საერთო სიგრძე: 22!c;

ბ) IBAN ფორმატის სტრუქტურა: GE2!n2!a16!n (ამ დანართის №1 ცხრილის შესაბამისად);

გ) GE – ქვეყნის კოდი ISO 3166-1 სტანდარტის შესაბამისად, გამოხატულია ორნიშნიანი ალფაბეტური ლათინური სიმბოლოთი;

დ) საკონტროლო გასაღები – 2 არაბული ციფრის კომბინაცია წარმოადგენს რიცხვს, რომელიც განსაზღვრავს IBAN-ის ვალიდურობას და გამოითვლება IBAN-ის სხვა ყველა დანარჩენი სიმბოლოების მნიშვნელობის საფუძველზე. საკონტროლო გასაღები გამოითვლება ISO/IEC 7064 (MOD97-10)-ის შესაბამისად. ალფაბეტური სიმბოლოების რიცხვით ჩანაცვლება ხორციელდება ამ დანართის №2 ცხრილის შესაბამისად.

4. საკონტროლო გასაღები გენერირდება შემდეგი მეთოდით:

ა) გამოსათვლელი საკონტროლო გასაღები ჩავთვალოთ, რომ არის 00 (ნულები) და ჩავსვათ ფორმატში

GE00NB0000000101904917;

ბ) პირველი ოთხი სიმბოლო გადაგვაქვს ანგარიშის ნომრის ბოლოს

NB0000000101904917GE00;

გ) ამ დანართის №2 ცხრილის მიხედვით ალფაბეტური სიმბოლოები ჩანაცვლდება რიცხვული მნიშვნელობებით (A=10, B=11, … Z=35)

NB0000000101904917GE00 (N=23, B=11, G=14, E=16)

23110000000101904917161400

პირობითად ეს რიცხვი აღვნიშნოთ ლათინური სიმბოლოთი − n;

დ) საკონტროლო გასაღების მისაღებად უნდა გამოვითვალოთ ამ რიცხვის MOD 97-10, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

MOD (n; 97) = n – 97 * INT (n/97), სადაც INT არის რიცხვის მთელი ნაწილი.

მოცემული IBAN ანგარიშის ნომრის საკონტროლო გასაღები იქნება 98-ს გამოკლებული ეს რიცხვი. ერთნიშნა რიცხვის მიღების შემთხვევაში მიღებულ რიცხვს წინ დაემატება 0 (ნული).

თუ მოცემულ ფორმულაში ჩავსვამთ ჩვენ მიერ გამოყენებულ ანგარიშის ნომრის მაგალითს, მაშინ მივიღებთ:

98 – MOD (23110000000101904917161400; 97) =

98 – (23110000000101904917161400 – 97 * INT (23110000000101904917161400/97)) =

98 – 69 = 29

ანგარიშის ნომრის საკონტროლო გასაღებია 29

GE29NB0000000101904917.

5. საკონტროლო გასაღების ვალიდაცია ხორციელდება შემდეგი მეთოდით:

ა) პირველი ოთხი სიმბოლო გადაგვაქვს ანგარიშის ნომრის ბოლოს

NB0000000101904917GE29;

ბ) ცხრილი №2-ის მიხედვით ალფაბეტური სიმბოლოები ჩანაცვლდება რიცხვული მნიშვნელობებით (A=10, B=11, … Z=35)

NB0000000101904917GE29 (N=23, B=11, G=14, E=16)

23110000000101904917161429;

გ) საკონტროლო გასაღების შესაბამისობის დასადგენად უნდა გამოვითვალოთ ამ რიცხვის MOD 97-10. თუ გამოთვლების შედეგად მიღებული რიცხვი ტოლია 1-ის, მაშინ საკონტროლო გასაღები სწორია.

ცხრილი №1. გამოყენებული სიმბოლოების განმარტებები

n ციფრები (0- დან 9-ის ჩათვლით)
a ასოები ლათინური ანბანიდან (სიმბოლოები A-Z)
c დიდი და პატარა ზომის ლათინური ანბანის ან ციფრული სიმბოლოები
(A-Z, a-z და 0-9)
!

აღნიშნავს სიმბოლოების ფიქსირებულ რაოდენობას (მაგ: 2!n)

 

ცხრილი №2. საკონტროლო გასაღების გამოსათვლელი ლათინური სიმბოლოების

რიცხვებში გადასაყვანი ცხრილი

A = 10 G = 16 M = 22 S = 28 Y = 34
B = 11 H = 17 N = 23 T = 29 Z = 35
C = 12 I = 18 O = 24 U = 30  
D = 13 J = 19 P = 25 V = 31  
E = 14 K = 20 Q = 26 W = 32  
F = 15 L = 21 R = 27 X = 33  
dan-2.doc DOC ⬇

დანართი №2

|№ |კომერციული ბანკის/მიკრობანკის დასახელება |IBAN კოდი |

|1 |საქართველოს ეროვნული ბანკი |NB |

|2 |სს „ბაზისბანკი“ |BS |

|3 |სს „ბანკი ქართუ“ |CR |

|4 |სს „სილქ ბანკი“ |BT |

|5 |სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ |VT |

|6 |სს „ზირაათ ბანკი საქართველო“ |ZB |

|7 |სს „თიბისი ბანკი“ |TB |

|8 |სს „ტერა ბანკი“ |KS |

|9 |სს „პროკრედიტ ბანკი“ |PC |

|10 |სს „საქართველოს ბანკი“ |BG |

|11 |სს „ლიბერთი ბანკი“ |LB |

|12 |სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ |HB |

|13 |სს „იშ ბანკი საქართველო“ |IS |

|14 |სს „პაშა ბანკი საქართველო“ |PB |

|15 |სს „კრედო ბანკი“ |CD |

|16 |სს „პეისერა ბანკი საქართველო“ |PS |

|17 |სს „პეივ ბანკ ჯორჯია“ | PV |

|18 |სს „ჰეშ ბანკი“ |HS |

|19 |სს „მიკრობანკი ემბისი“ |MB |

|20 |სს „მიკრობანკი კრისტალი“ |BC |

|№ | საგადახდო მომსახურების პროვაიდერის დასახელება |IBAN კოდი |

|1 |სს „იმანი ჯორჯია“ |EM |

|2 |სს „ოპპა“ |OP |

|3 |შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ |DD |

|4 |შპს „თიბისი ფეი“ |TC |

|5 |შპს „უნიფეი“ |UP |

|6 |შპს „მანი მუვერს“ |MM |

|7 |შპს „მეტრო სერვის +“ |MS |

|8 |შპს „აჭარაფეი“ |AP |

|9 |სს „გაერთიანებული კლირინგ ცენტრი“ |UC |

|10 |შპს „ოლ ფეი ვეი“ |DL |

|11 |შპს „ნუმუს“ |PP |

|12 |შპს „იუპიეს“ |IU |

|13 |შპს „ფეი უნიქარდი“ |PU |

|14 |შპს „ენ ბი სი“ |NC |

|15 |შპს „მონრემი“ |MN |

|16 |შპს „ქლეარდ სისტემს“ |CC |

|17 |შპს „ელექტრა ფეი“ |EL |

|18 |შპს „ფასტფეი“ |FP |

|19 |შპს „ვოლიფეი“ |WP |

|20 |შპს „ნეოლეთ“ |NL |

|21 |შპს „პეიტრონი“ |BB |

|22 |შპს „ინექს ფეი“ |NX |

|23 |შპს „პეიფაი“ |PY |

|24 |შპს „იზიფეი“ |EZ |

|25 |შპს „რიკო ფეი“ |RP |

|26 |შპს „სიფეი“ |CP |

|27 |შპს „ვიპ ფეი“ |VP |

|28 |შპს „ბიქეიენ301 ჯორჯია“ |HI |

|29 |შპს „ნიუ ფეიმენთ სისტემ“ |FS |

|30 |შპს „იუნაითიდ ფეიმენთ ჯორჯია“ |UG |

|31 |შპს „ქიფზ.მი“ |EE |

|32 |შპს „თიფეი“ |FL |

|33 |შპს „მულტიპრაიმ“ |MP |

|34 |შპს „აზრი ფეი“ |ZR |

|35 |შპს „ოუნი“ |ON |

|36 |შპს „გლობალფეი საქართველო“ |GG |

|37 |შპს „იფოინთ ჯორჯია“ |EG |

|38 |შპს „მონეტო“ |MO |

|39 |შპს „ნეომინთი“ |NT |

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №168/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010040.18.011.017007.
სად არის „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №168/04, 07.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.017007 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6933277/