,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.010.009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 22/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.009

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №09

2007 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის  2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №130, მუხ. 1450) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგამოძიებო ნაწილის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგამოძიებო ნაწილში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) უფროსი პროკურორები;

ბ) პროკურორები;

გ) პროკურორ-კრიმინალისტი;

დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები;

ე) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;

ვ) საგამოძიებო ნაწილის სპეციალისტები.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. პროკურორ-კრიმინალისტი:

ა) სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებით;

ბ) ცალკეულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე გასვლას, უშუალოდ ატარებს ან მონაწილეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში;

გ) გენერალური პროკურორის ან საგამოძიებო ნაწილის უფროსის დავალებით სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.02.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 21.02.2007. მიმღები ორგანო — სხვა ადმინისტრაციული ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 110.060.010.39.036.010.009.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №9, 21.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.009 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69340/