ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2026 წლის 3 ივლისი ქ. ჭიათურა |
|
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაციას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობას;
ზ) პროექტების შედგენას;
თ) კულტურული ღონისძიებების მოწყობას;
ი) საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობას;
კ) ახალგაზრდების დასვენებას პატრიოტულ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ბანაკებში;
ლ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის იერარქიულად უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. დარგების საქმიანობას წარმართავენ სამსახურის მოხელეები, რომელთა უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
ა) სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მართვასა და ორგანიზებას;
ბ) სპორტულ–გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციასა და ხელშეწყობას, სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდებისათვის მუნიციპალური ტურნირების ორგანიზებას და სხვადასხვა მაღალი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ზრუნვას;
დ) განყოფილების ამოცანების განხორციელების მიზნით შესაბამის სამინისტროებთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტულ ფედერაციებთან, ასოციაციებთან, კავშირებთან და უცხოეთის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობას;
ე) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სპორტის სფეროში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას კანონით დადგენილი წესით;
ზ) სპორტის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალიტეტებთან საქმიანობის კოორდინაციას;
თ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადებასა და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას კომპეტენციის ფარგლებში;
კ) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მართვასა და ორგანიზებას;
ლ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
მ) ახალგაზრდებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ნ) სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
ო) ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
პ) მუნიციპალიტეტის მასშტაბურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას;
ჟ) ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან;
რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 03.07.2026. მიმღები ორგანო — ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.129.016488.
- სად არის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №16, 03.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016488 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6934415/