აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტი |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
„1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება აქვთ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართონ უმაღლეს საბჭოს ან საჯაროდ განაცხადონ გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ინიციირების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭო უახლოეს პლენარულ სხდომაზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მათი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ახალ პირველ მოადგილეს ან მოადგილეს.“.
2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი.“.
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 24-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციან ჯგუფს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8 ივლისი 2026 წ. ქ. თბილისი N09-რს
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.07.2026. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №09-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.51.060.016038.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №09-რს, 08.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010190030.51.060.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6936993/