„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15252
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016808
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №15252

2026 წლის 7 ივლისი 

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1) მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის ყველა სტრუქტურულ ერთეულში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისა და ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მომუშავე თანამშრომელთათვის განსაზღვრულია:“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. დეპარტამენტის იმ სტრუქტურული ერთეულის, რომელიც ახორციელებს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თანამშრომელს სამუშაოს დაწყების, დასრულების და შესვენების დრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ზეპირად ან წერილობით შესაძლებელია განესაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საათებისაგან განსხვავებული დროით. ამასთან, სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის სამუშაო დრო შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს, ასევე შაბათს ან კვირას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამშრომლის სამუშაო საათების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.“. 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი   მიხეილ მაღლაკელიძე

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.07.2026. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №15252. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016808.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №15252, 07.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016808 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6937140/