„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2026 წლის 8 ივლისი ქ. ახმეტა |
1. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს ხუთი განყოფილება:
ა.ა) მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილება;
ა.ბ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;
ა.გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ა.დ) სამეურნეო განყოფილება;
ა.ე) შესყიდვების განყოფილება;
ბ) იურიდიული სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:
ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს ორი განყოფილება:
გ.ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება;
გ.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;
დ) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:
დ.ა) ქონების მართვის განყოფილება;
ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:
ე.ა) ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;
ვ) შიდა აუდიტის სამსახური;
ზ) ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:
ზ.ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;
თ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს ორი განყოფილება:
თ.ა) არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილება;
თ.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება;
ი) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური;
კ) ზედამხედველობის სამსახური.“.
2. მე-12 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1-ლი ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობა; მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვა; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგება; ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვის კონტროლი; მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად შესყიდვების გეგმის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, მისი შემდგომი კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება; შესყიდვის პროცედურების განხორციელება; ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადება.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; მონაცემების სტატისტიკური შეგროვება-დამუშავება; მუნიციპალიტეტის ქონების მართვა; მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე მონიტორინგის განხორციელება; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება მერის შესაბამისი დავალების საფუძველზე; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების აღრიცხვა; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ღონისძიებების განხორციელება.“;
„5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სკოლამდელი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგი; სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის მონიტორინგი.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების გაცემასთან და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.“;
დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე; მისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის შედგენა და სახდელის შეფარდება; ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება.“.
3. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.07.2026. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.162.016728.
- სად არის „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №23, 08.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016728 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6937581/