,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.010.019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 01/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.019

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №85

2007 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებას (სსმ III, 2006წ., №22, მუხ. 270) დაემატოს შემდეგი შინაარსის „62” პუნქტი:

„62. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც იმსახურეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და კონტრაქტი შეუწყდათ ვადის გასვლის გამო, რომლებიც მსახურობენ აღნიშნული პროგრამით, აგრეთვე, კონტრაქტის საფუძველზე იმსახურეს ოთხი წლის ვადით და ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს კონტრაქტის საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი – 115 ლარის ოდენობით.”.

2. თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტმა (გ. ბერძენიშვილი) უზრუნველყოს ბრძანების მოთხოვნათა შესრულება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ვერა ძნელაძეს.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და პირადი შემადგენლობა.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 დ. კეზერაშვილი