⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.02.2012)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სათათბირო საბჭოს სამეცნიერო ორგანოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.02.2007
ძალის დაკარგვა 27.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.010.020
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 26/02/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,012 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2007 მიღება
27.02.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სათათბირო საბჭოს სამეცნიერო ორგანოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 51.0pt 1.0in 37.4pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.010.020 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №143 2007 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სათათბირო საბჭოს ,,სამეცნიერო ორგანოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის“ (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის“ (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. შეიქმნას სათათბირო საბჭო ,,სამეცნიერო ოარგანო“ შემდეგი შემადგენლობით: ა) დავით ქიქოძე სსიპ ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმის განყოფილების გამგე ბ) გიორგი ბახტაძე – სსიპ – ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გ) გიორგი არაბული – საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორი დ) გიორგი დარჩიაშვილი – საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრის ფრინველთა კონსერვაციის ექსპერტი ე) ირაკლი შავგულიძე – სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ვ) მარიამ ქიმერიძე – საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის ,,ორქისის“ მენეჯერი ზ) ნუგზარ ზაზანაშვილი – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე თ) დავით თარხნიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების განმსაზღვრელი კომისიის თავმჯდომარე. 2. დამტკიცდეს სათათბირო საბჭოს ,,სამეცნიერო ორგანოს“ თანდართული დებულება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი              დ. ჩანტლაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სათათბირო საბჭოს ,,სამეცნიერო ორგანოს“   დებულება     მუხლი 1🔗 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სათათბირო საბჭო სამეცნიერო ორგანო (შემგომში – სამეცნიერო ორგანო) არის გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე მინისტრის სათათბირო ორგანო. 2. სამეცნიერო ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის“ (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილებისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილების საფუძველზე.     მუხლი 2🔗 1. სამეცნიერო ორგანო ყოველ სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარესა და სხდომის მდივანს. 2. სამეცნიერო ორგანო იქმნება 8 წევრის შემადგენლობით. 3. სამეცნიერო ორგანო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა. 4. სამეცნიერო ორგანოს სხდომას იწვევს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.     მუხლი 3🔗 1. სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით სხდომაზე დამსწრე ხმათა უმრავლესობით, ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 2. გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც აფორმებს სამეცნიერო ორგანოს მდივანი. 3. სამეცნიერო ორგანოს სხდომაზე, სათათბირო ხმის უფლებით, განსახილველი საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება მოწვეული იყვნენ სათანადო კვალიფიკაციის დამოუკიდებელი ექსპერტები. 4. თუ სამეცნიერო ორგანოს წევრი კონკრეტული საკითხის განხილვისას წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს იგი ვალდებულია ამის შესახებ განუცხადოს სამეცნიერო ორგანოს წევრებს, ასეთ შემთხვევაში სამეცნიერო ორგანოს წევრს არა აქვს უფლება დაესწროს სხდომას. 5. სამეცნიერო ორგანოს წევრები არ იღებენ ანაზღაურებას.     მუხლი 4🔗 1. სამეცნიერო ორგანო მეცნიერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისთვის შემდეგ საკითხებზე: ა) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის I და II დანართებში შეტანილ სახეობათა ნიმუშების ექსპორტის ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა უქმნის თუ არა მოცემულ სახეობას გადაშენების საფრთხეს; ბ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების იმპორტის ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა, იმპორტის მიზნებიდან გამომდინარე უქმნის თუ არა მოცემულ სახეობას გადაშენების საფრთხეს; გ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების იმპორტის ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს თუ არა ცოცხალი ნიმუშის სავარაუდო მიმღებს სათანადო პირობები ნიმუშის შენახვისა და მოვლისათვის; დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის I და II დანართებში შეტანილი ცოცხალი ნიმუშების ზღვიდან ინტროდუქციისას, რომ ამგვარი ინტროდუქცია არ უქმნის მოცემულ სახეობას გადაშენების საფრთხეს. 2. სამეცნიერო ორგანო ადგენს დასკვნას თეთრყვავილა ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების ყოველწლიური კვოტის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასკვნის მოსამზადებლად სამეცნიერო ორგანო რეკომენდაციას აძლევს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მოიწვიოს ექსპერტი (ექსპერტთა ჯგუფი), რომელიც განახორციელებს საველე შესწავლას და წარმოადგენს მასალებს სამეცნიერო ორგანოს სხდომაზე განსახილველად. 4. საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო ორგანო განსაზღვრავს კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობათა ნიმუშების წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.     მუხლი 5🔗 წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.