თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №498 |
|
2026 წლის 7 ივლისი ქ. თეთრიწყარო |
|
დებულება
1. ეს დებულება განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (შემდგომ – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული დასახელებაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
4. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
5. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად.
6. სამსახური ანგარიშვალდებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე.
7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.
8. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას.
9. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34.
1.სამსახურის ამოცანებია:
ა) განათლებისა და კულტურის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება/განხორციელება და კოორდინაცია.
2.სამსახურის ფუნქციებია:
ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით და მათი მონიტორინგი;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხებში) საქმიანობის მონიტორინგი;
დ) წინადადებების შემუშავება განათლების, კულტურის და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის თანასწორობის საკითხებზე;
ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება;
ზ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
თ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა;
ი) სემინარებში, კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
კ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე, თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან;
ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის შეიმუშაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმები;
გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე დაუყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორგანოში;
დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ;
ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში დადგენილი წესების დაცვასა და შესრულების შემოწმების მიზნით, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების განურჩევლად;
ზ) გასცეს გაფრთხილება, განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან და დროულ შესრულებაზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაფრთხილების პირობების მის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე;
თ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ი) საკითხის უკეთესად შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;
კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2.სამსახური ვალდებულია:
ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში;
ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სამსახურის უფროსი.
2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. განყოფილება შედგება სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
3. სამსახურის განყოფილებებია:
ა) განათლებისა და კულტურის განყოფილება;
ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
4. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.
5. განყოფილებები მათზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
1. განყოფილება იქმნება მერიის სამსახურებში, სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ერთგვაროვანი საკითხების (მიმართულებების) დაჯგუფებისა და მათი კოორდინირებულად წარმართვის მიზნით.
2. განათლებისა და კულტურის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) განათლებისა და კულტურის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხებში) მონიტორინგს;
დ) წინადადებების შემუშავებას განათლებისა და კულტურის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) საერთაშორისო პროგრამებში მუნიციპალიტეტის ჩართულობის ხელშეწყობას და განათლების სფეროს განვითარებისათვის არასაბიუჯეტო სახსრების (გრანტების და სხვა სახსრების) მოზიდვის მიზნით სამუშაოების ჩატარებას;
ვ) წარმატებული სტუდენტების წახალისების მიზნით მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ზ) დამეგობრებული და აგრეთვე სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად განათლების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის კოორდინაციას, არსებული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ურთიერთობების დამყარებას;
თ) მუნიციპალიტეტის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულებას;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მიღებული ყველა სახის ინფორმაციაზე რეაგირებას შესაბამისი უწყების ინფორმირების გზით;
კ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ძეგლების დაცვის ფიზიკურ და ვიზუალურ არეალში განსახორციელებელ სხვადასხვა აქტივობის მიმდინარეობაზე მონიტორინგს;
ლ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და განხორციელების უზრუნველყოფა/ხელშეწყობას;
მ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ნ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას;
ო) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას და საკონსულტაციო მომსახურებას;
პ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას და საკონსულტაციო მომსახურებას;
ჟ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, სპორტსმენთა, ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად შესაბამისი გარემოს შექმნას და მათ ხელშეწყობას; ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას;
რ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობას;
ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლთა დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება, უფლებამოსილ უწყებებში მათ წარდგენას მერთან შეთანხმებით.
3. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) ადგილობრივ დონეზე სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას;
გ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციასა და ხელშეწყობას; ადგილობრივი სასპორტო ცენტრების სპორტსმენთა სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდებისთვის საწვრთნელი შეკრების ორგანიზებასა და სხვადასხვა მაღალი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას;
დ) ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში თანამედროვე მეთოდების დანერგვას, ახალგაზრდობის და მოსახლეობის ფართო მასებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;
ე) მოსახლეობის სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავებას და მათი შესრულების ხელშეწყობას;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების სპორტულ ორგანიზაციებთან მეგობრული, საქმიანი კონტაქტების დამყარებას, საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების და ტურნირების ჩატარების კოორდინაციას;
ზ) სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეუწყობას;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვას და შესაბამის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ზრუნვას;
ი) მზრუნველობამოკლებულ ბავშვებში სპორტის პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის ხელშეწყობას;
კ) სპორტული კლუბებისა და სამოყვარულო გუნდების საქმიანობის ხელშეწყობას;
ლ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის თანასწორობის საკითხებზე;
მ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ნ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ო) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერას და ხელშეწყობას;
პ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენას და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ჟ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვას, განხორციელებას;
რ) ახალგაზრდებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; ახალგაზრდებში მოხალისეობის ინსტიტუტისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების წახალისებასა და ხელშეწყობას;
ს) ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სტაჟირების პროგრამების განხორციელებას, ამ მიზნით აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას კერძო სექტორთან;
ტ) ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერას, ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამების შემუშავებას;
უ) სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
ფ) ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას.
4. განყოფილებები მათზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
ზ) კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;
თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;
ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზების დადგენის შესახებ შესაბამის წერილებს;
კ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილე(ებ)ს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
მ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ნ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ო) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში;
პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის ცალკეულ დავალებებს;
რ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.
4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.
5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.
7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
1. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს, განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა
და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას;
ვ) განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
კ) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის;
ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ საკითხის დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.07.2026. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №498. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.157.016601.
- სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №498, 07.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016601 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6942376/