,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2026 წლის 14 ივლისი ქ. ოზურგეთი
|
|
ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების
სამსახურის დებულება
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში - „მერი“).
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილება.
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების ფიზიკური გარემოს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის სამშენებლო მიმართულების გაუმჯობესება, მშენებლობის სფეროში შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადება;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება და მართვა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაწყვეტილებების მომზადება;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება.
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მართვა;
გ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;
დ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება;
ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობის შესახებ წინადადებების მომზადება;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
ა) გეგმარებითი დავალებების მომზადება და მუნიციპალური სივრცითი მოწყობის სტრატეგიების შემუშავება;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიების ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის მხარდაჭერა და კოორდინაცია;
გ) მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ორგანიზება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა;
დ) საქმისწარმოება მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში;
ე) მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ მერის სამართლებრივი აქტების შემუშავება;
ვ) არქიტექტურულ-გეგმარებითი პროექტების, საპროექტო დოკუმენტაციის, საჯარო ინფორმაციისა და სამოქალაქო საჭიროებების შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, კონტროლი, რეგისტრაცია და მონაცემთა ბაზაში ატვირთვა;
ზ) გეგმური ანგარიშების მომზადება არქიტექტურული და ურბანული დაგეგმვის მიმართულებით;
თ) არქიტექტურული დოკუმენტაციის, ნებართვების, პროექტებისა და კვლევების შესაბამისობის უზრუნველყოფა ინჟინერიის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან;
ი) მიწის ნაკვეთების გაყოფის, გაერთიანებისა და ურბანული დაგეგმარების პროცესში საჭირო სხვა ადმინისტრაციული და სამართლებრივი ღონისძიებების ორგანიზება;
კ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებულ პირთათვის;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა არქიტექტურული და ურბანული ფუნქციების შესრულება.
2. განყოფილება უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი, კონტროლი და შეფასება;
ბ) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და ექსპლუატაციის საკითხებზე;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა და ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, წყალმომარაგებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება და კოორდინაცია;
ე) მოსახლეობასთან შეხვედრებში, საერთო კრებებში და საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა, დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრა, ინფორმაციის შეგროვება, შეფასება და ანალიზი;
ვ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმების, პროგრამებისა და სტრატეგიების მომზადებაში მონაწილეობა;
ზ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასება, დოკუმენტაციის მომზადება და რეკომენდაციების მიწოდება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ზიანის სალიკვიდაციოდ საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
თ) ინფრასტრუქტურულ და ტრანსპორტულ საკითხებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზების შექმნა, განახლება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
ი) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის მდგომარეობის ანალიზი, რეგულირების პროექტების შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
კ) მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროექტებში მონაწილეობა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტებისა და გაჩერებების ოპტიმიზაციის შემუშავება, ასევე მათი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ლ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების, გაჩერებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის წესების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
მ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროს საკითხებზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში – გადამზიდველებთან კოორდინაცია;
ნ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს საწარმოების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი (არსებობის შემთხვევაში);
ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მიმართულებით.
2. განყოფილება უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
4. განყოფილების საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით და წინამდებარე დებულებით, ხოლო განყოფილების საჯარო მოხელეების ფუნქციები შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა ან/და გათავისუფლება, კარიერული განვითარება ხდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის განყოფილებებსა და საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
თ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის და საჯარო მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ლ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს;
მ) ასრულებს წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ წინამდებარე დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმის პროექტს;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს განყოფილების მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას;
თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;
ი) ხელს აწერს, ავიზებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოხელეთა კარიერული განვითარების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე.
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, წინამდებარე დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი.
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების კომპეტენციის ასამაღლებლად;
ე) კეთილსინდისიერად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ““?
- „,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 14.07.2026. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.113.016561.
- სად არის „,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ““, №16, 14.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016561 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6944129/