„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.166.016655
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 15 ივლისი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების  შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის  სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ა. ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ა.ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება;

ა.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.დ) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება;

ა.ე) შესყიდვების განყოფილება;

ბ) შიდა  აუდიტის  სამსახური.

გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, რომელსაც აქვს ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილება;

დ) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

დ.ა) ქონების მართვის, სახელმწიფო პროექტებისა და ეკონომიკის განყოფილება;

დ.ბ) საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილება;

ე) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ე.ა) ბიუჯეტის დაგეგმარებისა და სახაზინო განყოფილება;

ე.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.

ვ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ვ.ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება;

ვ.ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

ზ) იურიდიული  სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

თ.ა) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;

თ.ბ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება.

ი) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ი.ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება;

ი.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.“.

2.  მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის და მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, აგრეთვე,   მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.“.

3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მუშავება, მუნიციპალიტეტის  ქონების  მართვა და ტურიზმის განვითარება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 14 აგვისტოდან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2026.
როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2026. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.166.016655.
სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №9, 15.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016655 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6944928/