# ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“

- ტიპი: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
- მიმღები ორგანო: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №12081949 - 2
- მიღების თარიღი: 12.08.1949
- კონსოლიდირებული რედაქცია: 12.08.1949
- სარეგისტრაციო კოდი: 480610000.03.030.016861
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6944953
- წყარო: https://legali.ge/law/6944953/

> ეს არის 12.08.1949 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. იმ დებულებათა გარდა, რომლებიც გამოიყენება მშვიდობიან დროს, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის ყველა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც შეიძლებ

_თავი I — ზოგადი დებულებები_

კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილობრივი ან მთლიანი ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.

თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთს შორის ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის დებულებებ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-2/](https://legali.ge/law/6944953/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია, სულ მცირე, გამოიყენოს შემდეგი

_თავი I — ზოგადი დებულებები_

პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც დაყარეს იარაღი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი მსგავსი კრიტერიუმის საფუძველზე.

ამ მიზნით, აკრძალულია და ნებისმიერ დროსა და ადგილას აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებები:

პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;

მძევლად აყვანა;

ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;

სასჯელის დაკისრება და აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იმ სასამართლო გარანტიებს, რომლებიც ცივილიზებული ერების მიერ სავალდებულოდ არის აღიარებული.

დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები უნდა შეიფარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.

მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი მომსახურება.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ სპეციალური შეთანხმებების გზით წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ ძალაში შეიყვანონ.

ზემოაღნიშნული დებულებების გამოყენება გავლენას არ მოახდენს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-3/](https://legali.ge/law/6944953/muxli-3/)

---

## მუხლი 4. კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სახმელეთო და საზღვაო ძალებს შორის საომარი მოქმედებების შემთხვევაში წინამდებარე კონვენციის დებულებები გამოიყენება მხოლოდ ხომალდზე მყოფი შეიარაღებული ძალების მიმართ

_თავი I — ზოგადი დებულებები_

ხმელეთზე გადმოსხმისთანავე ეს ძალები მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მოქმედებას დაექვემდებარებ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-4/](https://legali.ge/law/6944953/muxli-4/)

---

## მუხლი 5. ნეიტრალური სახელმწიფოები წინამდებარე კონვენციის დებულებებს ანალოგიურად გამოიყენებენ კონფლიქტის მხარეთა შეიარაღებული ძალების დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერ

_თავი I — ზოგადი დებულებები_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-5/](https://legali.ge/law/6944953/muxli-5/)

---

## მუხლი 6. მე-10, მე-15, 23-ე, 28-ე, 31-ე, 36-ე, 37-ე და 52-ე მუხლებით სპეციალურად გათვალისწინებული შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ საკითხზე,

_თავი I — ზოგადი დებულებები_

ავადმყოფები, დაჭრილები და ხომალდდაღუპულები, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალი ისარგებლებენ აღნიშნული შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით მანამ, სანამ მათზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზემოაღნიშნული ან შემდგომი შეთანხმებები შეიცავს ცალსახად საპირისპირო დებულებებს, ან კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ გამოიყენება უფრო ხელსაყრელი ზომებ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-6/](https://legali.ge/law/6944953/muxli-6/)

---

## მუხლი 7. ავადმყოფებს, დაჭრილებსა და ხომალდდაღუპულებს, აგრეთვე სამედიცინო პერსონალს და სასულიერო პირებს არცერთ შემთხვევაში არ შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვან იმ უფლებებზე, რომლებიც მათთვის წინამდებარ

_თავი I — ზოგადი დებულებები_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-7/](https://legali.ge/law/6944953/muxli-7/)

---

## მუხლი 8. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება მფარველი სახელმწიფოების თანამშრომლობითა და ზედამხედველობით, რომელთაც ეკისრებათ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ 

_თავი I — ზოგადი დებულებები_

კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ან დელეგატებს მათი მოვალეობების შესრულებისას.

მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ მათი მისიის წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც თავიანთ მისიას ასრულებენ. მათი საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საგამონაკლისოდ და დროებით, როდესაც ეს გამოწვეულია გადაუდებელი სამხედრო აუცილებლობი

[https://legali.ge/law/6944953/muxli-8/](https://legali.ge/law/6944953/muxli-8/)

---

## მუხლი 9. წინამდებარე კონვენციის დებულებები დაბრკოლებას არ უქმნის ჰუმანიტარულ საქმიანობას, რომლის განხორციელება შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეების თანხმობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან ნებისმიერ ს

_თავი I — ზოგადი დებულებები_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-9/](https://legali.ge/law/6944953/muxli-9/)

---

## მუხლი 10. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ და წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება ანდონ  ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მიუკერძო

_თავი I — ზოგადი დებულებები_

თუ დაჭრილებსა და ავადმყოფებზე, აგრეთვე ხომალდდაღუპულებზე, ან სამედიცინო პერსონალსა და სასულიერო პირებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება მფარველი სახელმწიფოს ან წინამდებარე მუხლის პირველ აბზაცში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, დამკავებელმა სახელმწიფომ თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან იკისროს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება, რომელიც ეკისრება კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დანიშნულ მფარველ სახელმწიფოს.

თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის უზრუნველყოფა, დამკავებელმა სახელმწიფომ, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ან მიიღოს ასეთი ორგანიზაციის, მაგალითად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შეთავაზება, რათა მან იკისროს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.

ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, და წარმოადგინოს სათანადო გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.

ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია, რომელიც მოწვეულია დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ ან თავად სთავაზობს ამ მიზნით საკუთარ მომსახურებას, ვალდებულია იმოქმედოს პასუხისმგებლობის გრძნობით კონფლიქტის იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციით დაცული პირები და წარმოადგინოს საკმარისი გარანტიები იმისა, რომ ის შეძლებს შესაბამისი ფუნქციების საკუთარ თავზე აღებასა და მათ მიუკერძოებლად შესრულებას.

წინამდებარე კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება ზემოთხსენებული მუხლით გათვალისწინებული მისი შემცვლელი ორგანიზაცია

[https://legali.ge/law/6944953/muxli-10/](https://legali.ge/law/6944953/muxli-10/)

---

## მუხლი 11. მფარველი სახელმწიფოები, დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის წინამდებარე კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების 

_თავი I — ზოგადი დებულებები_

ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მათი წარმომადგენლების შეხვედრის გამართვა, კერძოდ, იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალის მიმართ ზრუნვაზე, შესაძლოა სათანადოდ შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მათთვის წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დასამტკიცებლად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელიც მოწვეული იქნება აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

თავი II

დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულე

[https://legali.ge/law/6944953/muxli-11/](https://legali.ge/law/6944953/muxli-11/)

---

## მუხლი 12. შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და მომდევნო მუხლში მითითებული სხვა პირები, რომლებიც ზღვაზე იმყოფებიან და არიან დაჭრილნი, ავადმყოფნი ან ხომალდდაღუპულნი, ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ პა

_თავი II — დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები_

აღნიშნულ პირებს კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რომლის ხელისუფლებაშიც ისინი აღმოჩნდებიან, ყველა შემთხვევაში უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და მოუარონ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავსი კრიტერიუმების საფუძველზე. მათი სიცოცხლისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება მკაცრად აკრძალულია; კერძოდ, მათი მოკვლა ან სიცოცხლის მოსპობა, მათზე წამების ან ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით სამედიცინო დახმარებისა და მოვლის გარეშე დატოვება, აგრეთვე განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მათ დასნეულებას გამოიწვევს.

სამედიცინო დახმარების გაწევისას უპირატესობა შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ გადაუდებელი ხასიათის სამედიცინო მიზეზებით.

ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესისათვის შესაბამისი სათანადო ყურადღებითა და პატივისცემი

[https://legali.ge/law/6944953/muxli-12/](https://legali.ge/law/6944953/muxli-12/)

---

## მუხლი 13. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება იმ დაჭრილებზე, ავადმყოფებზე და ხომალდდაღუპულებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს:

_თავი II — დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები_

კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, აგრეთვე ამ ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების წევრები.

სხვა სახალხო ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების წევრები, აგრეთვე ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების წევრები, რომლებიც ეკუთვნიან კონფლიქტის მონაწილე მხარეს და მოქმედებენ როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, იმ პირობით, რომ აღნიშნული ლაშქრები, რაზმები და მოძრაობები აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

ჰყავთ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია თავის ხელქვეითებზე;

გააჩნიათ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;

ღიად ატარებენ იარაღს;

თავიანთ ოპერაციებს ახორციელებენ ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად.

რეგულარული შეიარაღებული ძალების წევრები, რომლებიც თავს მიიჩნევენ იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად, რომელსაც არ ცნობს მათი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო.

პირები, რომლებიც თან ახლავენ შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ არ შედიან მათ შემადგენლობაში, როგორებიც არიან: სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, სამხედრო კორესპონდენტები, მომმარაგებლები,აგრეთვე შეიარაღებული ძალების ყოფითი მომსახურების უზრუნველყოფაში ჩართული პირები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელთაც თან ახლავენ.

კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, მათ შორის, კაპიტნები, ლოცმანები და იუნგები, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟები, თუ ისინი საერთაშორისო სამართლის სხვა დებულებების საფუძველზე არ სარგებლობენ უფრო შეღავათიანი რეჟიმით.

არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სპონტანურად იღებს იარაღს შემოჭრილი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ისე რომ ვერ ასწრებს რეგულარულ შეიარაღებულ შენაერთებად ორგანიზებას და, ამასთან, ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-13/](https://legali.ge/law/6944953/muxli-13/)

---

## მუხლი 14. მეომარი მხარის ნებისმიერ სამხედრო ხომალდს აქვს უფლება, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, მოითხოვოს სამხედრო ჰოსპიტალურ ხომალდებზე, აგრეთვე საქველმოქმედო საზოგადოებათა ან კერძო პირთა ჰოსპიტალურ გემ

_თავი II — დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-14/](https://legali.ge/law/6944953/muxli-14/)

---

## მუხლი 16. მე-12 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩენილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები ჩაითვლებიან სამხედრო ტყვეებად და მათზე ვრცელდება საერთაშორისო სამართლის ნორმები სამხ

_თავი II — დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-16/](https://legali.ge/law/6944953/muxli-16/)

---

## მუხლი 17. ნეიტრალურ პორტში ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით გადმოყვანილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები, ნეიტრალურ სახელმწიფოსა და მეომარ მხარეებს შორის საწინააღმდეგო შეთანხმების არარსებობის შემთხ

_თავი II — დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები_

ჰოსპიტალიზაციისა და ინტერნირების ხარჯები იმ სახელმწიფომ უნდა გაიღოს, რომელსაც მიეკუთვნებიან დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპული პირებ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-17/](https://legali.ge/law/6944953/muxli-17/)

---

## მუხლი 18. ყოველი შეტაკების შემდეგ კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა შესაძლებელი ზომა ხომალდდაღუპულთა, დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსაძებნად და მათ ასაყვანად, მათი დაცვისათვის გაძარცვისა დ

_თავი II — დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები_

როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა დადონ ადგილობრივი შეთანხმებები ალყაშემორტყმული ან გარშემორტყმული ზონიდან დაჭრილთა და ავადმყოფთა საზღვაო გზით ევაკუაციის შესახებ, აგრეთვე ამ ზონისკენ მიმავალი სამედიცინო და სასულიერო პერსონალისა და აღჭურვილობის გატარების შესახე

[https://legali.ge/law/6944953/muxli-18/](https://legali.ge/law/6944953/muxli-18/)

---

## მუხლი 19. კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა აწარმოონ იმ მონაცემების აღრიცხვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ხელში აღმოჩენილი მოწინააღმდეგე მხარის ხომალდდაღუპულთა, დაჭრილთა, ავადმყოფთა დ

_თავი II — დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები_

სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის ეს პირი;

სამხედრო ნაწილის, პირადი ან სერიული ნომერი;

გვარი;

სახელი ან სახელები;

დაბადების თარიღი;

ყველა სხვა მონაცემი, რომელიც მითითებულია მის პირადობის მოწმობაში ან ამოსაცნობ მედალიონზე;

დატყვევების ან გარდაცვალების თარიღი და ადგილი;

მონაცემები დაჭრის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების მიზეზების შესახებ.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა გადაეცეს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ბიუროს, რომელიც ამ ინფორმაციას მფარველი სახელმწიფოსა და სამხედრო ტყვეების საქმეთა ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით გადასცემს იმ სახელმწიფოს, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა მოამზადონ გარდაცვალების მოწმობები ან სათანადოდ დამოწმებული გარდაცვლილთა სიები და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცენ. მათ ასევე უნდა შეაგროვონ და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცენ ორმაგი ამოსაცნობი მედალიონის ნახევარი ან, თუ მედალიონი ერთმაგია, თვით მედალიონი, ანდერძები და სხვა დოკუმენტები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ გარდაცვლილთა ოჯახისათვის, აგრეთვე ფული და ყველა ნივთი, რომელსაც აქვს მატერიალური ან სენტიმენტალური ღირებულება და რომელიც გარდაცვლილებთან იქნა ნაპოვნი. ეს ნივთები, აგრეთვე ამოუცნობი ნივთები, გადაიგზავნება დალუქულ ამანათებში, რომელთაც ერთვის განცხადება, რომელიც შეიცავს გარდაცვლილთა მესაკუთრეების ვინაობის დასადგენად საჭირო ყველა მონაცემს, აგრეთვე ამანათის შიგთავსის სრულ ნუსხა

[https://legali.ge/law/6944953/muxli-19/](https://legali.ge/law/6944953/muxli-19/)

---

## მუხლი 20. კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, შეძლებისდაგვარად, უნდა უზრუნველყონ, რომ გარდაცვლილთა ზღვაში დასაფლავება განხორციელდეს ინდივიდუალურად და მას წინ უძღოდეს ცხედართა საგულდაგულო გამოკვლევა, ხოლო შესაძლებლობ

_თავი II — დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-20/](https://legali.ge/law/6944953/muxli-20/)

---

## მუხლი 21. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მიმართონ ნეიტრალური სავაჭრო გემების, იახტებისა და სხვა მცურავი საშუალებების მეთაურებს დახმარების გაწევის მოწოდებით, რათა მათ ბორტზე აიყვანონ დაჭრილები, ავადმყოფებ

_თავი II — დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები_

ნებისმიერი ტიპის ხომალდები, რომლებიც ასეთ მოწოდებას გამოეხმაურებიან, აგრეთვე ისინი, რომლებიც საკუთარი ინიციატივით აიყვანენ დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდდაღუპულებს, ამ დახმარების გაწევისათვის სარგებლობენ სპეციალური დაცვითა და ხელშეწყობით.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი დაკავება ასეთი ტიპის გადაყვანის განხორციელების გამო; თუმცა, საწინააღმდეგო დაპირების არარსებობის შემთხვევაში, ისინი შეიძლება დაექვემდებარონ დაკავებას ნეიტრალიტეტის შესაძლო დარღვევის გამო.

თავი III

ჰოსპიტალური ხომალდე

[https://legali.ge/law/6944953/muxli-21/](https://legali.ge/law/6944953/muxli-21/)

---

## მუხლი 22. სამხედრო ჰოსპიტალურ ხომალდებზე, ანუ იმ ხომალდებზე, რომლებიც სახელმწიფოების მიერ სპეციალურად და მხოლოდ დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა დახმარების, მკურნალობისა და გადაყვანის მიზნით არის აგებული

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_

შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული სარეგისტრაციო ბრუტო-ტონაჟის მონაცემები, ხომალდის სიგრძე ცხვირიდან კიჩომდე, აგრეთვე ანძებისა და მილების რაოდენობ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-22/](https://legali.ge/law/6944953/muxli-22/)

---

## მუხლი 24. ჰოსპიტალური ხომალდები, რომლებიც გამოიყენება წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებების, ოფიციალურად აღიარებული დახმარების საზოგადოებების ან კერძო პირების მიერ, სარგებლობენ სამხედრო ჰოსპიტალური ხომალდებისათვ

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_

ამ ხომალდებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დამადასტურებელი მოწმობები, რომლებიც ადასტურებს, რომ აღჭურვისა და გაგზავნის მომენტში ისინი აღნიშნული ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნე

[https://legali.ge/law/6944953/muxli-24/](https://legali.ge/law/6944953/muxli-24/)

---

## მუხლი 25. ჰოსპიტალური ხომალდები, რომლებიც გამოიყენება წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებების, ოფიციალურად აღიარებული დახმარების საზოგადოებების ან კერძო პირების მიერ, სარგებლობენ სამხედრო ჰოსპიტალური ხომალდებისათვ

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-25/](https://legali.ge/law/6944953/muxli-25/)

---

## მუხლი 26. 22-ე, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული დაცვა ვრცელდება ნებისმიერი ტონაჟის ჰოსპიტალურ ხომალდებზე და მათ სამაშველო ნავებზე, მიუხედავად მათი მოქმედების ადგილისა. თუმცა, მაქსიმალური კომფორტისა და უს

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-26/](https://legali.ge/law/6944953/muxli-26/)

---

## მუხლი 27. სახელმწიფოს ან ოფიციალურად აღიარებული დახმარების საზოგადოების მიერ სანაპირო სამაშველო ოპერაციებისთვის გამოყენებული მცირე ხომალდები სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით იმავე პირობებით, რომლებიც 22-ე და

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_

იგივე წესი ვრცელდება ფიქსირებულ სანაპირო ნაგებობებზე, რომლებიც ამ ხომალდების მიერ გამოიყენება მხოლოდ მათი ჰუმანიტარული მისიების შესასრულებლა

[https://legali.ge/law/6944953/muxli-27/](https://legali.ge/law/6944953/muxli-27/)

---

## მუხლი 28. სამხედრო ხომალდის ბორტზე საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში, ლაზარეთები უნდა სარგებლობდეს პატივისცემით და დაცვით, შეძლებისდაგვარად. ლაზარეთები და მათი აღჭურვილობა ექვემდებარება ომის კანონებს, თუმცა არ 

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-28/](https://legali.ge/law/6944953/muxli-28/)

---

## მუხლი 30. 22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდები დახმარებას უწევენ დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდდაღუპულებს მათი ეროვნული კუთვნილების განურჩევლად

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, არ გამოიყენონ ეს ხომალდები რაიმე სამხედრო მიზნისათვის.

ამგვარმა ხომალდებმა არ უნდა შეუშალონ ხელი მებრძოლთა მოძრაობას.

საბრძოლო მოქმედებების დროს და მათი დასრულების შემდეგ ისინი მოქმედებენ საკუთარი რისკი

[https://legali.ge/law/6944953/muxli-30/](https://legali.ge/law/6944953/muxli-30/)

---

## მუხლი 31. კონფლიქტის მხარეებს აქვთ 22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდების კონტროლისა და დათვალიერების უფლება. მათ შეუძლიათ უარი თქვან ხომალდების მხრიდან დახმარების მიღებაზე, მოსთხოვონ მათ ტერიტ

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_

მხარეებს შეუძლიათ ხომალდზე დროებით დანიშნონ კომისარი, რომლის ერთადერთი მოვალეობა იქნება წინა პარაგრაფში მითითებულ დებულებათა საფუძველზე გაცემული ბრძანებების შესრულებაზე ზედამხედველობა.

შეძლებისდაგვარად, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ჰოსპიტალური ხომალდის ჟურნალში, ხომალდის მეთაურისთვის გასაგებ ენაზე, შეიტანენ მათ მიერ გაცემულ ბრძანებებს.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ცალმხრივი აქტით ან სპეციალური შეთანხმებით საკუთარ ჰოსპიტალურ ხომალდებზე განათავსონ ნეიტრალური დამკვირვებლები, რომლებიც დაადასტურებენ წინამდებარე კონვენციის დებულებათა ზედმიწევნით შესრულება

[https://legali.ge/law/6944953/muxli-31/](https://legali.ge/law/6944953/muxli-31/)

---

## მუხლი 34. დაცვა, რომლითაც ჰოსპიტალური ხომალდები და ლაზარეთები სარგებლობენ, შეიძლება შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიყენება მოწინააღმდეგისათვის ზიანის მისაყენებლად მათი ჰუმანიტარული ვალდებულებების ფ

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_

კერძოდ, ჰოსპიტალურ ხომალდებს ეკრძალებათ საიდუმლო კოდების ფლობა ან გამოყენება რადიოგადამცემის ან კავშირის სხვა საშუალებებისათვი

[https://legali.ge/law/6944953/muxli-34/](https://legali.ge/law/6944953/muxli-34/)

---

## მუხლი 35. ჰოსპიტალურ ხომალდებსა და მათზე არსებულ ლაზარეთებზე გავრცელებული დაცვის შეწყვეტის საფუძვლად არ ჩაითვლება შემდეგი გარემოებები:

_თავი III — ჰოსპიტალური ხომალდები_

ხომალდის ეკიპაჟი ან ლაზარეთის პერსონალი შეიარაღებულია წესრიგის დაცვის, თავდაცვის ან დაჭრილთა და ავადმყოფთა დაცვის მიზნით.

ხომალდზე არსებული აპარატურა გამოიყენება მხოლოდ ნაოსნობისა და კავშირის უზრუნველყოფისათვის.

ჰოსპიტალურ ხომალდებზე ან ლაზარეთებში აღმოჩენილია დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდდაღუპულებს ჩამორთმეული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ჯერ არ ჩაბარებია შესაბამის სამსახურს.

ჰოსპიტალური ხომალდებისა და ლაზარეთების ჰუმანიტარული საქმიანობა ვრცელდება დაჭრილ, ავადმყოფ და ხომალდდაღუპულ სამოქალაქო პირებზე.

ჩვეულებრივ საჭირო რაოდენობაზე მეტი, მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების პერსონალის გადაყვანა და აღჭურვილობის გადატანა.

თავი IV

პირადი შემადგენლო

[https://legali.ge/law/6944953/muxli-35/](https://legali.ge/law/6944953/muxli-35/)

---

## მუხლი 37. მე-12 და მე-13 მუხლებში ჩამოთვლილი პირების სამედიცინო და სასულიერო მომსახურებისათვის განკუთვნილი სასულიერო, სამედიცინო და სანიტარიული პერსონალი, მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩენის შემთხვევაში, სარგებლობს 

_თავი IV — პირადი შემადგენლობა_

თუმცა, თუ სამხედრო ტყვეთა სამედიცინო და სასულიერო მოთხოვნილებების გამო აუცილებელი გახდება აღნიშნული პერსონალის ნაწილის დაყოვნება, უნდა იქნეს მიღებული ყველა ზომა მათი უმოკლეს ვადაში ხმელეთზე დაბრუნებისათვის.

ხმელეთზე გადასხმის შემდეგ დაკავებულ პერსონალზე ვრცელდება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დებულებები.

თავი V

სანიტარიული ტრანსპორ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-37/](https://legali.ge/law/6944953/muxli-37/)

---

## მუხლი 38. ამ მიზნით დაქირავებული ხომალდები უფლებამოსილნი არიან გადაიტანონ მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია შეიარაღებული ძალების დაჭრილთა და ავადმყოფთა მკურნალობისათვის ან დაავადებების პრევენციისათვი

_თავი V — სანიტარიული ტრანსპორტი_

კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, გადატანილი აღჭურვილობის შემოწმების მიზნით, ამ ხომალდების ბორტზე შეიძლება განთავსდნენ ნეიტრალური დამკვირვებლები. ამ მიზნით, აღნიშნული აღჭურვილობა მათთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი უნდა იყო

[https://legali.ge/law/6944953/muxli-38/](https://legali.ge/law/6944953/muxli-38/)

---

## მუხლი 39. სამედიცინო საჰაერო ხომალდები, ესე იგი საჰაერო აპარატები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა ევაკუაციისათვის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის გადატანისთვ

_თავი V — სანიტარიული ტრანსპორტი_

ეროვნული დროშის ფერებთან ერთად, ქვედა, ზედა და გვერდით ზედაპირებზე მათ უნდა ჰქონდეთ 41-ე მუხლში მითითებული მკაფიოდ განსაზღვრული განმასხვავებელი ნიშანი. ამასთანავე, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, უნდა ჰქონდეთ დადგენილი სხვა ნიშანი ან ამოსაცნობი საშუალებები  საომარი მოქმედებების დასაწყისში ან მათი მიმდინარეობისას.

თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, კონფლიქტის მეორე მხარის ტერიტორიაზე ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაფრენა აკრძალულია.

სამედიცინო საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ მიწაზე დაფრენის ან წყალზე დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში, შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი ბორტზე მყოფ პირებთან ერთად აგრძელებს ფრენას.

კონფლიქტის მეორე მხარის ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იძულებითი დაშვების შემთხვევაში, ეკიპაჟი, აგრეთვე დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები ითვლებიან სამხედრო ტყვეებად. სამედიცინო პერსონალს უნდა მოეპყრონ 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისა

[https://legali.ge/law/6944953/muxli-39/](https://legali.ge/law/6944953/muxli-39/)

---

## მუხლი 40. კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამედიცინო საჰაერო ხომალდებს, წინამდებარე მუხლის მეორე აბზაცში მითითებული პირობების დაცვით, შეუძლიათ გადაუფრინონ ნეიტრალური სახელმწიფოების ტერიტორიას და დაეშვან აღნიშნულ ტე

_თავი V — სანიტარიული ტრანსპორტი_

ნეიტრალურ სახელმწიფოებს შეუძლიათ, საკუთარ ტერიტორიაზე, დააწესონ სამედიცინო საჰაერო ხომალდების ფრენის ან დაფრენის პირობები ან შეზღუდვები, რომლებიც თანაბრად გავრცელდება კონფლიქტის ყველა მხარეზე.

თუ ნეიტრალურ სახელმწიფოებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადმოყვანილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები ნეიტრალურმა სახელმწიფომ, როდესაც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, უნდა დააყოვნოს იმგვარად, რომ მათ ვეღარ შეძლონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. მათი ჰოსპიტალიზაციისა და ინტერნირების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან.

თავი VI

განმასხვავებელი ემბლე

[https://legali.ge/law/6944953/muxli-40/](https://legali.ge/law/6944953/muxli-40/)

---

## მუხლი 41. კომპეტენტური სამხედრო ხელისუფლების ზედამხედველობით, თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის ემბლემა გამოისახება დროშებზე, სამკლაურებსა და სამედიცინო სამსახურის მიერ გამოყენებულ ყველა აღჭურვილობაზე

_თავი VI — განმასხვავებელი ემბლემა_

თუმცა, იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც ემბლემის სახით წითელი ჯვრის ნაცვლად უკვე იყენებენ თეთრ ფონზე გამოსახულ წითელ ნახევარმთვარეს ან წითელ ლომსა და მზეს, ეს ემბლემებიც აღიარებულია წინამდებარე კონვენციით და ასევე სარგებლობენ დაცვი

[https://legali.ge/law/6944953/muxli-41/](https://legali.ge/law/6944953/muxli-41/)

---

## მუხლი 42. 36-ე და 37-ე მუხლებში ნახსენები პერსონალი მარცხენა ხელზე ატარებს წყალგამძლე სამკლაურს, რომელზეც გამოსახულია განმასხვავებელი ემბლემა, რომელიც გაცემულია და ბეჭდით დამოწმებულია სამხედრო ხელისუფლების მიერ

_თავი VI — განმასხვავებელი ემბლემა_

ამ პერსონალს, მე-19 მუხლში მითითებული პირადობის დამადასტურებელი მედალიონის გარდა, უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ემბლემით აღჭურვილი სპეციალური პირადობის მოწმობა. ეს მოწმობა უნდა იყოს წყალგამძლე და ისეთი ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბით ტარება. იგი შედგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ენაზე და უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, მფლობელის გვარსა და სახელს, დაბადების თარიღს, სამხედრო წოდებასა და პირად ნომერს, აგრეთვე მითითებას იმ საფუძვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც იგი სარგებლობს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დაცვით. მოწმობაზე უნდა იყოს მფლობელის ფოტოსურათი, მისი ხელმოწერა ან თითის ანაბეჭდი, ან ორივე ერთად. იგი უნდა იყოს დამოწმებული სამხედრო ხელისუფლების რელიეფური ბეჭდით.

ჯარს შიგნით უნდა არსებობდეს ერთნაირი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, უნდა იყოს ერთიანი ფორმის და, შეძლებისდაგვარად, მსგავსი ტიპის მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეიარაღებულ ძალებშიც. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშით. საომარი მოქმედებების დაწყებისას ისინი ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ გამოყენებულ ნიმუშს. პირადობის მოწმობა, შეძლებისდაგვარად, უნდა დამზადდეს მინიმუმ ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს შეინახავს სახელმწიფო, რომელსაც ეს პირი მიეკუთვნება.

ზემოთაღნიშნულ პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას განმასხვავებელი ნიშნები ან პირადობის მოწმობა, ისევე როგორც სამკლაურის ტარების უფლება. მათი დაკარგვის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მიიღოს მოწმობისა და განსხვავების ნიშნების დუბლიკატებ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-42/](https://legali.ge/law/6944953/muxli-42/)

---

## მუხლი 43. 22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდები უნდა გამოირჩეოდნენ შემდეგი ნიშნებით:

_თავი VI — განმასხვავებელი ემბლემა_

გარეთა ზედაპირი უნდა იყოს მთლიანად თეთრი;

ერთი ან რამდენიმე მუქი წითელი ჯვარი, რაც შეიძლება დიდი ზომის, უნდა იყოს გამოსახული კორპუსის თითოეულ მხარესა და ჰორიზონტალურ სიბრტყეებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური ხილვადობა ზღვიდან და ჰაერიდან.

ყველა ჰოსპიტალურმა ხომალდმა საკუთარი ამოცნობისათვის უნდა აღმართოს ეროვნული დროშა და თუ იგი ნეიტრალურ სახელმწიფოს ეკუთვნის, ასევე კონფლიქტის იმ მხარის დროშა, რომლის განკარგულებაში იმყოფება. თეთრი დროშა წითელი ჯვრის გამოსახულებით მთავარ ანძაზე რაც შეიძლება მაღლა უნდა იყოს აღმართული.

ჰოსპიტალური ხომალდების სამაშველო ნავები, სანაპირო მაშველი გემები და სამედიცინო სამსახურის მიერ გამოყენებული ყველა მცირე გემი უნდა იყოს თეთრად შეღებილი და მასზე მკაფიოდ უნდა იყოს გამოსახული მუქი წითელი ჯვრები; ისინი, ზოგადად, უნდა შეესაბამებოდნენ ჰოსპიტალური ხომალდებისათვის დადგენილ ამოცნობის წესებს.

ზემოაღნიშნულმა ხომალდებმა და გემებმა, თუ ისინი მიზნად ისახავენ მათთვის მინიჭებული დაცვით ეფექტიან სარგებლობას ღამისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში, კონფლიქტის იმ მხარის თანხმობით, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებიან, უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა მათი შეფერილობა და განმასხვავებელი ემბლემები მკაფიოდ ჩანდეს.

31-ე მუხლის შესაბამისად, მეორე კონფლიქტის მხარის მიერ დროებით დაკავებულმა ჰოსპიტალურმა ხომალდებმა უნდა დაუშვან იმ მხარის დროშა, რომლის სამსახურშიც იმყოფებიან ან რომლის დაქვემდებარებაშიც არიან.

სანაპირო სამაშველო გემებს, თუ ისინი აგრძელებენ მოქმედებას ოკუპირებული ბაზებიდან ოკუპანტი სახელმწიფოს თანხმობით, შეიძლება მიეცეთ უფლება ზღვაში ყოფნისას კვლავ აღმართონ საკუთარი ეროვნული დროშა თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის დროშასთან ერთად, იმ პირობით, რომ ამის შესახებ წინასწარ ეცნობება კონფლიქტის ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ამ მუხლში წითელი ჯვრის ემბლემასთან დაკავშირებული ყველა დებულება თანაბრად ვრცელდება 41-ე მუხლში მითითებულ ყველა სხვა ემბლემზე.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები ყოველთვის შეეცდებიან დადონ შეთანხმებები, რათა გამოიყენონ ყველაზე თანამედროვე ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს ჰოსპიტალური ხომალდების ამოცნობა

[https://legali.ge/law/6944953/muxli-43/](https://legali.ge/law/6944953/muxli-43/)

---

## მუხლი 44. 43-ე მუხლში მითითებული განმასხვავებელი ნიშნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მშვიდობიან დროს, ისე ომის დროს მხოლოდ იმავე მუხლში მითითებული ხომალდების აღნიშვნის ან დაცვის მიზნით. გამონაკლისები შეიძ

_თავი VI — განმასხვავებელი ემბლემა_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-44/](https://legali.ge/law/6944953/muxli-44/)

---

## მუხლი 45. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, თუ მათი არსებული კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს შესაბამის რეგულირებას, ვალდებულნი არიან მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა ნებისმიერ დროს თავიდან აიცილონ და აღკვეთონ 43-ე მუხლ

_თავი VI — განმასხვავებელი ემბლემა_

თავი VII

კონვენციის შესრულე

[https://legali.ge/law/6944953/muxli-45/](https://legali.ge/law/6944953/muxli-45/)

---

## მუხლი 48. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, თავიანთ სახელმწიფოებში წინამდებარე კონვენციის ტექსტი რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ და, კერძოდ, მისი სწავლება შეი

_თავი VII — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-48/](https://legali.ge/law/6944953/muxli-48/)

---

## მუხლი 49. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მეშვეობით, ხოლო საომარი მოქმედებების დროს მფარველი სახელმწიფოების მეშვეობით, ერთმანეთს გადასცემენ წინამდებარე კონვენციის ოფიციალურ თარგმანებს

_თავი VII — კონვენციის შესრულება_

თავი VIII

ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვე

[https://legali.ge/law/6944953/muxli-49/](https://legali.ge/law/6944953/muxli-49/)

---

## მუხლი 50. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას მიიღონ ყველა აუცილებელი საკანონმდებლო ღონისძიება, რათა დაწესდეს ეფექტური სისხლისსამართლებრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩაიდენენ ან გასცე

_თავი VIII — ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა_

თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ედებათ ბრალად ასეთი მძიმე დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა, და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, წარადგინოს ისინი საკუთარი სასამართლოების წინაშე. მას ასევე შეუძლია, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი პირები გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს სასამართლოს წინაშე წარსადგენად, იმ პირობით, რომ ამ მხარეს აქვს ბრალდებისათვის საკმარისი პირველადი მტკიცებულებები. ასევე შეუძლია ასეთი პირები, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, თუ ამ მხარეს ბრალდებისათვის საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.

თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები წინამდებარე კონვენციის დებულებების საწინააღმდეგო სხვა ქმედებების აღსაკვეთად, გარდა მომდევნო მუხლით განსაზღვრული მძიმე დარღვევებისა.

ბრალდებული პირები ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო გარანტიებითა და დაცვის უფლებით, რომლებიც არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლები

[https://legali.ge/law/6944953/muxli-50/](https://legali.ge/law/6944953/muxli-50/)

---

## მუხლი 51. წინა მუხლში მითითებული მძიმე დარღვევები მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახ მკვლელობას, წამებას ან არაა

_თავი VIII — ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-51/](https://legali.ge/law/6944953/muxli-51/)

---

## მუხლი 53. კონფლიქტის რომელიმე მხარის მოთხოვნით, დაინტერესებულ მხარეთა მიერ შეთანხმებული წესით, უნდა ჩატარდეს გამოძიება კონვენციის სავარაუდო დარღვევის შესახებ

_თავი VIII — ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა_

თუ გამოძიების პროცედურაზე მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ისინი ურთიერთშეთანხმებით აირჩევენ არბიტრს, რომელიც განსაზღვრავს გამოსაყენებელ პროცედურას.

როგორც კი დადგინდება დარღვევა, მხარეები დაუყოვნებლივ აღკვეთენ მას და უმოკლეს ვადაში მიიღებენ ზომებს პასუხისმგებელ პირთა დასასჯელად.

დასკვნითი დებულებე

[https://legali.ge/law/6944953/muxli-53/](https://legali.ge/law/6944953/muxli-53/)

---

## მუხლი 55. მოცემული თარიღით დათარიღებული წინამდებარე კონვენცია 1950 წლის 12 თებერვლამდე ღიაა ხელმოსაწერად ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ 1949 წლის 21 აპრილს ჟენევაში გახსნილ კონფერენციაში, აგ

_თავი VIII — ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-55/](https://legali.ge/law/6944953/muxli-55/)

---

## მუხლი 56. წინამდებარე კონვენცია უნდა იქნეს რატიფიცირებული შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში და სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება ბერნში

_თავი VIII — ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა_

ყოველი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირების შესახებ შედგება ოქმი, რომლის დამოწმებული ასლი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გადაეცემა ყველა იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც ხელი მოეწერა კონვენციას ან გაკეთდა განცხადება შეერთების შესახე

[https://legali.ge/law/6944953/muxli-56/](https://legali.ge/law/6944953/muxli-56/)

---

## მუხლი 60. შეერთების შესახებ შეტყობინებები წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს და ძალაში შევა მათი მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ

_თავი VIII — ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა_

შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეერთების შესახებ აცნობებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც კონვენციას ხელი მოეწერა ან რომლის მიერ შეერთების შესახებ შეტყობინება იქნა გაკეთებულ

[https://legali.ge/law/6944953/muxli-60/](https://legali.ge/law/6944953/muxli-60/)

---

## მუხლი 61. დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელები მეორე და მესამე მუხლებში მითითებული შემთხვევებისას, ასევე განცხადებები შეერთების შესახებ, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა  გააკეთეს საომარი მოქმედებების ან ო

_თავი VIII — ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა_



[https://legali.ge/law/6944953/muxli-61/](https://legali.ge/law/6944953/muxli-61/)

---

## მუხლი 62. ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია

_თავი VIII — ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა_

დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს, რომელიც ამ შეტყობინებას გადასცემს ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას.

დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც მოცემული სახელმწიფო კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და იმ ოპერაციების დასრულებამდე, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციით დაცული პირების გათავისუფლებასა და რეპატრიაციასთან.

დენონსაცია იმოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართ, რომელმაც იგი მოახდინა. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, რადგან ისინი გამომდინარეობს ცივილიზებულ ხალხთა შორის დამკვიდრებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის კანონებიდან და საზოგადოებრივი სინდისის კარნახი

[https://legali.ge/law/6944953/muxli-62/](https://legali.ge/law/6944953/muxli-62/)

---

## მუხლი 63. შვეიცარიის ფედერალური საბჭო წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო ასევე აწვდის ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაც

_თავი VIII — ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა_

რის დასტურადაც, წინამდებარე კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა.

შესრულებულია ქ. ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას მოაწერა ხელი ან შეუერთდა მა

[https://legali.ge/law/6944953/muxli-63/](https://legali.ge/law/6944953/muxli-63/)
