„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2026 წლის 15 ივლისი ქ. გურჯაანი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას;“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) ქონების მართვის, სახელმწიფო პროექტებისა და ეკონომიკის განყოფილება;
ბ) საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილება.“.
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.
2. ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას.
3. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.
4. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე.
5. წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით.
6. საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად.
7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას.
8. მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას.
9. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას.
10. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას.
11. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას.
12. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით.
13. საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
14. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე.
15. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით.
16. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
17. მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას, უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან.
18. ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას.
19. მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კორდინაციას.
20. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
4. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2026. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.166.016656.
- სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №10, 15.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016656 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6945216/