აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/260 

2026 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 01 ივნისის №01/1186 და 2026 წლის 17 ივნისის 01/1388 განცხადებები (განცხადებები ასევე წარმოდგენილი იყო 2024 წლის 19 თებერვალს №01/260 და 2024 წლის 13 თებერვალს №01/219) – ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გამოარკვია:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 - კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ლოტი III იწყება ქალაქ ლანჩხუთთან სამხრეთით (პკ 300+00), ჩრდილოეთით მიუყვება სამტრედია-ბათუმის რკინიგზას და სრულდება IV ლოტის დასაწყისთან – ნიგვზიანისა და ხაჯალიის სოფლებთან ახლოს (პკ 420+00). აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 12 კმ-ია. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, საავტომობილო გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. საავტომობილო გზაზე ჰორიზონტალურად მოსახვევი კუთხეების საერთო რაოდენობა 2- ს შეადგენს. აქედან ერთი, R=30.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ლესის სატრანსპორტო კვანძთან, ხოლო მეორე, R=10.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ნიგვზიანის სატრანსპორტო კვანძამდე. პროექტში გათვალისწინებული მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს 28.5 მეტრს. ყრილი ქანობი მერყეობს 1:1.5-დან 1:2.0-მდე (V:H), გეოტექნიკური კვლევით გათვალისწინებული ფერდის ქანობების შესაბამისად. მაგისტრალის მშენებლობამდე არ არის გათვალისწინებული ნიადაგის ფენის მოხსნა, რადგან ნიადაგის ფენა სუსტ გრუნტებში მეტი რეზისტენტობით გამოირჩევა. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ გერმანე იმნაძის (პ/ნ: 26001012572), გოჩა იმნაძის (პ/ნ: 26001004652) და ნარგული იმნაძის (პ/ნ: 26001012573) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ გვიმბალაურში (ნაკვეთი №2) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 416 კვ. მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.08.43.225) ნაწილის – 46 კვ.მ მიწის ნაკვეთის; მაკა მშვიდობაძის (პ/ნ: 33001054900), ჯუმბერ მშვიდობაძის (პ/ნ: 26001024070) და ნარგიზ მშვიდობაძის (პ/ნ: 26001016402) თანასაკუთრებაში არსებულ: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაური-ჯუნეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2130 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.08.43.290) ნაწილის – 47 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაური-ჯუნეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2821 კვ. მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№27.08.43.292) ნაწილის - 21 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან, თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/563-25) მითითებულია, რომ ,,ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მინისტრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ბრძანებით განისაზღვრება მხოლოდ 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, რომელშიც იგულისხმება კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის აუცილებლობა, როგორც კანონისმიერი პირობა. 2. სუბიექტი, ესე იგი პირი, რომელიც დაინტერესებულია ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“ .

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 30.0 – კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში (ნაკვეთი №2) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1416 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.08.43.225) მესაკუთრეები არიან: გერმანე იმნაძე (პ/ნ: 26001012572), გოჩა იმნაძე (პ/ნ: 26001004652) და ნარგული იმნაძე (პ/ნ: 26001012573).

დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში (ნაკვეთი №2) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1416 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №27.08.43.225) ნაწილი 46 კვ. მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაური-ჯუნეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2130 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №N27.08.43.290) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაური-ჯუნეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2821 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.08.43.292) მესაკუთრეები არიან: მაკა მშვიდობაძე (პ/ნ: 33001054900), ჯუმბერ მშვიდობაძე (პ/ნ: 26001024070) და ნარგიზ მშვიდობაძე (პ/ნ: 26001016402).

დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაური-ჯუნეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2130 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.08.43.290) ნაწილი – 47 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაური-ჯუნეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2821 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.08.43.292) ნაწილი - 21 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. 

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 27 მარტის და 29 მაისის სხდომის ოქმების და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 30.0 – კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.

2. საავტომობილო გზების დეპარტამენტი განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად.

3. საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ გერმანე იმნაძის (პ/ნ: 26001012572), გოჩა იმნაძის (პ/ნ: 26001004652) და ნარგული იმნაძის (პ/ნ: 26001012573) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში (ნაკვეთი №2) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1416 კვ. მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №27.08.43.225) ნაწილზე - 46 კვ. მ მიწის ნაკვეთზე მიმიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად. 

4. საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ მაკა მშვიდობაძის (პ/ნ: 33001054900), ჯუმბერ მშვიდობაძის (პ/ნ: 26001024070) და ნარგიზ მშვიდობაძის (პ/ნ: 26001016402) თანასაკუთრებაში არსებულ: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაური-ჯუნეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2130 კვ. მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.08.43.290) ნაწილზე – 47 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაური-ჯუნეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2821 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.08.43.292) ნაწილზე- 21 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მიმიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად. 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ენუქიძე

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2026.
როდის იქნა მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 15.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/260.
სად არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, №1-1/260, 15.07.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6946574/