საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2007
ძალის დაკარგვა 13.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №145
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.010.034
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 07/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,583 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2007 მიღება
13.09.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 32.3pt 35.95pt 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.010.034 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №145 2007 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველის კანონის 72-ე და 73-ე მუხლებისა და საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანდართული შინაგანაწესი (დანართი 1). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი დანართი 1 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შინაგანაწესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შინაგანაწესი შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლებისა და საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. წინამდებარე შინაგანაწესი ვრცელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებზე. 3. შინაგანაწესის მიზნებია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურეთა) დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორ­ციელებისათვის ხელის შეწყობა; ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება; დ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება; ე) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა; ვ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა; ზ) ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. 4. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი; ე) ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი; ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ზ) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი; თ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.     მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო 1. მოსამსახურეთათვის საჯარო სამსახურის განხორციელება ეფუძნება ქვეყანაში არსებული საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპს და განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით. 2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე. შესვენების დრო განისაზღვრება 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.     მუხლი 3🔗. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებებში ყოფნის პირობები და წესი 1. მოსამსახურის მუშაობა დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია. 2. გადაწყვეტილებას მოსამსახურის უქმე დღეებში შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს მინისტრი.     მუხლი 4🔗. შვებულების უფლების გამოყენების წესი 1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი ხანგრძლივობით. 2. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და სასწავლო შვებულება ფორმდება მინისტრის ან დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ მინისტრს ან დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებიდან 5 დღით ადრე მაინც. აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსამსახურის მიერ დასაბუთებული განცხადების წარმოდგენისას. 4. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (სტრუქტურული ერთეულის) ხელმძღვანელის თანხმობა. 5. მოსამსახურე უფლებამოსილია, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (სტრუქტურული ერთეულის) ხელმძღვანელის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება. 6. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა. 7. მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უხელფასო და სასწავლო შვებულების მოთხოვნისას გამოიყენება ამ მუხლით დადგენილი წესი.     მუხლი 5🔗. მივლინება 1. მოსამსახურის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ 10 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.     მუხლი 6🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი 1. სამინისტროს მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, პრემიისაგან და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატებისაგან. 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროსათვის ასიგნების ფარგლებში გამოყოფილი თანხის შესაბამისად, მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურეთა პრემირების შესახებ, მოსამსახურეთა ვინაობისა და პრემიების ოდენობის მითითებით. 3. ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს მოსამსახურეთა საბანკო ანგარიშზე დარიცხვით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.     მუხლი 7🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები 1. ხელმძღვანელობა ვალდებულია მოსამსახურეებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები. 2. მოსამსახურე ვალდებულია: ა) შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები; ბ) დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესის მოთხოვნები; გ) გაუფრთხილდეს მინდობილ, დაწესებულების ქონებას; დ) შეასრულოს მხოლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობანი; ე) წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი და დაიცვას სისუფთავე დაწესებულებაში. 3. მოსამსახურე ვალდებულია განუხრელად ასრულებდეს ხანძარ­საწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც გათვალიწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.     მუხლი 8🔗. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი 1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს უშუალო უფროსს განცხადება შემდგომ სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. უფროსი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს წარდგენილ განცხადებას ან უარს აცხადებს განცხადების ხელმოწერაზე. უფროსის მიერ განცხადების ვიზირების შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო უფროსს. 2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზები და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ საჯარო მოსამსახურემ უშუალო უფროსის მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების მითითებით. 3. მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. 4. მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და დღის განმავლობაში დაწესებულებიდან გასვლის აღრიცხვა შეიძლება წარმოებდეს სპეციალური ჟურნალით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით.     მუხლი 9🔗. სამსახურში დაგვიანება 1. ერთი თვის განმავლობაში მოსამსახურის 3-ჯერზე მეტი არასაპატიო მიზეზით დაგვიანება იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მოსამსახურეს აქვს მოქმედი დისციპლინური ზომა, შესაძლებელია დადგეს მისი თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი. 2. სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წარუდგინოს უშუალო უფროსს მოხსენებითი ბარათი დაგვიანების მიზეზის შესახებ. 3. მოსამსახურეთა დასწრებაზე კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.     მუხლი 10🔗. მოსამსახურის წახალისება 1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება. 2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. მოსამსახურეს მადლობა შეიძლება გამოუცხადოს უფროსმა, რომელსაც აქვს ბრძანების გამოცემის უფლება. 4. ერთდროული ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრით ან თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლებით მოსამსახურის წახალისება შეუძლია მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირს ან დაწესებულებას. 5. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადების შეტანის უფლება აქვს ყოველ უფროსს და დაწესებულებას.     მუხლი 11🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.     მუხლი 12🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები 1. იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა–არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება. 2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.     მუხლი 13🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ თანამდებობის პირს ან დაწესებულებას უფლება აქვს მოხელეს ვადამდე ადრე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ. 3. თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. 4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა ფორმდება წერილობით ორ პირად. ერთი პირი რჩება იმ თანამდებობის პირთან ან დაწესებულებასთან, რომელმაც ვადამდე ადრე მოუხსნა მოსამსახურეს პასუხისმგებლობა, მეორე პირი კი გადაეცემა თვითონ მოსამსახურეს. 5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა შეიტანება პირად საქმეში.     მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები 1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად წინამდებარე შინაგანაწესის პირველი მუხლით განსაზღვრული მოსამსახურისათვის. 2. შინაგანაწესი გამოიკვრება სამინისტროს შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას. 3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 4. მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელის მოწერით. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს. 5. შინაგანაწესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.