ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2026 წლის 16 ივლისი დაბა ჩოხატაური
|
|
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის მქონე, დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მოსაკრებლის ოდენობის შესახებ.
5. მოსაკრებლის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები.
2. მოსაკრებელის განაკვეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (გარდა დაბა ბახმაროს ტერიტორიისა) დასუფთავებისათვის განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
3. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაკავებული ფართის ან წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოცულობის (კუბური მეტრის) მიხედვით. ნარჩენების მოცულობის მიხედვით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
4. მოსაკრებელი დაბა ბახმაროს ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 3 (სამი) ლარის ოდენობით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
5. მოსაკრებლის გადახდის მოკლე ტექსტური შეტყობინება, დასუფთავების გადასახადების ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ეგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
6. მოსაკრებლის გადახდის მოკლე ტექსტური შეტყობინება, გაიგზავნება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებლის გადახდის მოკლე ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ქვითრის ნომერს, აბონენტის საიდენტიფიკაციო კოდს/პირად ნომერს, აბონენტის სახელს, გვარს, სულადობას, გადასახდელ თანხასა და გადახდის ვადას.
8. ფიზიკური პირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს მოსაკრებლის მოკლე ტექსტური შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის მიერ.
10. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
11. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ, მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
12. თუ ახალი განაკვეთის ამოქმედებამდე გადახდილი მოსაკრებელი ნაკლები აღმოჩნდა ახალი განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ თანხაზე, სხვაობა გადაიხდება ახალი განაკვეთის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ განაკვეთს, ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვლება მომდევნო გადასახადში.
2. საწარმოო ობიექტმა ან/და ორგანიზაციამ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებს და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს (შესაბამისი დასაბუთებით), მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ განთავისუფლდება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სოციალურად დაუცველი ოჯახები კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 65 000 ქულაზე);
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები.
2. მოსაკრებელი გადაიხდება ყოველთვიურად, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
4. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
ა) მოსაკრებლის გამოანგარიშების და ბიუჯეტში შეტანის ორგანიზებას;
ბ) სააბონენტო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მართვას;
გ) კვარტალური ანგარიშის წარდგენას.
2. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცხრილი 1
დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე ორგანიზაცია-დაწესებულებების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა ცხრილი 2
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.07.2026. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.114.016560.
- სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №8, 16.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.114.016560 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6946718/