# ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“

- ტიპი: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
- მიმღები ორგანო: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №12081949-04
- მიღების თარიღი: 12.08.1949
- კონსოლიდირებული რედაქცია: 12.08.1949
- სარეგისტრაციო კოდი: 480610000.03.030.016863
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6946908
- წყარო: https://legali.ge/law/6946908/

> ეს არის 12.08.1949 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. იმ დებულებათა გარდა, რომლებიც მშვიდობიან დროსაც ექვემდებარება გამოყენებას, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის ყველა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს,

_კარი I — თავი I_

კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის მთლიანად ან ნაწილობრივ ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებული წინააღმდეგობა არ უწევენ.

თუ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთთან ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან აღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს მის დებულებებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-2/](https://legali.ge/law/6946908/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია, სულ მცირე, გამოიყენოს შემდეგ

_კარი I — თავი I_

1. პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც დაყარეს იარაღი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი მსგავსი კრიტერიუმის საფუძველზე.

ამ მიზნით, აკრძალულია და ნებისმიერ დროსა და ადგილას აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებები:

a. პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;

b. მძევლად აყვანა;

c. ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;

d. სასჯელის დაკისრება და აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იმ სასამართლო გარანტიებს, რომლებიც ცივილიზებული ერების მიერ სავალდებულოდ არის აღიარებული.

2. დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები უნდა შეიფარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.

მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი მომსახურება.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ სპეციალური შეთანხმებების გზით წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ ძალაში შეიყვანონ.

ზემოაღნიშნული დებულებების გამოყენება გავლენას არ მოახდენს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-3/](https://legali.ge/law/6946908/muxli-3/)

---

## მუხლი 4. წინამდებარე კონვენცია იცავს იმ პირებს, რომლებიც კონფლიქტის ან ოკუპაციის დროს, ამა თუ იმ მიზეზით და დროის ნებისმიერ მომენტში იმყოფებიან კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის ან ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში, რომლ

_კარი I — თავი I_

სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელთა სახელმწიფო არ არის კონვენციით შებოჭილი, არ სარგებლობენ წინამდებარე კონვენციის დაცვით. ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე თანამეომარი სახელმწიფოს მოქალაქეები არ ჩაითვლებიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ პირებად, თუ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, რეგულარული დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს იმ სახელმწიფოში, რომლის ხელშიც ეს პირები იმყოფებიან.

თუმცა, II კარის დებულებები გამოიყენება უფრო ფართოდ, როგორც ეს მე-13 მუხლშია განსაზღვრული.

პირები, რომლებიც იმყოფებიან მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის ან საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის, ან სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დაცვის ქვეშ, წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ პირებად არ ჩაითვლებია

[https://legali.ge/law/6946908/muxli-4/](https://legali.ge/law/6946908/muxli-4/)

---

## მუხლი 5. კონფლიქტის მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მყოფ იმ პირს, რომელიც წინამდებარე კონვენციის დაცვით სარგებლობს და რომლის მიმართაც აღნიშნულ მხარეს აქვს კანონიერი საფუძველი იფიქროს, რომ იგი ეწევა მისი უშიშროების

_კარი I — თავი I_

თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯაშუშობის ან დივერსიის გამო წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ პირს დააკავებენ, ან თუ იგი კანონიერად არის ეჭვმიტანილი ოკუპანტი სახელმწიფოს უშიშროებისთვის საზიანო საქმიანობაში, სამხედრო უშიშროების აუცილებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მას შეიძლება ჩამოერთვას წინამდებარე კონვენციით მინიჭებული კავშირის დამყარების უფლება.

თუმცა, თითოეულ შემთხვევაში ასეთი პირები სარგებლობენ ჰუმანური მოპყრობით, ხოლო სასამართლო წესით დევნის შემთხვევაში მათ არ ჩამოერთმევათ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერად უზრუნველყოფილი სასამართლო გარანტიები. ამასთანავე, უმოკლეს ვადაში, რომელიც თავსებადია ამ სახელმწიფოს ან სათანადო შემთხვევაში ოკუპანტი სახელმწიფოს უშიშროების მოთხოვნებთან, აღნიშნულ პირებს სრულად მიენიჭებათ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლება და უპირატესობ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-5/](https://legali.ge/law/6946908/muxli-5/)

---

## მუხლი 6. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება მე-2 მუხლში მითითებული ნებისმიერი კონფლიქტის ან ოკუპაციის დაწყების მომენტიდან

_კარი I — თავი I_

კონფლიქტის მონაწილე მხარეების ტერიტორიებზე წინამდებარე კონვენციის მოქმედება სრულდება საომარი მოქმედებების მთლიანად დამთავრების შემდეგ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინამდებარე კონვენციის მოქმედება სრულდება საომარი მოქმედებების დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ; თუმცა, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია, ოკუპაციის მთელი პერიოდის განმავლობაში იმ მოცულობით, რა მოცულობითაც იგი ამ ტერიტორიაზე მთავრობის ფუნქციებს ასრულებს, გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის 1-12, 27-ე, 29-34-ე, 47-ე, 49-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე, 59-ე, 61-77-ე და 143-ე მუხლები.

დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომელთა გათავისუფლება, რეპატრიაცია ან ხელახალი დამკვიდრება განხორციელდება აღნიშნული ვადების შემდეგ, მთელი ამ დროის განმავლობაში ისარგებლებენ წინამდებარე კონვენციის დაცვი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-6/](https://legali.ge/law/6946908/muxli-6/)

---

## მუხლი 7. მე-11, მე-14, მე-15, მე-17, 36-ე, 108-ე, 109-ე, 132-ე, 133-ე და 149-ე მუხლებით სპეციალურად გათვალისწინებული შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები 

_კარი I — თავი I_

დაცვის ქვეშ მყოფი პირები ისარგებლებენ აღნიშნული შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით, მანამ სანამ მათზე ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზემოაღნიშნული ან შემდგომი შეთანხმებები შეიცავს ცალსახად საპირისპირო დებულებებს, ან კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ გამოიყენება უფრო ხელსაყრელი ზომებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-7/](https://legali.ge/law/6946908/muxli-7/)

---

## მუხლი 9. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება მფარველი სახელმწიფოების თანამშრომლობითა და ზედამხედველობით, რომელთაც ეკისრებათ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ 

_კარი I — თავი I_

კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ან დელეგატებს მათი მოვალეობების შესრულებისას.

მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ მათი მისიის წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც თავიანთ მისიას ასრულებე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-9/](https://legali.ge/law/6946908/muxli-9/)

---

## მუხლი 10. წინამდებარე კონვენციის დებულებები არ აბრკოლებს ჰუმანიტარულ საქმიანობას, რომლის განხორციელება შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეების თანხმობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან ნებისმიერ სხვა მიუკე

_კარი I — თავი I_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-10/](https://legali.ge/law/6946908/muxli-10/)

---

## მუხლი 11. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ და წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება ანდონ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მიუკერძოე

_კარი I — თავი I_

თუ დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება მფარველი სახელმწიფოს ან წინამდებარე მუხლის პირველ აბზაცში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, დამკავებელმა სახელმწიფომ თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან იკისროს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება, რომელიც ეკისრება კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დანიშნულ მფარველ სახელმწიფოს.

თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის უზრუნველყოფა, დამკავებელმა სახელმწიფომ, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ან მიიღოს ასეთი ორგანიზაციის, მაგალითად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეთავაზება, რათა მან იკისროს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.

ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები და წარმოადგინოს საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.

დაუშვებელია ზემოაღნიშნული დებულებებიდან გადახვევა სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, როდესაც რომელიმე სახელმწიფო, თუნდაც დროებით, სამხედრო მოვლენების გამო შეზღუდულია თავის შესაძლებლობაში თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთან ან მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია.

წინამდებარე კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება ამ მუხლით გათვალისწინებული მისი შემცვლელი ორგანიზაციაც.

ამ მუხლის დებულებები ვრცელდება და, შესაბამისად, გამოიყენება იმ ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მეომარ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, არ გააჩნია რეგულარული დიპლომატიური წარმომადგენლობ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-11/](https://legali.ge/law/6946908/muxli-11/)

---

## მუხლი 12. მფარველი სახელმწიფოები, დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის წინამდებარე კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების 

_კარი I — თავი I_

ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მათი წარმომადგენლების შეხვედრის გამართვა, კერძოდ, იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაცვის ქვეშ მყოფი პირების ზრუნვაზე, შესაძლოა სათანადოდ შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მათთვის წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დასამტკიცებლად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელიც მოწვეული იქნება აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

კარი II

ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-12/](https://legali.ge/law/6946908/muxli-12/)

---

## მუხლი 14. მშვიდობიან პერიოდში მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, ხოლო საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს თავიანთ და საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, შეუძლიათ შექმნან სანი

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

საომარი მოქმედებების დაწყებისა და მიმდინარეობისას დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები მათ მიერ შექმნილი ზონებისა და ადგილების ურთიერთცნობის შესახებ. ამ მიზნით, მათ შეუძლიათ გამოიყენონ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული შეთანხმების პროექტის დებულებები იმ ცვლილებებით, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

მფარველი სახელმწიფოები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოწვეულნი იქნებიან კეთილი სამსახურის გასაწევად ასეთი სანიტარიული და უსაფრთხოების ზონებისა და ადგილების შექმნისა და აღიარების გასაადვილებლა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-14/](https://legali.ge/law/6946908/muxli-14/)

---

## მუხლი 15. კონფლიქტის მონაწილე მხარე ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია უშუალოდ ან ნეიტრალური სახელმწიფოს ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის მეშვეობით მიმართოს მოწინააღმდეგე მხარეს წინადადებით, რათა საომარი მოქმედებები

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

a. დაჭრილი და ავადმყოფი კომბატანტები ან არაკომბატანტები;

b. სამოქალაქო პირები, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში და ამ ზონებში ყოფნის დროს არ ასრულებენ სამხედრო ხასიათის სამუშაოს.

როგორც კი კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან შემოთავაზებული ნეიტრალიზებული ზონის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მართვაზე, მომარაგებასა და ზედამხედველობაზე, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა წარმომადგენლები შეადგენენ და ხელს მოაწერენ წერილობით შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრება ზონის ნეიტრალიზაციის დასაწყისი და ხანგრძლივობ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-15/](https://legali.ge/law/6946908/muxli-15/)

---

## მუხლი 16. დაჭრილები და ავადმყოფები, აგრეთვე უძლურები და ფეხმძიმე ქალები ისარგებლებენ განსაკუთრებული დაცვითა და პატივისცემით

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

რამდენადაც ეს საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი, კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე ხელს შეუწყობს დაჭრილთა და გარდაცვლილთა მოძიებას, დახმარებას გაუწევს ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს და იმ პირებს, რომელთაც სერიოზული საფრთხე ემუქრებათ და დაიცავს მათ გაძარცვისა და უდიერად მოპყრობისგა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-16/](https://legali.ge/law/6946908/muxli-16/)

---

## მუხლი 17. კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა დადონ ადგილობრივი შეთანხმებები ალყაშემორტყმული ან გარშემორტყმული ადგილებიდან დაჭრილების, ავადმყოფების, უძლურებისა და მოხუცების, ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალების ევაკუა

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-17/](https://legali.ge/law/6946908/muxli-17/)

---

## მუხლი 18. დაჭრილების, ავადმყოფების, უძლურებისა და მშობიარე ქალების დასახმარებლად ორგანიზებული სამოქალაქო საავადმყოფოები არ შეიძლება არცერთ შემთხვევაში იყოს თავდასხმის ობიექტი; ისინი ყოველთვის უნდა სარგებლობდნენ

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

კონფლიქტის მონაწილე მხარე სახელმწიფოები ყველა სამოქალაქო საავადმყოფოს უზრუნველყოფენ მოწმობით, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი სამოქალაქო საავადმყოფოებია და რომ მათ მიერ დაკავებული შენობები არ გამოიყენება ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც მე-19 მუხლის შესაბამისად იწვევს მათთვის დაცვის ჩამორთმევას.

სამოქალაქო საავადმყოფოები სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვით აღინიშნება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ემბლემით.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რამდენადაც ამის საშუალებას სამხედრო მოთხოვნები იძლევა, მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა სამოქალაქო საავადმყოფოების აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშნები მკაფიოდ ხილული იყოს მოწინააღმდეგის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათ წინააღმდეგ ნებისმიერი მტრული მოქმედება.

იმ საშიშროების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საავადმყოფოების სამხედრო ობიექტებთან სიახლოვის გამო, რეკომენდებულია მათი განლაგება ასეთი ობიექტებისაგან, რაც შეიძლება მოშორები

[https://legali.ge/law/6946908/muxli-18/](https://legali.ge/law/6946908/muxli-18/)

---

## მუხლი 19. დაცვა, რომლითაც სარგებლობენ სამოქალაქო საავადმყოფოები, შეიძლება შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი, თავიანთი ჰუმანიტარული ვალდებულებების შესრულების ფარგლებს გარეთ გამოიყენება მოწინააღმდეგისათვის 

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

მოწინააღმდეგისათვის ზიანის მომტან მოქმედებად არ ჩაითვლება ამ საავადმყოფოებში დაჭრილი ან ავადმყოფი შეიარაღებული ძალების წევრების მკურნალობა ან იმ მცირე ზომის იარაღისა და საბრძოლო მასალების არსებობა, რომლებიც ჩამოერთვათ კომბატანტებს და ჯერ არ არის გადაცემული შესაბამისი სამსახურისთვი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-19/](https://legali.ge/law/6946908/muxli-19/)

---

## მუხლი 20. დაცვითა და პატივისცემით ისარგებლებენ პირები, რომლებიც სისტემატურად და მხოლოდ სამოქალაქო საავადმყოფოების საქმიანობითა და ადმინისტრირებით არიან დაკავებული, იმ პერსონალის ჩათვლით, რომელიც ახორციელებს დაჭ

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების ზონებში ზემოაღნიშნული პერსონალი ამოცნობადი უნდა იყოს პირადობის მოწმობის საშუალებით, რომელიც ადასტურებს მათ სტატუსს, შეიცავს მფლობელის ფოტოსურათს და დამოწმებულია პასუხისმგებელი ხელისუფლების რელიეფური ბეჭდით, აგრეთვე ბეჭედდარტყმული, ნესტგამძლე სამკლავურით, რომელსაც ისინი ატარებენ მარცხენა ხელზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. აღნიშნული სამკლავური გაიცემა სახელმწიფოს მიერ და მასზე გამოსახულია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ემბლემა.

სხვა პერსონალი, რომელიც სამოქალაქო საავადმყოფოების საქმიანობითა და ადმინისტრირებით არის დაკავებული, სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით და უფლებამოსილია ატაროს სამკლავური ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად, იმ დროის განმავლობაში, როდესაც ისინი ასრულებენ ასეთ მოვალეობებს. პირადობის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს მათი მოვალეობები.

ყველა სამოქალაქო საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვალდებულია შესაბამისი ეროვნული ან საოკუპაციო ხელისუფლებისათვის წარსადგენად მუდმივად მზად ჰქონდეს ამგვარი პერსონალის განახლებული სი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-20/](https://legali.ge/law/6946908/muxli-20/)

---

## მუხლი 21. დაჭრილი და ავადმყოფი სამოქალაქო პირების, უძლურებისა და მშობიარე ქალების ტრანსპორტირება, რომელიც ხმელეთზე განხორციელდება სატრანსპორტო კოლონებითა და სანიტარიული მატარებლებით ან ზღვაზე ამგვარი ტრანსპორტი

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-21/](https://legali.ge/law/6946908/muxli-21/)

---

## მუხლი 22. აკრძალულია თავდასხმა საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ დაჭრილი და ავადმყოფი სამოქალაქო პირების, უძლურებისა და მშობიარე ქალების, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის გადასაყვანად და სანიტარიული 

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

ისინი შეიძლება აღინიშნოს მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემით.

თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მოწინააღმდეგის ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაფრენა აკრძალულია.

ამგვარი საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. ამგვარი მოთხოვნით დაშვების შემთხვევაში, შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი თავის მგზავრებთან ერთად გააგრძელებს ფრენა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-22/](https://legali.ge/law/6946908/muxli-22/)

---

## მუხლი 23. ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე თავისუფლად გაატარებს სამედიცინო და სანიტარიული საშუალებების ან რელიგიური მსახურებისათვის აუცილებელი საგნების შემცველ ყველა გზავნილს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სხვა მ

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

ხელშემკვრელი ვალდებულია თავისუფლად გაატაროს წინა აბზაცში მითითებული გზავნილები, თუ იგი დარწმუნდება, რომ არ არსებობს სერიოზული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:

a. გზავნილები შესაძლოა დანიშნულების ადგილამდე არ მივიდეს;

b. კონტროლი შეიძლება იყოს არაეფექტური;

c. გზავნილების გატარებამ შესაძლოა გარკვეულწილად ხელი შეუწყოს მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო ძალის ან ეკონომიკის გაძლიერებას, თუ გზავნილის შემადგენელი საგნები ცვლის იმ საქონელს, რომელიც სხვა შემთხვევაში ამ სახელმწიფოს უნდა ეწარმოებინა, ან თუ იგი ამ საქონლის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულს, საგნებსა და სამუშაო ძალას გამოათავისუფლებს.

პირველ აბზაცში მითითებული გზავნილების გატარებაზე თანხმობის მიმცემ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი თანხმობის გაცემის პირობად დააყენოს, რომ გზავნილების განაწილება მოსარგებლეებს შორის ადგილზე განხორციელდეს მფარველი სახელმწიფოების მიერ კონტროლის ქვეშ.

ასეთი გზავნილების გადაგზავნა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს და მათი თავისუფლად გატარებისათვის თანხმობის მიმცემ სახელმწიფოს უფლება აქვს დააწესოს გადაგზავნისათვის საჭირო ტექნიკური პირობებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-23/](https://legali.ge/law/6946908/muxli-23/)

---

## მუხლი 24. კონფლიქტის მონაწილე მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არიან დაობლებულნი  ან ომის შედეგად ოჯახს დაცილებულნი,არ დარჩნენ საკუთარ თავზე მინდობილნი და ყ

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

კონფლიქტის მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ აღნიშნული ბავშვების ნეიტრალურ ქვეყანაში მიღებას კონფლიქტის განმავლობაში, მფარველი სახელმწიფოს თანხმობით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ პირობით, რომ დაცული იქნება პირველ აბზაცში მითითებული პრინციპები.

გარდა ამისა, ისინი შეეცდებიან მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა თორმეტ წლამდე ასაკის ყველა ბავშვის ვინაობა დადგინდეს საიდენტიფიკაციო მედალიონის ტარების ან სხვა ნებისმიერი საშუალები

[https://legali.ge/law/6946908/muxli-24/](https://legali.ge/law/6946908/muxli-24/)

---

## მუხლი 25. ყოველ პირს, რომელიც იმყოფება კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე ან ამ მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაუგზავნოს ოჯახის წევრებს პირადი ხასიათის ცნობები, სადაც არ უნდა იმყოფებო

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

თუ შექმნილი გარემოებების გამო ჩვეულებრივი საფოსტო გზით ოჯახური მიმოწერა გართულებულია ან შეუძლებელია, კონფლიქტის მონაწილე მხარეები მიმართავენ ნეიტრალურ შუამავალს, მაგალითად, 140-ე მუხლში მითითებულ ცენტრალურ სააგენტოს და მასთან კონსულტაციით განსაზღვრავენ, თუ როგორ უზრუნველყონ თავიანთი ვალდებულებების შესრულება მაქსიმალურად ხელსაყრელად, კერძოდ, წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებების დახმარებით.

თუ კონფლიქტის მონაწილე მხარეები საჭიროდ ჩათვლიან ოჯახური მიმოწერის შეზღუდვას, ასეთი შეზღუდვები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სტანდარტული ბლანკების სავალდებულო გამოყენებით, რომლებზეც შეიძლება დაიწეროს ნებისმიერი შინაარსის ოცდახუთი სიტყვა და ასეთი ბლანკების გაგზავნის რაოდენობა განისაზღვროს თვეში ერთი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-25/](https://legali.ge/law/6946908/muxli-25/)

---

## მუხლი 26. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ ომის შედეგად განცალკევებული ოჯახის წევრების მიერ ერთმანეთის მოძიებას, მათ შორის კავშირის აღდგენას და შესაძლებლობის შემთხვევაში მათ შეხვედრას. კერძოდ, ისინი 

_კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ_

კარი III

დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა

ნაწილი I

საერთო დებულებები კონფლიქტის მონაწილე მხარეთა ტერიტორიებისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-26/](https://legali.ge/law/6946908/muxli-26/)

---

## მუხლი 27. დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ნებისმიერ გარემოებაში აქვთ თავიანთი პიროვნების, ღირსების, ოჯახური უფლებების, რელიგიური მრწამსისა და წესების, ჩვევებისა და ადათების პატივისცემის უფლება. მათ ყოველთვის უნდა ეპყრო

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ქალები განსაკუთრებით უნდა იყვნენ დაცულნი მათი ღირსების შელახვისაგან, კერძოდ, გაუპატიურების, იძულებითი პროსტიტუციის ან მათი ღირსების ნებისმიერი სხვა ხელყოფისაგან.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ასაკთან და სქესთან დაკავშირებული დებულებების გათვალისწინებით, კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ვალდებულია ყველა მათგანს მოეპყროს თანაბრად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განსაკუთრებით რასის, რელიგიის ან პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე.

თუმცა, ამ პირთა მიმართ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კონტროლისა და უსაფრთხოების ისეთი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელი შეიძლება გახდეს საომარი მოქმედებების გამ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-27/](https://legali.ge/law/6946908/muxli-27/)

---

## მუხლი 30. დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ყველანაირი შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ მფარველ სახელმწიფოებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, იმ სახელმწიფოს წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ე

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ამ მიზნით ხელისუფლება აღნიშნულ ორგანიზაციებს უზრუნველყოფს ყველა საჭირო პირობებით იმ ფარგლებში, რომელსაც განსაზღვრავს სამხედრო ან უსაფრთხოების მოსაზრებები.

მფარველი სახელმწიფოებისა და 143-ე მუხლით გათვალისწინებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატების ვიზიტების გარდა, ოკუპანტი სახელმწიფოები ან სახელმწიფოები, რომლის ხელშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობენ ამ პირთა მონახულებას, რომელთა მიზანია მათთვის სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოჩენ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-30/](https://legali.ge/law/6946908/muxli-30/)

---

## მუხლი 32. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები სპეციალურად შეთანხმდებიან, რომ თითოეულ მათგანს ეკრძალება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც მათ ხელისუფლებაში მყოფი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის იწვევს ფიზიკურ ტანჯვას ან სი

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-32/](https://legali.ge/law/6946908/muxli-32/)

---

## მუხლი 35. დაცვის ქვეშ მყოფ ნებისმიერ პირს, რომელმაც კონფლიქტის დასაწყისში ან მისი მიმდინარეობისას გამოთქვა ტერიტორიის დატოვების სურვილი, უფლება ექნება დატოვოს იგი, თუ მისი გამგზავრება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

პირს, რომელსაც უარი ეთქვა გამგზავრებაზე, უფლება ექნება მოითხოვოს ამ უარის გადასინჯვა უმოკლეს ვადაში სასამართლოს ან დამკავებელი სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით დანიშნული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოთხოვნის შემთხვევაში, მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია ტერიტორიის დატოვების შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ და შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში იმ პირთა სახელები, რომელთაც უარი ეთქვათ გამგზავრებაზე, იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგება უსაფრთხოების მოსაზრებებს და თუ თავად დაინტერესებული პირები ამას არ ეწინააღმდეგებია

[https://legali.ge/law/6946908/muxli-35/](https://legali.ge/law/6946908/muxli-35/)

---

## მუხლი 36. წინა მუხლის საფუძველზე ნებადართული გამგზავრება უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების, ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში. მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც 

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ზემოაღნიშნული არ ვრცელდება იმ სპეციალურ შეთანხმებებზე, რომლებიც შეიძლება დაიდოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი მათი მოქალაქეების გაცვლისა და რეპატრიაციის საკითხებზ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-36/](https://legali.ge/law/6946908/muxli-36/)

---

## მუხლი 38. გარდა წინამდებარე კონვენციით, კერძოდ, 27-ე და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული განსაკუთრებული ღონისძიებებისა, დაცვის ქვეშ მყოფი პირების მდგომარეობა მოწესრიგდება მშვიდობიან დროს უცხოელთა მიმართ მოქმედი წ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

1. მიიღონ მათთვის გამოგზავნილი ინდივიდუალური ან კოლექტიური დახმარება.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღონ სამედიცინო დახმარება და იმკურნალონ საავადმყოფოში ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს მოქალაქეებმა.

3. აღასრულონ რელიგიური მოვალეობანი და მიიღონ სულიერი დახმარება თავიანთი აღმსარებლობის სასულიერო პირისაგან.

4. ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მსგავსად გაემგზავრონ იმ რაიონიდან, რომელიც განსაკუთრებულ საომარ საფრთხეში იმყოფება.

5. ისარგებლონ თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების, ორსული ქალებისა და შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების დედების იმავე უპირატესობებით, რომელიც ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-38/](https://legali.ge/law/6946908/muxli-38/)

---

## მუხლი 39. დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებმაც ომის შედეგად დაკარგეს თავიანთი შემოსავალი, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მოიძიონ ანაზღაურებადი სამუშაო. უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მე-40 მუხლის დებულებათა გათვალისწინებ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

როდესაც კონფლიქტის მხარის მიერ დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ განხორციელებული კონტროლის ზომების შედეგად მათ არ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების მატერიალური უზრუნველყოფა და განსაკუთრებით მაშინ, როცა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ მათთვის მისაღებ პირობებში ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას, აღნიშნულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი და მათ კმაყოფაზე მყოფი პირები.

დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ყველა შემთხვევაში შეუძლიათ მიიღონ თავიანთი ქვეყნის დახმარება, მფარველი სახელმწიფოს ან 30-ე მუხლში მითითებული დამხმარე საზოგადოებებისგა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-39/](https://legali.ge/law/6946908/muxli-39/)

---

## მუხლი 40. დაცვის ქვეშ მყოფი პირები იძულებით შეიძლება დასაქმდნენ მხოლოდ იმ მოცულობით, რამდენადაც ეს დასაშვებია კონფლიქტის იმ მხარის მოქალაქეებისათვის, რომლის ტერიტორიაზეც ისინი იმყოფებიან

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

თუ დაცვის ქვეშ მყოფი პირები მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეები არიან, ისინი შეიძლება აიძულონ შეასრულონ ისეთი სამუშაო, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის საკვებით, საცხოვრებლით, ტანსაცმლით, ტრანსპორტითა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად და რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საომარ მოქმედებებს.

წინა ორ აბზაცში მითითებულ შემთხვევებში, დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებსაც იძულებით ამუშავებენ, სამუშაო პირობებისა და გარანტიების მხრივ, კერძოდ, ანაზღაურების, სამუშაო დღის ხანგრძლივობის, ტანსაცმლისა და აღჭურვილობის, პროფესიული მომზადების, სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებებისათვის კომპენსაციის თვალსაზრისით, უთანაბრდებიან ამ სახელმწიფოს მოქალაქე დასაქმებულებს.

ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევის შემთხვევაში დაცვის ქვეშ მყოფ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ 30-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების უფლები

[https://legali.ge/law/6946908/muxli-40/](https://legali.ge/law/6946908/muxli-40/)

---

## მუხლი 41. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო, რომლის ხელშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, წინამდებარე კონვენციაში გათვალისწინებული კონტროლის ზომებს არასაკმარისად მიიჩნევს, მას არ აქვს უფლება გამოიყენოს კონტრო

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

39-ე მუხლის მეორე აბზაცის დებულებათა გამოყენებისას იმ პირების მიმართ, რომელთაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო მოეთხოვათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილების დატოვება, დამკავებელმა სახელმწიფომ, შეძლებისდაგვარად, ზუსტად უნდა დაიცვას ამ კონვენციის III კარის IV ნაწილით დადგენილი მოპყრობის სტანდარტებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-41/](https://legali.ge/law/6946908/muxli-41/)

---

## მუხლი 42. განკარგულება დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტერნირების ან საცხოვრებელ ადგილზე იძულებითი ყოფნის შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დამკავებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების აბსოლუტურ აუცილე

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

თუ რომელიმე პირი მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მეშვეობით ნებაყოფლობით ითხოვს ინტერნირებას და მისი პირადი მდგომარეობა ამას აუცილებელს ხდის, სახელმწიფომ, რომლის ხელშიც ის იმყოფება, უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-42/](https://legali.ge/law/6946908/muxli-42/)

---

## მუხლი 43. ნებისმიერ დაცვის ქვეშ მყოფ ინტერნირებულ პირს ან იმ პირს, რომელსაც შეეფარდა საცხოვრებელ ადგილზე იძულებითი ყოფნა, უფლება აქვს სასამართლოს ან დამკავებელი სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით შექმნილ შესაბამის ადმი

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

თუ დაინტერესებულ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, დამკავებელმა სახელმწიფომ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობოს მფარველ სახელმწიფოს ინტერნირებული ან საცხოვრებელ ადგილზე იძულებითი ყოფნის ქვეშ მყოფი ყველა პირის სახელები, აგრეთვე იმ პირთა სახელები, რომლებიც გათავისუფლდნენ ინტერნირებიდან ან საცხოვრებელ ადგილზე იძულებითი ყოფნიდან. წინამდებარე მუხლის პირველ აბზაცში მითითებული სასამართლოების ან ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებიც მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს ასევე სწრაფად და იმავე პირობების დაცვი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-43/](https://legali.ge/law/6946908/muxli-43/)

---

## მუხლი 45. არ შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფი პირების გადაცემა ისეთი სახელმწიფოსათვის, რომელიც არ არის ამ კონვენციის მხარე

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ეს დებულება არავითარ შემთხვევაში არ უშლის ხელს საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ დაცვის ქვეშ მყოფი პირების რეპატრიაციას ან მათ დაბრუნებას იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი ადრე ცხოვრობდნენ.

სახელმწიფოს შეუძლია დაცვის ქვეშ მყოფი პირების გადაცემა, თუ ისინი მის ხელში არიან,  მხოლოდ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსათვის და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სახელმწიფოს, რომელსაც ისინი უნდა გადაეცეს, სურს და შეუძლია წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესრულება. ასეთი გადაცემის შემდეგ წინამდებარე კონვენციის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღებ სახელმწიფოს მანამ, სანამ დაცვის ქვეშ მყოფი პირები მისი მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. თუ მიმღები სახელმწიფო არ შეასრულებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს რომელიმე მნიშვნელოვან პუნქტთან მიმართებაში, სახელმწიფომ, რომელმაც გადასცა დაცვის ქვეშ მყოფი პირები, მფარველი სახელმწიფოსაგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე უნდა მიიღოს ეფექტური ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს ამ პირთა დაბრუნება. ასეთი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფი პირის გადაცემა სახელმწიფოსათვის, სადაც ის შეიძლება დაექვემდებაროს დევნას პოლიტიკური შეხედულებებისა ან რელიგიური მრწამსის გამო.

ამ მუხლის დებულებები არ უშლის ხელს დაცვის ქვეშ მყოფი იმ პირების ექსტრადიციას, რომლებიც ბრალდებულნი არიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, თუ ექსტრადიცია ხორციელდება საომარი მოქმედებების დაწყებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-45/](https://legali.ge/law/6946908/muxli-45/)

---

## მუხლი 46. დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ მიღებული შეზღუდვის ღონისძიებები, თუ ისინი მანამდე არ გაუქმებულა, გაუქმდება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

მათი ქონების მიმართ დაწესებული შეზღუდვის ღონისძიებები გაუქმდება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ხელშიც იმყოფებიან ეს პირები.

ნაწილი III

ოკუპირებული ტერიტორიე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-46/](https://legali.ge/law/6946908/muxli-46/)

---

## მუხლი 47. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არავითარ შემთხვევაში და არანაირი გზით არ შეიძლება ჩამოერთვათ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და უპირატესობები, არც იმ ცვლილებების 

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-47/](https://legali.ge/law/6946908/muxli-47/)

---

## მუხლი 49. აკრძალულია ნებისმიერი მოტივით განპირობებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინდივიდუალური ან მასობრივი იძულებითი გადაადგილება ან დეპორტირება ოკუპირებული ტერიტორიიდან ოკუპანტი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა 

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

თუმცა ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული ოკუპირებული რაიონის მთლიანი ან ნაწილობრივი ევაკუაცია, თუ ეს განპირობებულია მოსახლეობის უსაფრთხოებით ან გადაუდებელი სამხედრო მოსაზრებებით. ასეთი ევაკუაციის დროს დაცვის ქვეშ მყოფი პირების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ამგვარად ევაკუირებული პირები საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს.

ასეთი გადაადგილებების ან ევაკუაციის განხორციელებისას ოკუპანტმა სახელმწიფომ, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს დაცვის ქვეშ მყოფი პირები სათანადო საცხოვრებელი პირობებით. ეს გადაადგილებები უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების, ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში. დაუშვებელია ერთი ოჯახის წევრთა განცალკევება.

ნებისმიერი გადაადგილების ან ევაკუაციის შესახებ მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება განსაკუთრებით სახიფათო რაიონში, თუ ამას არ მოითხოვს მოსახლეობის უსაფრთხოება ან გადაუდებელი სამხედრო მოსაზრებები.

ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის დეპორტირება ან გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-49/](https://legali.ge/law/6946908/muxli-49/)

---

## მუხლი 50. ოკუპანტმა სახელმწიფომ ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ხელი უნდა შეუწყოს ბავშვებზე ზრუნვითა და მათი აღზრდით დაკავებული ყველა დაწესებულების სათანადო ფუნქციონირებას

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ბავშვების ვინაობის დადგენისა და მათი ნათესაური კავშირების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს ბავშვების სამოქალაქო მდგომარეობა და ისინი არ უნდა ჩაირიცხონ ოკუპანტ სახელმწიფოზე დაქვემდებარებულ ფორმირებებსა და ორგანიზაციებში.

თუ ადგილობრივ დაწესებულებებს არ შეუძლიათ ამ ფუნქციების შესრულება, ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები ობოლი ან ომის შედეგად მშობლებს დაცილებული ბავშვების მოვლისა და განათლების უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, თუ მათზე ახლო ნათესავები ან მეგობრები ვერ ზრუნავენ. სწავლება, შეძლებისდაგვარად, უნდა განხორციელდეს იმავე ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და იმავე ენაზე მოლაპარაკე პირების მიერ.

136-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ბიუროს სპეციალურმა განყოფილებამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმ ბავშვთა ვინაობის ზუსტად დასადგენად, რომელთა ვინაობაც ეჭვს იწვევს. მათ ხელთ არსებული მონაცემები ბავშვის მშობლებისა და სხვა ახლო ნათესავების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს.

ოკუპანტმა სახელმწიფომ არ უნდა დააბრკოლოს თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების, ორსული ქალებისა და შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების დედების მიმართ კვების, სამედიცინო მოვლისა და საომარი მოქმედებებისგან დაცვის სფეროში ოკუპაციამდე მიღებული პრეფერენციული ზომების განხორციელებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-50/](https://legali.ge/law/6946908/muxli-50/)

---

## მუხლი 51. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია აიძულოს დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომ იმსახურონ მის შეიარაღებულ ან დამხმარე ძალებში. აკრძალულია ყოველგვარი ზეწოლა ან პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს მათ ნებაყოფლობით 

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია იძულებით სამუშაოებზე გაგზავნოს მხოლოდ ის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომელთაც შეუსრულდათ თვრამეტი წელი, ამასთანავე, მხოლოდ ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც აუცილებელია ან საოკუპაციო ჯარის საჭიროებისათვის, ან დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის კომუნალურ მომსახურებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან ან საკვებით, საცხოვრებლით, ტანსაცმლითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან. დაუშვებელია დაცვის ქვეშ მყოფი პირების იძულება, შეასრულონ ისეთი სამუშაო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს დაცვის ქვეშ მყოფი პირებისაგან, რომ მათ ძალის გამოყენებით უზრუნველყონ იმ ნაგებობების დაცვა, სადაც ისინი ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს.

სამუშაო უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ეს პირები იმყოფებიან. თითოეული მათგანი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დარჩეს თავის ჩვეულ სამუშაო ადგილზე. მუშაობა სამართლიანად უნდა ანაზღაურდეს და შეესაბამებოდეს მომუშავეთა ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი კანონები სამუშაო პირობებისა და შრომის დაცვის შესახებ, კერძოდ, სამუშაო დღის ხანგრძლივობის, აღჭურვილობის, წინასწარი მომზადების, სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების კომპენსაციის შესახებ, ვრცელდება აგრეთვე იმ დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე, რომლებიც ამ მუხლით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებენ.

იძულებით შრომაში ჩაბმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს მომუშავეთა სამხედრო ან ნახევრად გასამხედროებულ ორგანიზაციებში მობილიზაცია

[https://legali.ge/law/6946908/muxli-51/](https://legali.ge/law/6946908/muxli-51/)

---

## მუხლი 52. არავითარ კონტრაქტს, შეთანხმებას ან დებულებას არ შეუძლია შეზღუდოს ნებაყოფლობით ან იძულებით მომუშავე პირების უფლება, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა, მიმართონ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელს ამ სახე

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

აკრძალულია ყოველგვარი ღონისძიება, რომელიც უმუშევრობის გამოწვევის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვისკენაა მიმართული და რაც მიზნად ისახავს მშრომელი მოსახლეობის ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობის იძულება

[https://legali.ge/law/6946908/muxli-52/](https://legali.ge/law/6946908/muxli-52/)

---

## მუხლი 54. ოკუპანტ სახელმწიფოს ეკრძალება შეცვალოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანამდებობის პირთა ან მოსამართლეთა სტატუსი, გამოიყენოს მათ წინააღმდეგ სანქციები, იძულების ღონისძიებები ან შეავიწროვოს ისინი იმის გამო, რომ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ეს აკრძალვა არ ვრცელდება 51-ე მუხლის მეორე აბზაცის დებულებათა გამოყენებაზე და არ ზღუდავს ოკუპანტი სახელმწიფოს უფლებას, მოხსნას თანამდებობის პირები დაკავებული პოსტებიდა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-54/](https://legali.ge/law/6946908/muxli-54/)

---

## მუხლი 55. ოკუპანტმა სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უნდა უზრუნველყოს ოკუპირებული ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობა სურსათითა და სანიტარიული საშუალებებით. კერძოდ, თუ ოკუპირებული ტერიტორიის რესურსებ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ოკუპანტმა სახელმწიფომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სურსათის მარაგის ან სხვა საგნების, აგრეთვე სანიტარიული საშუალებების იძულებითი ჩამორთმევა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ საოკუპაციო ჯარისა და ადმინისტრაციის საჭიროებებისათვის და მხოლოდ იმ პირობით, რომ გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო მოსახლეობის მოთხოვნილებები. სხვა საერთაშორისო კონვენციების დებულებათა დაცვით, ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველგვარი ასეთი ჩამორთმევა სამართლიანად ანაზღაურდეს.

მფარველ სახელმწიფოს, გადაუდებელი სამხედრო მოთხოვნებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გათვალისწინებით, უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, შეამოწმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სურსათითა და სანიტარიული საშუალებებით მომარაგების მდგომარეობ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-55/](https://legali.ge/law/6946908/muxli-55/)

---

## მუხლი 56. ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უზრუნველყოს, ასევე ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ხელი შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებებისა და 

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი საავადმყოფოები და ოკუპირებული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ამ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებენ, საოკუპაციო ხელისუფლებამ, საჭიროების შემთხვევაში, ეს საავადმყოფოები მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა აღიაროს. ამავე გარემოებებში, მე-20 და 21-ე მუხლების დებულებათა შესაბამისად, ოკუპანტმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს საავადმყოფოთა პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები.

ოკუპანტმა სახელმწიფომ ჯანდაცვისა და ჰიგიენის სფეროში ღონისძიებათა მიღებისა და განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის მორალური და ეთიკური მოთხოვნებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-56/](https://legali.ge/law/6946908/muxli-56/)

---

## მუხლი 57. ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია სამოქალაქო საავადმყოფოების დროებითი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების მოვლის უკიდურესი აუცილებლობა მოითხოვს და იმ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

სამოქალაქო საავადმყოფოების ქონებისა და მარაგების იძულებითი ჩამორთმევა დაუშვებელია, სანამ ისინი აუცილებელია სამოქალაქო მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-57/](https://legali.ge/law/6946908/muxli-57/)

---

## მუხლი 58. ოკუპანტი სახელმწიფო ნებას დართავს სასულიერო პირებს, გაუწიონ სულიერი დახმარება მათი რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ოკუპანტი სახელმწიფო ასევე დაუშვებს რელიგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო წიგნებისა და საგნების შემცველი გზავნილების შემოტანას და ხელს შეუწყობს მათ გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიაზ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-58/](https://legali.ge/law/6946908/muxli-58/)

---

## მუხლი 59. თუ ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობა ან მისი ნაწილი არასაკმარისად მარაგდება, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია დათანხმდეს მათი დახმარების ღონისძიებებს და უზრუნველყოს მათი განხორციელება მის ხელთ არს

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ამგვარი ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფოების ან მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მოიცავს სურსათის, სანიტარიული საშუალებებისა და ტანსაცმლის შემცველი გზავნილების გაგზავნას.

ყოველმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ასეთი გზავნილების თავისუფლად გატარება და მათი დაცვა.

სახელმწიფოს, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ გზავნილებს თავისუფლად ატარებს, უფლება აქვს შეამოწმოს ისინი, დაარეგულიროს მათი გადაზიდვა დადგენილი ვადებისა და მარშრუტების შესაბამისად და მფარველი სახელმწიფოს შუამავლობით დარწმუნდეს, რომ აღნიშნული გზავნილები გამოიყენება მხოლოდ გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და არა ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლო

[https://legali.ge/law/6946908/muxli-59/](https://legali.ge/law/6946908/muxli-59/)

---

## მუხლი 60. ჰუმანიტარული დახმარების ტვირთები ოკუპანტ სახელმწიფოს 55-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით მასზე დაკისრებული ვალდებულებებისაგან არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს. ოკუპანტმა სახელმწიფომ ჰუმანიტარული დახმარები

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-60/](https://legali.ge/law/6946908/muxli-60/)

---

## მუხლი 61. ზემოაღნიშნულ მუხლებში მითითებული ჰუმანიტარული დახმარების ტვირთების განაწილება მფარველი სახელმწიფოს ხელშეწყობითა და ზედამხედველობით ხორციელდება. ეს ვალდებულება ოკუპანტ სახელმწიფოსა და მფარველ სახელმწიფ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ასეთი ტვირთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლდება ყოველგვარი მოსაკრებლის, გადასახადის ან საბაჟო გადასახადისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გადასახადები ამ ტერიტორიის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია. ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ტვირთების რაც შეიძლება სწრაფი განაწილება.

ყველა ხელშემკვრელი მხარე უნდა ეცადოს ნება დართოს ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთების უფასოდ გატარებასა და ტრანსპორტირება

[https://legali.ge/law/6946908/muxli-61/](https://legali.ge/law/6946908/muxli-61/)

---

## მუხლი 63. იმ პირობით, რომ დაცულია ის დროებითი ღონისძიებები, რომლებიც გამონაკლისის სახით შეიძლება დაწესდეს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ხასიათის უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე:

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

a. წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) აღიარებულ ეროვნულ საზოგადოებებს შეუძლიათ მოღვაწეობა განაგრძონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციებით განსაზღვრული წითელი ჯვრის პრინციპების შესაბამისად. სხვა დამხმარე ორგანიზაციებს ნებას დართავენ მსგავსს პირობებში განაგრძონ თავიანთი ჰუმანიტარული საქმიანობა;

b. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს ამ საზოგადოებების სტრუქტურასა და პერსონალში რაიმე ცვლილების შეტანა, თუ ეს შეიძლება ზიანს აყენებდეს მათ საქმიანობას.

იგივე პრინციპები ვრცელდება უკვე არსებულ ან შემდგომში შექმნილ არასამხედრო სპეციალურ ორგანიზაციებზე და მათ პერსონალზე, რომლებიც საზოგადოებრივად სასარგებლო მომსახურების მხარდაჭერის, დახმარების განაწილებისა და სამაშველო ღონისძიებების ორგანიზების გზით ემსახურებიან სამოქალაქო მოსახლეობის ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-63/](https://legali.ge/law/6946908/muxli-63/)

---

## მუხლი 64. ოკუპირებული ტერიტორიების სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალაში რჩება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოს უშიშროებას ან ხელს უშლის წინამდებარე კონვენციის შესრულებას. ასეთ დ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

თუმცა, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა დაუქვემდებაროს ისეთ კანონებს, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მისი ვალდებულებების შესასრულებლად, ტერიტორიაზე წესრიგის შესანარჩუნებლად და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარების ან ადმინისტრაციის პირადი შემადგენლობისა და ქონების, აგრეთვე მათ მიერ გამოყენებული ობიექტებისა და საკომუნიკაციო ხაზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-64/](https://legali.ge/law/6946908/muxli-64/)

---

## მუხლი 66. ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ 64-ე მუხლის მეორე აბზაცის საფუძველზე მიღებული სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ბრალდებული გადასცეს მის მიერ სათანადო წეს

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-66/](https://legali.ge/law/6946908/muxli-66/)

---

## მუხლი 67. სასამართლოებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ ის სამართლებრივი დებულებები, რომლებიც სამართალდარღვევის ჩადენამდე მოქმედებდა და რომლებიც შეესაბამება სამართლის ზოგად პრინციპებს, კერძოდ, სასჯელის დანაშაულთან თანა

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-67/](https://legali.ge/law/6946908/muxli-67/)

---

## მუხლი 68. თუ დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამართალდარღვევას ჩაიდენს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენოს ოკუპანტ სახელმწიფოს და ეს სამართალდარღვევა არ წარმოადგენს საოკუპაციო ჯარის ან ადმინისტრაციის პირადი შემადგენლობ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ 64-ე და 65-ე მუხლების შესაბამისად მიღებული სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს დაცვის ქვეშ მყოფი პირების სიკვდილით დასჯას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ბრალი მიუძღვით ჯაშუშობაში, ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ სერიოზული დივერსიული აქტების ჩადენაში ან წინასწარ განზრახ სამართალდარღვევებში, რომელთა შედეგად ერთი ან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და იმ პირობით, რომ ოკუპაციამდე მოქმედი ოკუპირებული სახელმწიფოს კანონმდებლობა მსგავსი დანაშაულებისათვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

სასიკვდილო განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე და არ აკისრია ერთგულების არანაირი ვალდებულება.

არავითარ შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენი არ შეიძლება გამოიტანოს იმ დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში თვრამეტი წელი არ შესრულები

[https://legali.ge/law/6946908/muxli-68/](https://legali.ge/law/6946908/muxli-68/)

---

## მუხლი 70. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაპატიმრება, დევნა ან გასამართლება იმ ქმედებების ან გამოთქმული მოსაზრებებისათვის, რომლებიც ჩადენილი ან გამოთქმული იყო ოკუპაციამდე ან ოკუპაციის დრ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც კონფლიქტის დაწყებამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავშესაფარს ეძებდა, შეიძლება დაპატიმრებული, სასამართლოსთვის გადაცემული, გასამართლებული ან დეპორტირებული იქნეს მხოლოდ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის ან მანამდე ჩადენილი ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის, რომლებიც ოკუპირებული სახელმწიფოს კანონმდებლობით მშვიდობიან დროსაც ექსტრადიციას დაექვემდებარებოდ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-70/](https://legali.ge/law/6946908/muxli-70/)

---

## მუხლი 71. ოკუპანტი სახელმწიფოს კომპეტენტურ სასამართლო ორგანოებს არ შეუძლიათ განაჩენის გამოტანა საქმის დადგენილი საპროცესო წესით განხილვის გარეშე

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ნებისმიერ პირს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო ბრალს უყენებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება წერილობით მისთვის გასაგებ ენაზე, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების დეტალური აღწერით და მისი საქმე, შეძლებისდაგვარად, უმოკლეს ვადაში განიხილება. მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ წარმოებული ყველა საქმე, რომელიც ეხება ბრალდებებს, რომელიც ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ორი ან მეტი წლის ვადით. მფარველ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს აქვს უფლება გაეცნოს ასეთი საქმეების მიმდინარეობას. გარდა ამისა, მფარველ სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში უფლება აქვს, მიეწოდოს ყველა მონაცემი ამგვარი საქმეებისა და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ წარმოებული ნებისმიერი სხვა საქმის შესახებ.

მფარველ სახელმწიფოს მოცემული მუხლის მეორე აბზაცში მითითებული შეტყობინება დაუყოვნებლივ ეგზავნება; ნებისმიერ შემთხვევაში მფარველმა სახელმწიფომ შეტყობინება უნდა მიიღოს საქმის მოსმენის დაწყებამდე სულ მცირე სამი კვირით ადრე. საქმის მოსმენა არ შეიძლება დაიწყოს, თუ არ დასტურდება, რომ ამ მუხლის დებულებები შესრულებულია. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

a. ბრალდებულის შესახებ მონაცემები;

b. ინტერნირების ან პატიმრობის ადგილი;

c. ბრალდების ან ბრალდებათა დეტალური აღწერა (შესაბამის სისხლის სამართლის დებულებებზე მითითებით);

d. სასამართლოს დასახელება, რომელმაც საქმე უნდა განიხილოს;

e. საქმის პირველი მოსმენის ადგილი და თარიღ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-71/](https://legali.ge/law/6946908/muxli-71/)

---

## მუხლი 72. ყოველ ბრალდებულს უფლება აქვს წარმოადგინოს მისი დაცვისთვის საჭირო მტკიცებულებები და მოითხოვოს მოწმეთა გამოძახება სასამართლოში. მას უფლება აქვს აირჩიოს კვალიფიციური დამცველი, რომელიც მას თავისუფლად მოინ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

თუ ბრალდებული თავად არ ირჩევს დამცველს, იგი შეიძლება დანიშნოს მფარველმა სახელმწიფომ. როდესაც წაყენებული ბრალდება სერიოზულია და მფარველი სახელმწიფო არ არსებობს, ოკუპანტი სახელმწიფო, ბრალდებულის თანხმობით, თავად ნიშნავს დამცველს.

ყველა ბრალდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თავად აცხადებს უარს, სარგებლობს თარჯიმნის დახმარებით როგორც წინასწარი გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოს სხდომებზე. მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი თარჯიმანზე და მოითხოვოს მისი შეცვლ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-72/](https://legali.ge/law/6946908/muxli-72/)

---

## მუხლი 73. ყოველ მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სასამართლოს მიერ გამოყენებული გასაჩივრების საშუალებებით. იგი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული გასაჩივრების ან შუამდგომლობის დ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

წინამდებარე ნაწილში გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო წესები, რამდენადაც შესაძლებელია, ვრცელდება აგრეთვე გასაჩივრაებზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ გამოყენებულ კანანონებში არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების უფლება, მსჯავრდებულს შეუძლია განაჩენი გაასაჩივროს ოკუპანტი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების წინაშ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-73/](https://legali.ge/law/6946908/muxli-73/)

---

## მუხლი 74. მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაესწრონ სასამართლოს ყველა სხდომას, სადაც განიხილება დაცვის ქვეშ მყოფი პირების საქმეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს უშიშროები

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

ყოველი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ან თავისუფლების აღკვეთას ორი ან მეტი წლის ვადით, დასაბუთების მითითებით, უმოკლეს ვადაში ეცნობება მფარველ სახელმწიფოს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას 71-ე მუხლის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების შესახებ და, თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, ცნობას სასჯელის მოხდის ადგილის შესახებ. სხვა განაჩენები, გარდა ზემოაღნიშნულისა, ინახება სასამართლოში და გადასინჯვისათვის წარედგინება მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, როდესაც განაჩენი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ან თავისუფლების აღკვეთას ორი ან მეტი წლის ვადით, მისი გასაჩივრების ვადის ათვლა არ იწყება მანამ, სანამ მფარველი სახელმწიფო არ მიიღებს შეტყობინებას განაჩენის შესახე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-74/](https://legali.ge/law/6946908/muxli-74/)

---

## მუხლი 75. სიკვდილმისჯილს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას შეწყალების ან განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე შუამდგომლობის წარდგენის უფლება

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

არცერთი სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულდება სულ მცირე ექვსი თვის გასვლამდე იმ თარიღიდან, როდესაც მფარველი სახელმწიფო მიიღებს შეტყობინებას საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ადასტურებს ამ სასიკვდილო განაჩენს, ან შეწყალებაზე უარის შესახებ.

ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც განსაკუთრებული გარემოებების გამო საფრთხე ექმნება ოკუპანტი სახელმწიფოს ან მისი შეიარაღებული ძალების უშიშროებას, აღნიშნული ექვსთვიანი ვადა შეიძლება შემცირდეს, ამის შესახებ მფარველ სახელმწიფოს ყოველთვის ეცნობება. ასეთ შემთხვევაში მფარველ სახელმწიფოს უნდა მიეცეს საკმარისი დრო, რათა მიმართოს ოკუპანტი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფლებას ამ სასიკვდილო განაჩენთან დაკავშირები

[https://legali.ge/law/6946908/muxli-75/](https://legali.ge/law/6946908/muxli-75/)

---

## მუხლი 76. დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც ბრალდებული არიან სამართალდარღვევებში, უნდა იმყოფებოდნენ პატიმრობაში ოკუპირებულ ქვეყანაში და მსჯავრდების შემთხვევაში სასჯელი იქვე უნდა მოიხადონ. შესაძლებლობის ფარგლებ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

აღნიშნული პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საჭირო სამედიცინო დახმარებით.

მათ ასევე ექნებათ უფლება მიიღონ ისეთი სულიერი დახმარება, რომელიც მათთვის აუცილებელია.

ქალები უნდა მოთავსდნენ ცალკე სივრცეებში და იმყოფებოდნენ ქალთა პერსონალის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.

არასრულწლოვანთა მიმართ გათვალისწინებული უნდა იქნეს მათთვის დამახასიათებელი სპეციალური რეჟიმი.

დაკავებულ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს უფლება აქვთ მოინახულონ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატებმა 143-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად.

ასეთ პირებს უფლება აქვთ მიიღონ თვეში სულ მცირე ერთი ჰუმანიტარული დახმარების ამანათ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-76/](https://legali.ge/law/6946908/muxli-76/)

---

## მუხლი 78. თუ ოკუპანტი სახელმწიფო იმპერატიული უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩათვლის დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ უსაფრთხოების ზომების მიღებას, მას შეუძლია, უკიდურეს შემთხვევაში მიამაგროს ისინ

_კარი III — დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა_

გარკვეულ საცხოვრებელზე მიმაგრების ან ინტერნირების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დადგენილი რეგულარული პროცედურის საფუძველზე. ეს პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს დაინტერესებული პირების მიერ აპელაციის უფლებას. აპელაციები უნდა გადაწყდეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში. თუ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, იგი უნდა დაექვემდებაროს პერიოდულ გადასინჯვას, შეძლებისდაგვარად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მაინც, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპეტენტური ორგანოს მიერ.

დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც გარკვეულ საცხოვრებელზე მიმაგრების შედეგად იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები, სარგებლობენ წინამდებარე კონვენციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა უპირატესობით.

ნაწილი IV

ინტერნირებულებთან მოპყრობის წესები

თავი I

ზოგადი დებულებე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-78/](https://legali.ge/law/6946908/muxli-78/)

---

## მუხლი 81. კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რომლებმაც დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერნირება მოახდინეს, ვალდებულნი არიან შეინახონ ისინი უფასოდ და გაუწიონ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საჭირო სამედიცინო დახმარებ

_თავი I — ზოგადი დებულებები_

აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების მიზნით დაუშვებელია დაქვითვა ინტერნირებულთათვის განკუთვნილი დახმარების თანხებიდან, ხელფასიდან ან მათთვის კუთვნილი სხვა თანხებიდან.

სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ვალდებულია უზრუნველყოს იმ პირთა რჩენა, რომლებიც ინტერნირებულთა კმაყოფაზე იმყოფებიან, თუ მათ არ გააჩნიათ საკმარისი საარსებო საშუალებები ან არ შეუძლიათ საკუთარი თავის რჩენ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-81/](https://legali.ge/law/6946908/muxli-81/)

---

## მუხლი 82. სახელმწიფო, რომლის ხელშიც  იმყოფებიან ინტერნირებულები, შეძლებისდაგვარად, განათავსებს მათ მათი მოქალაქეობის, ენისა და ჩვეულებების მიხედვით. ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეები არ უნდა იყვნენ განცალკე

_თავი I — ზოგადი დებულებები_

ინტერნირების მთელი პერიოდის განმავლობაში ერთი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მშობლები და შვილები, ერთად უნდა იყვნენ მოთავსებულნი ერთსა და იმავე ინტერნირების ადგილზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დროებითი განშორება აუცილებელია სამუშაოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან წინამდებარე ნაწილის IX თავის დებულებების შესრულების მიზნით. ინტერნირებულებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ მათი შვილები, რომლებიც თავისუფლებაზე იმყოფებიან და მოკლებულნი არიან მშობლის მზრუნველობას, მათთან ერთად ინტერნირებულნი იქნენ.

შეძლებისდაგვარად, ერთი ოჯახის ინტერნირებული წევრები უნდა იყვნენ მოთავსებულნი ერთსა და იმავე შენობაში და განცალკევებულნი უნდა იყვნენ სხვა ინტერნირებულებისაგან, მათ უნდა მიეცეთ სათანადო პირობები ნორმალური ოჯახური ცხოვრების წარმართვისათვის.

თავი II

ინტერნირების ადგილე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-82/](https://legali.ge/law/6946908/muxli-82/)

---

## მუხლი 83. სახელმწიფომ, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, არ უნდა განათავსოს ინტერნირების ადგილები იმ რაიონებში, რომლებიც განსაკუთრებით დგას საომარი მოქმედებების საფრთხის წინაშე

_თავი II — ინტერნირების ადგილები_

სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, მფარველი სახელმწიფოს შუამავლობით მოწინააღმდეგე მხარეებს აცნობებს ინტერნირების ადგილების გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ყველა საჭირო მონაცემს.

როდესაც სამხედრო მოსაზრებები ამის საშუალებას იძლევა, ინტერნირების ბანაკები აღინიშნება ასოებით „IC“ ისე, რომ დღისით ჰაერიდან ნათლად იყოს ხილული. თუმცა დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ აღნიშვნის სხვა წესზეც. ინტერნირების ბანაკის გარდა, სხვა არცერთი ობიექტი ამგვარად არ უნდა იყოს აღნიშნულ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-83/](https://legali.ge/law/6946908/muxli-83/)

---

## მუხლი 85. სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი და შესაძლო ზომა, რათა დაცვის ქვეშ მყოფი პირები ინტერნირების დაწყებიდანვე მოთავსდნენ შენობებსა და ნაგებობებში, რ

_თავი II — ინტერნირების ადგილები_

ნაგებობები სრულად უნდა იყოს დაცული ნესტისაგან, სათანადოდ უნდა თბებოდეს და ნათდებოდეს, განსაკუთრებით სიბნელის დადგომასა და განათების გამორთვის შორის პერიოდში. საძილე შენობები უნდა იყოს საკმარისად ტევადი და კარგად ნიავდებოდეს. ინტერნირებულებს უნდა ჰქონდეთ სათანადო საწოლები და საბნების საკმარისი რაოდენობა, კლიმატის, მათი ასაკის, სქესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ინტერნირებულებს დღე-ღამის განმავლობაში სარგებლობაში  უნდა ჰქონდეთ სანიტარიული დანადგარები, რომლებიც შეესაბამება ჰიგიენის მოთხოვნებს და მუდმივად სუფთა მდგომარეობაში ინახება. მათ უნდა მიეწოდოთ საკმარისი რაოდენობის წყალი და საპონი ყოველდღიური პირადი ჰიგიენისა და პირადი თეთრეულის გასარეცხად; ამ მიზნით, მათ უნდა მიეცეთ საჭირო მოწყობილობები და პირობები. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საშხაპეები ან აბანოები. რეცხვისა და დასუფთავებისათვის უნდა განისაზღვროს საჭირო დრო.

იმ შემთხვევაში, როდესაც გამონაკლისის სახით დროებით საჭირო ხდება ინტერნირებული ქალების იმავე ინტერნირების ადგილზე მოთავსება მამაკაცებთან, რომლებიც მათი ოჯახის წევრები არ არიან, აუცილებელია მათთვის ცალკე საძინებლებისა და სანიტარიული დანადგარების უზრუნველყოფ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-85/](https://legali.ge/law/6946908/muxli-85/)

---

## მუხლი 87. ინტერნირების ყველა ადგილას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სხვა შესაბამისი საშუალებები, უნდა მოეწყოს მაღაზიები, რათა ინტერნირებულებმა შეძლონ შეიძინონ სურსათი და ყოველდღიური მოხმარების საგნებ

_თავი II — ინტერნირების ადგილები_

ამ მაღაზიების საქმიანობიდან მიღებული მოგება გადაეცემა თითოეული ინტერნირების ადგილისათვის შექმნილ დახმარების ფონდს და გამოიყენება ამავე ადგილზე მყოფი ინტერნირებულების სასარგებლოდ. 102-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ ინტერნირებულთა კომიტეტს უფლება აქვს განახორციელოს ზედამხედველობა მაღაზიების საქმიანობასა და აღნიშნული ფონდის გამოყენებაზე.

ინტერნირების ადგილის დახურვის შემთხვევაში დახმარების ფონდის ნაშთი გადაირიცხება იმ ინტერნირების ადგილის დახმარების ფონდში, სადაც იმავე ეროვნების ინტერნირებულები იმყოფებიან, ხოლო თუ ასეთი ადგილი არ არსებობს მაშინ ცენტრალურ დახმარების ფონდში, რომელიც განკუთვნილია დამკავებელი სახელმწიფოს ხელში მყოფი ყველა ინტერნირებულის სასარგებლოდ. საყოველთაო გათავისუფლების შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის სხვა შეთანხმება არ არსებობს, აღნიშნული მოგება რჩება იმ სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებია

[https://legali.ge/law/6946908/muxli-87/](https://legali.ge/law/6946908/muxli-87/)

---

## მუხლი 88. ინტერნირების ყველა ადგილზე, რომელიც საჰაერო თავდასხმებისა და ომის სხვა საფრთხეების ქვეშ იმყოფება, უნდა მოეწყოს სათანადოო და საკმარისი რაოდენობის თავშესაფრები, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი დაცვა

_თავი II — ინტერნირების ადგილები_

ინტერნირების ადგილებში უნდა იქნეს მიღებული ყველა საჭირო ზომა ხანძრის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

თავი III

კვება და ტანსაცმე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-88/](https://legali.ge/law/6946908/muxli-88/)

---

## მუხლი 89. კვების ძირითადი დღიური რაციონი რაოდენობით, ხარისხითა და მრავალფეროვნებით საკმარისი უნდა იყოს ინტერნირებულთა ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად და არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული მდგ

_თავი III — კვება და ტანსაცმელი_

გარდა ამისა, ინტერნირებულებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მათ განკარგულებაში არსებული დამატებითი პროდუქტებისაგან თავად მოამზადონ საკვები.

ინტერნირებულებს უნდა მიეწოდოთ საკმარისი რაოდენობით სასმელი წყალი. თამბაქოს მოხმარება ნებადართული უნდა იყოს.

დასაქმებულ ინტერნირებულებს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, უნდა მიეცეთ დამატებითი საკვები.

ორსულმა და მშობიარე ქალებმა, აგრეთვე თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვებმა, უნდა მიიღონ დამატებითი საკვები მათი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შესაბამისა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-89/](https://legali.ge/law/6946908/muxli-89/)

---

## მუხლი 90. ინტერნირებულებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაკავების მომენტში მოიმარაგონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საცვლები, ხოლო შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში შეიძინონ დამატებითი ნივთები. თუ ინტერნირებულს არ აქვ

_თავი III — კვება და ტანსაცმელი_

ტანსაცმელი, რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ინტერნირებულებს, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი ან დაცინვის საფუძველი.

დასაქმებულ ინტერნირებულებს უნდა მიეცეთ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი სამუშაო აღჭურვილობა, მათ შორის სპეციალური ტანსაცმელი.

თავი IV

ჰიგიენა და სამედიცინო დახმარე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-90/](https://legali.ge/law/6946908/muxli-90/)

---

## მუხლი 91. ინტერნირების ყველა ადგილას უნდა არსებობდეს სათანადოდ აღჭურვილი ლაზარეთი, რომელსაც ხელმძღვანელობს კვალიფიციური ექიმი და სადაც ინტერნირებულები მიიღებენ მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ექნე

_თავი IV — ჰიგიენა და სამედიცინო დახმარება_

მშობიარე ქალები და ინტერნირებულები, რომლებიც მძიმედ არიან დაავადებულნი ან რომელთა მდგომარეობა მოითხოვს სპეციალურ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას ან ჰოსპიტალიზაციას, უნდა იქნენ მოთავსებულნი ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია მათთვის სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფა და მათ უნდა მიიღონ ისეთი სამედიცინო დახმარება, რომელიც ხარისხით თანაბარია მოსახლეობისათვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან.

ინტერნირებულებს, უპირატესად, სამედიცინო დახმარებას გაუწევს მათივე ეროვნების სამედიცინო პერსონალი.

ინტერნირებულებს არ შეიძლება შეეზღუდოთ სამედიცინო პერსონალთან მიმართვის უფლება. სახელმწიფოს, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, სამედიცინო ორგანოები ვალდებულნი არიან, ინტერნირებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცენ ოფიციალური ცნობა დაავადების ან დაზიანების ხასიათის, ჩატარებული მკურნალობის ხასიათისა და ხანგრძლივობის შესახებ. ამ ცნობის დუბლიკატი უნდა გაეგზავნოს 140-ე მუხლში მითითებულ ცენტრალურ სააგენტოს.

ინტერნირებულთა მკურნალობა, მათ შორის მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო ყველა მოწყობილობით უზრუნველყოფა, კბილის და სხვა ხელოვნური პროთეზებისა და სათვალეების ჩათვლით, უფასო

[https://legali.ge/law/6946908/muxli-91/](https://legali.ge/law/6946908/muxli-91/)

---

## მუხლი 92. ინტერნირებულთა სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს სულ მცირე თვეში ერთხელ. ამ შემოწმებების მიზანი, საკუთვრივ, არის ზედამხედველობა ინტერნირებულთა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, კვებასა და სისუფთავეზ

_თავი IV — ჰიგიენა და სამედიცინო დახმარება_

თავი V

რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური საქმიანო

[https://legali.ge/law/6946908/muxli-92/](https://legali.ge/law/6946908/muxli-92/)

---

## მუხლი 93. ინტერნირებულებს სრული თავისუფლება უნდა მიენიჭოთ თავიანთი რელიგიური მოვალეობების შესრულებაში, მათ შორის, საკუთარი აღმსარებლობის რელიგიურ მსახურებებზე დასწრებისას, იმ პირობით, რომ ისინი დაიცავენ დამკავე

_თავი V — რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური საქმიანობა_

ინტერნირებულ სასულიერო პირებს უფლება აქვთ თავისუფლად შეასრულონ თავიანთი მსახურება ერთმორწმუნეთა შორის. ამ მიზნით, სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, უზრუნველყოფს მათ თანაბარ განაწილებას იმ ინტერნირების ადგილებს შორის, სადაც იმყოფებიან ერთსა და იმავე ენაზე მოსაუბრე და ერთი აღმსარებლობის ინტერნირებულები. თუ ასეთი სასულიერო პირების რაოდენობა არასაკმარისია, სახელმწიფო მათ უზრუნველყოფს საჭირო საშუალებებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებით, რათა მათ შეძლონ გადაადგილება ინტერნირების ერთ ადგილიდან მეორეში და საავადმყოფოებში მყოფი ინტერნირებულების მონახულება. სასულიერო პირებს უფლება აქვთ თავისუფლად აწარმოონ მიმოწერა თავიანთი მსახურების საკითხებთან დაკავშირებით იმ ქვეყნის რელიგიურ ხელისუფლებასთან, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, და, შეძლებისდაგავარდ, თავიანთი აღმსარებლობის საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციებთან. აღნიშნული მიმოწერა არ ჩაითვლება 107-ე მუხლში მითითებულ კვოტაში, თუმცა მასზე ვრცელდება 112-ე მუხლის დებულებები.

როდესაც ინტერნირებულებს არ აქვთ თავიანთი აღმსარებლობის სასულიერო პირის სულიერი დახმარების მიღების შესაძლებლობა, ან ასეთი სასულიერო პირები არასაკმარისი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, იმავე აღმსარებლობის ადგილობრივ სასულიერო ხელისუფლებას შეუძლია, იმ სახელმწიფოს თანხმობით, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, დანიშნოს შესაბამისი სასულიერო პირი ან, თუ ეს რელიგიური თვალსაზრისით დასაშვებია, გამოყოს მსგავსი რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირი ან სათანადოდ კვალიფიცირებული ერისკაცი. ასეთი პირები ისარგებლებენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელი საშუალებებით. ამგვარად დანიშნული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან იმ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა წესი, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-93/](https://legali.ge/law/6946908/muxli-93/)

---

## მუხლი 94. სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, წაახალისებს მათ ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და გასართობ საქმიანობას და მათ მისცემს თავისუფლებას, მიიღონ ან არ მიიღონ მონაწ

_თავი V — რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური საქმიანობა_

ინტერნირებულებს უნდა მიეცეთ ყველა შესაძლო საშუალება სწავლის გასაგრძელებლად ან ახალი საგნების დასაუფლებლად. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვებისა და მოზარდების განათლება; მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ სკოლებს როგორც ინტერნირების ადგილებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ინტერნირებულებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ფიზიკური ვარჯიშისათვის, სპორტისა და სუფთა ჰაერზე თამაშებისათვის. ამ მიზნით ინტერნირების ყველა ადგილზე უნდა გამოიყოს საკმარისი ღია სივრცე. ბავშვებისა და მოზარდებისათვის უნდა გამოიყოს სპეციალური სათამაშო მოედნებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-94/](https://legali.ge/law/6946908/muxli-94/)

---

## მუხლი 95. სახელმწიფოს, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, არ შეუძლია მათი დასაქმება, თუ ისინი თავად არ გამოთქვამენ ამის სურვილს. ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია ისეთი სამუშაო, რომელიც, თუ არაინტერნირებუ

_თავი V — რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური საქმიანობა_

ექვსკვირიანი სამუშაო პერიოდის შემდეგ ინტერნირებულს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მუშაობა, იმ პირობით, რომ ამის შესახებ რვა დღით ადრე გააფრთხილებს.

ეს დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, გამოიყენოს ინტერნირებული ექიმები, კბილის ექიმები და სამედიცინო პერსონალის სხვა წევრები თავიანთი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში სხვა ინტერნირებულთა სასარგებლოდ; დაასაქმოს ინტერნირებულები ადმინისტრაციულ და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე ინტერნირების ადგილებში; გამოიყენოს ისინი სამზარეულოში ან სხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოებში; აგრეთვე დაავალოს მათ მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნირებულთა დაცვასთან საჰაერო დაბომბვისა და ომის სხვა საფრთხეებისაგან. თუმცა არცერთ ინტერნირებულს არ შეიძლება დაევალოს ისეთი სამუშაო, რომლის შესრულებაც, ექიმის დასკვნით, მისთვის ფიზიკურად შეუფერებელია.

სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, სრულად პასუხისმგებელია სამუშაო პირობებზე, სამედიცინო დახმარებაზე, ხელფასის გადახდაზე და იმაზე, რომ დასაქმებულმა ინტერნირებულებმა მიიღონ კომპენსაცია სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევაში. სამუშაო პირობები და ასეთი კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ კანონმდებლობასა და არსებულ პრაქტიკას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე იმავე რაიონში მსგავსი სამუშაოსათვის დადგენილია. ინტერნირებულთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სამართლიანობის საფუძველზე, ინტერნირებულებს, სახელმწიფოს, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამსაქმებლებს შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ვალდებულია უფასოდ უზრუნველყოს ინტერნირებულთა არსებობა და მათი ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო დახმარება. ინტერნირებულებს, რომლებიც მუდმივად ასრულებენ ამ მუხლის მესამე აბზაცში მითითებულ სამუშაოებს, სახელმწიფომ, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, უნდა გადაუხადოს სამართლიანი ანაზღაურება. მათი სამუშაო პირობები და კომპენსაციის ოდენობა სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევაში არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე იმავე რაიონში მსგავსი სამუშაოსათვის არის დადგენილ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-95/](https://legali.ge/law/6946908/muxli-95/)

---

## მუხლი 96. ყოველი სამუშაო რაზმი ექვემდებარება რომელიმე ინტერნირების ადგილს. სახელმწიფოს, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, შესაბამისი ხელისუფლების ორგანოები და ამ ინტერნირების ადგილის კომენდანტი პასუხისმ

_თავი V — რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური საქმიანობა_

თავი VI

პირადი ნივთები და ფულადი სახსრე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-96/](https://legali.ge/law/6946908/muxli-96/)

---

## მუხლი 97. ინტერნირებულებს უფლება აქვთ შეინარჩუნონ პირადი მოხმარების ნივთები. მათ საკუთრებაში არსებული ფულადი თანხები, ჩეკები, ობლიგაციები და სხვ., აგრეთვე ძვირფასი ნივთები, მათი ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ დ

_თავი VI — პირადი ნივთები და ფულადი სახსრები_

აღნიშნული თანხები ჩაირიცხება თითოეული ინტერნირებულის ანგარიშზე 98-ე მუხლის შესაბამისად. ამ თანხების სხვა ვალუტაზე გადაცვლა დაუშვებელია, თუ ამას არ მოითხოვს იმ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობა, სადაც ინტერნირებული იმყოფება, ან თუ თავად ინტერნირებული არ განაცხადებს თანხმობას.

ნივთები, რომლებსაც უპირველესად პირადი ან სენტიმენტალური ღირებულება აქვთ, არ შეიძლება იქნეს ჩამორთმეული.

ინტერნირებული ქალი არ უნდა დაექვემდებაროს ჩხრეკას ქალის გარდა სხვა პირის მიერ.

გათავისუფლების ან რეპატრიაციის დროს ინტერნირებულებს დაუბრუნდებათ ყველა ის ნივთი, ფულადი თანხა და სხვა ძვირფასეულობა, რომელიც მათგან ინტერნირების პერიოდში ჩამოერთვათ და ასევე გადაეცემათ მათ ანგარიშზე არსებული ნაშთი 98-ე მუხლის შესაბამისად. გამონაკლისია ის ნივთები ან თანხები, რომლებიც დამკავებელმა სახელმწიფომ შეინარჩუნა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მფლობელს ეძლევა დეტალური მიღების ხელწერილი.

ინტერნირებულთა ხელთ არსებული საოჯახო და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეიძლება ჩამოერთვათ ხელწერილის გარეშე. ინტერნირებული არცერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. თუ მას ასეთი დოკუმენტი არ გააჩნია, დამკავებელი ხელისუფლება გასცემს სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც ინტერნირების დასრულებამდე მისი ვინაობის დამადასტურებელი იქნება.

ინტერნირებულებს შეიძლება ჰქონდეთ მათთან გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა ნაღდი სახით ან შესასყიდი კუპონების ფორმით, რათა შეძლონ საჭირო ნივთების შეძენ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-97/](https://legali.ge/law/6946908/muxli-97/)

---

## მუხლი 98. ყოველი ინტერნირებული რეგულარულად მიიღებს საჭირო ოდენობის თანხას სურსათისა და ისეთი საგნების შესაძენად, როგორიცაა თამბაქო და პირადი ჰიგიენის ნივთები. ასეთი დახმარება შეიძლება გაიცეს კრედიტის ან შესასყი

_თავი VI — პირადი ნივთები და ფულადი სახსრები_

გარდა ამისა, ინტერნირებულებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება იმ სახელმწიფოსაგან, რომლის მოქალაქეებიც არიან, მფარველი სახელმწიფოსაგან, დამხმარე ორგანიზაციებისაგან ან თავიანთი ოჯახებისაგან, აგრეთვე შემოსავალი თავიანთი ქონებიდან იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან. დახმარების ოდენობა, რომელსაც აწესებს სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც ინტერნირებულები არიან, ერთნაირი უნდა იყოს ინტერნირებულთა თითოეული კატეგორიისათვის (ავადმყოფების, ინვალიდებისა და ორსული ქალებისათვის). ამ დახმარების განსაზღვრა ან მისი განაწილება არ უნდა ეფუძნებოდეს დისკრიმინაციას, რომელიც აკრძალულია წინამდებარე კონვენციის 27-ე მუხლით.

სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, თითოეული ინტერნირებულისათვის გახსნის პირად ანგარიშს, რომელზეც გადაეცემა წინამდებარე მუხლში მითითებული დახმარებები, მიღებული ხელფასი და მის სახელზე გადმოგზავნილი თანხები, აგრეთვე ის თანხები, რომლებიც მას ჩამოერთვა და რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია იმ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ინტერნირებულებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაუგზავნონ ფულადი თანხები თავიანთ ოჯახებსა და მათზე დამოკიდებულ პირებს. მათ შეუძლიათ თავიანთი ანგარიშიდან გამოიტანონ პირადი ხარჯებისათვის საჭირო თანხები იმ ფარგლებში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან. ინტერნირებულებს ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ თავიანთი ანგარიშების მდგომარეობას და მიიღონ ამონაწერები. მფარველ სახელმწიფოს, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა მიეწოდოს ანგარიშების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ინტერნირებულის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში მისი პირადი ანგარიში მას თან უნდა გადაჰყვეს.

თავი VII

ხელმძღვანელობა და დისციპლი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-98/](https://legali.ge/law/6946908/muxli-98/)

---

## მუხლი 99. ინტერნირების ყოველი ადგილს ხელმძღვანელობს ოფიცერი ან პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, რომელიც შერჩეულია იმ სახელმწიფოს რეგულარული შეიარაღებული ძალების ან სამოქალაქო ადმინისტრაციის შემადგენლობიდან, რო

_თავი VII — ხელმძღვანელობა და დისციპლინა_

წინამდებარე კონვენციის ტექსტი და ამ კონვენციის საფუძველზე დადებული სპეციალური შეთანხმებების ტექსტები უნდა გამოიკრას ინტერნირების ადგილებში ინტერნირებულთათვის გასაგებ ენაზე ან უნდა იყოს ინტერნირებულთა კომიტეტის საკუთრებაში.

ყველა ტიპის წესები, ბრძანებები, განცხადებები და შეტყობინებები უნდა ეცნობოს ინტერნირებულებს და გამოიკრას ინტერნირების ადგილებში მათთვის გასაგებ ენაზე.

ინტერნირებულებისათვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყოველი ბრძანება ან განკარგულება უნდა მიეწოდოთ მათთვის გასაგებ ენაზ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-99/](https://legali.ge/law/6946908/muxli-99/)

---

## მუხლი 100. ინტერნირების ადგილებში დაწესებული დისციპლინური რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ჰუმანურ პრინციპებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცავდეს წესებს, რომლებიც ინტერნირებულებისაგან მოითხოვს მათი ჯანმრთელობისა

_თავი VII — ხელმძღვანელობა და დისციპლინა_

კერძოდ, აკრძალულია ინტერნირებულთა ხანგრძლივი დროით ფეხზე დაყენება, ხანგრძლივი სახელობითი გამოძახება, დასჯის მიზნით ფიზიკური ვარჯიში, სამხედრო წვრთნა და მანევრები, აგრეთვე საკვების რაციონის შემცირებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-100/](https://legali.ge/law/6946908/muxli-100/)

---

## მუხლი 101. ინტერნირებულებს უფლება აქვთ წარუდგინონ შუამდგომლობა იმ ხელისუფლებას, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, მათი ინტერნირების პირობებთან დაკავშირებით

_თავი VII — ხელმძღვანელობა და დისციპლინა_

მათ აგრეთვე უფლება აქვთ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ინტერნირებულთა კომიტეტის მეშვეობით ან, თუ საჭიროდ მიიჩნევენ, უშუალოდ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მიმართონ და აცნობონ მათ ინტერნირების პირობებთან დაკავშირებით არსებული საჩივრები.

ასეთი შუამდგომლობები და საჩივრები დაუყოვნებლივ და ყოველგვარი ცვლილების გარეშე უნდა გადაიცეს და თუ ისინი დაუსაბუთებლად ჩაითვლება, არ უნდა გამოიწვიოს რაიმე სახის სასჯელი.

ინტერნირებულთა კომიტეტებს შეუძლიათ პერიოდულად გაუგზავნონ მოხსენებები მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ინტერნირების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და ინტერნირებულთა საჭიროებების შესახე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-101/](https://legali.ge/law/6946908/muxli-101/)

---

## მუხლი 102. ინტერნირების ყოველ ადგილზე ინტერნირებულები თავისუფლად, ფარული კენჭისყრით, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ირჩევენ კომიტეტის წევრებს, რომლებიც მათ წარმოადგენენ იმ სახელმწიფოს წინაშე, რომლის ხელშიც ისინი იმყოფე

_თავი VII — ხელმძღვანელობა და დისციპლინა_

არჩეული ინტერნირებულები თავიანთი მოვალეობების შესრულებას შეუდგებიან მას შემდეგ, რაც მათი არჩევა დამტკიცდება იმ სახელმწიფოს შესაბამისი ხელისუფლების მიერ, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან. კომიტეტის წევრთა დამტკიცებაზე უარის თქმის ან მათი მოხსნის მიზეზები უნდა ეცნობოს შესაბამისს მფარველ სახელმწიფო

[https://legali.ge/law/6946908/muxli-102/](https://legali.ge/law/6946908/muxli-102/)

---

## მუხლი 103. ინტერნირებულთა კომიტეტებმა უნდა შეუწყონ ხელი ინტერნირებულთა ფიზიკურ, მორალურ და ინტელექტუალურ კეთილდღეობას

_თავი VII — ხელმძღვანელობა და დისციპლინა_

კერძოდ, თუ ინტერნირებულები გადაწყვეტენ ურთიერთდახმარების სისტემის ორგანიზებას, ასეთი ორგანიზება ექვემდებარება კომიტეტების კომპეტენციას წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით მათზე დაკისრებული სპეციალური მოვალეობების გარდ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-103/](https://legali.ge/law/6946908/muxli-103/)

---

## მუხლი 104. ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს არ უნდა დაეკისროთ ისეთი სამუშაო, რომელიც გაართულებს მათი მოვალეობების შესრულებას

_თავი VII — ხელმძღვანელობა და დისციპლინა_

ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს საჭიროებისამებრ შეუძლიათ ინტერნირებულთაგან დანიშნონ თანაშემწეები. მათ უნდა მიეცეთ ყველა პრაქტიკული საშუალება, კერძოდ, მათი მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელი გადაადგილების გარკვეული თავისუფლება, მათ შორის, სამუშაო რაზმების მონახულებისა და დახმარების ტვირთების მიღების მიზნით.

ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს უნდა მიეცეთ ყველა შესაძლებლობა, აწარმოონ საფოსტო და სატელეგრაფო მიმოწერა იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, აგრეთვე მფარველ სახელმწიფოებთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და მის დელეგატებთან, და ინტერნირებულთა დამხმარე სხვა ორგანიზაციებთან. სამუშაო რაზმებში მყოფი კომიტეტის წევრები ისარგებლებენ ანალოგიური შესაძლებლობებით ინტერნირების ძირითად ადგილზე არსებულ კომიტეტთან მიმოწერისათვის. ასეთი მიმოწერა არ უნდა შეიზღუდოს და არ ჩაითვლება 107-ე მუხლში მითითებულ კვოტაში.

ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს, რომლებიც სხვა ადგილზე გადაჰყავთ, უნდა მიეცეთ საკმარისი დრო, რათა თავიანთი შემცვლელები საქმის ვითარება გააცნონ.

თავი VIII

გარე სამყაროსთან ურთიერთო

[https://legali.ge/law/6946908/muxli-104/](https://legali.ge/law/6946908/muxli-104/)

---

## მუხლი 105. დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტერნირებისთანავე, სახელმწიფო, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, აცნობებს მათ, აგრეთვე იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან და მათ მფარველ სახელმწიფოს, წინამდებარე თავ

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-105/](https://legali.ge/law/6946908/muxli-105/)

---

## მუხლი 106. ყოველ ინტერნირებულს, ინტერნირებისთანავე ან ინტერნირების ადგილზე მიყვანიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, აგრეთვე ავადმყოფობის შემთხვევაში ან სხვა ინტერნირების ადგილზე ან საავადმყოფოში გადაყვანისას, უნდა მ

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-106/](https://legali.ge/law/6946908/muxli-106/)

---

## მუხლი 107. ინტერნირებულებისათვის ნებადართულია წერილებისა და საფოსტო ბარათების გაგზავნა და მიღება. თუ სახელმწიფო, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, საჭიროდ მიიჩნევს თითოეული ინტერნირებულის მიერ გაგზავნილი წერილების

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_

ინტერნირებულებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ ცნობები ახლო ნათესავებისგან, ან არ აქვთ შესაძლებლობა ჩვეულებრივი საფოსტო გზით მიიღონ ან გაგზავნონ ცნობები, აგრეთვე მათ, ვინც თავისი სახლიდან მნიშვნელოვან მანძილზე იმყოფება, ნებადართული იქნება დეპეშების გაგზავნა, რომლის საფასურსაც ისინი გადაიხდიან მათ განკარგულებაში არსებული ვალუტით. მათ ასევე უნდა მიეცეთ ამ შესაძლებლობით სარგებლობა იმ შემთხვევებში, რომლებიც გადაუდებლად არის მიჩნეული.

როგორც წესი, ინტერნირებულთა კორესპონდენცია იწარმოება მათ მშობლიურ ენაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დაუშვან კორესპონდენციის სხვა ენებზე წარმოება

[https://legali.ge/law/6946908/muxli-107/](https://legali.ge/law/6946908/muxli-107/)

---

## მუხლი 108. ინტერნირებულებს უფლება აქვთ ფოსტით ან სხვა საშუალებით მიიღონ ინდივიდუალური ამანათები ან კოლექტიური ტვირთები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს სურსათს, ტანსაცმელს, სამედიცინო მასალებს, აგრეთვე წიგნებს და მა

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_

თუ სამხედრო აუცილებლობა მოითხოვს ამგვარი ტვირთების რაოდენობის შეზღუდვას, ამის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან სხვა ორგანიზაციას, რომელიც ინტერნირებულებს ეხმარება და პასუხისმგებელია ამ ტვირთების გადაგზავნაზე.

ინდივიდუალური ამანათებისა და კოლექტიური ტვირთების გაგზავნის პირობები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყოვნებდეს ინტერნირებულების მიერ დახმარების მიღებას. ტანსაცმლისა და სურსათის ამანათები არ უნდა შეიცავდეს წიგნებს. სამედიცინო დახმარების მასალები, როგორც წესი, კოლექტიური ტვირთების სახით იგზავნებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-108/](https://legali.ge/law/6946908/muxli-108/)

---

## მუხლი 109. კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის კოლექტიური დახმარების ტვირთების მიღებისა და განაწილების პირობების შესახებ სპეციალური შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე კონვენციაზე თანდართ

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_

ზემოაღნიშნული სპეციალური შეთანხმებები არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ინტერნირებულთა კომიტეტების უფლებას მიიღონ კოლექტიური დახმარების ტვირთები, რომლებიც განკუთვნილია ინტერნირებულთათვის, უზრუნველყონ მათი განაწილება და განკარგონ ისინი მიმღებთა ინტერესების შესაბამისად.

ასევე ასეთი შეთანხმებები არ უნდა ზღუდავდეს მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან ინტერნირებულთა დამხმარე სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენელთა უფლებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კოლექტიური ტვირთების გადაგზავნაზე, ზედამხედველობა გაუწიონ მათი განაწილების პროცესს მიმღებთა შორი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-109/](https://legali.ge/law/6946908/muxli-109/)

---

## მუხლი 110. ინტერნირებულთათვის განკუთვნილი ყველა დახმარების ტვირთი თავისუფლდება საიმპორტო, საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_

ყველა საფოსტო გზავნილი, მათ შორის, საფოსტო ამანათებით გაგზავნილი დახმარების ტვირთები და სხვა ქვეყნებიდან ინტერნირებულთა სახელზე გადმოგზავნილი ან მათ მიერ გაგზავნილი ფულადი თანხები, იქნება ეს უშუალოდ თუ 136-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობათა ბიუროსა და 140-ე მუხლით გათვალისწინებული ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, თავისუფლდება ყოველგვარი საფოსტო გადასახადისაგან როგორც გამგზავნ და დანიშნულების ქვეყნებში, ისე შუალედურ სახელმწიფოებშიც. ამ მიზნით, კერძოდ, 1947 წლის მსოფლიო საფოსტო კონვენციითა და მსოფლიო საფოსტო კავშირის ხელშეკრულებებით მოწინააღმდეგე ქვეყნის სამოქალაქო პირებისათვის, რომლებიც ბანაკებსა და სამოქალაქო საპატიმროებში იმყოფებიან, გათვალისწინებული საფოსტო შეღავათები ვრცელდება წინამდებარე კონვენციით დაცულ ყველა ინტერნირებულ პირზეც. სახელმწიფოები, რომლებიც აღნიშნული ხელშეკრულებების მონაწილენი არ არიან, ვალდებულნი არიან იმავე პირობებით უზრუნველყონ საფოსტო გადასახადებისაგან გათავისუფლება.

ინტერნირებულთათვის განკუთვნილი დახმარების ტვირთების ტრანსპორტირების ხარჯებს, რომლებიც მათი წონის ან სხვა მიზეზის გამო ფოსტით ვერ იგზავნება, გაიღებს სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ყველა ტერიტორიაზე. წინამდებარე კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოები საკუთარ ტერიტორიებზე ტრანსპორტირების ხარჯებს თავად გაიღებენ.

ასეთი ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც ზემოაღნიშნული აბზაცებით არ არის დაფარული, გამგზავნები გაიღებენ.

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან შეძლებისდაგვარად შეამცირონ ინტერნირებულების მიერ გაგზავნილი ან მათთვის გაგზავნილი დეპეშების საფასურ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-110/](https://legali.ge/law/6946908/muxli-110/)

---

## მუხლი 111. თუ სამხედრო მოქმედებები დაინტერესებულ სახელმწიფოებს ხელს უშლის 106-ე, 107-ე, 108-ე და 113-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის, ფოსტისა და დახმარების ტვირთების გადაზიდვის 

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_

ამგვარი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე შემდეგის გადასაზიდად:

a. კორესპონდენცია, სიები და ანგარიშები, რომლებსაც ერთმანეთში ცვლიან 140-ე მუხლში მითითებული ცენტრალური ცნობათა სააგენტო და 136-ე მუხლში მითითებული ეროვნული ბიუროები;

b. ინტერნირებულებთან დაკავშირებული კორესპონდენცია და ანგარიშები, რომლებსაც მფარველი სახელმწიფოები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ან ინტერნირებულთა დამხმარე სხვა ორგანიზაციები ცვლიან როგორც თავიანთ დელეგატებთან, ისე კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან.

ეს დებულებები არ ზღუდავს კონფლიქტის მონაწილე არცერთი მხარის უფლებას, სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს ტრანსპორტირების სხვა საშუალებები, და არც გამორიცხავს ამგვარი სატრანსპორტო საშუალებებისათვის საშვების გაცემას ურთიერთშეთანხმებული პირობებით.

ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით გამოწვეულ ხარჯებს, გზავნილების მნიშვნელობის პროპორციულად, გაიღებენ კონფლიქტის მონაწილე ის მხარეები, რომელთა მოქალაქეთა სასარგებლოდაც ხდება ამ მომსახურების გაწევ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-111/](https://legali.ge/law/6946908/muxli-111/)

---

## მუხლი 112. ინტერნირებულთა მისამართით გაგზავნილი ან მათ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ცენზურა უნდა განხორციელდეს შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_

ინტერნირებულთათვის განკუთვნილი გზავნილების შემოწმება არ უნდა განხორციელდეს ისეთ პირობებში, რომლებიც მათში მოთავსებული საქონლის გაფუჭების საშიშროებას გამოიწვევს. ასეთი შემოწმება უნდა ჩატარდეს ადრესატის ან მის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი თანაინტერნირებული პირის თანდასწრებით. ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილების ინტერნირებულთათვის გადაცემა არ უნდა დაყოვნდეს ცენზურასთან დაკავშირებული სირთულეების საბაბით.

კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ სამხედრო ან პოლიტიკური მიზეზებით დაწესებული კორესპონდენციის ნებისმიერი აკრძალვა მხოლოდ დროებითი უნდა იყოს და მისი ხანგრძლივობა შეძლებისდაგვარად მოკლე უნდა იყო

[https://legali.ge/law/6946908/muxli-112/](https://legali.ge/law/6946908/muxli-112/)

---

## მუხლი 113. სახელმწიფოები, რომელთა ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, უზრუნველყოფენ ყველა გონივრულ შესაძლებლობას ინტერნირებულთათვის განკუთვნილი ან მათ მიერ გაგზავნილი ანდერძების, მინდობილობების, უფლებამოსილების დ

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_

ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოები, რომელთა ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ხელს შეუწყობენ ამგვარი დოკუმენტების ინტერნირებულთა სახელით სათანადო სამართლებრივი ფორმით შედგენასა და დამოწმებას, კერძოდ, მათ იურისტთან კონსულტაციის ნებას დართავე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-113/](https://legali.ge/law/6946908/muxli-113/)

---

## მუხლი 114. სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, მათ მიანიჭებს ყველა შესაძლებლობას, რათა მათ შეძლონ საკუთარი ქონების მართვა იმ პირობით, რომ ეს შეუთავსებელი არ იქნება ინტერნირების პირობებთან და მო

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-114/](https://legali.ge/law/6946908/muxli-114/)

---

## მუხლი 115. ყველა შემთხვევაში, როდესაც ინტერნირებული რომელიმე სასამართლო პროცესის მხარეა, სახელმწიფო, რომლის ხელშიც იგი იმყოფება, მისი მოთხოვნის საფუძველზე აცნობებს სასამართლოს მისი დაკავების შესახებ და სამართლებ

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-115/](https://legali.ge/law/6946908/muxli-115/)

---

## მუხლი 116. ყოველ ინტერნირებულს ნებადართული უნდა ჰქონდეს მნახველების, განსაკუთრებით ახლო ნათესავების, მიღება დროის განსაზღვრული ინტერვალებით და შეძლებისდაგვარად ხშირად

_თავი VIII — გარე სამყაროსთან ურთიერთობა_

შეძლებისდაგავრად, ინტერნირებულებს ნება უნდა დართონ მოინახულონ თავიანთი ოჯახები გადაუდებელ შემთხვევებში, განსაკუთრებით ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის დროს.

თავი IX

სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-116/](https://legali.ge/law/6946908/muxli-116/)

---

## მუხლი 117. წინამდებარე თავის დებულებების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობა, სადაც ინტერნირებულები იმყოფებიან, ვრცელდება იმ ინტერნირებულებზე, რომლებიც ინტერნირების პერიოდში სამართალდარღვევას ჩ

_თავი IX — სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები_

თუ ზოგადი კანონები, დადგენილებები ან განკარგულებები განსაზღვრავს, რომ ინტერნირებულის მიერ ჩადენილი ქმედება დასჯადია, მაშინ როდესაც იგივე ქმედება არ ისჯება არაინტერნირებული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში, ასეთ ქმედებაზე შეიძლება მხოლოდ დისციპლინური სასჯელის დაკისრება.

არცერთი ინტერნირებული არ შეიძლება დაისაჯოს ერთსა და იმავე ქმედებისათვის ან ერთი და იმავე ბრალდებით ერთზე მეტჯე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-117/](https://legali.ge/law/6946908/muxli-117/)

---

## მუხლი 118. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოებმა ან შესაბამისმა ორგანოებმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ ბრალდებული არ არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის ხელშიც იგი იმყოფება. მა

_თავი IX — სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები_

აკრძალულია დაპატიმრება ბუნებრივი განათების გარეშე არსებულ შენობებში, აგრეთვე ყოველგვარი სისასტიკის ნებისმიერი ფორმა.

ინტერნირებულებს, რომლებმაც მოიხადეს დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი სასჯელი, არ უნდა მოეპყრან სხვა ინტერნირებულებისაგან განსხვავებულად.

ინტერნირებულის მიერ წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო ჩაითვლება ნებისმიერი დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი სასჯელის ვადაში, რომელიც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას.

ინტერნირებულთა კომიტეტებს უნდა ეცნობოთ მათ მიერ წარმოდგენილი ინტერნირებულების მიმართ აღძრული ყველა სისხლის სამართლის საქმე და მათი შედეგებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-118/](https://legali.ge/law/6946908/muxli-118/)

---

## მუხლი 119. ინტერნირებულთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დისციპლინური სასჯელები:

_თავი IX — სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები_

1. ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 95-ე მუხლის დებულებების მიხედვით განსაზღვრული ხელფასის 50 პროცენტს და დაწესდეს არაუმეტეს ოცდაათი დღის ვადით.

2. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულზე დამატებით მინიჭებული უპირატესობების ჩამორთმევა.

3. დამატებითი სამუშაოები დღეში არაუმეტეს ორი საათისა, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნირების ადგილის მოვლასთან.

4. თავისუფლების აღკვეთა.

დისციპლინური სასჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არაადამიანური, სასტიკი ან ინტერნირებულის ჯანმრთელობისათვის სახიფათო. გათვალისწინებული უნდა იყოს ინტერნირებულის ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ნებისმიერი ცალკეული სასჯელის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ თანმიმდევრულ დღეს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინტერნირებული პასუხს აგებს რამდენიმე დისციპლინური დარღვევისთვის, მიუხედავად იმისა, დაკავშირებულია თუ არა ეს დარღვევები ერთმანეთთა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-119/](https://legali.ge/law/6946908/muxli-119/)

---

## მუხლი 120. გაქცევის ან გაქცევის მცდელობის შემდეგ ხელახლა დაკავებული ინტერნირებულები რეციდივის შემთხვევაშიც კი ამ ქმედებისათვის მხოლოდ დისციპლინური წესით ისჯებიან

_თავი IX — სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები_

118-ე მუხლის მესამე აბზაცის მიუხედავად, გაქცევის ან გაქცევის მცდელობის გამო დასჯილი ინტერნირებულები შეიძლება მოექცნენ განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ, იმ პირობით, რომ ასეთი ზედამხედველობა არ აზიანებს მათ ჯანმრთელობას, ხორციელდება ინტერნირების ადგილზე და არ იწვევს წინამდებარე კონვენციით მინიჭებული რაიმე გარანტიის გაუქმებას.

ინტერნირებულები, რომლებიც ხელს უწყობენ გაქცევას ან გაქცევის მცდელობას, ამ საფუძვლით მხოლოდ დისციპლინური წესით ისჯებია

[https://legali.ge/law/6946908/muxli-120/](https://legali.ge/law/6946908/muxli-120/)

---

## მუხლი 121. გაქცევა ან გაქცევის მცდელობა რეციდივის შემთხვევაშიც კი არ უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად, როდესაც ინტერნირებული გაქცევის დროს ჩადენილ სამართალდარღვევებზე სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს

_თავი IX — სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები_

კონფლიქტის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გულისხმიერება გამოიჩინონ იმის გადაწყვეტისას, თუ როგორი სასჯელი გამოიტანონ სამართალდამრღვევი ინტერნირებულისათვის, დისციპლინური თუ სასამართლო წესით დაეკისროს სასჯელი, განსაკუთრებით გაქცევასთან დაკავშირებულ დარღვევებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა იქნება ეს გაქცევა წარმატებული თუ არ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-121/](https://legali.ge/law/6946908/muxli-121/)

---

## მუხლი 122. დისციპლინის დარღვევად მიჩნეული ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული. ეს წესი განსაკუთრებულად ვრცელდება გაქცევისა და გაქცევის მცდელობის შემთხვევებზე. ხელახლა დაკავებული ინტერნირებულები რაც შეი

_თავი IX — სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები_

დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, საქმის განხილვამდე პატიმრობა ყველა ინტერნირებულისათვის უნდა იქნეს დაყვანილი აბსოლუტურ მინიმუმამდე და არ უნდა აღემატებოდეს თოთხმეტ დღეს. ყველა შემთხვევაში ამგვარ პატიმრობაში გატარებული დრო ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი სასჯელის ვადაში.

124-ე და 125-ე მუხლების დებულებები ვრცელდება იმ ინტერნირებულებზე, რომლებიც დისციპლინის დარღვევის გამო საქმის განხილვამდე პატიმრობაში იმყოფებია

[https://legali.ge/law/6946908/muxli-122/](https://legali.ge/law/6946908/muxli-122/)

---

## მუხლი 123. სასამართლო ორგანოებისა და უმაღლესი ხელისუფლების უფლებამოსილებისათვის ზიანის მიუყენებლად, დისციპლინური სასჯელის დაკისრება შეუძლია მხოლოდ ინტერნირების ადგილის კომენდანტს ან იმ ოფიცერს ან პასუხისმგებელ თ

_თავი IX — სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები_

ნებისმიერი დისციპლინური სასჯელის დაკისრებამდე ბრალდებულ ინტერნირებულს ზუსტად უნდა ეცნობოს მისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ და მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს თავისი ქმედება და დაიცვას თავი. კერძოდ, მას უნდა შეეძლოს მოწმეების გამოძახება და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური თარჯიმნის დახმარებით სარგებლობა. გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს ბრალდებულისა და ინტერნირებულთა კომიტეტის წევრის თანდასწრებით.

დისციპლინური სასჯელის დაკისრებასა და მის აღსრულებას შორის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.

თუ ინტერნირებულს დაეკისრა დამატებითი დისციპლინური სასჯელი, ყოველი ორი სასჯელის აღსრულებას შორის უნდა გავიდეს არანაკლებ სამი დღე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანის ხანგრძლივობა ათი დღე ან მეტია.

ინტერნირების ადგილის კომენდანტი ვალდებულია აწარმოოს დისციპლინური სასჯელების რეესტრი, აღნიშნული რეესტრი მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოწმების მიზნი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-123/](https://legali.ge/law/6946908/muxli-123/)

---

## მუხლი 124. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ინტერნირებულთა გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ციხე, საპატიმრო, კატორღის ციხე და სხვა) დისციპლინური სასჯელის მოსახდელად

_თავი IX — სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები_

დისციპლინური სასჯელის მოხდისათვის განკუთვნილი სათავსები უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ მოთხოვნებს; კერძოდ, ინტერნირებულთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ძილის საშუალებები. სასჯელის მოხდის პერიოდში ინტერნირებულებს უნდა ჰქონდეთ პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა.

ინტერნირებული ქალები, რომლებიც დისციპლინურ სასჯელს იხდიან, უნდა მოთავსდნენ მამაკაცებისაგან განცალკევებით და იმყოფებოდნენ ქალთა უშუალო ზედამხედველობის ქვე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-124/](https://legali.ge/law/6946908/muxli-124/)

---

## მუხლი 125. ინტერნირებულებს, რომლებსაც დაეკისრათ დისციპლინური სასჯელი, უნდა მიეცეთ ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშისა და ღია ჰაერზე არანაკლებ ორი საათით ყოფნის შესაძლებლობა

_თავი IX — სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები_

მათი მოთხოვნის საფუძველზე მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ყოველდღიურ სამედიცინო შემოწმებაზე გამოცხადებისა. ისინი მიიღებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საჭირო სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანილ იქნებიან ინტერნირების ადგილის ლაზარეთში ან ჰოსპიტალში.

მათ ნებადართული ექნებათ კითხვა და წერა, აგრეთვე წერილების გაგზავნა და მიღება. თუმცა, ამანათები და ფულადი გადარიცხვები შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდის დასრულებამდე; ამ პერიოდში ასეთი გზავნილები გადაეცემა ინტერნირებულთა კომიტეტს, რომელიც მალფუჭებად პროდუქტებს ლაზარეთს გადასცემს.

დისციპლინური სასჯელის მოხდის პერიოდში არცერთ ინტერნირებულს არ შეიძლება ჩამოერთვას წინამდებარე კონვენციის 107-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებული გარანტიებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-125/](https://legali.ge/law/6946908/muxli-125/)

---

## მუხლი 127. ინტერნირებულთა გადაყვანა ყოველთვის ჰუმანურად უნდა განხორციელდეს. როგორც წესი, იგი უნდა განხორციელდეს რკინიგზით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებით და იმ პირობებში, რომლებიც სულ მცირე არ არის უარესი იმ პ

_თავი X — ინტერნირებულთა გადაცემა_

სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ვალდებულია გადაყვანის დროს უზრუნველყოს ისინი საკმარისი რაოდენობის, ხარისხისა და მრავალფეროვნების სასმელი წყლითა და საკვებით, რათა შენარჩუნდეს მათი ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა. მათ ასევე უნდა მიეწოდოთ საჭირო ტანსაცმელი, შესაბამისი თავშესაფარი და აუცილებელი სამედიცინო დახმარება. დამკავებელი სახელმწიფო მიიღებს ყველა საჭირო ზომას მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გამგზავრებამდე შეადგენს გადასაყვან ინტერნირებულთა სრულ სიას.

ავადმყოფი, დაჭრილი ან უძლური ინტერნირებულები და მშობიარეები არ უნდა იქნენ გადაყვანილნი, თუ გადაადგილება მათთვის სერიოზულად საზიანო იქნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მათი უსაფრთხოება აუცილებლად მოითხოვს.

ფრონტის ხაზის ინტერნირების რომელიმე ადგილთან მოახლოების შემთხვევაში იქ მყოფი ინტერნირებულები გადაიყვანებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გადაყვანა შესაძლებელია უსაფრთხოების სათანადო პირობებში განხორციელდეს ან თუ ადგილზე დარჩენა მათთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე გადაყვანა.

ინტერნირებულთა გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას, სახელმწიფო, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, ვალდებულია გაითვალისწინოს მათი ინტერესები და მეტიც, არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გაართულებს მათ რეპატრიაციას ან საკუთარ სახლებში დაბრუნება

[https://legali.ge/law/6946908/muxli-127/](https://legali.ge/law/6946908/muxli-127/)

---

## მუხლი 128. გადაყვანის შემთხვევაში ინტერნირებულებს ოფიციალურად უნდა ეცნობოთ მათი გამგზავრებისა და ახალი საფოსტო მისამართის შესახებ. ეს შეტყობინება წინასწარ უნდა გაკეთდეს ისე, რომ მათ შეძლონ ბარგის ჩალაგება და ოჯა

_თავი X — ინტერნირებულთა გადაცემა_

მათ ნებადართული ექნებათ თან წაიღონ პირადი ნივთები, კორესპონდენცია და მათ სახელზე მიღებული ამანათები. ბარგის წონა შეიძლება შეიზღუდოს გადაადგილების პირობების შესაბამისად, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნაკლები ოცდახუთ კილოგრამისა თითოეულ ინტერნირებულზე.

ინტერნირების წინა ადგილზე მისული კორესპონდენცია და ამანათები მათ დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოთ.

ინტერნირების ადგილის კომენდანტი, ინტერნირებულთა კომიტეტთან შეთანხმებით, მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ინტერნირებულთა კოლექტიური ქონებისა და იმ ბარგის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, რომლის თან წაღებაც მათ ვერ შეძლეს მეორე აბზაცით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო.

თავი XI

გარდაცვალებე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-128/](https://legali.ge/law/6946908/muxli-128/)

---

## მუხლი 129. ინტერნირებულთა ანდერძები უსაფრთხო შენახვის მიზნით უნდა გადაეცეს შესაბამის ორგანოებს. ინტერნირებულის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ანდერძი დაუყოვნებლივ გადაეცემა მის მიერ წინასწარ მითითებულ პირს

_თავი XI — გარდაცვალებები_

ინტერნირებულის გარდაცვალება ყოველ შემთხვევაში უნდა დადასტურდეს ექიმის მიერ, რის შემდეგაც დგება გარდაცვალების აქტი, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზები და გარემოებები.

ინტერნირების ადგილის მდებარეობის ტერიტორიაზე მოქმედი პროცედურის შესაბამისად შედგენილი, სათანადოდ რეგისტრირებული გარდაცვალების ოფიციალური აქტი და მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი დაუყოვნებლივ გადაეცემა მფარველ სახელმწიფოს და 140-ე მუხლით გათვალისწინებულ ცენტრალურ სააგენტო

[https://legali.ge/law/6946908/muxli-129/](https://legali.ge/law/6946908/muxli-129/)

---

## მუხლი 130. დამკავებელი სახელმწიფოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ინტერნირების პერიოდში გარდაცვლილი ინტერნირებული პირები პატივით და, შეძლებისდაგვარად, მათი რელიგიური წესების შესაბამისად დაკრძალონ, ხოლო მათი 

_თავი XI — გარდაცვალებები_

გარდაცვლილი ინტერნირებულები უნდა დაიკრძალონ ინდივიდუალურ საფლავებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გარდაუვალი გარემოებები მოითხოვს საძმო საფლავში დაკრძალვას. ცხედართა კრემაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჰიგიენის იმპერატიული მოსაზრებების, გარდაცვლილის რელიგიური მრწამსის ან მისი აშკარად გამოთქმული სურვილის საფუძველზე. კრემაციის შემთხვევაში გარდაცვალების აქტში უნდა მიეთითოს როგორც კრემაციის ფაქტი, ასევე მისი მიზეზები. ფერფლი უსაფრთხო შენახვის მიზნით ინახება შესაბამისი ორგანოების მიერ და ნათესავთა მოთხოვნის საფუძველზე უმოკლეს ვადაში გადაეცემა მათ.

როგორც კი გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ არაუგვიანეს საომარი მოქმედებების დასრულებისა, სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, 136-ე მუხლით გათვალისწინებული ცნოაბათა ბიუროს მეშვეობით შესაბამის სახელმწიფოებს გადასცემს გარდაცვლილი ინტერნირებულების საფლავების სიებს. ეს სიები უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომელიც აუცილებელია გარდაცვლილთა იდენტიფიკაციისათვის, აგრეთვე მათი საფლავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია

[https://legali.ge/law/6946908/muxli-130/](https://legali.ge/law/6946908/muxli-130/)

---

## მუხლი 131. ინტერნირებულის გარდაცვალების ან მძიმე დაზიანების ყველა შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ან სავარაუდოა, რომ გამოწვეულია ყარაულის, სხვა ინტერნირებულის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ, აგრეთვე იმ შემთხვე

_თავი XI — გარდაცვალებები_

ამასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს. ყველა მოწმის ჩვენება უნდა იქნას მიღებული და უნდა შედგეს ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ ჩვენებებს და რომელიც გადაეგზავნება აღნიშნულ მფარველ სახელმწიფოს.

თუ გამოძიების შედეგად დადგინდება ერთი ან რამდენიმე პირის ბრალეულობა, დამკავებელი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა პასუხისმგებელი პირის ან პირების სასამართლო დევნის უზრუნველსაყოფად.

თავი  XII

გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-131/](https://legali.ge/law/6946908/muxli-131/)

---

## მუხლი 132. ინტერნირების განმახორციელებელი სახელმწიფო გაათავისუფლებს ყოველ ინტერნირებულს, როგორც კი აღარ იარსებებს ის გარემოებები, რომლებმაც მისი ინტერნირება განაპირობა

_თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება_

გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ეცდებიან საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას დადონ შეთანხმებები ცალკეული კატეგორიის ინტერნირებულთა გათავისუფლების, რეპატრიაციის, საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ან ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსების შესახებ. ეს განსაკუთრებით შეეხება ბავშვებს, ორსულ ქალებს და ჩვილი ან მცირეწლოვანი შვილების დედებს, დაჭრილებსა და ავადმყოფებს, აგრეთვე იმ ინტერნირებულებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ინტერნირების ადგილებშ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-132/](https://legali.ge/law/6946908/muxli-132/)

---

## მუხლი 133. ინტერნირება უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებების დასრულებიდან უმოკლეს ვადაში

_თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება_

ინტერნირებულები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის ტერიტორიაზე იმყოფებიან და რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება ისეთი სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება მხოლოდ დისციპლინურ სასჯელს, შეიძლება დარჩნენ დაკავებულნი აღნიშნული სამართალწარმოების დასრულებამდე და, საჭიროების შემთხვევაში, სასჯელის მოხდამდე. იგივე ვრცელდება იმ ინტერნირებულებზე, რომელთაც უკვე დაეკისრათ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი.

ინტერნირების განმახორციელებელ სახელმწიფოსა და დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით, საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დასრულების შემდეგ შეიძლება შეიქმნას კომიტეტები გაფანტული ინტერნირებულების მოსაძიებლა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-133/](https://legali.ge/law/6946908/muxli-133/)

---

## მუხლი 135. სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, გაიღებს  გათავისუფლებული ინტერნირებულების იმ ადგილამდე დაბრუნების ხარჯებს, სადაც ისინი ინტერნირებამდე ცხოვრობდნენ ან, თუ ისინი დაკავებული იყვნენ ტ

_თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება_

თუ სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებული იმყოფება, უარს ეუბნება გათავისუფლებულ ინტერნირებულს მის ტერიტორიაზე ცხოვრების გაგრძელებაზე, მაშინ იგი ვალდებულია დაფაროს მისი რეპატრიაციის ხარჯები. თუმცა, თუ ინტერნირებული გადაწყვეტს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას საკუთარი პასუხისმგებლობით ან იმ სახელმწიფოს მთავრობის მითითებით, რომლის მიმართაც ერთგულების ვალდებულება აკისრია, ამ შემთხვევაში დამკავებელი სახელმწიფო არ არის ვალდებული დაფაროს მისი მგზავრობის ხარჯები საკუთარი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. დამკავებელი სახელმწიფო ასევე არ არის ვალდებული აანაზღაუროს იმ ინტერნირებულთა რეპატრიაციის ხარჯები, რომელთა ინტერნირება მათი საკუთარი მოთხოვნით განხორციელდა.

თუ ინტერნირებულთა გადაცემა ხორციელდება 45-ე მუხლის შესაბამისად, გადამცემი და მიმღები სახელმწიფოები შეთანხმდებიან ზემოაღნიშნული ხარჯების განაწილებაზე.

ზემოაღნიშნული დებულებები არ ზღუდავს იმ სპეციალური შეთანხმებების დადების შესაძლებლობას, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეიძლება დაიდოს მოწინააღმდეგის ხელში მყოფი მათი მოქალაქეების გაცვლისა და რეპატრიაციის შესახებ.

ნაწილი V

ცნობათა ბიურო და ცენტრალური სააგენ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-135/](https://legali.ge/law/6946908/muxli-135/)

---

## მუხლი 136. კონფლიქტის დაწყებისთანავე და ოკუპაციის ყველა შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე დააარსებს ოფიციალურ ცნობათა ბიუროს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მის ხელისუფლებაში მყოფი დაცვის ქვეშ მყოფი პი

_თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება_

კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე უმოკლეს ვადაში გადასცემს აღნიშნულ ბიუროს ცნობებს იმ ზომების შესახებ, რომლებიც გატარდა თითოეული იმ დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება პატიმრობაში, იძულებით არის საცხოვრებელ ადგილზე მიმაგრებული ან ინტერნირებულია. გარდა ამისა, იგი თავის შესაბამის ორგანოებს დაავალებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ბიუროს ინფორმაცია ამ პირებთან დაკავშირებული ყველა ცვლილების შესახებ, მათ შორის, გადაყვანის, გათავისუფლების, რეპატრიაციის, გაქცევის, საავადმყოფოში მოთავსების, დაბადებისა და გარდაცვალების შესახე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-136/](https://legali.ge/law/6946908/muxli-136/)

---

## მუხლი 137. თითოეული ეროვნული ცნობათა ბიურო დაუყოვნებლივ და არსებული უსწრაფესი საშუალებებით, მფარველი სახელმწიფოს და 140-ე მუხლში მითითებული ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, გადასცემს ინფორმაციას დაცვის ქვეშ მყოფი

_თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება_

ცნობათა ბიურო გადასცემს დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესახებ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ინფორმაციის გადაცემამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თავად პირს ან მის ოჯახს. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი ცენტრალური სააგენტოსთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარი დაუშვებელია. სააგენტო შესაბამის გარემოებათა შესახებ ინფორმირების შემდეგ მიიღებს 140-ე მუხლით გათვალისწინებულ აუცილებელ უსაფრთხოების ზომებს.

ცნობათა ბიუროს მიერ წერილობითი ფორმით გადაცემული ყველა შეტყობინება დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერით ან ბეჭდი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-137/](https://legali.ge/law/6946908/muxli-137/)

---

## მუხლი 138. ეროვნული ცნობათა ბიუროს მიერ მიღებული და გადაცემული ინფორმაცია უნდა იყოს ისეთი ტიპის, რომ შესაძლებელი გახდეს დაცვის ქვეშ მყოფი პირის ზუსტი იდენტიფიკაცია და მისი ოჯახისათვის ინფორმაციის სწრაფად მიწოდებ

_თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება_

ანალოგიურად, მძიმე ავადმყოფი ან მძიმედ დაჭრილი ინტერნირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად უნდა გადაიცემოდეს, შესაძლებლობის შემთხვევაში, ყოველკვირეულა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-138/](https://legali.ge/law/6946908/muxli-138/)

---

## მუხლი 139. ეროვნული ცნობათა ბიურო ასევე ვალდებულია შეაგროვოს 136-ე მუხლში მითითებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ დატოვებული პირადი ნივთები, კერძოდ, იმ პირების, რომლებიც რეპატრიაციის, გათავისუფლების, გაქცევის 

_თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-139/](https://legali.ge/law/6946908/muxli-139/)

---

## მუხლი 140. დაცვის ქვეშ მყოფ პირთა, განსაკუთრებით კი ინტერნირებულთა შესახებ ცნობათა ცენტრალური სააგენტო უნდა დაარსდეს ნეიტრალურ ქვეყანაში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, დაინტერესებუ

_თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება_

სააგენტოს ფუნქცია იქნება 136-ე მუხლში მითითებული სახის ინფორმაციის შეგროვება, რომელიც მას შეიძლება მიეწოდოს ოფიციალური ან კერძო წყაროების მეშვეობით და შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადასცემს იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც არიან აღნიშნული პირები ან რომელთა ტერიტორიაზეც ისინი ცხოვრობდნენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაციის გადაცემამ შეიძლება ზიანი მიაყენოს შესაბამის პირს ან მის ნათესავებს. კონფლიქტის მონაწილე მხარეები სააგენტოს შეუქმნიან ყველა გონივრულ შესაძლებლობას აღნიშნული ინფორმაციის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა მოქალაქეებიც სარგებლობენ ცენტრალური სააგენტოს მომსახურებით, შეიძლება მოწვეულნი იყვნენ სააგენტოსათვის საჭირო ფინანსური დახმარების გასაწევად.

ზემოაღნიშნული დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ისინი ზღუდავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და 142-ე მუხლში მითითებული სხვა დამხმარე ორგანიზაციების ჰუმანიტარულ საქმიანობა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-140/](https://legali.ge/law/6946908/muxli-140/)

---

## მუხლი 141. ცნობათა ეროვნული ბიურო და ცნობათა ცენტრალური სააგენტო თავისუფლდებიან საფოსტო გადასახადებისაგან და სარგებლობენ 110-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა შეღავათით, შეძლებისდაგვარად მათ უნდა მიეცეთ ტელეგრაფით

_თავი XII — გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება_

კარი IV

კონვენციის შესრულება

ნაწილი I

ზოგადი დებულებე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-141/](https://legali.ge/law/6946908/muxli-141/)

---

## მუხლი 142. იმ ზომების გათვალისწინებით, რომელსაც შესაძლოა აუცილებლად მიიჩნევდნენ სახელმწიფოები, რომელთა ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან სხვა გონივრულ საჭიროებათა დასაკმაყოფ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

სახელმწიფოს, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, შეუძლია შეზღუდოს საზოგადოებებისა და ორგანიზაციების რაოდენობა, რომელთა დელეგატებს საშუალება ექნებათ თავიანთი საქმიანობა მის ტერიტორიაზე და მისი ზედამხედველობის ქვეშ განახორციელონ, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვა არ უნდა აფერხებდეს ყველა დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის ეფექტიანი და საკმარისი დახმარების აღმოჩენას.

ამ სფეროში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განსაკუთრებული მდგომარეობა აღიარებული უნდა იყოს და ყოველთვის პატივს სცემდნე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-142/](https://legali.ge/law/6946908/muxli-142/)

---

## მუხლი 143. მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ან დელეგატებს უფლება ექნებათ მოინახულონ დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ყველა ადგილსამყოფელი, კერძოდ, ინტერნირების, დაკავებისა და სამუშაო ადგილები. მათ უფლება აქვთ დაცვი

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

ასეთი ვიზიტების აკრძალვა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი საომარი აუცილებლობიდან გამომდინარე და მაშინაც მხოლოდ გამონაკლისი და დროებითი სახით. მონახულებათა ხანგრძლივობა და სიხშირე არ უნდა შეიზღუდოს.

მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და დელეგატებს უნდა ჰქონდეთ სრული თავისუფლება თავად აირჩიონ მოსანახულებელი ადგილები. სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ან ოკუპანტი სახელმწიფო, მფარველი სახელმწიფო და შესაბამის შემთხვევაში მოსანახულებელი პირების წარმოშობის სახელმწიფო, შეიძლება ინტერნირებულთა თანამოქალაქეების დაშვების თაობაზე შეთანხმდნენ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატები ასევე ისარგებლებენ ზემოაღნიშნული უფლებამოსილებებით. მათ დანიშვნას უნდა დაეთანხმოს ის სახელმწიფო, რომელიც აკონტროლებს ტერიტორიას, სადაც ისინი თავის უფლებამოსილებებს განახორციელებე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-143/](https://legali.ge/law/6946908/muxli-143/)

---

## მუხლი 144. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ წინამდებარე კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში და, კერძოდ, ჩართონ მისი სწავლება სამხე

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

ნებისმიერ სამოქალაქო, სამხედრო, საპოლიციო თუ სხვა ორგანოებს, რომელსაც ომის დროს შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს, უნდა ფლობდეს კონვენციის ტექსტს და საგანგებოდ გაეცნოს მის დებულებებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-144/](https://legali.ge/law/6946908/muxli-144/)

---

## მუხლი 145. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მეშვეობით და, საომარი მოქმედებების დროს მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით, ერთმანეთს გადასცემენ ამ კონვენციის ოფიციალურ თარგმანებს, აგრეთვე იმ კ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-145/](https://legali.ge/law/6946908/muxli-145/)

---

## მუხლი 146. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტიან სისხლისსამართლებრივ სასჯელებს  იმ პირების მიმართ, რომლებიც ჩადიან ან ჩადენის ბრძანებას გასცემენ,

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ძებნა გამოაცხადოს იმ პირებზე, რომელთაც ასეთი მძიმე დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი საკუთარ სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.

თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა წინამდებარე კონვენციის დებულებების შეუსაბამო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ მძიმე დარღვევებს.

ყველა შემთხვევაში ბრალდებულმა პირებმა უნდა ისარგებლონ სათანადო სასამართლო გარანტიებითა და დაცვის უფლებით, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე 1949 წლის 12 აგვისტოს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით გათვალისწინებული პირობებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-146/](https://legali.ge/law/6946908/muxli-146/)

---

## მუხლი 147. წინა მუხლში აღნიშნულ მძიმე დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომელიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირე

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-147/](https://legali.ge/law/6946908/muxli-147/)

---

## მუხლი 149. კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის თხოვნით, გამოძიება კონვენციის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს იმ წესით, რომელსაც დაინტერესებული მხარეები დაადგენენ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

თუ გამოძიების პროცედურაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, მხარეებმა უნდა აირჩიონ არბიტრი, რომელიც გადაწყვეტს პროცედურის საკითხს. როგორც კი დადგინდება დარღვევის ფაქტი, კონფლიქტის მონაწილე მხარეები აღკვეთენ მას და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიიღებენ ზომებს მის ჩასახშობად.

ნაწილი II

დასკვნითი დებულებე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-149/](https://legali.ge/law/6946908/muxli-149/)

---

## მუხლი 152. წინამდებარე კონვენცია უნდა იქნეს რატიფიცირებული შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში და სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება ბერნში

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

ყოველი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირების შესახებ შედგება ოქმი, რომლის დამოწმებული ასლი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გადაეცემა ყველა იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც ხელი მოეწერა კონვენციას ან გაკეთდა განცხადება შეერთების შესახე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-152/](https://legali.ge/law/6946908/muxli-152/)

---

## მუხლი 154. იმ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, რომლისთვისაც სავალდებულოა სახმელეთო ომის წარმოების კანონებისა და ჩვეულებების შესახებ ჰააგის კონვენციები, იქნება ეს 1899 წლის 29 ივლისისა თუ 1907 წლის 18 ოქტომბრის

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-154/](https://legali.ge/law/6946908/muxli-154/)

---

## მუხლი 156. შეერთების შესახებ შეტყობინებები წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს და ძალაში შევა მათი მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეერთების შესახებ აცნობებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც კონვენციას ხელი მოეწერა ან რომლის მიერ შეერთების შესახებ შეტყობინება იქნა გაკეთებულ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-156/](https://legali.ge/law/6946908/muxli-156/)

---

## მუხლი 157. დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელები მეორე და მესამე მუხლებში მითითებული შემთხვევებისას, ასევე განცხადებები შეერთების შესახებ, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა  გააკეთეს საომარი მოქმედებების ან ო

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-157/](https://legali.ge/law/6946908/muxli-157/)

---

## მუხლი 158. ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს, რომელიც ამ შეტყობინებას გადასცემს ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას.

დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც მოცემული სახელმწიფო კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და იმ ოპერაციების დასრულებამდე, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციით დაცული პირების გათავისუფლებასა და რეპატრიაციასთან.

დენონსაცია იმოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართ, რომელმაც იგი მოახდინა. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, რადგან ისინი გამომდინარეობს ცივილიზებულ ხალხთა შორის დამკვიდრებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის კანონებიდან და საზოგადოებრივი სინდისის კარნახი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-158/](https://legali.ge/law/6946908/muxli-158/)

---

## მუხლი 159. შვეიცარიის ფედერალური საბჭო წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო ასევე აწვდის ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაც

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

რის დასტურადაც, წინამდებარე კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა.

შესრულებულია ქ. ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას მოაწერა ხელი ან შეუერთდა მას.

დანართი I

შეთანხმების პროექტი სანიტარიული და უსაფრთხოების ზონებისა და ადგილების შესახ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-159/](https://legali.ge/law/6946908/muxli-159/)

---

## მუხლი 1. სანიტარიული და უსაფრთხოების ზონები მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული იმ პირებისათვის, რომლებიც მოხსენიებულია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

მიუხედავად ამისა, პირებს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ამგვარი ზონების ტერიტორიაზე აქვთ, მიეცემათ ამ ზონებში დარჩენის უფლებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-1-2/](https://legali.ge/law/6946908/muxli-1-2/)

---

## მუხლი 4. სანიტარიული და უსაფრთხოების ზონები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

a. ისინი უნდა მოიცავდეს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ ტერიტორიისა, რომელსაც მართავს მათი დამფუძნებელი სახელმწიფო;

b. ისინი არ უნდა იყოს მჭიდროდ დასახლებული, მათი ტევადობის შესაძლებლობებთან შედარებით;

c. ისინი უნდა მდებარეობდეს ყოველგვარი სამხედრო ობიექტის, მსხვილი სამრეწველო ან ადმინისტრაციული დაწესებულებებისაგან მოშორებით, რომელიც ასევე არ უნდა შედიოდეს მათ შემადგენლობაში;

d. ისინი არ უნდა მდებარეობდეს იმ რაიონებში, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება ომის წარმართვისათვის მნიშვნელოვანი გახდე

[https://legali.ge/law/6946908/muxli-4-2/](https://legali.ge/law/6946908/muxli-4-2/)

---

## მუხლი 5. სანიტარიული და უსაფრთხოების ზონები ექვემდებარება შემდეგ მოთხოვნებს:

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

a. მათი საკომუნიკაციო ხაზები და სატრანსპორტო საშუალებები არ შეიძლება გამოიყენებოდეს სამხედრო პერსონალის ან მასალის გადასაზიდად, მათ შორის ტრანზიტის დროსაც;

b. ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაცული სამხედრო საშუალებები

[https://legali.ge/law/6946908/muxli-5-2/](https://legali.ge/law/6946908/muxli-5-2/)

---

## მუხლი 6. სანიტარიული და უსაფრთხოების ზონები აღინიშნება თეთრ ფონზე გამოსახული ირიბი წითელი ხაზებით, რომელიც შენობებსა და გარე საზღვრებზეა განთავსებული

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

ექსკლუზიურად დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის განკუთვნილი ზონები შეიძლება აღნიშნული იყოს წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ემბლემით თეთრ ფონზე.

ისინი ანალოგიურად შეიძლება იყოს აღნიშნული ღამით, შესაბამისი განათების საშუალები

[https://legali.ge/law/6946908/muxli-6-2/](https://legali.ge/law/6946908/muxli-6-2/)

---

## მუხლი 7. მშვიდობიან დროს ან საომარი მოქმედებების დაწყებისას, ყოველი სახელმწიფო თითოეულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს გადასცემს იმ სანიტარიული და უსაფრთხოების ზონების სიას, რომელიც განლაგებულია მათი იურისდიქციის ქვე

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

მოწინააღმდეგე მხარის მიერ ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომენტიდან ეს ზონა ჩაითვლება სათანადოდ შექმნილად.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე ჩათვლის, რომ ამ შეთანხმების პირობები არ იყო შესრულებული, მას შეუძლია უარი განაცხადოს ზონის აღიარებაზე იმ მხარისადმი სასწრაფო შეტყობინების გზით, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, ან შეუძლია აღიარება დააკავშიროს მე-8 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის დაწესებასთა

[https://legali.ge/law/6946908/muxli-7-2/](https://legali.ge/law/6946908/muxli-7-2/)

---

## მუხლი 8. ყოველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შექმნილი ერთი ან რამდენიმე სანიტარიული და უსაფრთხოების ზონა, უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ ერთმა ან მეტმა სპეციალურმა კომისიამ ამ ზონებს კონ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

ამ მიზნით, სპეციალური კომისიის წევრებს ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა სხვადასხვა ზონებზე და მათ შეუძლიათ იქ მუდმივადაც კი იცხოვრონ. მათ უნდა შეუქმნან ყველა პირობა შემოწმების მოვალეობების შესრულების მიზნი

[https://legali.ge/law/6946908/muxli-8-2/](https://legali.ge/law/6946908/muxli-8-2/)

---

## მუხლი 9. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისიები დაადგენენ რაიმე ფაქტს, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

თუ დადგენილი ვადის ამოწურვისას სახელმწიფო, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, არ დაემორჩილება გაფრთხილებას, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი აღარ არის შეზღუდული წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც აღნიშნულ სანიტარიულ ზონას შეეხებ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-9-2/](https://legali.ge/law/6946908/muxli-9-2/)

---

## მუხლი 10. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ქმნის ერთ ან რამდენიმე სანიტარიულ და უსაფრთხოების ზონას, ასევე ყველა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც ეცნობება ამ ზონის არსებობის შესახებ, დაასახელებს ან სთხოვს მფარველ სახ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-10-2/](https://legali.ge/law/6946908/muxli-10-2/)

---

## მუხლი 1. ინტერნირებულთა კომიტეტებს უფლება ექნებათ, მათ განკარგულებაში არსებული კოლექტიური დახმარების გზავნილები გაანაწილონ ყველა იმ ინტერნირებულს შორის, რომელიც დამოკიდებულია შესაბამისი კომიტეტის დაქვემდებარებ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-1-3/](https://legali.ge/law/6946908/muxli-1-3/)

---

## მუხლი 2. კოლექტიური დახმარების გზავნილების განაწილება განხორციელდება დონორების მითითებებისა და ინტერნირებულთა კომიტეტების მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. თუმცა, სამედიცინო მასალების განაწილება უპირატესად

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-2-3/](https://legali.ge/law/6946908/muxli-2-3/)

---

## მუხლი 5. ინტერნირებულთა კომიტეტებს უფლება ექნებათ შეავსონ, აგრეთვე უზრუნველყონ შესაბამისი ფორმებისა და კითხვარების შევსება, რომლებიც განკუთვნილია დონორებისათვის და ეხება კოლექტიური დახმარების გზავნილებს (განაწ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-5-3/](https://legali.ge/law/6946908/muxli-5-3/)

---

## მუხლი 6. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინტერნირებულებს შორის კოლექტიური დახმარების გზავნილების განაწილება რეგულარულად განხორციელდეს და დაკმაყოფილდეს ის საჭიროებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ინტერნირებულთა ახალ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-6-3/](https://legali.ge/law/6946908/muxli-6-3/)

---

## მუხლი 7. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა, განსაკუთრებით კი დამკავებელმა სახელმწიფოებმა, შეძლებისდაგვარად და მოსახლეობის სურსათით მომარაგების მარეგულირებელი დებულებების გათვალისწინებით, უნდა დაუშვან მათ ტერიტორ

_კარი IV — კონვენციის შესრულება_



[https://legali.ge/law/6946908/muxli-7-3/](https://legali.ge/law/6946908/muxli-7-3/)

---

## მუხლი 8. ზემოაღნიშნული დებულებები არ ზღუდავს ინტერნირებულთა უფლებას მიიღონ კოლექტიური დახმარების გზავნილები ინტერნირების ადგილზე ჩასვლამდე ან მათი გადაყვანის დროს. ისინი ასევე არ ზღუდავს მფარველი სახელმწიფოს, 

_კარი IV — კონვენციის შესრულება_

დანართი III

I – ბარათი ინტერნირების შესახებ

(ინტერნირების შესახებ ბარათის ზომა - 10X15სმ.)

II. დანართი III

წერილი

(საკორესპონდენციო ბარათის ზომა – 10X15სმ

[https://legali.ge/law/6946908/muxli-8-3/](https://legali.ge/law/6946908/muxli-8-3/)
