„საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/77
სარეგისტრაციო კოდი
450020000.22.088.016145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/77

2026 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/16 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 450020000.22.088.016084) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის მიერ ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირი.“.

2. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 7​1 მუხლი:

„მუხლი 7​1

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებს, უფლებამოსილებებსა და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის დავალებებს;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ისმენს ინფორმაციას დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისაგან და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისაგან მათთვის მიცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობისა და ვადების შესახებ და აწვდის ინფორმაციას და მოსაზრებებს დეპარტამენტის უფროსს;

ე) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და კანონმდებლობის საფუძველზე მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

თ) უზრუნველყოფს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „დ – ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ინიციატივებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს;

ე) დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს წარუდგენს მოსაზრებას მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების შეფასებასთან დაკავშირებით;

ვ) დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების წახალისების, პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის დავალების შესაბამისად ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უზრუნველყოფს მინისტრის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;“.

4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის დავალებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.“.
 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/77. სარეგისტრაციო კოდი — 450020000.22.088.016145.
სად არის „საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის №05/16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/77, 17.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 450020000.22.088.016145 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6947044/