# ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (II ოქმი)“

- ტიპი: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
- მიმღები ორგანო: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №08061977-02
- მიღების თარიღი: 08.06.1977
- კონსოლიდირებული რედაქცია: 08.06.1977
- სარეგისტრაციო კოდი: 480610000.03.030.016865
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6947686
- წყარო: https://legali.ge/law/6947686/

> ეს არის 08.06.1977 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. – გამოყენების საგნობრივი სფერო

1. წინამდებარე ოქმი, რომელიც ავითარებს და ავსებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების საერთო მე-3 მუხლს, მისი გამოყენების არსებული პირობების შეუცვლელად გამოიყენება ყველა შეიარაღებული კონფლიქტის მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების I დამატებითი ოქმის (I ოქმი) პირველი მუხლის მოქმედება და რომელიც მიმდინარეობს მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მის შეიარაღებულ ძალებსა და მთავრობის მოწინააღმდეგე ძალებს ან სხვა ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, რომლებიც იმყოფებიან რა პასუხისმგებელი მეთაურობის განკარგულებაში, მისი ტერიტორიის ნაწილზე ახორციელებენ ისეთ კონტროლს, რაც მათ აძლევს უწყვეტი და შეთანხმებული სამხედრო ოპერაციების განხორციელებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების საშუალებას.

2. წინამდებარე ოქმი არ გამოიყენება შიდა არეულობებისა და დაძაბულობის სიტუაციების მიმართ, როგორიცაა ამბოხება, ძალადობის ცალკეული და სპორადული აქტები და მსგავსი ხასიათის სხვა ანალოგიური ქმედებები, რადგან ასეთი შემთხვევები არ არის შეიარაღებული კონფლიქტებ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-1/](https://legali.ge/law/6947686/muxli-1/)

---

## მუხლი 2. – გამოყენების პერსონალური სფერო

1. წინამდებარე ოქმი გამოიყენება ყველა პირის მიმართ, რომელსაც შეეხო პირველ მუხლში განმარტებული შეიარაღებული კონფლიქტი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის, ან რომელიმე სხვა მსგავს კრიტერიუმზე დამყარებული საზიანო განსხვავების (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „საზიანო განსხვავება“)  გარეშე,

2. შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისას ყველა პირი, რომელსაც თავისუფლება აღეკვეთა ან რომლის თავისუფლებაც შეიზღუდა ასეთ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო, აგრეთვე ის პირები, რომლებსაც თავისუფლება აღეკვეთათ ან რომელთა თავისუფლებაც იმავე მიზეზების გამო შეიზღუდა კონფლიქტის შემდეგ, ისარგებლებენ მე-5 და მე-6 მუხლების დაცვით თავისუფლების ამგვარი აღკვეთის ან შეზღუდვის დასრულებამდ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-2/](https://legali.ge/law/6947686/muxli-2/)

---

## მუხლი 3. – ჩაურევლობა

1. წინამდებარე ოქმში არაფერი უნდა იქნეს გამოყენებული იმ მიზნით, რომ გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს სუვერენიტეტზე ან მთავრობის პასუხისმგებლობაზე, ყველა ლეგიტიმური საშუალებით, შეინარჩუნოს ან აღადგინოს მართლწესრიგი სახელმწიფოში ან დაიცვას სახელმწიფოს ეროვნული ერთობა და ტერიტორიული მთლიანობა.

2. წინამდებარე ოქმში არაფერი უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც გამართლება პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისთვის, რაიმე მიზეზით შეიარაღებულ კონფლიქტში ან იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა თუ საგარეო საქმეებში, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს ეს კონფლიქტი.

ნაწილი II

ადამიანური მოპყრო

[https://legali.ge/law/6947686/muxli-3/](https://legali.ge/law/6947686/muxli-3/)

---

## მუხლი 4. – ძირითადი გარანტიები

1. ყველა პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს, ან რომელმაც შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, შეზღუდულია თუ არა მისი თავისუფლება, უფლება აქვს, რომ პატივი სცენ მის პიროვნებას, ღირსებას, შეხედულებებსა და რელიგიურ რწმენას. ყველა ვითარებაში მათ უნდა მოეპყრონ ადამიანურად, ნებისმიერი საზიანო განსხვავების გარეშე. აკრძალულია ბრძანების გაცემა, რომ არავინ იქნეს შეწყალებული.

2. ზემოაღნიშნული დებულებების საყოველთაობისადმი ზიანის მიყენების გარეშე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას აკრძალულია და აკრძალული დარჩება პირველ მუხლში მითითებული პირების მიმართ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

(ა) ძალადობა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ფიზიკური ან ფსიქიკური კეთილდღეობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, მკვლელობა, აგრეთვე სასტიკი მოპყრობა, როგორიცაა წამება, დასახიჩრება ან ფიზიკური დასჯის ნებისმიერი ფორმა;

(ბ) კოლექტიური დასჯა;

(გ) მძევლების აყვანა;

(დ) ტერორიზმის აქტები;

(ე) პირადი ღირსების შელახვა, განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა, გაუპატიურება, იძულებითი პროსტიტუცია და უხამსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმა;

(ვ) მონობისა და მონებით ვაჭრობის ყველა ფორმა;

(ზ) ძარცვა;

(თ) ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ნებისმიერის ჩადენის მუქარა.

3. ბავშვები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მზრუნველობითა და დახმარებით, რომელიც მათ სჭირდებათ, განსაკუთრებით:

(ა) მათ უნდა მიიღონ განათლება, მათ შორის რელიგიური და მორალური განათლება, მათი მშობლების სურვილის ან, მშობლების არარსებობის შემთხვევაში იმ პირთა სურვილის მიხედვით, რომლებიც პასუხს აგებენ მათ ზრუნვაზე;

(ბ) მიღებული უნდა იქნეს ყველა შესაბამისი ზომა დროებით განცალკევებული ოჯახების გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით;

(გ) თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვები არ უნდა იქნენ გაწვეულნი შეიარაღებულ ძალებში ან დაჯგუფებებში და არ უნდა მიეცეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ნებართვა;

(დ) თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვების მიმართ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული დაცვა გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი (ე) ქვეპუნქტის დებულებათა მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ უშუალოდ და ტყვედ ვარდებიან;

(ვ) საჭიროების შემთხვევაში, და როდესაც შესაძლებელია, მათი მშობლების ან იმ პირთა თანხმობით, რომლებიც სამართლით ან ჩვეულების თანახმად ძირითადად არიან პასუხისმგებელნი მათ ზრუნვაზე, მიღებულ უნდა იქნეს ზომები საბრძოლო მოქმედებების არეალებიდან ბავშვების დროებითი გაყვანის მიზნით ქვეყნის შიგნით შედარებით უსაფრთხო არეალში და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ თან ახლავთ მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი პირებ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-4/](https://legali.ge/law/6947686/muxli-4/)

---

## მუხლი 5. – თავისუფლებაშეზღუდული პირები

1. მე-4 მუხლის დებულებებზე დამატებით, იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო თავისუფლება აღეკვეთათ, მიუხედავად იმისა, ისინი არიან ინტერნირებულნი თუ დაკავებულნი, დაცული იქნება, სულ მცირე, შემდეგი დებულებები:

(ა) დაჭრილებსა და ავადმყოფებს მოეპყრობიან მე-7 მუხლის შესაბამისად;

(ბ) წინამდებარე პუნქტში აღნიშნული პირები ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობის მსგავსი მოცულობით, უნდა მომარაგდნენ სურსათითა და სასმელი წყლით და უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჯანმრთელობის და ჰიგიენის დაცვის გარანტიებითა და მკაცრი კლიმატური პირობებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან დაცვით;

(გ) მათ უნდა მიეცეთ ინდივიდუალური ან კოლექტიური დახმარების მიღების ნებართვა;

(დ) მათ უნდა მიეცეთ რელიგიურ წეს-ჩვეულებათა შესრულებისა და, შესაბამისი თხოვნის შესაბამისად, როცა ეს მიზანშეწონილია, სულიერი დახმარების მიღების ნებართვა რელიგიური ფუნქციების შემსრულებელი პირებისაგან, როგორიცაა კაპელანი;

(ე) იძულებითი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ შრომის ისეთივე პირობები და გარანტიები, რომლითაც სარგებლობს ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობა.

2. მათ, ვინც პასუხს აგებს პირველ პუნქტში ხსენებულ პირთა ინტერნირებაზე ან დაკავებაზე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა დაიცვან ასეთ პირებთან დაკავშირებული შემდეგი დებულებები:

(ა) იმ შემთხვევის გარდა, როცა ერთი ოჯახის მამაკაცებს და ქალებს ერთად მოათავსებენ, ქალები უნდა მოათავსონ მამაკაცების მოსათავსებელი ადგილებისგან გამოყოფილ ადგილებში და უნდა იმყოფებოდნენ ქალების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ;

(ბ) მათ უნდა მიეცეთ წერილებისა და საფოსტო ბარათების გაგზავნისა და მიღების ნებართვა, რომელთა რაოდენობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეზღუდოს კომპეტენტურმა ორგანომ, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის;

(გ) ინტერნირებისა და დაკავების ადგილები არ უნდა განლაგდეს საბრძოლო მოქმედებების ზონის მახლობლად. პირველ პუნქტში ხსენებული პირები უნდა იყვნენ ევაკუირებული, როდესაც მათი ინტერნირების ან დაკავების ადგილებს განსაკუთრებით ექმნებათ საფრთხე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, თუ შესაძლებელია, რომ მათი ევაკუაცია განხორციელდეს უსაფრთხოების ადეკვატურ პირობებში;

(დ) ისარგებლონ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების უფლებით;

(ე) მათი ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მთლიანობას არ უნდა შეექმნას საფრთხე რაიმე გაუმართლებელი ქმედებით ან უმოქმედობით. შესაბამისად, იკრძალება ამ მუხლში აღნიშნულ პირთა მიმართ რაიმე სამედიცინო პროცედურების ჩატარება, რომლის აუცილებლობა არ არის გამოწვეული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით, და რომელიც არ პასუხობს საყოველთაოდ მიღებულ იმ სამედიცინო სტანდარტებს, რომელიც ანალოგიურ ვითარებაში გამოიყენება თავისუფალ პირთა მიმართ.

3. პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება პირველი პუნქტი, მაგრამ რომელთა თავისუფლებაც რაიმე ფორმით შეიზღუდა შეიარაღებული კონფლიქტიდან გამომდინარე რომელიმე მიზეზით, უნდა მოეპყრონ ადამიანურად მე-4 მუხლისა და წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის (ა), (გ) და (დ) და მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად.

4. თუ მიიღება გადაწყვეტილება თავისუფლებააღკვეთილ პირთა განთავისუფლების შესახებ, მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა მიიღონ საჭირო ზომებ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-5/](https://legali.ge/law/6947686/muxli-5/)

---

## მუხლი 6. – სისხლისსამართლებრივი დევნა

1. წინამდებარე მუხლი გამოიყენება შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების სისხლისსამართლებრივი დევნისა და დასჯის მიმართ.

2. აკრძალულია სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნობილი პირის მიმართ სასჯელის დანიშვნა და სასჯელის აღსრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაჩენი გამოტანილია იმ სასამართლოს მიერ, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ძირითად გარანტიებს. განსაკუთრებით:

(ა) პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს ბრალდებულის დაუყოვნებლივ ინფორმირებას იმ სამართალდარღვევის დეტალების შესახებ, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება, და უნდა ანიჭებდეს მას სასამართლომდე და სასამართლოს დროს დაცვის ყველა აუცილებელ უფლებას და საშუალებას;

(ბ) სამართალდარღვევისათვის მსჯავრის დადება დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველზე;

(გ) არავინ შეიძლება ცნონ დამნაშავედ რაიმე სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევისთვის ისეთი ქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს სამართლის მიხედვით არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივ სამართალდარღვევას; ასევე, არ შეიძლება დაწესდეს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე ის, რომელიც გამოიყენებოდა სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევის ჩადენის დროს; თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ სამართლით გათვალისწინებულია უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრება, დამნაშავე ისარგებლებს ამით;

(დ) ნებისმიერი პირი, რომელსაც ბრალი ედება სამართალდარღვევაში, უდანაშაულოდ ითვლება, მანამ სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სამართლის შესაბამისად;

(ე) ნებისმიერ პირს, რომელსაც ბრალი წაუყენეს სამართალდარღვევისთვის, აქვს უფლება, თავად ესწრებოდეს გასამართლებას;

(ვ) არავინ უნდა იყოს იძულებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან აღიაროს ბრალი.

3. მსჯავრდებულ პირს მსჯავრდების გამოცხადებისთანავე უნდა ეცნობოს მისი სასამართლო და სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებების, ასევე, მათი გამოყენების ვადების შესახებ.

4. დაუშვებელია სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა იმ პირთა მიმართ, რომელთაც სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებიათ თვრამეტი წელი, ასევე დაუშვებელია განაჩენის აღსრულება ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი შვილების დედების მიმართ.

5. საომარი მოქმედებების დასრულებისას მმართველი ორგანოები უნდა შეეცადონ, რაც შეიძლება ფართო ამნისტია მიანიჭონ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე და იმ პირებს, რომელთაც თავისუფლება აღეკვეთათ შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, განურჩევლად იმისა, იყვნენ ისინი ინტერნირებულნი თუ დაკავებულნი.

ნაწილი III

დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირე

[https://legali.ge/law/6947686/muxli-6/](https://legali.ge/law/6947686/muxli-6/)

---

## მუხლი 7. – დაცვა და ზრუნვა

1. ყველა დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირი, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა თუ არა შეიარაღებულ კონფლიქტში, უნდა სარგებლობდეს პატივისცემითა და დაცვით.

2. ყველგან და ყოველთვის მათ უნდა მოეპყრონ ადამიანურად და, შეძლებისდაგვარად სრულად და მინიმალური შეფერხებით, უნდა მიიღონ სამედიცინო დახმარება და ყურადღება, რომელსაც მოითხოვს მათი მდგომარეობა. დაუშვებელია მათ შორის განსხვავება რაიმე სხვა საფუძვლით, გარდა სამედიცინო საფუძვლის

[https://legali.ge/law/6947686/muxli-7/](https://legali.ge/law/6947686/muxli-7/)

---

## მუხლი 8. – ძებნა

როდესაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით კი შეტაკების შემდეგ, დაყოვნების გარეშე უნდა იქნეს მიღებული ყველა შესაძლო ზომა დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მოსაძებნად და თავმოყრისთვის, მათი ძარცვისა და არასათანადო მოპყრობისაგან დასაცავად, საჭირო მოვლით უზრუნველსაყოფად და გარდაცვლილთა მოსაძებნად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი გაძარცვა და ღირსეულად მოეპყრონ მათ ნეშტ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-8/](https://legali.ge/law/6947686/muxli-8/)

---

## მუხლი 9. – სამედიცინო და რელიგიური პერსონალის დაცვა

1. სამედიცინო და რელიგიური პერსონალი უნდა სარგებლობდეს პატივისცემითა და დაცვით და მოვალეობების შესრულებისას უნდა მიიღონ ყველა შესაძლებელი დახმარება. დაუშვებელია მათი იძულება, შეასრულონ მათ ჰუმანიტარულ მისიასთან შეუსაბამო საქმიანობა.

2. დაუშვებელია იმის მოთხოვნა, რომ თავისი ფუნქციების შესრულებისას სამედიცინო პერსონალმა სამედიცინო საფუძვლებისგან განსხვავებული სხვა საფუძვლით უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე პირ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-9/](https://legali.ge/law/6947686/muxli-9/)

---

## მუხლი 10. – სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელ პირთა ზოგადი დაცვა

1. დაუშვებელია სამედიცინო პერსონალის დასჯა მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო ეთიკის შესაბამისი სამედიცინო ფუნქციების შესრულების გამო, მიუხედავად იმისა, თუ რომელმა პირმა ისარგებლა ამით.

2. დაუშვებელია სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელ პირთა იძულება, განახორციელონ ქმედებები ან შეასრულონ სამუშაო, რომელიც ეწინააღმდეგება სამედიცინო ეთიკისა და დაჭრილთა და ავადმყოფთა ინტერესების დამცავ სხვა წესებს ან წინამდებარე ოქმს. ასევე დაუშვებელია პერსონალის იძულება, თავი შეიკავონ ამ წესებითა და ოქმით გათვალისწინებული ქმედებების შესრულებისაგან.

3. სამედიცინო საქმიანობაში ჩართული პირების პროფესიული ვალდებულებები იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც შეიძლება მათ მოიპოვონ მათ მზრუნველობაში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების შესახებ, პატივი უნდა სცენ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, სამედიცინო საქმიანობაში ჩართული რომელიმე პირი არ შეიძლება დაისაჯოს რაიმე ფორმით მისი მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად ან წარსულში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის ან მიუწოდებლობის გამ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-10/](https://legali.ge/law/6947686/muxli-10/)

---

## მუხლი 11. – სამედიცინო დანაყოფებისა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების დაცვა

1. სამედიცინო დანაყოფები და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები ნებისმიერ დროს სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით და არ შეიძლება, რომ გახდნენ თავდასხმის ობიექტი.

2. დაცვა, რომლითაც სარგებლობს სამედიცინო დანაყოფები და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები, წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოიყენება მტრული მოქმედებების განსახორციელებლად, მათი ჰუმანიტარული ფუნქციის მიღმა.  თუმცა, დაცვა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ გაფრთხილების მიცემის შემდგომ, რომელიც საჭიროებისამებრ ადგენს გონივრულ ვადას, და მას შემდეგ, რაც ამგვარი გაფრთხილება არ იქნა მხედველობაში მიღებულ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-11/](https://legali.ge/law/6947686/muxli-11/)

---

## მუხლი 12. – განმასხვავებელი ემბლემა

შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მითითებით, სამედიცინო და რელიგიურმა პერსონალმა და სამედიცინო დანაყოფებმა, ასევე სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებზე უნდა გამოსახონ თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელი ემბლემა. იგი დაცული უნდა იყოს ყველა ვითარებაში. მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება არ შეიძლება.

ნაწილი IV

სამოქალაქო მოსახლეო

[https://legali.ge/law/6947686/muxli-12/](https://legali.ge/law/6947686/muxli-12/)

---

## მუხლი 13. – სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა

1. სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები სარგებლობენ სამხედრო ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საფრთხისაგან ზოგადი დაცვით. ამ დაცვის რეალიზაციის მიზნით ყველა გარემოებაში დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები.

2. დაუშვებელია სამოქალაქო მოსახლეობაზე, აგრეთვე ცალკეულ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის განხორციელება. აკრძალულია ძალადობის აქტები ან ძალადობის მუქარა, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო მოსახლეობაში ტერორის გავრცელება.

3. სამოქალაქო პირები სარგებლობენ წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული დაცვით გარდა იმ შემთხვევისა და პერიოდისა, როცა ისინი უშუალოდ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებშ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-13/](https://legali.ge/law/6947686/muxli-13/)

---

## მუხლი 14. – სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ აუცილებელი ობიექტების დაცვა

აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობაში დამშევის, როგორც საომარი მოქმედების წარმართვის მეთოდის გამოყენება. შესაბამისად, აკრძალულია ამ მიზნით სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ აუცილებელ ობიექტებზე - საკვების მარაგი, სურსათის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო არეალები, ნათესები, პირუტყვი, სასმელი წყლით მომარაგების ნაგებობები და მათი მარაგები, აგრეთვე საირიგაციო ნაგებობებზე თავდასხმა, მათი განადგურება, მათი გადატანა ან მწყობრიდან გამოყვან

[https://legali.ge/law/6947686/muxli-14/](https://legali.ge/law/6947686/muxli-14/)

---

## მუხლი 15. – სახიფათო ძალის შემცველი დანადგარებისა და ნაგებობების დაცვა

სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები, კერძოდ კი კაშხლები, დამბები და ბირთვული ელექტროსადგურები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი სამხედრო ობიექტს წარმოადგენენ, თუ ამგვარმა თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო ძალების გამოთავისუფლება და თანმდევი მძიმე დანაკარგები სამოქალაქო მოსახლეობაშ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-15/](https://legali.ge/law/6947686/muxli-15/)

---

## მუხლი 16. – კულტურული ობიექტებისა და ღვთისმსახურების ადგილების დაცვა

„შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ობიექტების დაცვის შესახებ“ ჰააგის 1954 წლის 14 მაისის კონვენციის დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე აკრძალულია მტრული მოქმედებების განხორციელება იმ ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების ან ღვთისმსახურების ადგილების მიმართ, რომელიც ხალხთა კულტურულ ან სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს, ასევე დაუშვებელია ამგვარი ობიექტების სამხედრო მოქმედებების მხარდასაჭერად გამოყენებ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-16/](https://legali.ge/law/6947686/muxli-16/)

---

## მუხლი 17. – სამოქალაქო პირების იძულებითი გადაადგილების აკრძალვა

1. არ უნდა გაიცეს კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო სამოქალაქო მოსახლეობის გადაადგილების ბრძანება, თუ ეს გამოწვეული არ არის სამოქალაქო პირთა უსაფრთხოებიდან ან იმპერატიული სამხედრო მიზეზებიდან გამომდინარე მოთხოვნებით. ამგვარი გადაადგილების განხორციელების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა შესაძლო ზომა, რათა სამოქალაქო მოსახლეობა მიღებულ იქნეს თავშესაფრის, ჰიგიენის, ჯანმრთელობის, დაცულობის და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში.

2. დაუშვებელია სამოქალაქო პირთა იძულება, დატოვონ საკუთარი ტერიტორია კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-17/](https://legali.ge/law/6947686/muxli-17/)

---

## მუხლი 18. – დახმარების საზოგადოებები და დახმარების ოპერაციები

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფ დახმარების საზოგადოებებს, ისეთებს, როგორიცაა წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ორგანიზაციები, შეუძლიათ შესთავაზონ სამსახური შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ თავისი ტრადიციული ფუნქციების შესრულების მიზნით. სამოქალაქო მოსახლეობას საკუთარი ინიციატივით შეუძლია შესთავაზოს დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა თავმოყრისა და მოვლის მიზნით.

2. თუ სამოქალაქო მოსახლეობა განიცდის უკიდურეს გაჭირვებას საარსებოდ აუცილებელი საშუალებების – როგორიცაა სურსათი და სამედიცინო საშუალებები – მოწოდების უკმარისობის გამო, დაინტერესებული მაღალი ხელშემკვრელი მხარის თანხმობით უნდა განხორციელდეს სამოქალაქო მოსახლეობის დახმარების ოპერაციები, რომელიც მხოლოდ ჰუმანიტარულ და მიუკერძოებელ ხასიათს ატარებს და ხორციელდება ყოველგვარი საზიანო განსხვავების გარეშე.

ნაწილი V

დასკვნითი დებულებე

[https://legali.ge/law/6947686/muxli-18/](https://legali.ge/law/6947686/muxli-18/)

---

## მუხლი 23. – ძალაში შესვლა

1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ორი სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

2. კონვენციების თითოეული მხარისათვის, რომელიც შემდგომში მოახდენს წინამდებარე ოქმის რატიფიცირებას ან მასთან შეერთებას, ის ძალაში შედის ამ მხარის მიერ თავისი სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდე

[https://legali.ge/law/6947686/muxli-23/](https://legali.ge/law/6947686/muxli-23/)

---

## მუხლი 24. – შესწორებები

1. ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წარადგინოს წინადადება წინამდებარე ოქმში შესწორებების შეტანის შესახებ. ნებისმიერი წარმოდგენილი შესწორება უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს, რომელიც ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარესთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტს, მოიწვიოს თუ არა კონფერენცია წარმოდგენილი შესწორების განხილვის მიზნით.

2. დეპოზიტარმა ამ კონფერენციაზე უნდა მოიწვიოს ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარე, ასევე – კონვენციების მხარეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმის ხელმომწერნ

[https://legali.ge/law/6947686/muxli-24/](https://legali.ge/law/6947686/muxli-24/)

---

## მუხლი 25. – დენონსაცია

1. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარე მოახდენს წინამდებარე ოქმის დენონსაციას, დენონსაცია ძალაში შედის მხოლოდ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. თუმცა, თუ ამ ექვსი თვის ამოწურვამდე მხარე, რომელმაც დენონსაცია განახორციელა, აღმოჩნდება პირველ მუხლში მითითებულ სიტუაციაში, დენონსაცია ძალაში არ შევა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე. პირები, რომელთაც თავისუფლება აღკვეთილი ან შეზღუდული აქვთ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო, კვლავ გააგრძელებენ წინამდებარე ოქმის დებულებებით სარგებლობას მათ საბოლოო გათავისუფლებამდე.

2. შეტყობინება დენონსაციის შესახებ წერილობითი ფორმით უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს, რომელმაც ის უნდა გაუგზავნოს ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარე

[https://legali.ge/law/6947686/muxli-25/](https://legali.ge/law/6947686/muxli-25/)

---

## მუხლი 26. – შეტყობინებები

დეპოზიტარმა მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, ასევე კონვენციების მხარეებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმის ხელმომწერნი, უნდა შეატყობინოს:

(ა) 21-ე და 22-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე ოქმზე გაკეთებული ხელმოწერების, დეპონირებული სარატიფიკაციო და შეერთების სიგელების შესახებ;

(ბ) 23-ე მუხლის თანახმად წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ; და

(გ) 24-ე მუხლის თანახმად მიღებული კომუნიკაციებისა და დეკლარაციების შესახე

[https://legali.ge/law/6947686/muxli-26/](https://legali.ge/law/6947686/muxli-26/)

---

## მუხლი 27. – რეგისტრაცია

1. ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე ოქმი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების მიზნით, დეპოზიტარმა  უნდა გააგზავნოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის 102-ე მუხლის შესაბამისად.

2. დეპოზიტარმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს ასევე უნდა შეატყობინოს წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით მიღებული ყველა სარატიფიკაციო და შეერთების სიგელის შესახე

[https://legali.ge/law/6947686/muxli-27/](https://legali.ge/law/6947686/muxli-27/)
