ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2026 წლის 16 ივლისი ქ. ზესტაფონი |
|
ზოგადი დებულებები
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის პირველადი სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას.
2. სამსახური საქმიანობას ახორციელებს საქარ თველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სხვა საკანონმდებლო აქტების,მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და საქმიანობას წარმართავს კანონიერების, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და საჯარო ინტერესების დაცვის პრინციპების საფუძველზე.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11.
5.სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და შესაბამისი რეკვიზიტებით.
6. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვა სასამართლოებსა და სხვა ორგანოებში;
გ) სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია;
დ) სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციებისა და განმარტებების მომზადება;
ე) მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა;
ვ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი მხარდაჭერა;
ი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
კ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სამართლებრივი კონსულტირება;
ლ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა სამართლებრივი მხარდაჭერა;
მ) სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სხვა აღსასრულებელი აქტების აღსრულების პროცესში მონაწილეობა;
ნ) მუნიციპალიტეტის სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში.
სამსახური შედგენა სამსახურის უფროსის და საჯარო მოსამსახურეებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. რომელსაც კანონით დადგენილის წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
ა)სამართლებრივი ექსპერტიზა
ა.ა) ახორციელებს მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას;
ა.ბ) ამოწმებს სამართლებრივი აქტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან;
ა.გ) შეიმუშავებს სამართლებრივ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს;
ა.დ) მონაწილეობს ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში;
ა.ე) ახორციელებს მუნიციპალიტეტის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის სისტემურ ანალიზს.
ბ) სასამართლო წარმომადგენლობა
ბ.ა) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს საერთო სასამართლოებში;
ბ.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს ადმინისტრაციულ ორგანოებში;
ბ.გ) ამზადებს სარჩელებს, შესაგებლებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს;
ბ.დ) ახორციელებს სასამართლო დავების სამართლებრივ მართვას;
ბ.ე) აწარმოებს სასამართლო საქმეების ერთიან რეესტრს;
ბ.ვ) ამზადებს ანგარიშებს მიმდინარე და დასრულებული სასამართლო დავების შესახებ.
გ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა
გ.ა )სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საჩივრების სამართლებრივ შესწავლას.
გ.ბ )ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს საჩივრებთან დაკავშირებით.
გ.გ) უზრუნველყოფს საჩივრების განხილვის პროცესის კანონიერებას.
დ) სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი უზრუნველყოფა:
დ.ა) ახორციელებს შესყიდვების დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას;
დ.ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის მიერ შესყიდვებთან დაკავშირებული სათანადო პროცედურების გავლის დასრულების შემდეგ აღნიშნული სამსახურის/ან და შესყიდვების განყოფილების იურიდიული სამსახურთან საჭირო, სათანადო კომუნიკაციის შემდგომ ახდენს, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადებას, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებების მომზადებას. ხელშეკრულების ვადების კონტროლს.
დ.გ) მონაწილეობს დავების სამართლებრივ განხილვაში;
დ.დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას;
ე) ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე.ა) სამსახური ახორციელებს მუნიციპალიტეტის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ე.ბ) ადგენს სამართლებრივ რისკებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს მოლაპარაკებებში;
ვ) კონსულტაციური საქმიანობა;
სამსახური სამართლებრივ კონსულტაციას უწევს:
ვ.ა) მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს;
ვ.ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებს;
ვ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს;
ვ.დ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს.
სამსახურის უფლებები
სამსახური უფლებამოსილია:
ა) მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ისა და სხვა დაქვემდებარებული ორგანიზაციისაგან მოითხოვოს სამართლებრივი საკითხის განხილვისათვის აუცილებელი ინფორმაცია, დოკუმენტი და განმარტება;
ბ) მოითხოვოს სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა;
გ) შეიმუშაოს და წარადგინოს სამართლებრივი რეკომენდაციები;
დ) მონაწილეობა მიიღოს სამუშაო შეხვედრებში, კომისიების, სამუშაო ჯგუფებისა და სხვა კოლეგიური ორგანოების საქმიანობაში;
ე) მოითხოვოს სასამართლო დავასთან, ადმინისტრაციულ წარმოებასთან ან აღსრულების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ზ) წარადგინოს წინადადებები სამართლებრივი რისკების შემცირების მიზნით;
თ) შეიმუშაოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
ი) მოითხოვოს დარღვევის შემცველი პროექტების, ხელშეკრულებებისა და გადაწყვეტილებების გადამუშავება;
კ) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
სამსახური ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
ბ) დროულად და ხარისხიანად მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები;
გ) დაიცვას კანონიერების, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპები;
დ) განახორციელოს სასამართლო საქმეების სრულყოფილი წარმოება;
ე) უზრუნველყოს ადმინისტრაციული საჩივრების კანონიერად განხილვა;
ვ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი ინტერესების ეფექტიანი დაცვა;
ზ) სამართლებრივი რისკების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას;
თ) აწარმოოს საკუთარი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია;
ი) შეასრულოს კანონმდებლობითა და სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
თ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ლ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს;
მ) ასრულებს ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
ნ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე.
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;
ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;
თ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ი) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
კ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ლ) ისარგებლოს ყოველწლიური 24 სამუშაო დღით ანაზღაურებადი შვებულებით;
მ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.
4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო.
1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ დებულებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.07.2026. მიმღები ორგანო — ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.127.016529.
- სად არის „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23, 16.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016529 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6947965/