„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018871
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №92/ნ

2026 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016655) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესდებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრი – წამყვანი პროფესორი, პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი;“;

ბ) მე-6 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) შესაბამისი ფაკულტეტის წამყვანი პროფესორის, პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ან შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის თანამშრომლის თანამდებობაზე შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა;“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის;“.

3. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება წამყვანი პროფესორისაგან, პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. წამყვანი პროფესორი უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ამასთანავე, იგი მონაწილეობს აღნიშნულ პროცესსა და საქმიანობაში.“.

5. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

2. პროფესორის თანამდებობაზე 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები.

3. პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და აქვს სხვა მიღწევები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით).

4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 7 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 4 წლის ვადით.

6. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი, 3 ან 4 წლის ვადით. პირის ასისტენტის თანამდებობაზე არჩევის ვადა განისაზღვრება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით.

7. დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის მე-2 − მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობებით აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი განისაზღვრება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით.“.

6. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს უნივერსიტეტში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში.“.

7. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უნივერსიტეტში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.“.

8. 431 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის წამყვანი პროფესორების, პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“.

9. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოყოფილი დაფინანსება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები:

„4. 2031 წლამდე, გარდა ამ წესდების 36-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, უნივერსიტეტის სტუდენტი არის ასევე ის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის გასავლელად.

5. გარდა ამ წესდების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროებისა, 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროდ ასევე განიხილება სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამებზე) დაფარული სწავლის საფასური და სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება.

6. 2025 წლის 17 დეკემბრამდე უნივერსიტეტში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება ხორციელდება „2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 იანვრის №3 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №92/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018871.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №92/ნ, 17.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018871 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6948180/