⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.09.2017)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.02.2007
ძალის დაკარგვა 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.010.041
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 06/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,268 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2007 მიღება
13.09.2017 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt .75in 26.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.010.041 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №102 2007 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ თანდართული დებულება. 2. ბრძანებას გაეცნონ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. კეზერაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულების შესაბამისად. 2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველო ს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებამოსილება. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 4. ცენტრს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №61.     მუხლი 2🔗. ცენტრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. ცენტრის ძირითადი მიზნები და ფუნქციებია: ა) ნატო-ს შესახებ მართებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება საქართველოში; ბ) ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ნატო-ს დემოკრატიულ, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებთან დაახლოების გზით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; გ) ნატო-ს შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფა; დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ფართო საზოგადოებისათვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება; ე) საქართველოს მოსახლეობის გათვითცნობიერება საქართევლოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებისა და პრიორიტებების შესახებ; ვ) ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ნატო-ს წევრ და ნატო-ს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა. 2. ზემოაღნიშნული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრი: ა) აწყობს ნატო-ს საქმიანობის შესახებ ბრიფინგებს, სიმპოზიუმებს, ლექციებს, გამოფენებს, კონკურსებს, ტრეინინგებს, კინო- და ვიდეოჩვენებებს, კონფერენციებსა და სემინარებს; ბ) ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო მასალას საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის შესახებ; გ) უზრუნველყოფს ნატო-ს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებში ქართველი სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობას; დ) ქართველ მეცნიერებს აწვდის ინფორმაციას ნატო-ს სამეცნიერო პროგრამების შესახებ; ე) საკუთარი ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით ახორციელებს დეტალური ინფორმაციის გავრცელებას ნატო-სთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე; ვ) მისი საქმიანობის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასთან, ინფორმაციის მიღებისა და რეგულარულად განახლების მიზნით, ითანამშრომლებს სხვა ქვეყნებში არსებულ ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ცენტრის ანალოგიური საქმიანობით; ზ) ნატო-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად შექმნის და განახორციელებს ერთობლივ პროექტებს; თ) დაამზადებს და გაავრცელებს ატრიბუტიკას ნატო-სა და საქართველოს სიმბოლიკით.     მუხლი 3🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა 1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დირექტორი, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობაზე, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 3. დირექტორი: ა) ახორციელებს ცენტრის მართვას და წარმომადგენლობას; ბ) განსაზღვრავს ცენტრის საინფორმაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; გ) მართავს პრესკონფერენციებს აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; დ) წარმოადგენს საკონტაქტო პირს ცენტრსა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებას შორის და კოორდინაციას უწევს მათ ურთიერთთანამშრომლობას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ცენტრის სახსრებსა და ქონებას, ცენტრის დებულების შესაბამისად; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურას და ხარჯთა ნუსხას, განსაზღვრავს საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს (საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ხორციელდება თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით); ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ი) მინისტრს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს ცენტრის ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. ცენტრის საქმიანობის განხორციელებისათვის, ცენტრს ჰყავს მდივანი-რეფერენტი, პროექტების მენეჯერი და სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი უფლება-მოვალეობები: ა) მდივანი-რეფერენტი წარმართავს საინფორმაციო ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას, უზრუნველჰყოფს საინფორმაციო ცენტრში მოქალაქეთა მომსახურებას (ცენტრში არსებული ელექტრონული და ბეჭდვითი ინფორმაციის მიწოდება), დაინტერესებულ პირებს დააკავშირებს ცენტრის ექსპერტებთან; ბ) პროექტების მენეჯერი ამყარებს კონტაქტებს შიდა და გარე დონორ ორგანიზაციებთან და მუშაობს მათთან დამატებითი დაფინანსების მოპოვებაზე; შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს პილოტურ და გრძელვადიან პროექტებს; ხელმძღვანელობს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ღონისძიებათა ორგანიზებას; გ) სპეციალისტები წარმოადგენენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში კომპეტენტურ პირებს, რომლებიც წარმართავენ დეტალური ინფორმაციის გავრცელების პროცესს. ცენტრის ელექტრონული ფოსტისა და ცხელი ხაზის მეშვეობით სპეციალისტები ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნებიან ცენტრის სამუშაო დღეებისა და საათების განმავლობაში. სპეციალისტები ასევე წარმართავენ ცენტრის საქმიანობის სხვა მიმართულებებს. 5. ცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის შეუძლია დააარსოს ფილიალები.     მუხლი 4🔗. ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება; გ) გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. აკრძალულია ცენტრის მიერ მიღებული სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება, გარდა იმ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ცენტრის დებულებით.     მუხლი 5🔗. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება 1. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს. ამასთანავე, ცენტრი ნატოში წარსადგენ ანგარიშგებებს ამზადებს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. 3. თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 5. ცენტრმა თავდაცვის სამინისტროს თანხმობითა და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად, აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.     მუხლი 7🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.