ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №334 |
|
2026 წლის 17 ივლისი ქ. თბილისი |
2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან.
|
📎 დანართები (1)
334.docx ⬇
ტექნიკური რეგლამენტი – ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო
ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ძირითადი პრინციპები
1. „ტექნიკური რეგლამენტი ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების“ (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია ზედაპირული წყლის ობიექტების დაცვა ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების მავნე ზემოქმედებისგან.
2. ტექნიკური რეგლამენტი აწესებს ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების შეგროვებასთან, გაწმენდასა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 - მე-17, 29-ე, 30-ე და 32-ე მუხლების შესაბამისად.
3. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება როგორც მოქმედ, ასევე დაპროექტების სტადიაზე მყოფ საქმიანობის სუბიექტებზე.
4. ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვება განისაზღვრება როგორც ჩამდინარე წყლებში არსებულ ნივთიერებათა ის მაქსიმალური მასა, რომლის ჩაშვება დროის ერთეულში წყლის ობიექტის მოცემულ კვეთში დასაშვებია წყლის ობიექტის დადგენილი რეჟიმის და წყლის ნორმატიული ხარისხის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.
5. ცალკეული დამაბინძურებელი ნივთიერების ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (შემდგომ –ზდჩ) ნორმის წყლის ობიექტის ყველა კატეგორიისათვის განისაზღვრება ფორმულით:
ზდჩ = q x Cზდჩ
სადაც:
q არის ჩამდინარე წყლის დამტკიცებული ხარჯი, მ3/სთ;
Cზდჩ – ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელი ნივთიერების დასაშვები კონცენტრაცია, მგ/ლ (გ/მ3).
ყველა შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამდინარე წყლის ჩაშვების უთანაბრობის კოეფიციენტი და q განისაზღვროს როგორც მაქსიმალური ხარჯი დროის ერთეულში.
6. ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ოპერატორები და სამრეწველო ობიექტები ვალდებულნი არიან ჩაატარონ ჩამდინარე წყლების თვითმონიტორინგი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ განსაზღვრული ფორმატით (ამ დადგენილების მე-4 დანართის შესაბამისად).
7. ზდჩ-ის ნორმების პროექტი შეიძლება დამუშავებული იქნეს როგორც თვით წყალმოსარგებლე ობიექტის მიერ, ასევე მისი დაკვეთით საპროექტო, სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა, ამ სფეროში კომპეტენტური, ორგანიზაციის მიერ.
8. ზდჩ-ის ნორმებს თითოეული წყალმოსარგებლისათვის ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) უფლებამოსილი პირი არაუმეტეს 5 წლის ვადით.
9. ზდჩ-ის პროექტის შემუშავებისთვის საჭირო საწყისი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქმიანობის სუბიექტს/განმახორციელებელს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შეგროვების სისტემა – სისტემა, რომელიც აგროვებს და ატარებს ურბანულ ჩამდინარე წყალს;
ბ) შედგენილი სინჯები – ინდივიდუალური სინჯების ნარევი (grab samples), რომელიც შეგროვებულია დროის სპეციფიურ დიაპაზონში (მაგ.: 2 საათის განმავლობაში ან 24 საათის განმავლობაში);
გ) სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალი – ჩამდინარე წყალი, რომელიც წარმოიქმნება დასახლებულ ტერიტორიებსა და სამრეწველო ობიექტებზე ადამიანის საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად;
დ) ესტუარი – გარდამავალი ტერიტორია მტკნარ და ზღვის სანაპირო წყლებს შორის, მტკნარი წყლის ობიექტის ზღვასთან შესართავიდან ზღვის მიმართულებით; (ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია ესტუარების საზღვრების დადგენა);
ე) ურბანული ჩამდინარე წყალი – დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალი ან დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლის სამრეწველო ჩამდინარე წყლებთან ან/და ჩამონადენ წვიმის წყალთან ნარევი წყალი;
ვ) სამრეწველო ჩამდინარე წყალი – საწარმოო საქმიანობიდან წარმოქმნილი ნებისმიერი ჩამდინარე წყალი, რომელიც წარმოიქმნება ტექნოლოგიურ პროცესში, აგრეთვე საქმიანობის ობიექტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სანიაღვრე ჩამდინარე წყალი;
ზ) პერიოდული (სეზონური) მდინარე − მდინარე, რომელიც მხოლოდ წლის გარკვეულ დროს მიედინება, როგორც წესი, ძლიერი წვიმების შემდეგ და წყვეტს დინებას მშრალ სეზონზე;
თ) ნაკლებად სენსიტიური არეალი − დანართ №2-ში წარმოდგენილი კრიტერიუმების შესაბამისად განსაზღვრული სანაპირო წყლის ობიექტი;
ი) მოსახლეობის ეკვივალენტი − ბიოდეგრადირებადი ორგანული მასალით დატვირთვა, როდესაც ჟანგბადის ხუთდღიანი ბიოქიმიური მოთხოვნა (ჟბმ5) დღეში ერთ ადამიანზე 60 გრამ ჟანგბადს შეადგენს;
კ) პირველადი გაწმენდა − ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდა ფიზიკური და/ან ქიმიური პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შეწონილი მყარი ნაწილაკების დალექვას ან სხვა პროცესებს, სადაც შემომავალი ჩამდინარე წყლების ჟბმ5 ჩაშვებამდე შემცირებულია სულ მცირე 20%-ით, ხოლო ჯამური შეწონილი მყარი ნაწილაკების რაოდენობა – სულ მცირე 50%-ით;
ლ) მეორადი გაწმენდა − ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდა ისეთი პროცესით, რომელიც ზოგადად მოიცავს ბიოლოგიურ გაწმენდას მეორადი დალექვით ან სხვა პროცესს, რომელიც ითვალისწინებს „მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლების მიმართ“-დანართი №1-ის „მოთხოვნები 2000 ან მეტი მოსახლეობის ეკვივალენტის მქონე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მიმართ“ ცხრილ №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მ) სენსიტიური არეალი – „სენსიტიური არეალების განსაზღვრის კრიტერიუმები“ დანართ №2-ით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად განსაზღვრული მტკნარი ზედაპირული წყლის ობიექტი;
ნ) წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერების ფონური კონცენტრაცია − მაჩვენებელი, რომელიც ასახავს წყალმოსარგებლის ზემოქმედებამდე წყლის დაბინძურების ხარისხს მოცემული ნივთიერებით ჩამდინარე წყლების ჩაშვების ზონის ზევით;
ო) სანიაღვრე წყლები – ატმოსფერული ნალექების (წვიმა, თოვლი, სეტყვა) შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები, რომლებიც გამოიყოფა გაუმტარი ზედაპირებიდან: შენობებისა და ნაგებობების სახურავებიდან, გზებიდან და ზედაპირებიდან.
2. ამ ტექნიკურ რეგლამენტის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები თუ ამ დადგენილებით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
თავი II. ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები
მუხლი 3. აგლომერაციების უზრუნველყოფა საკანალიზაციო სისტემებით
1. სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აგლომერაციების იდენტიფიკაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის დონეზე.
2. აგლომერაციებისათვის ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვების სისტემების მოწყობისას უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი კატეგორიზაცია:
ა) აგლომერაციები, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-ზე მაღალია; და
ბ) აგლომერაციები, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 2 000-დან 10 000-მდეა.
3. ურბანული ჩამდინარე წყლების სენსიტიურ არეალებად განსაზღვრული ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების შემთხვევაში აუცილებელია 10 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტის მქონე აგლომერაციების უზრუნველყოფა შეგროვების სისტემებით. იმ შემთხვევაში, თუ შეგროვების სისტემის მოწყობა არ არის გამართლებული მოსალოდნელი გარემოსდაცვით სარგებლის არარსებობის ან მაღალი ხარჯების გამო, აუცილებელია ინდივიდუალური სისტემების ან სხვა ისეთი სისტემების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს დაცვის იმავე დონეს.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებული შეგროვების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
მუხლი 4. მეორადი გაწმენდა
1. შეგროვების სისტემაში შემავალი შემდეგი კატეგორიების ურბანული ჩამდინარე წყლები პირველადი გაწმენდის შემდეგ, უნდა დაექვემდებაროს მეორად ან ეკვივალენტურ გაწმენდას ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებამდე:
ა) 10 000 ან მეტი მოსახლეობის ეკვივალენტის მქონე აგლომერაციებში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები;
ბ) 2 000-დან 10 000-მდე მოსახლეობის ეკვივალენტის მქონე აგლომერაციებში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები, რომელთა ჩაშვება მტკნარი წყლის ობიექტებში და ესტუარებში ხდება.
2. ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებზე წარმოქმნილი ჩამდინარე წყალი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
3. მოსახლეობის ეკვივალენტებით გამოსახული დატვირთვა გამოითვლება გამწმენდ ნაგებობაში წლის განმავლობაში შემავალი მაქსიმალური საშუალო ყოველკვირეული დატვირთვის საფუძველზე, ისეთი განსაკუთრებული სიტუაციების გამოკლებით, როგორიცაა ძლიერი წვიმა.
მუხლი 5. ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვება სენსიტიურ არეალებში
1. სავალდებულოა, რომ სენსიტიურ არეალებში ჩაშვებამდე, 10 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტის მქონე აგლომერაციების საკანალიზაციო სისტემებში შემავალი ურბანული ჩამდინარე წყლები დაექვემდებაროს დანართ №1-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე უფრო მკაცრ გაწმენდას, მათ შორის, აზოტისა და/ან ფოსფორის მოცილებას, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მიერ დამუშავებული ჩამდინარე წყალი უნდა აკმაყოფილებდეს დანართი №1-ის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
3. იმ აგლომერაციების მიერ წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-ზე ნაკლებია, ასევე ექვემდებარება შესაბამის გაწმენდას, თუ მათი ჩაშვება სენსიტიურ არეალებზე ახდენს უარყოფით ზემოქმედებას. აღნიშნულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ დამატებით განისაზღვრება საჭირო გაწმენდის დონე, რაც შესაძლოა მოიცავდეს აზოტისა და/ან ფოსფორის მოცილებას.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ყველა მტკნარი ზედაპირული წყლის ობიექტი, გარდა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარე წყლის ობიექტებისა, განისაზღვრება როგორც სენსიტიური არეალები ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვებისთვის.
მუხლი 6. ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვება ნაკლებად სენსიტიურ არეალებში
1. შავი ზღვის სანაპირო წყლებში ჩაშვებული ურბანული ჩამდინარე წყლები შეიძლება დაექვემდებაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრულზე ნაკლებად მკაცრ გაწმენდას იმ შემთხვევაში, თუ ყოვლისმომცველი კვლევები (ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებს შორის ურთიერთდამოკიდებულება) და ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე იდენტიფიცირებული ნაკლებად სენსიტიური არეალების მოთხოვნები აჩვენებს, რომ მიმღებ გარემოს აქვს განზავების საკმარისი უნარი და ასეთი ჩამდინარე წყლების ჩაშვება გარემოზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
2. სანაპირო ზოლში მდებარე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებისთვის დასაშვებია ჩამდინარე წყლების ზღვის სიღრმეში ჩაშვება იმ შემთხვევაში, თუ დეტალური კვლევებით (ჩამდინარე წყლების ჩაშვებით ზღვის დაბინძურების შეფასება) დასტურდება, რომ მიმღები წყლის ობიექტს განზავების საკმარისი უნარი აქვს.
მუხლი 7. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა
1. წყალმოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს გამწმენდი ნაგებობის იმგვარად დაპროექტება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება, რომ შესრულდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 - მე-6 მუხლების მოთხოვნები ადგილობრივ კლიმატურ პირობებში.
2. გამწმენდი ნაგებობების პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დატვირთვის სეზონური ცვლილებები.
მუხლი 8. გამონაკლისი შემთხვევები
მაღალმთიან რეგიონებში (ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა) არსებულ წყლის ობიექტებში ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემთხვევაში, სადაც დაბალი ტემპერატურის გამო რთულია ეფექტიანი ბიოლოგიური გაწმენდის უზრუნველყოფა, ჩამდინარე წყალი შეიძლება დაექვემდებაროს დანართ №1-ის ცხრილ №2 -ით განსაზღვრულზე ნაკლებად მკაცრ გაწმენდას.
მუხლი 9. ურბანული ჩამდინარე წყლების მონიტორინგი
1. წყალმოსარგებლემ/გამწმენდი ნაგებობის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს:
ა) ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაზე გაწმენდილი ჩამდინარე წყლების თვითმონიტორინგი დანართ №1-ის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შესამოწმებლად;
ბ) თვითმონიტორინგის ჩატარება როგორც გამწმენდ ნაგებობებზე გაწმენდილი, ისე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისის საფუძველზე პირდაპირ ჩაშვებული ურბანული ჩამდინარე წყლების მიმართ, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია მათი მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა მიმღებ გარემოზე.
2. სენსიტიურ არეალებში ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემთხვევაში, რომელზეც ვრცელდება ამ ტექნკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნები, სამინისტრომ უნდა მოითხოვოს, რომ წყალმოსარგებლემ განახორციელოს მონიტორინგი და შესაბამისი კვლევები იმის დასადასტურებლად, რომ წყალჩაშვება არ იწვევს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას ზედაპირული წყლის ობიექტებზე (მაგალითად, ჟანგბადის შემცველობაზე, ნუტრიენტებზე ან შეწონილ ნაწილაკებზე).
თავი III. სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები
მუხლი 10. ზოგადი პრინციპები
1. სამრეწველო ჩამდინარე წყლების ზდჩ-ის ნორმა დგინდება თითოეულ საკონტროლო მაჩვენებელზე ფონური კონცენტრაციის, აგრეთვე „საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემრის №425 დადგენილებით განსაზღვრული წყალსარგებლობის კატეგორიის და წყლის ობიექტში არსებული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების გათვალისწინებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფონური კონცენტრაციები აღემატება ზედაპირული წყლის ობიექტისთვის დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს, ზდჩ-ის ნორმები სამრეწველო ჩამდინარე წყლებისთვის განისაზღვრება შესაბამისი კატეგორიის წყლის ობიექტისთვის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დონეზე.
3. თუ ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობა ნაკლებია გაანგარიშებულ ზდჩ-ზე, ზდჩ-ის ნორმად მიიღება ფაქტობრივი ჩაშვება.
4. სეზონურ მდინარეში სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემთხვევაში ზდჩ-ის ნორმები დგინდება „საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №425 დადგენილებით განსაზღვრული წყალსარგებლობის შესაბამისი კატეგორიის წყლის ობიექტისთვის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დონეზე.
5. ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების საკანალიზაციო სისტემაში, აგრეთვე საკუთრებაში არსებული წყალსამეურნეო სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები განისაზღვრება აღნიშნული სისტემის მფლობელთან შეთანხმებით.
6. თბოელექტროსადგურებისა და სხვა ისეთი ობიექტებისათვის, სადაც წყალი გამოიყენება აგრეგატების გასაცივებლად, მოხმარებული წყლის ობიექტში ჩაშვებისას ზდჩ-ის ნორმები დგინდება იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ჩამდინარე წყლებში არსებულ ნივთიერებათა კონცენტრაციები არ უნდა აღემატებოდეს წყალაღების ადგილზე არსებულ შესაბამის ფონურ კონცენტრაციებს.
მუხლი 11. ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების (Cზ.დ.ჩ) განსაზღვრა
1. მდინარეში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების (Cზდჩ) განსაზღვრისთვის გამოიყენება შემდეგი ფორმულები:
- შეწონილი ნაწილაკებისთვის:
,
სადაც:
α არის– კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს ჩამდინარე და მდინარის წყლების შერევისა და განზავების დონეს (განზავების უზრუნველყოფის კოეფიციენტი);
Q – მდინარის წყლის საანგარიშო ხარჯი, მ3/წმ;
q – ჩამდინარე წყლის მაქსიმალური ხარჯი, მ3/წმ;
P – მდინარის წყალში შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის შესაძლებელი ზრდა ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემდეგ, მგ/ლ;
Cფ – მდინარის წყალში შეწონილი ნაწილაკების ფონური კონცენტრაცია, მგ/ლ.
ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილებისთვის (ჟბმსრ):
სადაც:
Ct – მდინარის წყალთან ჩამდინარე წყლის შერევის შემდეგ საანგარიშო კვეთში ჟბმსრ-ის ზღვრულად დასაშვები მაჩვენებელი, მგ/ლ;
Cr – მდინარის წყალში ჟბმსრ-ის ფონური მაჩვენებელი, მგ/ლ;
10-Kt – კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს მდინარის წყალში ორგანული ნივთიერებების დაჟანგვის სიჩქარეს.
– სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებებისთვის:
სადაც:
Cზ.დ.კ. – მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წყლის ობიექტის კატეგორიის მიხედვით დადგენილი დამაბინძურებელი ნივთიერების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, მგ/ლ;
Cფ – მდინარის წყალში დამაბინძურებელი ნივთიერებების ფონური კონცენტრაცია, მგ/ლ.
- როძილერის ფორმულის მიხედვით:
სადაც - შუალედური კოეფიციენტი,
რომელიც განისაზღვრება ფორმულით:
სადაც:
L არის მანძილი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილიდან საანგარიშო კვეთამდე მდინარის დინების მიმართულებით (მეტრებში).
α – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს შერევის ჰიდრავლიკურ ფაქტორებს და განისაზღვრება ფორმულით:
α=. i
სადაც:
– კოეფიციენტი, რომელიც არის
დამოკიდებული მდინარეში ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილთან. ნაპირთან
ჩაშვებისას იგი უდრის 1.0-ის, ხოლო წყლის მაქსიმალური სიჩქარეების ადგილას
ჩაშვებისას-1.5-ს.
i – მდინარის სიმრუდის კოეფიციენტი, რომელიც უდრის:
Lფ
i = ____
Lსწ
სადაც:
Lფ – მანძილი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილიდან საანგარიშო კვეთამდე მდინარის დინების მიმართულებით (მეტრებში).
Lსწ – უმოკლესი მანძილი ამ ორ პუნქტს შორის (სწორის მიხედვით), (მეტრებში).
E- ტურბულენტური დიფუზიის კოეფიციენტი, რომელიც უდრის:
Vსაშ Hსაშ
E = ––––––––
200
Vსაშ, Hსაშ – საანგარიშო მონაკვეთზე მდინარის საშუალო სიჩქარე და სიღრმე.
2. წყალსატევში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაციების (C ზდჩ) განსაზღვრა:
წყალსატევში (წყალსაცავებში, ტბებში) ჩაშვებისას ჩამდინარე წყლის განზავება ხდება ორ სტადიად:
საწყისი განზავება (nსაწ) – რომელიც მიმდინარეობს უშუალოდ ჩაშვების ადგილას და ძირითადი განზავება (nძირ) – რომელიც ხდება ჩამდინარე და წყალსატევის წყლების შერევის შედეგად.
სრული განზავება წარმოდგენილია შემდეგი ნამრავლით:
n = nსაწ x nძირ
საწყისი განზავების ანგარიშისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა:
სადაც:
q არის ჩამდინარე წყლების ხარჯი, მ3/წმ;
Hსაშ – წყალსატევის საშუალო სიღრმე ჩამდინარე წყლების ჩაშვების კვეთში, რომელიც იზომება 250 მეტრიან მონაკვეთზე წყალსატევის ნაპირიდან მისი ცენტრის მიმართულებით.
საწყისი განზავების გაანგარიშების შემდეგ ვპოულობთ სრული განზავების
მნიშვნელობას ნომოგრამის მიხედვით (ნახაზი 1), ამისათვის აბსცისას ღერძზე
ვპოულობთ წერტილს, რომელიც შეესაბამება L მანძილს ჩამდინარე წყლების
ჩაშვების ადგილიდან ნაპირზე განლაგებულ უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე. ამ
წერტილიდან გაგვყავს ვერტიკალური ხაზი დახრილ ხაზთან (რომელიც შეესაბამება
Hსაშ) გადაკვეთამდე, შემდეგ მიღებული წერტილიდან გაგვყავს
ჰორიზონტალური ხაზი დახრილ ხაზთან (რომელიც შეესაბამება n საწ)
გადაკვეთამდე. ამ წერტილიდან გაგვყავს ვერტიკალური ხაზი ზედა აბსცისის
გადაკვეთამდე, სადაც ვპოულობთ სრული განზავების მნიშვნელობას (n).
ნახაზი 1. ნომოგრამა სრული განზავების განსაზღვრისათვის ჩამდინარე წყლების წყალსატევის ზედაპირულ ფენებში ჩაშვებისას
წყალსატევში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაციები (C ზდჩ) განისაზღვრება ფორმულებით:
– შეწონილი ნაწილაკებისთვის:
– ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილებისთვის (ჟბმსრ):
- სხვა დამაბინძურბელი ნივთიერებისთვის:
თავი IV. ზდჩ-ის ნორმების პროექტის შემადგენლობა
მუხლი 12. ზდჩ-ის ნორმების პროექტი
1. შესათანხმებლად წარმოდგენილი ზდჩ-ის ნორმების პროექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს:
ა) სატიტულო ფურცელს - დანართი №3, „წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმებს“ - დანართი №4);
ბ) წყლის ობიექტის ჰიდროლოგიურ და ხარისხობრივ დახასიათებას;
გ) მოკლე ცნობებს საწარმოს შესახებ (საწარმოს სიმძლავრე, ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული ნედლეულის და გამოშვებული პროდუქციის დახასიათება, მუშაობის რეჟიმი და ა.შ.);
დ) საწარმოში წყლის გამოყენების დახასიათებას, ჩამდინარე წყლების წყაროების აღწერას, მათ რაოდენობრივ და ხარისხობრივი მახასიათებლებს;
ე) გამწმენდ ნაგებობათა დახასიათებას (საპროექტო და ფაქტიური სიმძლავრე, გაწმენდის მეთოდი, გაწმენდის ტექნოლოგიური სქემა);
ვ) ზდჩ-ის ნორმების გაანგარიშებას;
ზ) ჩამდინარე წყლების ავარიული ჩაშვების თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებებს;
თ) ზდჩ-ის ნორმების დაცვაზე კონტროლს (წყლის გამოყენებისა და ჩაშვების აღრიცხვის ხერხები, ჩამდინარე წყლის ხარისხის საკონტროლო პარამეტრები და სინჯების აღების პერიოდულობა, მონიტორინგის წერტილების GPS კოორდინატები) –„ზდჩ-ის ნორმების მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებათა გეგმას “- დანართი №5.
2. ზდჩ-ის პროექტს თან უნდა დაერთოს:
ა) საწარმოს გენერალური გეგმა წყალსადენ-კანალიზაციის ქსელებისა და ჩამდინარე წყლების წყაროების დატანით;
ბ) საწარმოს განლაგების რაიონის სიტუაციური სქემა ჩამდინარე წყლების მიმღები წყლის ობიექტის, ჩაშვების წერტილებისა და მათი GIS კოორდინატების დატანით.
დანართი №1
მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლების მიმართ
1. საკანალიზაციო სისტემები
1. საკანალიზაციო სისტემების მოწყობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩამდინარე წყლების გაწმენდის მოთხოვნები. საკანალიზაციო სისტემების პროექტირება, მშენებლობა და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებით, ზედმეტი ხარჯების გარეშე და შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით:
2. ურბანული ჩამდინარე წყლების მოცულობა და მახასიათებლები;
3. გაჟონვის თავიდან აცილება;
4.შეგროვებული წყლების ჭარბი წვიმის წყლით დაბინძურების შეზღუდვა.
2. ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან ჩაშვება წყლის მიმღებ ობიექტებში
1.ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება ან მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს როგორც შემავალი დაუმუშავებელი, ისე გამავალი გაწმენდილი ჩამდინარე წყლის რეპრეზენტატული სინჯების აღება წყალჩაშვებამდე. სინჯების აღების წერტილები განსაზღვრული უნდა იყოს გამწმენდი ნაგებობის ტექნიკურ პროექტში.
2.ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვება, რომლის მიმართაც მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტის მე-3 - მე-4 მუხლები (მოსახლეობის ეკვივალენტისა და მიმღები წყლის ტიპის მიხედვით), უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის ცხრილ N1-ით განსაზღვრულ გამწმენდი ნაგებობიდან გამავალი ჩამდინარე წყლის სტანდარტებს (ჟბმ₅, ჟქმ, შეწონილი ნაწილაკები და სხვა შესაბამისი პარამეტრების მიხედვით).
3.სენსიტიურ არეალებში ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის ცხრილ N2-ით განსაზღვრულ დამატებითი გაწმენდის მოთხოვნებს, მათ შორის აზოტისა და ფოსფორის შემცველობაზე.
4.ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილები უნდა შეირჩეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მათი ზემოქმედება წყლის მიმღებ ეკოსისტემაზე, წყალმომარაგების ობიექტებზე, რეკრეაციულ ზონებსა და სხვა მგრძნობიარე სექტორებზე.
3. მონიტორინგისა და შედეგების შეფასების სარეფერენციო მეთოდები
1. თვითმონიტორინგის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი მეთოდები, რომლებიც შეესაბამება მოთხოვნების, სულ მცირე, ქვემოთ აღწერილ დონეს. შესაძლებელია ამ დანართის მე-2 - მე-3 პუნქტებში მითითებული მეთოდების ალტერნატიული ვარიანტების გამოყენებაც იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია, რომ აღნიშნული მეთოდები ეკვივალენტურ შედეგებს უზრუნველყოფენ.
2. ჩამდინარე წყლების ჩაშვებასთან დაკავშირებით ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისა და მათთან შესაბამისობის მიზნით, ჩამდინარე წყლის სინჯების აღება უნდა განხორციელდეს გამწმენდი ნაგებობიდან გამავალი მილის შერჩეულ ერთი და იგივე ადგილიდან (წერტილიდან), ხოლო, საჭიროების შემთხვევაში - გამწმენდი ნაგებობის წყალმიმღებიდანაც.
3. სინჯების აღების მინიმალური წლიური რაოდენობა განისაზღვრება გამწმენდი ნაგებობის სიმძლავრის მიხედვით და წლის განმავლობაში დროის თანაბარი ინტერვალებით:
ა) 2 000 - 9 999 მოსახლეობის ეკვივალენტისთვის: არანაკლებ 12 სინჯი;
ბ) 10 000 - 49 999 მოსახლეობის ეკვივალენტისთვის: არანაკლებ 24 სინჯი;
გ) 50 000 ან მეტი მოსახლეობის ეკვივალენტისთვის: არანაკლებ 48 სინჯი.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ჩამდინარე წყლების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) ცხრილ N1-ით განსაზღვრული პარამეტრებისთვის, გაწმენდილი ჩამდინარე წყალი ჩაითვლება დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობაში, თუ ნორმალური მუშაობის პირობებში თითოეული ცალ-ცალკე განხილული პარამეტრისათვის აღებული ნიმუშები აჩვენებს, რომ შეუსაბამო სინჯების რაოდენობა არ აღემატება ცხრილ N3-ით განსაზღვრულ მითითებულ შეუსაბამო სინჯების მაქსიმალურ რაოდენობას;
ბ) ცხრილ N2-ით განსაზღვრული თითოეული პარამეტრისთვის ნიმუშების წლიური საშუალო მნიშვნელობები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის პარამეტრულ მნიშვნელობებს;
გ) წყლის ხარისხის ექსტრემალური მნიშვნელობები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, როდესაც ისინი გამოწვეულია ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით, მათ შორის ძლიერი ნალექებით.
ცხრილი №1. მოთხოვნები 2000 ან მეტი მოსახლეობის ეკვივალენტის მქონე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მიმართ
| პარამეტრი | კონცენტრაცია (მგ/ლ) | შემცირების მინიმალური პროცენტული მაჩვენებელი(1) | გაზომვის რეფერენსული მეთოდი |
|---|---|---|---|
| ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება (ჟბმ5 20ºC-ზე ) ნიტრიფიკაციის გარეშე(2) | 25 | 70 – 90 40 – (მუხლი 8-ის შესაბამისად) |
ჰომოგენიზებული, გაუფილტრავი, დაუწრეტავი ნიმუში. გახსნილი ჟანგბადის განსაზღვრა ხუთდღიანი ინკუბაციის დაწყებამდე და მის შემდეგ 20ºC ± 1ºC ტემპერატურაზე, სრულ სიბნელეში. ნიტრიფიკაციის ინჰიბიტორის დამატება |
| ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (ჟქმ) | 125 | 75 | ჰომოგენიზებული, გაუფილტრავი, დაუწრეტავი ნედლი ნიმუში. კალიუმის დიქრომატის მეთოდი |
| ჯამური შეწონილი ნაწილაკები | 35 მგ/ლ (10 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტი) 60 (2 000 - 10 000 მოსახლეობის ეკვივალენტი) |
90 (3) (10 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტი) 70 (2 000 - 10 000 მოსახლეობის ეკვივალენტი) |
- რეპრეზენტატიული ნიმუშის გაფილტვრა 0,45 µm მემბრანით. გაშრობა 10ºC-ზე და აწონვა. - რეპრეზენტატიული ნიმუშის ცენტრიფუგირება (სულ მცირე 5 წუთის განმავლობაში 2 800 - 3 200 g საშუალო აჩქარებით) გაშრობა 105ºC-ზე და აწონვა. |
(1) შემცირება შემავალი წყლის დატვირთვასთან მიმართებით.
(2) პარამეტრი შეიძლება სხვა პარამეტრით ჩანაცვლდეს: საერთო ორგანული ნახშირბადი ან ჟანგბადის ჯამური მოთხოვნილება, იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელია კავშირის დადგენა ჟბმ5-სა და შემცვლელ პარამეტრს შორის.
(3) მოთხოვნა არ არის სავალდებულო.
სალექარებიდან გამომავალი ჩამდინარე წყლების ანალიზი გაფილტრულ ნიმუშებზე უნდა ჩატარდეს. თუმცა, წყლის გაუფილტრავ ნიმუშებში ჯამური შეწონილი მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია 150 მგ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ცხრილი №2. მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებისათვის იმ ჩამდინარე წყლების მიმართ, რომელთა ჩაშვება სენსიტიურ არეალებში ხდება
| პარამეტრი | კონცენტრაცია (მგ/ლ) | შემცირების მინიმალური პროცენტული მაჩვენებელი (1) | გაზომვის რეფერენსული მეთოდი |
|---|---|---|---|
| საერთო ფოსფორი | 2 მგ/ლ P (10 000 - 100 000 მოსახლეობის ეკვივალენტი) 1 მგ/ლ P (100 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტი) |
80 | მოლეკულურ- აბსორბციული სპექტროფოტომეტრია |
| საერთო აზოტი(2) | 15 მგ/ლ N (10 000 - 100 000 მოსახლეობის ეკვივალენტი) 10 მგ/ლ N (100 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტი) |
70 - 80 | მოლეკულურ- აბსორბციული სპექტროფოტომეტრია |
(1) შემცირება შემავალი წყლის დატვირთვასთან მიმართებით.
(2) ჯამური აზოტი არის: კიელდალის აზოტის (ორგანული N + NH4), ნიტრატული (NO3) აზოტის და ნიტრიტული (NO2) აზოტის ჯამი.
ცხრილი №3. ჩამდინარე წყლებიდან 1 წლის განმავლობაში აღებული სინჯებისა და შეუსაბამო სინჯების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა
| ერთი წლის განმავლობაში აღებული სინჯების რაოდენობა | შეუსაბამო სინჯების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა |
|---|---|
4-7 8-16 17-28 29-40 41-53 54-67 68-81 82-95 96-110 111-125 126-140 141-155 156-171 172-187 188-203 204-219 220-235 236-251 252-268 269-284 285-300 301-317 318-334 335-350 351-365 |
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 |
ცხრილი №4. მოთხოვნები 2000-ზე ნაკლები მოსახლეობის ეკვივალენტის მქონე ურბანული ჩამდინარე წყლების მიმართ
|
|
|
შემცირების მინიმალური პროცენტული მაჩვენებელი |
|---|---|---|---|
| ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №2
სენსიტიური არეალების განსაზღვრის კრიტერიუმები
წყლის ობიექტი უნდა განისაზღვროს, როგორც სენსიტიური არეალი, თუ ის განეკუთვნება შემდეგი ჯგუფებიდან ერთ-ერთს:
1.მტკნარი წყლის ბუნებრივი ტბები, მტკნარი წყლის სხვა ობიექტები, ესტუარი და სანაპირო წყლები, რომლებიც ითვლება ევტროფულად;
2. სასმელი წყლის ამოსაღებად განკუთვნილი ზედაპირული მტკნარი წყლის ობიექტები.
დანართი №3
სატიტულო ფურცელი
შეთანხმებულია
––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––
(უფლებამოსილი პირის
სახელი, გვარი, თანამდებობა)
–––-----–––––––––––––––––––––––––––
(უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)
ბ.ა. „ “ ––––– წ.
ზდჩ შეთანხმებულია „ “ –––––– წ.
„ “ –––––––– წ. ვადამდე
სარეგისტრაციო ნომერი –––––––
ზდჩ გაგრძელებულია „____“ _________ წ.
„ “ –––––––– წ. ვადამდე
წყალმოსარგებლის რეკვიზიტები:
1. დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. წყალმოსარგებლის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი და ელექტრონული ფოსტა, წყალსარგებლობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ტელეფონი:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. ზდჩ შეთანხმებულია ჩამდინარე წყლების ჩაშვების ––––– (რაოდენობა) წერტილისათვის (ჩაშვების სქემა თან ერთვის).
4. ზდჩ პროექტის დამამუშავებელი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი:
დანართი №4
წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმები
1. საწარმო (ორგანიზაცია) –––––––––––––––––––––––––––––––––
2. ჩაშვების წერტილის № ––––––
3. ჩამდინარე წყლის კატეგორია –––––––––––––––––
4. მიმღები წყლის ობიექტის კატეგორია და დასახელება ––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. ჩამდინარე წყლის ხარჯი––––––მ3/სთ. (მაქსიმალური), ––––––––––– ათას მ3/წელ.
6. შეთანხმებული ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმები (სხვა ნივთიერებების ჩაშვება აკრძალულია):
| № | ინგრედიენტი | დასაშვები კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში, მგ/ლ | შეთანხმებული ზდჩ-ის ნორმა | |
|---|---|---|---|---|
| გ/სთ. | ტ/წელ. | |||
| შეწონილი ნაწილაკები (TSS) | ||||
| ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილება (ჟბმ5 20°C) (BOD5) | ||||
| ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (ჟქმ) (COD) | ||||
| საერთო ფოსფორი (TP) | ||||
| საერთო აზოტი (TN) | ||||
7. ჩამდინარე წყლის ფიზიკური/ქიმიური და მიკრობიოლოგიური თვისებების დამტკიცებული მაჩვენებლები:
ა) მცურავი მინარევები (ვიზუალური მაჩვენებლები):
ბ) ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ა ზან-ები), მგ/ლ;
გ) ტემპერატურა (°C);
დ) წყალბადის მაჩვენებელი (pH);
ე) გახსნილი ჟანგბადი (DO), მგ/ლ;
ვ) ელექტროგამტარობა (EC), µS/cm;
ზ) ნაწლავის ჩხირი (E.coli), MPN/100 მლ.
ბ.ა
საწარმოს ხელმძღვანელი –––––––––––––
დანართი №5
ზდჩ-ის ნორმების მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებათა გეგმა
| ღონისძიება | რეალიზაციის ვადები | შემსრულებელი ორგანიზაცია | მიღწეული წყალდაცვითი შედეგი |
|---|---|---|---|
საწარმოს ხელმძღვანელი
––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა, სახელი, გვარი)
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე“?
- „ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 17.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №334. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025883.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე“, №334, 17.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025883 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6948686/