ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2026 წლის 24 ივლისი ქ. ლანჩხუთი |
|
2. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. სამსახურის მისამართია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ.№37.
ა) სამსახურის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
ა) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების, მუნიციპალური სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების კოორდინაცია;
გ) ძეგლთა დაცვის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
დ) წინადადებების შემუშავება მის სფეროს მიკუთვნებული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) მოსახლეობის სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების ხელშეწყობა;
ბ) მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;
გ) საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;
დ) სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
ვ) სპორტული ღონისძიებების წლიური პროგრამების შემუშავება;
ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება;
თ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსებისა და ახალგაზრდული დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ბ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა;
გ) შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინირებულად მუშაოების უზრუნველყოფა;
ე) ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ვ) წინადადებების შემუშავება მის სფეროს მიკუთვნებული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
დ) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;
ი) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნისას – სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, მერის დავალებით;
4. განყოფილების უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
5. განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზედმიწევნით შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) ეკონომიურად და რაციონალურად გამოიყენონ მუნიციპალიტეტის ქონება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.112.016604.
- სად არის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016604 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6949366/