სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.03.2007
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №159
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.043
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 13/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
- გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 31.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:13.1pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:13.1pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 52.05pt 27.0pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.043
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №159
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-12 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 ივნისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის ფორმა (დანართი №1) და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის IV ნაწილი – ,,ლატარიის მოწყობაზე მოსაკრებლის გაანგარიშება“ და მისი შევსების წესი (ინსტრუქციის მე-5 მუხლი) ძალაშია „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1032 ბრძანება ,,სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციისა და ,,სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმის“ დამტკიცების თაობაზე.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №894 ბრძანება ,,სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
გსნ
გვერდი
ფ\პ პნ
ინსტრუქცია
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. ინსტრუქცია შემუშავებულია ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-12 პუნქტების საფუძველზე და განსაზღვრავს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის შევსების წესს.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დეკლარაცია წამახალისებელი გათამაშების, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის და ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ შესაბამის საგადასახადო ორგანოებს წარედგინება და მოსაკრებელი გადაიხდება ყოველკვარტალურად არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
3. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
მუხლი 2🔗. დეკლარაციის I ნაწილის შევსების წესი
1. სტრიქონში – ,,დეკლარაციის სახე“ ჩაიწერება ციფრი ,,1“, თუ დეკლარაცია გასული საგადასახდო პერიოდისაა, ხოლო ციფრი ,,2“, თუ შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაციაა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წილადის შემდეგ უჯრაში ჩაიწერება იმ საგადასახადო პერიოდის დეკლარაციის ნომერი რომლის დაზუსტებაც ხდება. მაგალითად, თუ დეკლარაცია წარმოადგენს მე-3 კვარტალის დაზუსტებულ დეკლარაციას, ჩანაწერს ექნება სახე 2/3, სადაც 2 ნიშნავს, რომ დეკლარაცია არის არა პირველადი, არამედ დაზუსტებული, ხოლო 3 ნიშნავს, რომ აღნიშნული დეკლარაციით ხორციელდება მე-3 კვარტალის შესწორება.
2. სტრიქონში – ,,საანგარიშო კვარტალი“ იწერება იმ კვარტალის რიგითი ნომერი ციფრებით (1-დან – 4-მდე) და კვარტალი – სიტყვიერად, რომლის დეკლარაციასაც იგი წარმოადგენს.
3. სტრიქონზე – ,,საგადასახადო ორგანოს დასახელება“ მიეთითება ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია.
4. სტრიქონზე – ,,გადასახადის გადამხდელი“ მიეთითება გადამხდელის სრული დასახელება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება. ინდ. მეწარმის შემთხვევაში მიეთითება მისი სახელი და გვარი სრულად (შემოკლების გარეშე), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
5. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ან მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი.
6. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარმოდგენა ხდება საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის მიერ – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა.
მუხლი 3🔗. დეკლარაციის II ნაწილის შევსების წესი
დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მუშაკის მიერ და აღინიშნება დეკლარაციის წარდგენის შესახებ მონაცემები, კერძოდ:
ა) დეკლარაციის წარდგენის ფორმა – ფოსტითაა გაგზავნილი, თუ წარდგენილია პირადად;
ბ) დეკლარაციის გვერდებისა და დანართების რაოდენობა;
გ) დეკლარაციის წარდგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თუ ფოსტითაა გაგზავნილი – ფოსტაში ჩაბარების თარიღი;
დ) დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი;
ე) მიეთითება საგადასახადო ორგანოს იმ მუშაკის სახელი და გვარი (გარკვევით), რომელმაც ჩაიბარა დეკლარაცია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და სათანადო აღნიშვნა გააკეთა II ნაწილში, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.
მუხლი 4🔗. დეკლარაციის III ნაწილის შევსების წესი
1. დეკლარაციის III ნაწილი ივსება იმ გადამხდელების მიერ, რომლებიც ახორციელებენ წამახალისებელ გათამაშებას და/ან სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებს და განისაზღვრება სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიებისა) კვარტალური მოსაკრებლის ოდენობა.
2. მე-2 სვეტში შეიტანება წამახალისებელი გათამაშებისა და/ან სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ წამახალისებელი გათამაშების მომწყობი პირი ერთდროულად ორგანიზებას უკეთებს რამდენიმე გათამაშებას, დეკლარაციაში უნდა აისახოს თითოეული წამახალისებელი გათამაშება ცალ-ცალკე.
3. მე-3 სვეტში ანალოგიური წესით შეიტანება მხოლოდ წამახალისებელი გათამაშების (გათამაშებების), საპრიზო ფონდების ოდენობა (ლარებში).
4. მე-4 სვეტში შეიტანება წამახალისებელი გათამაშების (გათამაშებების) პერიოდის დასასრული.
5. მე-5 სვეტს ავსებს მხოლოდ წამახალისებელი გათამაშების მომწყობი პირი და მასში შეიტანება მონაცმები საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის შესახებ.
6. მე-6 სვეტს ავსებს მხოლოდ წამახალისებელი გათამაშების მომწყობი და უთითებს გაუთამაშებელი საპრიზო ფონდის დარჩენილ თანხას.
7. მე-7 სვეტში შეიტანება წამახალისებელ გათამაშებაზე (%-ში) და/ან სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე (ლარებში) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთ(ებ)ი.
8. მე-8 სვეტში შეიტანება მოსაკრებლის თანხა (ოდენობა) ლარებში. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის შემთხვევაში მოსაკრებლის თანხა ტოლია მე-7 სვეტში აღნიშნული თანხისა (სვტ.7=სვტ.8). ხოლო, წამახალისებელი გათამაშების შემთხვევაში იგი განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის (თანხის) გამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე (სვტ.5Xსვტ.7). ამასთან, ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულების (თანხის) გამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე (სვტ.5+სვტ.6)Xსვ.7.
9. მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
მუხლი 5🔗. დეკლარაციის IV ნაწილის შევსების წესი
1. დეკლარაციის IV ნაწილი ივსება იმ გადამხდელების მიერ, რომლებიც ახორციელებენ ლატარიების მოწყობას.
2. მე-2 სვეტში: ,,ლატარიის დასახელება“ – გათამაშების მიხედვით მიეთითება ლატარიის სახელწოდება.
3. მე-3 სვეტში: ,,საპრიზო ფონდი“ – მიეთითება ლატარი(ებ)ის საპრიზო ფონდ(ებ)ის ოდენობა (ლარებში).
4. მე-4 სვეტში: ,,გათამაშების პერიოდის დასასრული“ – შეიტანება ლატარიის (ლატარიების) გათამაშების პერიოდის დასასრული.
5. მე-5 სვეტში შეიტანება საანგარიშო კვარტალში ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების რაოდენობა (ლარებში).
6. მე-6 სვეტში ჩაიწერება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი განაკვეთები.
7. მე-7 სვეტში შეიტანება მოსაკრებლის თანხა (ოდენობა) ლარებში.
8. მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
9. გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.