„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/78
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.088.016146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/78

2026 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/08/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016092) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორის მოადგილესა და სტრუქტურული ერთეულების უფროსებზე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33 პუნქტები:

„31. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

32. დირექტორის მოადგილე:

ა) კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ავიზებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) ასრულებს ამ დებულებით, კანონმდებლობითა და დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

33. დირექტორის მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება დირექტორის გათავისუფლებისთანავე/უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. დირექტორის მოადგილის გათავისუფლების სხვა საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო მათი ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირი.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ახალი დირექტორის დანიშვნამდე, მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. აგრეთვე მინისტრი უფლებამოსილია დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ან მისი არყოფნისას დირექტორის ფუნქციების დროებით შესრულება დააკისროს სხვა პირს.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შუამდგომლობს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის დავალებებს;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/78. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.088.016146.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №05/78, 21.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016146 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6950507/