ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-314 |
|
2026 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
ა) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადის ფორმა (დანართი 1);
ბ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმა (დანართი 2).
|
📎 დანართები (2)
danarti 1.doc DOC ⬇
დანართი 1
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადის ფორმა
საქმიანობის განმახორციელებელი: [_____________]
იურიდიული მისამართი: [________________]
საქმიანობის სახე: [________________]
საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი მისამართი: [________________]
|I. ზოგადი მონაცემები |
|I.1. განაცხადის წარდგენის საფუძველი |ახალი საქმიანობა | |
| |არსებული ობიექტის ფარგლებში ახალი საქმიანობის დაწყება ან| |
| |არსებითი ცვლილება მიმდინარე საქმიანობაში | |
| |ნებართვის გადახედვა | |
|I.2. საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ |
|I.2.1 |დასახელება | |
| |მისამართი | |
| |ტელეფონი | |
| |ელ. ფოსტის მისამართი | |
|I.2.2 |საიდენტიფიკაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი | |
|I.2.3 |საკონტაქტო პირი და საკონტაქტო მონაცემები | |
|I.3. საქმიანობის განხორციელების ტერიტორიის შესახებ |
|I.3.1 |ადგილმდებარეობა (GPS კოორდინატები) | |
| |მისამართი და საკადასტრო კოდი | |
| |ტელეფონის ნომერი | |
| |ელ.ფოსტის მისამართი | |
|I.3.2 |მიწის ნაკვეთ(ებ)ის მფლობელის დასახელება, სადაც | |
| |ხორციელდება ან დაგეგმილია საქმიანობა/საქმიანობები | |
|I.3.3 |ინფორმაცია საქმიანობ(ებ)ის ალტერნატიული | |
| |ადგილმდებარეობ(ებ)ის შესახებ (ახალი საქმიანობებისთვის) | |
|I.4. სამრეწველო საქმიანობის სახე | |
|I.5. თანამშრომლები და საინვესტიციო ხარჯები |
|I.5.1 |ობიექტზე დასაქმებული ადამიანების რაოდენობა | |
|I.5.2 |სრული ხარჯი, ახალი ინვესტიციების ჩათვლით | |
|II. შემაჯამებელი მონაცემები საქმიანობ(ებ)ისა და გაცემული ნებართვის/ნებართვების შესახებ |
|II.1. იმ საქმიანობ(ებ)ის მოკლე აღწერა, რომლისთვისაც ხდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოთხოვნა |
|II.1.1 |საქმიანობ((ებ)ის მოკლე აღწერა | |
|II.1.2 |სამუშაო საათების და დღეების რაოდენობა კვირაში, ასევე | |
| |სამუშაო საათებისა და დღეების რაოდენობა წელიწადში | |
|I.1.3 |ობიექტის მშენებლობის/მოდერნიზაციის დაგეგმილი თარიღი | |
|I.1.4 |საწარმოო სიმძლავრე და ფაქტობრივი/ დაგეგმილი წლიური/ | |
| |დღიური/ საათობრივი წარმოების მოცულობა | |
|I.1.5 |საქმიანობის დაწყების დაგეგმილი თარიღი | |
|I.1.6 |ტრანსპორტირება ობიექტამდე და პირიქით | |
|I.1.7 |მონაცემები ენერგორესურსების, წყლისა და ნედლეულის და | |
| |დამხმარე მასალების მოხმარების შესახებ | |
| |(1.2 დანართში მოცემული ცხრილებიდან) | |
|I.1.8 |იმ ხარჯების აღწერა, რომლებიც დაკავშირებულია გამოყენებულ| |
| |საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან (BAT) და/ან დაგეგმილ| |
| |აქტივობებთან, რათა მიღწეულ იქნეს BAT სტანდარტი (აღწერა | |
| |ეფუძნება არსებული პირობებისა და BAT-ის მისაღწევად | |
| |საჭირო პირობების ანალიზის შედარებას) | |
|I.1.9 |განაცხადის წარდგენის მიზეზი და მოსალოდნელი ცვლილებები, | |
| |არსებულ ოპერაციებთან შედარებით (არსებული | |
| |ობიექტებისთვის) | |
|I.1.10 |განაცხადის ფორმის შესავსებად გამოყენებული მასალების | |
| |ჩამონათვალი | |
|II.2.ა. მონაცემები ობიექტის დოკუმენტაციის შესახებ (ნებართვები, ლიცენზიები, შეთანხმებები) |
|დოკუმენტი 1: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|დოკუმენტი 2: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|დოკუმენტი 3: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|დოკუმენტი 4: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|დოკუმენტი 5: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|II.2.ბ. მონაცემები ობიექტის დოკუმენტაციის შესახებ (ნებართვები, ლიცენზიები, თანხმობები), რომლებიც დაკავშირებულია ჩამდინარე წყლებთან |
|თუკი საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს ჩამდინარე წყლების გაწმენდას ადგილზე, საჭიროა შემდეგი ინფორმაციის მოწოდება: |
|დოკუმენტი 1: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|დოკუმენტი 2: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|დოკუმენტი 3: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|II.2.ბ.1 |მონაცემები ობიექტზე წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების | |
| |გამწმენდი საკუთარი ნაგებობის ექსპლუატაციის შესახებ | |
|II.2.ბ.2 |მონაცემები ჩამდინარე წყლების ჩაშვების ნებართვიდან და | |
| |სადრენაჟო სისტემის მიმოხილვა ჩამდინარე წყლების | |
| |სადრენაჟო სისტემაში ჩაშვების ერთი ან მეტი | |
| |წერტილისთვის | |
|თუკი საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს, რომ ჩამდინარე წყლები გასაწმენდად გადასცეს სხვა ობიექტს, საჭიროა შემდეგი ინფორმაციის მოწოდება: |
|II.2.ბ.3 |ჩამდინარე წყლების გასაწმენდად მიმღების დასახელება | |
| |ადგილმდებარეობა (GPS კოორდინატები) | |
| |ფაქტობრივი მისამართი | |
| |საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა) | |
|II.2.ბ.4 |მონაცემები საქმიანობის განმახორციელებელსა და წყლის | |
| |გამწმენდი ნაგებობის ოპერატორს შორის არსებული | |
| |ხელშეკრულების შესახებ (ნომერი, თარიღი და ა.შ.) | |
|II.2.ბ.5 |კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ნებართვები, ლიცენზიები, თანხმობები ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის |
| |ოპერირებასთან დაკავშირებით |
|დოკუმენტი 1: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|დოკუმენტი 2: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|დოკუმენტი 3: |
|გამცემი ორგანო | |
|გაცემის თარიღი | |
|დოკუმენტის ნომერი | |
|II.3. მოკლე ანგარიში გარემოზე ზემოქმედების და ემისიების შესახებ: |
|II.3.1 |ატმოსფერული ჰაერი | |
|II.3.2 |წყალი | |
|II.3.3 |ნიადაგი | |
|II.3.4 |ნარჩენები | |
|II.3.5 |ხმაური და ვიბრაცია გარემოში | |
|II.3.6 |ავარიების რისკების შეფასება | |
|II.3.7 |II.3.1. - II.3.6 პუნქტებში აღწერილ ზემოქმედებათა | |
| |მახასიათებლები | |
|III. დეტალური მონაცემები ობიექტის, პროცესებისა და პროცედურების შესახებ |
|III.1. ადგილმდებარეობა |
|III.1.1 |გის (გეოინფორმაციული სისტემების) კოორდინატები | |
| |Shape-ფაილებთან ერთად | |
|III.1.2 |ობიექტის ტერიტორიის და ადგილმდებარეობის აღწერა | |
| |(თანდართული რუკის შესაბამისად, 1:25.000 მასშტაბის | |
| |გამოყენებით) | |
|III.1.3 |ყველა შენობის, ნაგებობის და მათი საქმიანობების აღწერა | |
| |ტერიტორიის ფარგლებში (თანდართული რუკის/ნახაზის | |
| |შესაბამისად, 1:III.1.000 ან 1:5.000 მასშტაბის | |
| |გამოყენებით) | |
|III.1.4 |ინფორმაცია ობიექტის კავშირის შესახებ ადგილობრივ | |
| |ინფრასტრუქტურასთან | |
|III.1.5 |ინფორმაცია მიმდებარე ტერიტორიების გამოყენების შესახებ | |
| |(ობიექტების/ნაგებობების ტიპები და განხორციელებული | |
| |საქმიანობები) | |
|III.1.6 |მონაცემები დაცული ტერიტორიების შესახებ | |
|III.2. გარემოსდაცვითი მართვა |
|III.2.1 |გარემოსდაცვითი პოლიტიკა | |
|III.2.2 |გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS) | |
|III.2.3 |ანგარიშგება | |
|III.2.4 |კარგი მართვის პრაქტიკა | |
|III.3. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება |
|III.3.1 |ობიექტის, საწარმოო პროცესის და სამუშაო პროცესის აღწერა | |
|III.3.2 |მონაცემები პროცესის შეფასებისთვის გამოყენებული | |
| |საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ | |
|III.3.3 |განხორციელებული პროცესის შედარება შესაბამის BAT-თან | |
|III.3.4 |სახიფათო ნივთიერებების ჩანაცვლება | |
|III.3.5 |შეთავაზებული ტექნოლოგიის, ტექნიკისა და ღონისძიებების | |
| |ძირითადი ალტერნატივები, რომლებიც გამოიკვლია | |
| |განმცხადებელმა - მოკლედ. | |
|III.4. რესურსების მოხმარება |
|III.4.1 |ნედლეული, დამხმარე და სხვა მასალები | |
|III.4.1.1 |ქიმიური ნივთიერებების შესანახად განკუთვნილი | |
| |რეზერვუარები და სხვა ნაგებობები (1.2 დანართის 1-4 | |
| |ცხრილების შესაბამისად) | |
|III.4.2 |ენერგორესურსები (1.2 დანართის 5-9 ცხრილების მონაცემთა | |
| |შესაბამისად) | |
|III.4.3 |წყალი (1.2 დანართის 10, 32, 33 და 34 ცხრილების | |
| |შესაბამისად) | |
|III.4.4 |მონაცემები ყველა დოკუმენტიდან რესურსების გამოყენების | |
| |უფლების თაობაზე დანართში | |
|III.5. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში (1.2 დანართის 11-21 ცხრილების მონაცემთა შესაბამისად) |
|III.5.1 |მავნე ნივთიერებების აირმტვერდამჭერი დანადგარები | |
|III.5.2 |მავნე ნივთიერებების ემისიის სტაციონარული წყაროები | |
|III.5.3 |მავნე ნივთიერებების ემისიის დიფუზური (დისპერსიული) | |
| |წყაროები | |
|III.5.4 |ძლიერი სუნის მქონე ნივთიერებებისგან წარმოქმნილი | |
| |ემისიები ჰაერში | |
|III.5.5 |მავნე ნივთიერებების ემისიების ზემოქმედება ატმოსფერული | |
| |ჰაერის ხარისხზე | |
|III.5.6 |კონტროლი და გაზომვა | |
|III.5.7 |ანგარიშგება | |
|III.6. დამაბინძურებელი და სახიფათო ნივთიერებების ემისიები წყალში (1.2 დანართის 22-31 ცხრილების მონაცემთა შესაბამისად) |
|III.6.1 |ჩამდინარე წყლების წმენდა | |
|III.6.2 |ჩამდინარე წყლების შემკრები და გამწმენდი ნაგებობები | |
|III.6.3 |ჩამდინარე წყლების ემისიები | |
|III.6.4 |ზემოქმედება წყლის ობიექტების ხარისხზე | |
|III.6.5 |კონტროლი და გაზომვა | |
|III.6.6 |ანგარიშგება | |
|III.7. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვა (1.2 დანართის 23-31 ცხრილების მონაცემთა შესაბამისად) |
|III.7.1 |დაბინძურების დონე იმ შემთხვევაში, თუ ჩამდინარე წყლები | |
| |ობიექტიდან ჩაედინება უშუალოდ მიწისქვეშა წყალში | |
|III.7.2 |დაბინძურების დონე იმ შემთხვევაში, თუ ჩამდინარე წყლები | |
| |ობიექტიდან არ ჩაედინება უშუალოდ მიწისქვეშა წყალში | |
|III.8. ნარჩენების მართვა (1.2 დანართის 35-37 ცხრილების მონაცემთა შესაბამისად) |
|III.8.1 |ნარჩენების მართვის გეგმა | |
|III.8.2 |ნარჩენების წარმოქმნა | |
|III.8.3 |ნარჩენების შეგროვება და სეპარირება | |
|III.8.4 |ნარჩენების დროებითი შენახვა | |
|III.8.5 |ნარჩენების ტრანსპორტირება | |
|III.8.6 |ნარჩენების აღდგენა | |
|III.8.6.1 |საკუთარი დანადგარები, ნაგებობები და ტექნოლოგიები | |
|III.8.6.2 |ნარჩენების გაგზავნა სხვა ოპერატორთან აღსადგენად | |
|III.8.7 |ნარჩენების განთავსება | |
|III.8.7.1 |საკუთარი ობიექტები/ნაგებობები და ტექნოლოგიები | |
|III.8.7.2 |ნარჩენების გაგზავნა განთავსებისთვის სხვა ოპერატორთან | |
|III.8.8 |ნარჩენების დაგეგმილი მართვის ზემოქმედების შეფასება | |
|III.8.9 |კონტროლი და გაზომვა (ანალიზი) | |
|III.8.10 |დოკუმენტირება და ანგარიშგება | |
|III.9. ხმაური და ვიბრაცია (1.2 დანართის 38-ე ცხრილის მონაცემთა შესაბამისად) |
|III.9.1 |წყაროები | |
|III.9.2 |ემისიები | |
|III.9.3 |კონტროლი და გაზომვა | |
|III.9.4 |ანგარიშგება | |
|III.10. ავარიების რისკების შეფასება | |
|III.11. ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებულ (გარდამავალ) პირობებთან დაკავშირებული ღონისძიებები |
|III.11.1 |ობიექტის ოპერირების დაწყება (Start-up), თუ არსებობს | |
| |გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების რისკი | |
|III.11.2 |ხარვეზები გაჟონვის სახით | |
|III.11.3 |ობიექტის ოპერაციების დაუყოვნებელი შეჩერება | |
|III.11.4 |ოპერაციის დროებით შეწყვეტა | |
|III.12. ობიექტის ან მისი ნაწილების საქმიანობის საბოლოოდ შეწყვეტა | |
|III.13. იმ მონაცემების არატექნიკური რეზიუმე, რომლებსაც ეფუძნება განაცხადი |
|III.13.1 |მონაცემები საქმიანობის განმახორციელებლის და საქმიანობის| |
| |ტერიტორიის შესახებ | |
|III.13.2 |იმ საქმიანობების მახასიათებლები, რომელთათვისაც | |
| |შემოტანილ იქნა განაცხადი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი | |
| |ნებართვის მისაღებად (საწარმოო პროცესის აღწერა) | |
|III.13.3 |იმ საქმიანობების აღწერა, რომლებიც მნიშვნელოვან | |
| |ზემოქმედებას ახდენს გარემოზე: | |
|III.13.3.1 |გამოყენებული რესურსები, ენერგორესურსები და წყალი და | |
| |მათი მოხმარების შესამცირებელი ღონისძიებების აღწერა | |
|III.13.3.2 |ძირითადი ნედლეული და დამხმარე მასალები და მათი | |
| |გამოყენება | |
|III.13.3.3 |სახიფათო ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და მათი | |
| |ჩანაცვლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები | |
|III.13.3.4 |საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება | |წყაროები/ნორმატულ-ტექნიკური |
| | | |დოკუმენტები |
|III.13.3.5 |ძირითადი ემისიების ჩვენება (კონცენტრაციები და ჯამური | | |
| |წლიური ემისიები) ჰაერში, წყალში, ნიადაგში, ნარჩენების | | |
| |ძირითადი ნაკადები და მათი მართვა, ხმაური და ვიბრაცია | | |
| |გარემოში | | |
|III.13.3.6 |დაბინძურების შესაძლო ზემოქმედება ადამიანის | | |
| |ჯანმრთელობაზე, ჰაერის და წყლის ხარისხსა და ნიადაგზე | | |
|III.13.3.7 |ავარიების პრევენციისა და ზემოქმედების მინიმუმამდე | | |
| |დაყვანის ღონისძიებები | | |
|III.13.3.8 |გეგმები, მათ შორის,, კონკრეტული საწარმოო ერთეულების ან | | |
| |პროცესების გაფართოება და გაუმჯობესება | | |
|III.13.4 |გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების მოკლე აღწერა | | |
| |მთლიანობაში, მათ შორის,, გარემოს ერთი მედიიდან მეორეში | | |
| |დაბინძურების გადატანის შესაძლებლობის, დაგეგმილი | | |
| |ღონისძიებების, ასევე ტრანს-სასაზღვრო ზემოქმედების | | |
|III.13.5 |ემისიის შეთავაზებული დონეების დასაბუთება | | |
|დანართი: |
|ა) განაცხადში მოცემული ინფორმაციის შესაბამისი ცხრილები, მათ შორის,, 1.2 დანართის შესაბამისად, გრაფიკები (დიაგრამები), რუკები და ნახაზები; |
|ბ) Shape-ფაილები; |
|გ) გაცემული ნებართვების, ლიცენზიების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების ასლები; |
|დ) გეგმა-გრაფიკი BAT-ის დასანერგად III.4 – III.10 თავებისთვის; |
|ე) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში - ასევე |
|დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); |
|ვ) სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგალითად, საბაზისო ანგარიში. |
პასუხისმგებელი პირი [_____________/_____________]
(სახელი და გვარი გარკვევით/ხელმოწერა)
[___________]
(თარიღი)
ინსტრუქცია
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადის ფორმის შესავსებად
მუხლი 1. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ზოგად მონაცემებს
ა.ა) განაცხადის წარდგენის საფუძვლის შესახებ;
ა.ბ) საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ;
ა.გ) საქმიანობის განხორციელების ტერიტორიის შესახებ;
ა.დ) სამრეწველო საქმიანობის სახის შესახებ;
ა.ე) დასაქმებული თანამშრომლების და საინვესტიციო ხარჯების შესახებ.
ბ) შემაჯამებელ მონაცემებს საქმიანობ(ებ)ის და გაცემული ნებართვ(ებ)ის შესახებ:
ბ.ა) იმ საქმიანობ(ებ)ის მოკლე აღწერა, რომლისთვისაც ხდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოთხოვნა;
ბ.ბ) ობიექტის დოკუმენტაციასთან (ნებართვები, ლიცენზიები, შეთანხმებები) დაკავშირებული მონაცემები;
ბ.გ) მოკლე ანგარიში გარემოზე ზემოქმედების და ემისიების შესახებ.
გ) დეტალურ მონაცემებს ობიექტის, მისი საწარმოო პროცესებისა და პროცედურების შესახებ:
გ.ა) ადგილმდებარეობა;
გ.ბ) გარემოსდაცვითი მართვა;
გ.დ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება;
გ.ე) რესურსების მოხმარება;
გ.ვ) ემისიები ატმოსფერულ ჰაერში;
გ.ზ) მავნე და სახიფათო ნივთიერებების ემისიები წყალში;
გ.თ) ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვა;
გ.ი) ნარჩენების მართვა;
გ.კ) ხმაური და ვიბრაცია;
გ.ლ) ავარიების რისკების შეფასება;
გ.მ) ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებულ (გარდამავალ) პირობებთან დაკავშირებული ღონისძიებები;
გ.ნ) ობიექტის ან მისი ნაწილების საქმიანობის საბოლოოდ შეწყვეტა;
გ.ო) იმ მონაცემების არატექნიკური რეზიუმე, რომლებსაც ეფუძნება განაცხადი.
მუხლი 2. განაცხადს თან უნდა დაერთოს:
ა) განაცხადში მოცემული ინფორმაციის შესაბამისი ცხრილები, მათ შორის,, 1.2 დანართის შესაბამისად, ასევე, გრაფიკები (დიაგრამები), რუკები და ნახაზები;
ბ) Shape-ფაილები;
გ) გაცემული ნებართვების, ლიცენზიების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების ასლები;
დ) გეგმა-გრაფიკი BAT-ის დასანერგად III.4 – III.10 პუნქტებისთვის;
ე) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში - ასევე, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
ვ) გარემოზე ზემოქმედების ანგარიში „სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
თ) სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგალითად, საბაზისო ანგარიში, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის ან/და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობის ანგარიში და სხვა.
მუხლი 3. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად, საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს განაცხადს წარუდგენს ელექტრონული ფორმით.
მუხლი 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადის ფორმის შესავსებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად ამომწურავი ინფორმაცია/მონაცემები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე:
I.1. განაცხადთან დაკავშირებით
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადის წარმოდგენის საფუძველი:
• ახალია საქმიანობა – ახალი ობიექტის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
• არსებული ობიექტის ფარგლებში ახალი საქმიანობის დაწყება ან არსებითი ცვლილება მიმდინარე საქმიანობაში;
• ნებართვის გადახედვა.
თუ განაცხადის რომელიმე ნაწილი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, როგორიცაა სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება ან პერსონალური მონაცემები, მიუთითეთ, თუ რომელ ნაწილს მიესადაგება იგი.
2. საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ
პუნქტებში I.2.1 – I.2.3 მიუთითეთ ყველა მონაცემი საქმიანობის განმახორციელებელთან დაკავშირებით, მათ შორის,, დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია.
3. საქმიანობის განხორციელების ტერიტორიის შესახებ
პუნქტებში I.3.1 – I.3.3 მიუთითეთ ზოგადი ინფორმაცია და მონაცემები ობიექტისა და მისი გარემოს შესახებ (ადგილმდებარეობა (GPS კოორდინატები), მისამართი და საკადასტრო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია, მიწის ნაკვეთ(ებ)ის მფლობელის დასახელება, სადაც ხორციელდება ან დაგეგმილია საქმიანობა/საქმიანობები, ასევე, ინფორმაცია საქმიანობ(ებ)ის ალტერნატიული ადგილმდებარეობ(ებ)ის შესახებ, ახალი საქმიანობებისთვის (ასეთის შემთხვევაში).
4. სამრეწველო საქმიანობის სახე
მიუთითეთ საქმიანობა, და, თუ ერთზე მეტია, საქმიანობები „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის მიხედვით.
5. თანამშრომლები და საინვესტიციო ხარჯები
პუნქტში I.5.1 მიუთითეთ მონაცემები: სამუშაოდ დაქირავებულთა - რაოდენობის, ასევე იმ პირების შესახებ, რომლებიც ნებართვის მიღების შემდეგ იქნებიან დაქირავებულნი ობიექტის ოპერაციების ეტაპზე.
პუნქტში I.5.2 მიუთითეთ კაპიტალური ხარჯები ახალი ინვესტიციებისთვის, რომლებსაც შეეხება განაცხადი.
II. შემაჯამებელი მონაცემები საქმიანობ(ებ)ისა და გაცემული ნებართვის/ნებართვების შესახებ
II.1. იმ საქმიანობ(ებ)ის მოკლე აღწერა, რომლისთვისაც ხდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოთხოვნა
პუნქტში II.1.1 წარმოადგინეთ ტექნოლოგიური პროცესების, ანუ საქმიანობის მოკლე აღწერა. ეს აღწერა უნდა წარმოადგენდეს ობიექტის ოპერირების მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ზემოქმედებების მიმოხილვას და კომპეტენტურ ორგანოს აძლევდეს საქმიანობის/საქმიანობების ტიპისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას, დეტალების გაცნობამდე.
პუნქტში II.1.2 მიუთითეთ საქმიანობის/საქმიანობების განსახორციელებლად სამუშაო საათების და დღეების რაოდენობა კვირაში, ასევე სამუშაო საათებისა და დღეების ჯამური რაოდენობა წელიწადში.
პუნქტში II.1.3 ახალი ობიექტებისთვის მიუთითეთ მშენებლობის დასრულების დაგეგმილი თარიღი, ხოლო არსებული ობიექტებისთვის – მნიშვნელოვანი გაუმჯობესების/ მოდერნიზაციის დასრულების თარიღი.
პუნქტში II.1.4 საწარმოო სიმძლავრე არის 24 საათში/დღეში შესაძლებელი მაქსიმალური წარმადობა. ფაქტობრივი/დაგეგმილი წლიური/დღიური/საათობრივი წარმოების მოცულობა არის ფაქტობრივი წარმადობა.
პუნქტში II.1.5 მიუთითეთ ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების დაგეგმილი თარიღი. არსებული ობიექტებისთვის – თარიღი, როდესაც ობიექტი ექსპლუატაციაში შევიდა პირველად და თარიღი, როდესაც მოსალოდნელია ცვლილებები ობიექტის ოპერირებაში.
პუნქტში II.1.6 მიუთითეთ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტიპი და ობიექტზე მათი შესვლისა და ობიექტიდან გამოსვლის სიხშირე. არსებული ობიექტებისთვის უნდა მიუთითოთ ამჟამად არსებული სიტუაცია და სამომავლო მოლოდინი. ტრანსპორტირება მოიცავს პერსონალის, ნედლი მასალების, დამხმარე მასალების, პროდუქტების და ნარჩენების ტრანსპორტირებას.
პუნქტში II.1.7 მოიყვანეთ ნედლეულის, დამხმარე მასალების, ენერგორესურსებისა და წყლის დაგეგმილი გამოყენების მოკლე შეჯამება (გამოიყენეთ III.4 თავთან დაკავშირებული ცხრილები.
პუნქტში II.1.8 მოიყვანეთ ახალი/არსებული ობიექტებისთვის BAT-ის განხორციელებასთან და/ან BAT-ის მისაღწევად დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებული ხარჯების მიმოხილვა.
პუნქტში II.1.9 მიუთითეთ განაცხადის შეტანის მიზეზი და კონკრეტულად აღწერეთ არსებული ობიექტის და მისი ფუნქციონირების დაგეგმილი ცვლილებები (მაგალითად, სიმძლავრის გაზრდა, ტექნოლოგიის შეცვლა და სხვ.)
პუნქტში II.1.10 ჩამოთვალეთ ყველა ნორმატიული დოკუმენტი, ლიტერატურული წყარო, ინსტრუქცია, სახელმძღვანელო, საცნობარო დოკუმენტაცია, საანგარიშო ან/და მოდელირების პროგრამები (გარემოში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესაფასებლად), რომლებიც გამოიყენეთ განაცხადის შესავსებად და მონაცემთა აღწერისთვის.
II.2. ობიექტის დოკუმენტაციასთან (ნებართვები, ლიცენზიები, შეთანხმებები) დაკავშირებული მონაცემები
პუნქტში II.2.ა მიუთითეთ ინფორმაცია არსებული ნებართვების, ლიცენზიების ან თანხმობების შესახებ, რომლებიც უკავშირდება ატმოსფერულ ჰაერს, სუნს, ხმაურს, წყლის გამოყენებას, ნიადაგს, ენერგორესურსებს, უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილებას, ტრანსპორტის გადაადგილებას და ოპერირების ზოგად პირობებს - და რომლებიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოების მიერ. ყოველი არსებული დოკუმენტისთვის ჩაწერეთ დოკუმენტის დასახელება, გამცემი/დამადასტურებელი ორგანოს დასახელება, დოკუმენტის თარიღი და ნომერი. 5-ზე მეტი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში უნდა ჩაემატოს განაცხადში ან წარმოდგენილ იქნეს ცალკე ჩამონათვალი.
პუნქტში II.2.ბ მოიყვანეთ ინფორმაცია ჩამდინარე წყლების წმენდის შესახებ, მათ შორის,, არსებული ნებართვები, ლიცენზიები ან თანხმობები ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებით. განიხილება ორი სიტუაცია: საქმიანობის განმახორციელებელი გამოიყენებს საკუთარ წყალგამწმენდ ნაგებობას, ან საქმიანობის განმახორციელებელი გამოიყენებს სხვა საქმიანობის განმახორციელებლის წყალგამწმენდ ნაგებობას. II.2.ა პუნქტის მსგავსად, მოცემული უნდა იქნეს დოკუმენტების მონაცემები. ცალკეული სიტუაციის შემთხვევაში, მოითხოვება გარკვეული დამატებითი ინფორმაცია (II.2.ბ.1-II.2.ბ.2 ან/და II.2.ბ.3-II.2.ბ.4). ამასთან, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სხვა ოპერატორის წყალგამწმენდი ნაგებობის გამოყენების შემთხვევაში განაცხადს თან უნდა დაერთოს შესაბამისი ხელშეკრულების ასლი.
II.3. მოკლე ანგარიში გარემოზე ზემოქმედების და ემისიების შესახებ
პუნქტებში II.3.1–II.3.5 – თუ საქმიანობის განმახორციელებელს დანერგილი აქვს გარემოსდაცვითი მართვის სისტემა, ამ ანგარიშის მომზადებისას გამოყენებული უნდა იქნეს მონაცემები საქმიანობის განმახორციელებლის წლიური ანგარიშიდან (პუნქტი III.2). თუ შესაძლებელია, კომპეტენტური ორგანოებისგან მოპოვებული უნდა იქნეს მონაცემები გარემოს მდგომარეობის შესახებ, ხოლო თუ არ არსებობს შესაბამისი მონაცემები (გაზომვის სათანადო პუნქტები), უნდა ჩატარდეს მიზანმიმართული გაზომვები და უნდა იქნეს წარმოდგენილი შედეგების ანალიზი. გარემოს ხარისხის მდგომარეობის შესახებ ანგარიში უნდა შეიცავდეს, ასევე ისტორიულ მონაცემებს, ადგილმდებარეობის შესაბამისად.
პუნქტში II.3.1 ატმოსფერული ჰაერი – წარმოადგინეთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განაცხადის შედგენის მომენტისთვის, მათ შორის,, მეტეოროლოგიური პირობები და ფაქტორები. მოიყვანეთ დადგენილი დასაშვები კონცენტრაციების შედარებითი მიმოხილვა ყოველი დამაბინძურებელი ნივთიერებისთვის ატმოსფერულ ჰაერში, და თუ შესაძლებელია, დაახასიათეთ შეზღუდვების ტიპი მოცემული ობიექტისთვის (განსაკუთრებით, საკვლევი ტერიტორიისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის პროგრამის არსებობის შემთხვევაში).
პუნქტში II.3.2 წყალი – წარმოადგინეთ ზედაპირული წყლის ხარისხთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია, მათ შორის,, ჰიდროლოგიური პირობები (პოტენციური სარგებლობა/მოხმარების პროცესში) იმ მუნიციპალიტეტში, სადაც დაგეგმილია წყალაღება ან ჩამდინარე წყლების ჩაშვება. წარმოადგინეთ ინფორმაცია მიწისქვეშა წყლების ხარისხთან დაკავშირებით, მათ შორის,, ჰიდროლოგიური პირობების აღწერა. თუ საქმიანობის განხორციელება გულისხმობს მიწისქვეშა წყლების გამოყენებას, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია/სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოიყვანეთ დადგენილი დასაშვები კონცენტრაციების შედარებითი მიმოხილვა ყოველი დამაბინძურებელი ნივთიერებისთვის ზედაპირული წყლის ობიექტებში, და თუ შესაძლებელია, დაახასიათეთ შეზღუდვების ტიპი მოცემული ობიექტისთვის (განსაკუთრებით, თუ შეზღუდვები ეხება წყლით სარგებლობის პირობებს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, მაგალითად, ამოღებული წყლის მიწოდების დაცვის ზონაში).
პუნქტში II.3.3 ნიადაგი – წარმოადგინეთ შედარებითი მიმოხილვა ნიადაგში სახიფათო და მავნე ნივთიერებების არსებობასთან დაკავშირებით, ასევე ნიადაგის ზედაპირული შრის მორფოლოგიური მახასიათებლები. მიმოხილვა უნდა მოიცავდეს ობიექტის მიერ წარმოქმნილ ემისიებს (ამჟამად არსებულს ან პოტენციურს). მოიყვანეთ დადგენილი დასაშვები კონცენტრაციების შედარებითი მიმოხილვა ყოველი დამაბინძურებელი ნივთიერებისთვის ნიადაგში.
პუნქტში II.3.4 ნარჩენები – აჩვენეთ იმ ნარჩენების სახეობა და რაოდენობა, რომლებიც წარმოიქმნება, ასევე, ნარჩენების მართვის დაგეგმილი მეთოდები.
პუნქტში II.3.5 ხმაური და ვიბრაცია გარემოში - აჩვენეთ ობიექტის საქმიანობით გამოწვეული ხმაურის დონეები (ობიექტის საზღვართან და ხმაურის უახლოეს რეცეპტორთან) ხმაურის ნებადართულ დონეებთან მიმართებაში. დაცული ტერიტორიის შემთხვევაში თან დაურთეთ ხმაურის გავრცელების და ზემოქმედების რუკა (მიმართულებები).
პუნქტში II.3.6 ავარიების რისკი – აჩვენეთ უსაფრთხოების მდგომარეობა (უსაფრთხოების მდგომარეობის ანგარიშის საფუძველზე), შესაძლო ავარიების რისკები და ავარიაზე რეაგირების გეგმები.
პუნქტში II.3.7 ზემოქმედების მახასიათებლების აღწერა – მოიყვანეთ ატმოსფერულ ჰაერში, წყალში არსებული ან მოსალოდნელი ემისიების, ნარჩენების წარმოქმნის და ხმაურის ემისიების ზოგადი მიმოხილვა, ასევე, მათი ზემოქმედების შეფასება, მაგალითად, ავარიის რისკების შეფასება. ამ მიმოხილვის მომზადებისას დამატებით გამოიყენეთ III.5 – III.9 პუნქტებისთვის მოცემული ცხრილები.
ეს მიმოხილვა უნდა შეიცავდეს:
• მოკლე აღწერას და მონაცემებს რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით (სივრცე, ბიოლოგიური რესურსები, წყლის ამოღება, ნედლეული, მათ შორის, მინერალური);
• ემისიების მნიშვნელოვანი ზემოქმედების განსაზღვრა გარემოზე, გარემოს ყოველი კომპონენტის ცალ-ცალკე აღწერით;
• გარემოზე ემისიების ზემოქმედების მონაცემები მთლიანობაში;
• მონაცემები არსებული ან მოსალოდნელი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ.
მოყვანილი უნდა იქნეს მონაცემები გარემოზე ობიექტის ზემოქმედების ცვლილებების შესახებ (მოსალოდნელი ან მოულოდნელი), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს:
• ობიექტის ოპერირებით ნორმალურ პირობებში (ობიექტის და მისი ნაწილების ოპტიმალური სამუშაო სიმძლავრე);
• ცვლილება წარმოებაში ან ნედლეულის გამოყენებაში, არსებულთან (დაგეგმილთან) შედარებით;
• ობიექტის ოპერირება შემცირებული სიმძლავრის პირობებში (საბაზრო პირობების ან მოთხოვნების და სხვ. გამო).
ემისიების ზემოქმედების ანალიზი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმიანობის განმახორციელებელი იყენებს სხვა ობიექტების/ ნაგებობების მომსახურებას ჩამდინარე წყლების გაწმენდისთვის, აირჰაერმტვერნარევების გაწმენდისთვის და ნარჩენების მართვისთვის. თუ შესაძლებელია, ზემოქმედების ანალიზი უნდა მოიცავდეს ზემოქმედების რაოდენობრივ მახასიათებლებს; თუ ეს შესაძლებელი არ არის (მაგ., ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისთვის), მოყვანილი უნდა იქნეს ზემოქმედების აღწერა.
გარემოზე ზემოქმედების მახასიათებლების აღწერა II.3.1. - II.3.6 პუნქტებში უნდა მოიცავდეს ნებისმიერ ინფორმაციას, რათს დადგინდეს, რომ ობიექტი:
• არ ახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას გარემოზე, ან არ არსებობს რისკები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის;
• არ აჭარბებს გარემოს ხარისხის სტანდარტებს.
გარემოზე ზემოქმედების დახასიათება უნდა მოიცავდეს შემდეგს:
• ზემოქმედება ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე:
1. ემისიების ზემოქმედება ირგვლივ არსებულ გარემოზე;
2. ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების ზემოქმედება.
• ზემოქმედება წყლის ხარისხზე:
1. ზემოქმედება ზედაპირულ წყალზე:
1. პირდაპირი ზემოქმედება:
1. წყლით სარგებლობა;
1. ჩამდინარე წყლების ჩაშვება.
2. გარე ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების ზემოქმედება.
3. წყალში დამაბინძურებლების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების ზემოქმედება.
2. ზემოქმედება მიწისქვეშა წყლებზე
2. წყლით სარგებლობა.
2. ჩამდინარე წყლების ჩაშვება.
• ზემოქმედება ნიადაგზე.
• ხმაურის და ვიბრაციის ზემოქმედება.
• შესაძლო ზემოქმედება სამრეწველო ავარიების შემთხვევაში.
III დეტალური მონაცემები ობიექტის, პროცესებისა და პროცედურების შესახებ
III.1. ადგილმდებარეობა
პუნქტებში III.1.1 – III.1.4 წარმოადგინეთ ინფორმაცია ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ, მიუთითეთ GIS (გეოსაინფორმაციო სისტემის) კოორდინატები – განედი და გრძედი, Shape-ფაილები, ობიექტის კავშირი ადგილობრივ ინფრასტრუქტურასთან. თან დაურთეთ ობიექტის და ყველა შენობის, ნაგებობის, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საქმიანობის სათანადო მასშტაბის რუკები, სახელდობრ:
• ობიექტის მუნიციპალიტეტის და ადგილმდებარეობისთვის – მასშტაბით 1 : 25 000 (ობიექტის მახლობლად არსებული საზოგადოებრივი სივრცეები, დაცული ზონები და ნაგებობები, სამრეწველო და სხვა ნაგებობები);
• ობიექტის შენობების, ნაგებობებისა და საქმიანობებისთვის – სათანადო მასშტაბით (1 : 1 000, 1 : 5 000 ან 1 : 10 000), რომელზეც ნაჩვენები იქნება ემისიის წყაროები.
პუნქტები III.1.5 – III.1.6 მეზობლად მდებარე ობიექტების შესახებ ინფორმაციის ჩამონათვალი (მიზანი, მათ შორის,, საწარმოს/ობიექტის და შესრულებული საქმიანობების სახე). თუ ეს არის საცხოვრებელი ან სამრეწველო ზონა, საზოგადოებრივი სივრცე, ან სხვა, აუცილებელია რუკის თანდართვა. თუ საქმე ეხება დაცულ ტერიტორიებს ან ზონებს, თან დაურთეთ რუკა, რომელზეც ნაჩვენები იქნება დაცული ტერიტორიები ან ზონები, და განმარტეთ საქმიანობები, რომლებიც აკრძალულია ან შეზღუდულია იმ ტერიტორიაზე ან ზონაში და დადგენილია შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
III.2. გარემოსდაცვითი მართვა
პუნქტი III.2.1 თუ კომპანიას განსაზღვრული აქვს გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ჩაწერეთ ინფორმაცია მის შესახებ.
პუნქტი III.2.2 თუ კომპანია ახორციელებს გარემოსდაცვითი მართვის სისტემას (EMS), მიუთითეთ მონაცემები სისტემის განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის,, გამოყენებული სტანდარტები, როგორიცაა: სერტიფიცირებული სისტემა (ISO 9 000, ISO 14 000, EMAS, და სხვ.), სერტიფიკატის და ვერიფიკაციის თარიღი, შემფასებელი, რომელმაც მოახდინა სისტემის ვერიფიკაცია და სხვ.
პუნქტი III.2.3 თუ კომპანია ახორციელებს გარემოსდაცვითი მართვის სისტემას, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს გარემოსდაცვითი მართვის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის ასლი, რომელიც ეგზავნება კომპეტენტურ ორგანოს. აღწერეთ შიდა ანგარიშგების სისტემა, ასევე ანგარიშგება კომპეტენტური ორგანოს წინაშე (სამართლებრივი საფუძველი, კომპეტენტური ორგანოს დასახელება).
პუნქტი III.2.4 მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია შემდეგზე (და არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილით):
• მართვის სტრუქტურა, მათ შორის, ორგანიზაცია და პასუხისმგებლობები გარემოს დაცვის სფეროში;
• გარემოსდაცვითი მოთხოვნებისადმი შესაბამისობის შეფასება. სამუშაოთა შესრულების შემოწმება და გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარება, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით: მონიტორინგსა და გაზომვებზე; შემარბილებელ და პრევენციულ ქმედებებზე; ჩანაწერების წარმოებაზე; დამოუკიდებელ (შესაძლებლობისამებრ) შიდა და გარე აუდიტზე, რათა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა EMS დაგეგმილ ღონისძიებებს და სათანადოდ ხდება თუ არა მისი განხორციელება და წარმოება;
• სისტემური მეთოდი გარემოში (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი/მიწისქვეშა წყლები, ხმაური და სხვ.) პოტენციური არაკონტროლირებადი და/ან დაუგეგმავი ემისიების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის;
• მართვის გეგმა, რათა შემცირდეს ემისიები ატმოსფერულ ჰაერში და/ან წყალში ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებული პირობებისთვის, მათ შორის, გაშვების (სტარტაპის) და გაჩერების პერიოდებში;
• ხმაურის მართვის გეგმა;
• ნარჩენების მართვა;
• ქიმიურ ნივთიერებებთან მოპყრობა და შენახვა;
• ნედლეული და დამხმარე მასალების გამოყენების შემცირება;
• ავარიების პრევენცია, სახიფათო ნივთიერებების გაჟონვა, საგანგებო ღონისძიებების გეგმები;
• აღჭურვილობის, მათ შორის, შესანახი ავზებისა და კანალიზაციის სისტემის მოვლა-მომსახურება, გამოყენების დასრულების შემდეგ აღჭურვილობის გატანის გეგმები;
• და სხვ.
EMS სისტემის ძირითადი ელემენტებია:
• გარემოს დაცვის პოლიტიკა;
• ზოგადი და კონკრეტული მიზნების განსაზღვრა;
• გარემოსდაცვითი მართვის პროგრამა;
• შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული მართვის სისტემა: პასუხისმგებელი პირები, პასუხისმგებლობათა განაწილება EMS-ის განხორციელებასთან დაკავშირებით, დამტკიცებული და სისტემატური ტრენინგები გარემოს დაცვის სფეროში საჭიროებების შესაბამისად, ძირითად გარემოსდაცვით პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მართვა, EMS-ის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება, მმართველ სტრუქტურასა და თანამშრომლებს შორის გარემოს დაცვის სფეროში დაწესებული და მუდმივი კომუნიკაცია;
• შესაბამისი კანონების და სხვა სამართლებრივი აქტების განახლებული რეესტრის შექმნა და წარმოება. EMS-ის აღნიშნულ ელემენტებს შეიძლება დაემატოს ზემოთ, III.2.1. და III.2.2. პუნქტებში აღნიშნული მონაცემები, ან ჩანაცვლდეს ამ მონაცემებით.
III.3. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება
პუნქტი III.3.1 მიუთითეთ ინფორმაცია ობიექტის, საწარმოო პროცესის და სამუშაო პროცესის შესახებ (საწარმოო პროცესის აღწერა, დაკავშირებული საქმიანობების ჩათვლით). მოიყვანეთ ყველა საწარმოო ოპერაციების (წარმოების ერთეულების) ჩამონათვალი, მათ შორის,, ყოველი მათგანის დიაგრამები და სქემები, და დამატებითი ინფორმაცია. დიაგრამები უნდა გვიჩვენებდეს ნედლეულის, ქიმიური ნივთიერებების, წყლის, ენერგორესურსების მოხმარებას, ასევე ემისიებს და ნარჩენებს. მიუთითეთ ინფორმაცია ემისიების შესახებ ობიექტის ფუნქციონირების გაშვებისა და გაჩერებისას (საბოლოო განაცხადის შეტანამდე, დეტალიზაციის ხარისხი შეთანხმებულ უნდა იქნეს კომპეტენტურ ორგანოსთან).
შესაძლო ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ზემოქმედების შემთხვევაში აღწერილ უნდა იქნეს ამ ზემოქმედების პრევენციის ან შემცირების მეთოდები.
პუნქტი III.3.2 მიუთითეთ სათანადო საორიენტაციო საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, მათ შორის,, შესაბამისი BAT დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, BREF დოკუმენტებს და/ან BAT დოკუმენტებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა საწარმოო პროცესის შესაფასებლად და ამ კონკრეტული დოკუმენტების გამოყენების საფუძველი.
პუნქტები III.3.3 – III.3.4 არსებული ობიექტებისთვის უნდა განხორციელდეს არსებული ტექნოლოგიების, ოპერირების მეთოდების და დაკავშირებული საქმიანობების შედარება რეკომენდებულ BAT-ებთან. უნდა აღიწეროს, თუ სად საჭიროებს საწარმოო პროცესი BAT -ის გამოყენებას და დასაბუთდეს BAT-ის განხორციელებისთვის საჭირო დროის პერიოდი (თუ ჯერ არ არის დანერგილი). წარმოადგინეთ სამოქმედო გეგმა BAT-ების დასანერგად.
აღწერეთ საწარმოო პროცესში გამოყენებული სახიფათო ნივთიერებები და ის, თუ როგორაა შესაძლებელი მათი შეცვლა (ჩანაცვლება), რათა მიღწეულ იქნეს BAT.
თითოეული სამუშაო პროცესისთვის, როგორც ობიექტის მთლიანი ოპერირების ნაწილისთვის, აღწერეთ, თუ რამდენად შეესაბამება ტექნოლოგია, ოპერირების მეთოდები და დაკავშირებული საქმიანობები შესაბამის BAT-ს და/ან აღწერეთ სამოქმედო გეგმა/გეგმა-გრაფიკი, რათა მიღწეულ იქნეს BAT დოკუმენტებში განსაზღვრული BAT დონე, მათ შორის, ემისიების დადგენილი ზღვრული მნიშვნელობები და გარემოსდაცვითი მაჩვენებლები, იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც მიღწევადია BAT-ის განხორციელების გზით – საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AELs) და/ან საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის დონე (BAT-AEEL) და/ან საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტიანობის დონე (BAT-AEPL), იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი მოცემულია შესაბამის BAT დოკუმენტში. გარემოზე ობიექტის ზემოქმედების პრევენციისა და შემცირების მეთოდებთან, ტექნოლოგიებთან და ტექნიკასთან დაკავშირებული მონაცემები და მათი შედარება BAT-ის მოთხოვნებთან შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აღწერილობითი ფორმით ან ცხრილის სახით (განაცხადის III.4 – III.10 პუნქტებში მოცემული საკითხებისთვის), შემდეგნაირად:
|ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტით |ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტი |შესაბამისობა BAT-თან |BAT-ის დანერგვის გეგმა-გრაფიკი |
|განსაზღვრული BAT | |(დიახ/არა/სხვა) და კომენტარი | |
|III.4 რესურსების გამოყენება | | | |
|III.4.1 ნედლეული და დამხმარე | | | |
|მასალები | | | |
|III.4.2 ენერგორესურსები | | | |
|III.5 ემისიები ატმოსფერულ ჰაერში | | | |
| | | | |
|III.6 ემისიები წყალში | | | |
| | | | |
|III.7 ნიადაგში და მიწისქვეშა | | | |
|წყლებში | | | |
| | | | |
|III.8 ნარჩენების მართვა | | | |
| | | | |
|III.9 ხმაური და ვიბრაცია გარემოში | | | |
| | | | |
|III.10 ავარიების რისკების შეფასება| | | |
| | | | |
III.4. რესურსების მოხმარება
აღწერეთ რესურსების გამოყენება და ის, თუ როგორაა უზრუნველყოფილი ნედლეულის, დამხმარე მასალების, ენერგორესურსებისა და წყლის მოხმარების შემცირება ხელახლა გამოყენების, სპეციალური ტექნოლოგიების და ოპერირების მეთოდების და სხვ. გზით. თუ ხდება ელექტროენერგიის წარმოება, აღწერეთ ელექტროენერგიის წარმოების პროცესის ეფექტიანობა.
პუნქტში III.4.1 მოიყვანეთ იმ ნედლეულის და დამხმარე მასალების და ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებიც იწარმოება (როგორც პროდუქტი) ან გამოიყენება წარმოებაში. ჩამონათვალი უნდა იყოს ამომწურავი და მოიცავდეს ყველა ნივთიერებას, რომლებიც გამოიყენებოდა, და, არაპირდაპირ, ასევე პროდუქტები. თან უნდა დაერთოს მონაცემები უსაფრთხოების, ტოქსიკურობის, სუნების შესახებ და სხვა მონაცემები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სახიფათო ნივთიერებების შემცველ მასალებსა და პროდუქტებს, როგორც აღწერილია „საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში. აღწერეთ დაგეგმილი გაუმჯობესების გეგმა BAT სტანდარტის მისაღწევად. ეს უნდა მოიცავდეს მიზნების მიღწევის გეგმას და გრაფიკს, ასევე სისტემის მოდიფიცირების, მოდერნიზაციის ან ჩანაცვლების ვარიანტებს (სამოქმედო გეგმა III.4).
შეავსეთ 1.2 დანართში მოცემული ცხრილები 1-4.
პუნქტში III.4.1.1 მოიყვანეთ შესანახი რეზერვუარების ჩამონათვალი (ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაბამისად): გამოშვების წელი, სერიული ნომერი, მწარმოებლის დასახელება, შიგთავსი, ტიპი და ზომა (გაბარიტები, მოცულობა, წნევა, დანიშნულება), ბოლო ინსპექტირების თარიღი და შედეგები (იმ პიროვნების სახელი, გვარი/დაწესებულების დასახელება, რომელმაც ჩაატარა ინსპექტირება), მდებარეობა ადგილზე და მანძილი კანალიზაციის კოლექტორიდან, ნიადაგის (და ნიადაგის ქვედა შრის) დაბინძურებისგან დაცვის უზრუნველყოფის მეთოდები.
შეავსეთ 1.2 დანართში მოცემული ცხრილები 1 – 4.
პუნქტში III.4.2 მიუთითეთ საქმიანობების შესასრულებლად საჭირო ენერგორესურსის სრული მოხმარების და წარმოების (შესაბამის შემთხვევაში) მონაცემები, კერძოდ:
• აჩვენეთ ელექტროენერგიის და საწვავის მოხმარება კონკრეტული კატეგორიებისთვის;
• აჩვენეთ ცალ-ცალკე, თუ შესაძლებელია, ელექტროენერგიის მოხმარება საწარმოო პროცესის სხვადასხვა ნაწილებში;
• აღწერეთ ღონისძიებები ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად;
• აღწერეთ ღონისძიებები ემისიების შესამცირებლად ელექტროენერგიის წყაროების გამოყენებისას;
• აღწერეთ ელექტროენერგიის წარმოების პროცესი (შესაბამის შემთხვევაში);
• ცალკე აჩვენეთ ელექტროენერგიის წარმოება კონკრეტული კატეგორიების მიხედვით (შესაბამის შემთხვევაში);
• აღწერეთ ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების ეფექტიანობა (შესაბამის შემთხვევაში).
შეავსეთ 1.2 დანართში მოცემული ცხრილები 5 - 9.
პუნქტში III.4.3 მოიყვანეთ მონაცემები წყლის სრული გამოყენების შესახებ, კერძოდ:
• ცალკე აჩვენეთ წყლის გამოყენება საქმიანობის სხვადასხვა ნაწილებში;
• ცალკე აჩვენეთ წყლის მოხმარება: ზედაპირული წყლებისთვის, მიწისქვეშა წყლებისთვის, რეცირკულირებული წყლისთვის;
• აღწერეთ ღონისძიებები წყლის მოხმარების შესამცირებლად;
შეავსეთ 1.2 დანართში მოცემული ცხრილები 10, 32, 33 და 34.
პუნქტში III.4.4 თან დაურთეთ რესურსების (ნედლეული, დამხმარე მასალები, ენერგორესურსები და წყალი) გამოყენების უფლების დამადასტურებელი ყველა აქტის ასლი.
5. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში
პუნქტში III.5.1 წარმოადგინეთ დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებული გამწმენდი სისტემის სრული შეფასება, ასევე დაგეგმილი გაუმჯობესების გეგმა, რათა მიღწეულ იქნეს BAT სტანდარტები. ეს უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის გეგმას და განრიგს, ასევე ვარიანტებს BAT დოკუმენტში მითითებული სისტემების მოდიფიცირების, მოდერნიზაციისა ან ჩანაცვლებისთვის, რათა ემისიების დონე ზღვრულ მნიშვნელობებზე დაბლა დაიწიოს (სამოქმედო გეგმა III 5).
პუნქტში III.5.2 წარმოადგინეთ ჰაერში ემისიების სტაციონარული წყაროებთან დაკავშირებული ყველა მონაცემი, ასევე რუკები, ნახაზები და დამხმარე დოკუმენტაცია. დასახეთ ჰაერში ემისიების დონეების მნიშვნელობები ემისიის დადგენილი ზღვრული მნიშვნელობების, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეებიის (BAT-AELs), ჰაერის ხარისხის სტანდარტების და ადგილობრივი გარემო პირობების (მაგალითად, მახლობლად სხვა სამრეწველო ობიექტის, დაცული ტერიტორიების არსებობა, მეტეოროლოგიური პირობები, საცხოვრებელი ზონის, საავადმყოფოების სიახლოვე და სხვ.) გათვალისწინებით. წარმოადგინეთ ემისიის დადგენილი მნიშვნელობების (მათ შორის,, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები) მიღწევის გეგმა, ასევე დაგეგმილი სისტემის დეტალური აღწერა და სქემატური გამოსახულება.
პუნქტში III.5.3 შეაჯამეთ მონაცემები დაბინძურების არაორგანიზებულ/დისპერსიულ წყაროებთან, კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით და ინფორმაცია გარემოზე მათი ზემოქმედების შესახებ. თან დაურთეთ სრული მონაცემები და დამატებითი ინფორმაცია, ასევე შესაბამისი დიაგრამები/ სქემები/ რუკები. დაბინძურების არაორგანიზებული/დისპერსიული და დისპერსიული ემისიები ისეთი ემისიებია, რომლებიც არ გამოიყოფა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან (ემისიები ცისტერნებიდან, ცისტერნების გახსნისას, ფანჯრების გაღებისას, არასაკმარისად მყარი შეფუთვა და სხვ.).
პუნქტში III.5.4 წარმოადგინეთ მიმოხილვა სუნის მქონე ემისიებთან და მათი წარმოშობის წყაროებთან, მათ მახასიათებლებთან დაკავშირებით, ასევე ღონისძიებები/ სუნის მართვის გეგმა მათ შესამცირებლად, სუნის მქონე ემისიების რუკის თანხლებით.
პუნქტში III.5.5 წარმოადგინეთ გარემოზე ემისიების არსებული და დაგეგმილი დონეების ზემოქმედების შეფასების ჯამური მონაცემები. წარმოადგინეთ სრული მონაცემები ატმოსფეროში ემისიების გაბნევის მოდელირებასთან დაკავშირებით.
პუნქტებში III.5.6 - III.5.7 მიმოიხილეთ და აღწერეთ ემისიების მონიტორინგისა და კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც სამომავლოდაა დაგეგმილი (აღჭურვილობა, საკონტროლო პარამეტრები, ვალიდურობა, გაზომვის დრო, ნიმუშების აღება, ანაზომების ასაღები პუნქტების მოწყობა, ანალიზის სიხშირე, მეთოდი, ვინ ატარებს ანალიზს და ვინ ახდენს მის ვალიდაციას და სხვ.). აღწერეთ შიდა ანგარიშგების პროცედურა, ასევე ანგარიშგება კომპეტენტური ორგანოს წინაშე (სამართლებრივი საფუძველი, კომპეტენტური ორგანოს დასახელება).
შეავსეთ 1.2 დანართში მოცემული ცხრილები 11 - 21.
III.6. დამაბინძურებელი და სახიფათო ნივთიერებების ემისიები წყალში
პუნქტში III.6.1 წარმოადგინეთ ზედაპირულ წყლებში ჩაშვებული ჩამდინარე წყლების წმენდის არსებული სისტემის სრული შეფასება. საჭიროა BAT სტანდარტის მისაღწევად საჭირო გაუმჯობესების პროგრამა. იგი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის გეგმას და განრიგს, ასევე BAT დოკუმენტში მითითებული სისტემის მოდიფიცირების, მოდერნიზაციის ან ჩანაცვლების ვარიანტებს, რათა ემისიის დონეები ზღვრულ მნიშვნელობებზე დაბლა დაიწიოს (სამოქმედო გეგმა III.6).
პუნქტში III.6.2 მიუთითეთ ყველა სახის ინფორმაცია ჩამდინარე წყლის შეგროვების სისტემასთან, მათ შორის, ნებისმიერ გამწმენდ სისტემასთან დაკავშირებით; თან დაურთეთ დიაგრამები. დაურთეთ ჩამდინარე წყლების შეგროვების სისტემის რუკა და მიუთითეთ შემდეგი:
• მილსადენის მასალა;
• ხნოვანება;
• ბოლო ინსპექტირების თარიღი, შედეგები და ინსპექტირების განმახორციელებელი პიროვნების სახელი, გვარი/ დაწესებულების დასახელება).
თუ ჩამდინარე წყლების ჩაშვება ხდება არსებულ საკანალიზაციო სისტემაში, მიუთითეთ შესაბამისი რეგლამენტი მავნე ნივთიერებების ნებადართული ტიპებისა და რაოდენობების (კონცენტრაციების) თაობაზე, რომლებიც შეიძლება ჩაშვებულ იქნეს საკანალიზაციო სისტემაში, შესაბამისობა დადგენილ მნიშვნელობებთან, გაზომვების დინამიკა და კონტროლი, ანგარიშგება და სხვა შესაბამისი მონაცემები.
პუნქტში III.6.3 წარმოადგინეთ ჩამდინარე წყლების ჩაშვების პუნქტების შემაჯამებელი ჩამონათვალი და ინფორმაცია დაბინძურების დონის (დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიის დონე), ჩამდინარე წყლების მოცულობების შესახებ რუკებთან, ნახაზებთან და დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად. დანართის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს ასევე მონაცემები ნაკადების შესახებ. წარმოადგინეთ ზედაპირულ წყლებში მავნე ნივთიერებების ემისიების დონეები დადგენილი ზღვრული მნიშვნელობების, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეების (BAT-AELs), გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის სტანდარტების – რომლებიც ზედაპირულ წყლებს მიესადაგება – და ადგილობრივი გარემო პირობების (მაგალითად, მახლობლად სხვა სამრეწველო ობიექტების, დაცული ტერიტორიების არსებობა და სხვა) გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ემისიების ზღვრულ მნიშვნელობებს და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის სტანდარტებს, რომლებიც მოცემულია საქართველოს კანონში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და შესაბამის ნორმატულ აქტებში, ასევე მიწისქვეშა წყლების ხარისხის სტანდარტებს და ზღვრულ მნიშვნელობებს მიწისქვეშა წყლების დამაბინძურებლებისთვის, რომლებიც მოცემულია დირექტივაში 2006/118/EC[1]. აღწერეთ გამაგრილებელი წყლის ჩაშვება, მიუთითეთ ოდენობები და მისი მოცულობისა და ტემპერატურის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები.
პუნქტში III.6.4 წარმოადგინეთ შემაჯამებელი მონაცემები და შეფასება არსებული ან დაგეგმილი ემისიების გარემოზე (რეციპიენტი – წყლის ობიექტი) ზემოქმედებასთან, ასევე გამაგრილებელი წყლის გარემოში ჩაშვებასთან დაკავშირებით. დანართის სახით წარდგენილ უნდა იქნეს სრული შეფასების მონაცემები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია რეციპიენტთან დაკავშირებით, ასევე რეციპიენტში ჩვეულებრივი წყლის ხარისხის ანალიზი. წარმოადგინეთ შემაჯამებელი მონაცემები და შეფასება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის შესახებ (როგორიცაა: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის გაზრდილი სიმძლავრე, წმენდის ცვლილება, ან იმ ზემოქმედების შეფასება, რაც შეიძლება მოახდინოს ჩამდინარე წყლების ჩაშვებამ ლამის ხარისხზე) ან გარემოზე არსებული ან დაგეგმილი ემისიების ზემოქმედებასთან დაკავშირებით. აღნიშნეთ გამაგრილებელი წყლის ზემოქმედება გარემოს/ რეციპიენტის ტემპერატურაზე.
პუნქტში III.6.5 – III.6.6 აღწერეთ მონიტორინგისა და კონტროლის ღონისძიებები. აღწერეთ შიდა ანგარიშგების პროცედურა, ასევე კომპეტენტური ორგანოს წინაშე ანგარიშგება (სამართლებრივი საფუძველი, კომპეტენტური ორგანოს დასახელება).
შეავსეთ 1.2 დანართში მოცემული ცხრილები 22-31.
III.7. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვა
პუნქტებში III.7.1 – III.7.2 წარმოადგინეთ შემაჯამებელი მონაცემები ნიადაგის ზედაპირული და ქვედა შრის დაბინძურებასთან და/ან მიწისქვეშა წყლების დაბინძურებასთან დაკავშირებით, წარსულში და ამჟამად, ობიექტზე ან მის ქვემოთ.
წარმოადგინეთ განაცხადის ნაწილის სახით საბაზისო ანგარიში, თუკი საქმიანობები მოიცავს სახიფათო ნივთიერებების გამოყენებას, წარმოებას და გარემოში გავრცელებას. საბაზისო ანგარიში უნდა მოიცავდეს არსებულ ინფორმაციას ნიადაგთან და მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ, რომლებიც ასახავს მათ მდგომარეობას განაცხადის მომზადების დროისთვის და/ან ინფორმაციას საქმიანობების განხორციელებით ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების შესაძლო დაბინძურებასთან დაკავშირებული ახალი კვლევების შედეგების შესახებ. საბაზისო ანგარიში უნდა შეიცავდეს ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების მდგომარეობის დადგენისთვის საჭირო ინფორმაციას, რათა შესაძლებელი იყოს რაოდენობრივი შედარების განხორციელება საქმიანობების საბოლოოდ შეწყვეტის შემდეგ არსებულ მდგომარეობასთან.
თან დაურთეთ სრული მონაცემები, მათ შორის,, სამეცნიერო კვლევების, შეფასებების ანგარიშების, მონიტორინგის შედეგების, საზომი ხელსაწყოების მონაცემები, გეგმები, ნახაზები და სხვა დამხმარე დოკუმენტაცია. აღწერეთ დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამა BAT სტანდარტის მიღწევისკენ მიმავალ გზაზე. ეს უნდა მოიცავდეს მიზნების მიღწევის გეგმას და განრიგს ასევე არსებული სისტემის მოდიფიცირების, მოდერნიზაციის ან ჩანაცვლების ვარიანტებს (სამოქმედო გეგმა III.7).
ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში სახიფათო ნივთიერებების ემისიის შემთხვევაში მათი ზემოქმედების შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:
• ნიადაგზე ან ნიადაგში და მიწისქვეშა წყლებში ყველა პირდაპირი ემისიების ჯამური მონაცემები;
• ნაგავსაყრელზე გატანის შესახებ ანგარიში მოცემულია ცალკე მე-8 პუნქტში;
• სრული ინფორმაცია გამოყოფის წერტილების ან ზონების შესახებ (სივრცული გავრცელების შემთხვევაში), რომელსაც თან უნდა ახლდეს რუკები, ნახაზები და დამხმარე დოკუმენტაცია;
• მონაცემები საშიში ნივთიერებების შესახებ 2006/118/EC[2] დირექტივის I და II ჩამონათვალიდან.
შეავსეთ 1.2 დანართში მოცემული ცხრილები 23 - 31.
III.8. ნარჩენების მართვა
პუნქტი III.8.1 დეტალურად აღწერეთ ნარჩენების მართვა შეგროვებიდან საბოლოო განთავსებამდე. აღწერეთ დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამა BAT სტანდარტის მიღწევის მიმართულებით. ეს უნდა მოიცავდეს მიზნების მიღწევის გეგმა-გრაფიკს, ასევე სისტემის მოდიფიკაციის, მოდერნიზაციის და ჩანაცვლების ვარიანტებს (სამოქმედო გეგმა III 8).
პუნქტები III.8.2 – III.8.10 ჩამოთვალეთ ყველა მონაცემი იმ ნარჩენების სახეობის, კოდის, სრული ოდენობის, წყაროების, შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შენახვისა და განთავსების შესახებ, რომლებსაც წარმოქმნის საქმიანობის განმახორციელებელი ან აკეთებს პროგნოზს, რომ წარმოქმნის. მიუთითეთ ნარჩენების დამუშავებისა და განთავსების ტიპი (მეთოდი, მდებარეობა, რაოდენობა და სხვ.).
ტერიტორიის გარეთ ნარჩენების გატანის შემთხვევაში, თან დაურთეთ დეტალები ნარჩენების ტრანსპორტირების, ნარჩენების შემგროვებელი პირის დამუშავების, ადგილმდებარეობის და საბოლოო განთავსების შესახებ, ასევე ნებართვები და ხელშეკრულებები.
ნარჩენებისთვის, რომელთა განთავსება უნდა მოხდეს ნაგავსაყრელზე, წარმოადგინეთ სრული ინფორმაცია განთავსების ტერიტორიის შესახებ (ადგილმდებარეობა, რუკები, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური პირობები, სამუშაო გეგმა, განთავსება დახურვის შემდგომ და სხვ.), ასევე ინფორმაცია ნაგავსაყრელის ოპერატორის შესახებ.
წარმოადგინეთ ნაგავსაყრელზე არსებული ან დაგეგმილი განთავსების მონაცემები და ზემოქმედების შეფასება, რაც უნდა მოიცავდეს გარემოს ყველა კომპონენტს.
წარმოადგინეთ სრული ინფორმაცია სახიფათო ნარჩენების მართვის შესახებ წარმოქმნის პუნქტში.
წარმოადგინეთ მონაცემები კონტროლისა და გაზომვების, ნარჩენების ანალიზის (ნიმუშების აღების, დახასიათების, კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის) შესახებ.
აღწერეთ შიდა ანგარიშგების პროცედურა, ასევე ანგარიშგება კომპეტენტური ორგანოს წინაშე (სამართლებრივი საფუძველი, კომპეტენტური ორგანოს დასახელება).
შეავსეთ 1.2 დანართში მოცემული ცხრილები 35 - 37.
III.9. ხმაური და ვიბრაცია
პუნქტში III.9.1 – III.9.2 წარმოადგინეთ გარემოში ხმაურის არსებული წყაროების, ხმაურის შემცირების მეთოდების, და ემისიის მონიტორინგისა და კონტროლის აღწერა. აღწერეთ დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამა BAT სტანდარტების მიღწევის მიმართულებით. ეს უნდა მოიცავდეს მიზნების მიღწევის გეგმა-გრაფიკს, ასევე სისტემის მოდიფიცირების, მოდერნიზაციისა ან ჩანაცვლების ვარიანტებს (სამოქმედო გეგმა III.9).
პუნქტებში III.9.3 – III.9.4 მიუთითეთ გარემოში ხმაურის დონე დადგენილ მანძილზე, ხმაურის დონე სენსიტიურ ლოკაციებზე, მიმდებარე (ყველაზე ახლოს მდებარე) რეციპიენტებთან, დაასახელეთ საზომი აღჭურვილობა და დაკალიბრების ანგარიშების რაოდენობა, ბოლო კალიბრაციის თარიღი, და სხვ. თან დაურთეთ რუკები, დიაგრამები, დამხმარე დოკუმენტები, მათ შორის, მონაცემები გარემოში ხმაურის შემცირებასა და დაგეგმილ ღონისძიებებთან, ანგარიშგებასთან დაკავშირებით. თუ საჭიროა, ცალკე ცხრილში მოიყვანეთ ვიბრაციის მონაცემები.
აღწერეთ შიდა ანგარიშგების პროცედურა, ასევე ანგარიშგება კომპეტენტური ორგანოს წინაშე (სამართლებრივი საფუძველი, კომპეტენტური ორგანოს დასახელება).
შეავსეთ 1.2 დანართში მოცემული ცხრილი 38.
III.10. ავარიების რისკების შეფასება
აღწერეთ ავარიების პრევენციის ღონისძიებები. თან დაურთეთ რისკების შეფასება ავარიისგან დაცვის გეგმასთან ერთად და საგანგებო ღონისძიებების გეგმა. აღწერეთ დაგეგმილი გაუმჯობესების ღონისძიებები BAT სტანდარტების მიღწევის მიმართულებით. ეს უნდა მოიცავდეს მიზნების მიღწევის გეგმა-გრაფიკს, ასევე სისტემის მოდიფიცირების, მოდერნიზაციისა ან ჩანაცვლების ვარიანტებს (სამოქმედო გეგმა/გეგმა-გრაფიკი III.10).
III.11. ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებულ პირობებთან დაკავშირებული ღონისძიებები
პუნქტებში III.11.1 – III.11.4 აღწერეთ ღონისძიებები ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებული პირობებისთვის შემდეგ შემთხვევებში:
• თუ საქმიანობა განეკუთვნება მნიშვნელოვანი რისკის შემცველ საქმიანობების კატეგორიას (დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიებისა და ავარიების თვალსაზრისით) ობიექტის ოპერირების დაწყებისას;
• გაჟონვის ხარვეზი (რისკების ფარგლები და მუშაობის შეჩერებისთვის ან მუშაობის გაგრძელებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები);
• დაუყოვნებლივ შეჩერება (მუშაობის დაუგეგმავი შეჩერება საგანგებო და სხვა შემთხვევებში);
• მუშაობის შეჩერების შემთხვევები (მუშაობის დაგეგმილი შეჩერება კაპიტალური რემონტის აუცილებლობის გამო ან სხვა შემთხვევებში).
III.12. ობიექტის ან მისი ნაწილების საქმიანობის საბოლოოდ შეწყვეტა
აღწერეთ ღონისძიებები საქმიანობის საბოლოოდ შეწყვეტის და გარემოს პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენის (რეაბილიტაცია, დარღვევების ლიკვიდაცია და სხვ.) შემთხვევაში.
III.13. იმ ინფორმაციის არატექნიკური რეზიუმე, რომლებსაც ეფუძნება განაცხადი
პუნქტებში III.13.1 – III.13.5 იმ მონაცემების არატექნიკური მიმოხილვა, რომლებსაც ეფუძნება განაცხადი, წარმოადგენს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემისთვის საქმიანობის განმახორციელებლის განაცხადის განცალკევებულ ნაწილს. ეს მიმოხილვა უნდა დაიწეროს არატექნიკური ენით და ადვილად გასაგები და გამოსაყენებელი უნდა იყოს, რათა იძლეოდეს საბაზისო ინფორმაციას საქმიანობის (ან საქმიანობების) იმ სახის შესახებ, რომლისთვისაც ხდება განაცხადის წარდგენა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად, ასევე გარემოზე მისი ზემოქმედების შესახებ.
არატენიკური რეზიუმე უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს III.13 პუნქტიდან.
რეკომენდებულია, რომ არატექნიკური რეზიუმე შეიცავდეს უმთავრესი მონაცემების მოკლე აღწერას.
პუნქტი III.13.3.4 უნდა შეიცავდეს ძირითადი BAT მოთხოვნების ჩამონათვალს (ტექნიკური და ტექნოლოგიური დეტალები) და შენიშვნას ამ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის ხარისხის შესახებ. სახელდობრ, მითითებული უნდა იყოს, თუ რა ზომებს მიიღებს საქმიანობის განმახორციელებელი იმისთვის, რომ მოხდეს ობიექტის ოპერირების ადაპტირება დადგენილი პირობების და BAT სტანდარტების შესაბამისად.
დანართი 1.2
1. ნედლეული და დამხმარე მასალების გამოყენება*
ცხრილი 1. ქიმიური ნივთიერებები, ქიმიური პროდუქტები და სხვა მასალები, რომლებიც გამოიყენება წარმოების პროცესში, როგორც ნედლეული და დამხმარე მასალები, რომლებიც არ კლასიფიცირდება, როგორც სახიფათო
|№ |ქიმიური ნივთიერების ან პროდუქტის ტიპი (1) |
| |საწარმოო პროცესი |გათბობა (1) |სხვაგვარი გამოყენება |
| | | | |
| | | | |
| | | | |
| | | | |
შენიშვნა:
(1) არასაწარმოო მიზნებით გათბობისა და წყლის გაცხელებისთვის (არასაწარმოო პროცესისთვის).
ცხრილი 7. ელექტროენერგიის მოხმარება
| |ელექტროენერგია (კვ.სთ/წ) |
| |სულ |
|საწარმოო პროცესისთვის | |
|განათებისთვის | |
|გაგრილებისა და გაყინვისთვის | |
|ვენტილაციისთვის | |
|გათბობისთვის | |
|სხვა მიზნებისთვის | |
|სულ (საკუთარი წარმოებისა და გარე მომწოდებლებისგან მიღებულის ჯამი) | |
ცხრილი 8. საწვავის გამოყენება ენერგომრეწველობაში
(ეს ცხრილი მიესადაგება იმ ობიექტებს, რომელთა მთავარ საქმიანობასაც წარმოადგენს გათბობის და/ან ელექტროენერგიის წარმოება)
|საწავის ტიპი |წარმოშობა |წლიურად გამოყენებული რაოდენობა (ტ) ან (მ3) |გოგირდის შემცველობა (%) |ნაცრის შემცველობა (%) |ყველაზე დაბალი კალორიულობა |
| | | | | |(მჯ /მ3) |
| | |დასახელება |ტიპი | |
|დასახელება/ ტიპი |
|დანადგარის ნომერი (1) |დასახელება |ტიპი |სიმძლავრე (მვ) |მუშაობის დრო (სთ/წ) |ეფექტიანობა (%) |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
შენიშვნა:
1) თანდართული სქემის შესაბამისად.
ცხრილი 13. საწვავი ბოილერებისთვის/ გამათბობელი დანადგარებისთვის
|დანადგარის ნომერი (1) |საწვავი |
| |დასახელება |მაქსიმალური მოხმარება |გოგირდის შემცველობა (Sd) |ნაცრის შემცველობა (Ad) |
| | | |(2) |(2) |
| | |ტ/სთ ან მ3/წმ (აირადი |ტ/წ (აირადი საწვავისთვის 1000 |% |% |
| | |საწვავისთვის) |მ3/წ) | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
შენიშვნა:
(1) თანდართული სქემის შესაბამისად.
(2) d –მშრალ მდგომარეობაში.
ცხრილი 14. თბოელექტროსადგურები (და გამათბობელი დანადგარები)
|ემისიის წყაროს ნომერი (1) |GIS (გეოსაინფორმაციო სისტემების) კოორდინატები |გაფრქვევის მილის სიმაღლე (მ) |გაფრქვევის მილის შიდა დიამეტრი |აირჰაერმტვერნარევის მოცულობა |
| | | |(მმ) ან ფართობი (სმ2) |(მაქს.30წთ) |
| | | | |(მ3/წმ) |
| | |დასახელება/ ტიპი | | |
| | | | | |
| | | | | |
| | | | | |
შენიშვნა:
(1) თანდართული სქემის შესაბამისად.
ცხრილი 19. ემისიების მონიტორინგი
|გაზომვის წერტილის აღწერა და |წარმოების უბანი |კონტროლის ტიპი (უწყვეტი, |მავნე ნივთიერება, რომელიც კონტროლდება |
|ნომერი (1) | |პერიოდული) | |
| | | |მავნე ნივთიერება |მგ/მ3 |სულ შემთხვევის განმავლობაში (კგ|
| | | | | |ან ტ) |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
შენიშვნა:
(1) თანდართული სქემის შესაბამისად.
(2) პოტენციური ემისიები ავარიების, ინციდენტების, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემთხვევაში (ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებულ პირობებში).
ცხრილი 21. სუნი
|წარმოების/საწარმოო უბანი (1) |სუნის კონცენტრაცია |სუნის მახასიათებლები (3) |ლაბორატორია, რომელიც ატარებს ანალიზს | |სუნების შემცირების ღონისძიებები|
| |(ouE/მ3) (2) | |(აკრედიტაცია და ვალიდურობა) |მონიტორინგის შედეგები და | |
| | | | |დოკუმენტაცია | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
შენიშვნა:
(1) თანდართული სქემის შესაბამისად.
(2) სუნის ნიმუშების კონცენტრაციის გაზომვის მეთოდები[6] და ანგარიშგება მითითებულია ევროპულ სტანდარტში BS:EN 13725:2003[7]. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც გაზომავს სუნის კონცენტრაციას ევროპული სტანდარტის BS:EN 13725:2003 მიხედვით, ცნობილი ქიმიური ნივთიერებისთვის იგი შეიძლება გამოისახოს როგორც გაზომილი ნივთიერების მგ/მ3.
(3) სუნის მახასიათებლები მოიცავს: ინტენსიურობას (სიძლიერეს); ხარისხს (როგორია); რა შეგრძნებას იწვევს (რამდენად სასიამოვნოა/არასასიამოვნოა).
4. ჩამდინარე წყლების ჩაშვება და კონტროლი*
ცხრილი 22. ჩამდინარე წყლების ჩაშვება პირდაპირ ზედაპირული წყლის ობიექტში (მდინარე, ტბა, სხვ.)
|ჩაშვების წერტილის |ჩაშვების წერტილის |ჩაშვების წერტილის GIS (გეოსაინფორმაციო|მიმღები წყლის ობიექტი |ჩამდინარე წყლების მოცულობა |ჩამდინარე წყლების |
|მდებარეობა |ნომერი (1) |სისტემების) კოორდინატები | | |ჩაშვების ხანგრძლივობა|
| | | | | |(2) |
| | |X |Y |დასახელება |კლასი და კატეგორია |
| | | | | |(3) |
| | |X |Y |ჩაშვების რაიონის (მიმღების) აღწერა |რაიონის სენსიტიურობა |
| | |X |Y | |
| | |მგ/ლ 24 სთ (საშუალო |ტ/წ (საშუალო მნიშვნელობა) |
| | |მნიშვნელობა) | |
| | | |დამაბინძურებელი ნივთიერება |მგ/მ3 |სულ (კგ ან ტ) |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
შენიშვნა:
(1) თანდართული სქემის შესაბამისად.
5. წყლის მოხმარება*
ცხრილი 32. წყლის მოხმარება
|წყაროს ნომერი (1) |წყლის წყარო (წყლის ობიექტი და წყაროს სიღრმე) |წყლის მოცულობა |
| |დასახელება და მდებარეობა |GIS (გეოსაინფორმაციო სისტემების) კოორდინატების |მ3/24სთ |მ3/წ. |
| | |მითითება | | |
| | |X |Y | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
შენიშვნა:
(1) თანდართული სქემის შესაბამისად.
*განაცხადი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გასაცემად - თავი III.4
ცხრილი 33. წყლის მოხმარების გამზომ აღჭურვილობასთან დაკავშირებული მონაცემები
|წყაროს ნომერი და გაზომვის |გასაზომი აღჭურვილობა და ერთეული |გაზომვის ხანგრძლივობა (24 სთ |გაანგარიშებული ნაკადი |დოკუმენტაცია |
|წერტილი (1) | |განმავლობაში) |(მ3/დღეში, 1000 მ3/თვეში) | |
| | | | | |
| | | | | |
| | | | | |
| | | | | |
შენიშვნა:
(1) თანდართული სქემის მიხედვით.
ცხრილი 34. წყლის მოხმარება - პროცესის პარამეტრების მონიტორინგი და ნიმუშების აღება*
|წყაროს ნომერი და |პროცესის პარამეტრი, |ნიმუშების აღება |
|მდებარეობა (1) |რომელიც იზომება (2) | |
| | |ნიმუშების აღების|სიხშირე |მეთოდი/ ტექნიკა |ანალიზის მეთოდი |
| | |წერტილის ნომერი | | | |
| | |(3) | | | |
| | | | |წარმოქმნილი |
| | | | | |
| | | | | |
| | | | | |
შენიშვნა:
(1) და (2) ნარჩენების კატეგორია და ნომერი „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების შესაბამისად.
(3) სახიფათო ნარჩენების განმსაზღვრელი მახასიათებელი საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად.
(4) მაქსიმალური რაოდენობა განთავსებისთვის, რომელიც მითითებულია არსებულ ნებართვაში, რომელსაც ფლობს ოპერატორი.
7. ხმაურის ემისიები*
ცხრილი 38. ხმაურის წყაროების შემაჯამებელი მიმოხილვა
|ხმაურის წყარო (1) |ხმაურის წყაროს ნომერი (2) |ხმაურის დონე (დბ) (3) |ხმაურის ემისიის პერიოდი/ |ანალიზის ჩამტარებელი |მონიტორინგის შედეგები და |
| | | |ხანგრძლივობა (სთ) |ლაბორატორია (აკრედიტაცია და |დოკუმენტაცია |
| | | | |ვალიდურობა) | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
შენიშვნა:
(1) მიუთითეთ ხმაურის წარმომქმნელი დანადგარის დასახელება, მისი ტექნიკური სპეციფიკაციები ხმაურის ემისიასთან დაკავშირებით, მაგ. დანადგარის სიმძლავრე, ბრუნების რაოდენობა, მწარმოებელი, ტიპი, სერიული ნომერი და სხვ.
(2) მიუთითეთ ერთნაირი დანადგარების რაოდენობა, რამდენიც არის, ერთი ან მეტი.
(3) გარემოში სამრეწველო ობიექტებისგან წარმოქმნილი ხმაურის დონის გაზომვები უნდა ჩატარდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით ან/და დირექტივით 2002/49/EC[8] დადგენილი მეთოდების საფუძველზე.
*განაცხადი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გასაცემად – თავი III 9
-----------------------
[1] ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2006 წლის 12 დეკემბრის დირექტივა 2006/118/EC დაბინძურებისა და დაზიანებისგან გრუნტის წყლების დაცვის შესახებ
[2] ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 12 დეკემბრის დირექტივა 2006/118/EC დაბინძურებისა და დაზიანებისგან გრუნტის წყლების დაცვის შესახებ
[3] ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 16 დეკემბრის რეგლამენტი (EC) No 1272/2008 ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის თაობაზე, რომელმაც ჩაასწორა და გააუქმა დირექტივები 67/548/EEC და 1999/45/EC, და ჩაასწორა რეგლამენტი (EC) No 1907/2006 (EEA მნიშვნელობის მქონე ტექსტი).
[4] ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 16 დეკემბრის რეგლამენტი (EC) No 1272/2008 ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის თაობაზე, რომელმაც ჩაასწორა და გააუქმა დირექტივები 67/548/EEC და 1999/45/EC, და ჩაასწორა რეგლამენტი (EC) No 1907/2006 (EEA მნიშვნელობის მქონე ტექსტი).
[5] ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 16 დეკემბრის რეგლამენტი (EC) No 1272/2008 ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის თაობაზე, რომელმაც ჩაასწორა და გააუქმა დირექტივები 67/548/EEC და 1999/45/EC, და ჩაასწორა რეგლამენტი (EC) No 1907/2006 (EEA მნიშვნელობის მქონე ტექსტი).
[6] JRC სახელმძღვანელო ანგარიში IED ობიექტებიდან ჰაერში და წყალში ემისიების მონიტორინგის თაობაზე (2018) მოიცავს რეკომენდაციებს ჰაერში სუნის ემისიების მონიტორინგთან დაკავშირებით
[7] სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი CEN (2003) EN 13725 2003: ჰაერის ხარისხი - სუნის კონცენტრაციის განსაზღვრა დინამიური ოლფაქტომეტრიით და სუნის ემისიის დონით
[8] ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002 წ. 25 ივნისის დირექტივა 2002/49/EC გარემოში ხმაურის შეფასებასა და მართვასთან დაკავშირებით – კომისიის დეკლარაცია გარემოში ხმაურის შეფასებისა და მართვის დირექტივის შემათანხმებელ კომიტეტში.
danarti 2.doc DOC ⬇
დანართი 2
[pic]
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
გარემოს ეროვნული სააგენტო
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა
№ 0000000
20 –––– წლის „––––––––„ „–––––––––––––––––––––––––––––„
(უწყებრივ სანებართვო რეესტრში ნებართვის გატარების თარიღი)
1. ნებართვის მიმღები სუბიექტი:
_____________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
2. საქმიანობის მიზანი: _____________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
3. საქმიანობის განხორციელების ადგილი (ადგილმდებარეობა):
_____________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
4. დოკუმენტაციის მომამზადებელი ორგანიზაცია:
_____________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
5. ნებართვის გაცემის საფუძველი:
_____________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
6. ნებართვის შინაარსი (მათ შორის, სანებართვო პირობები) – დანართი №1:
_____________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
7. ნებართვის სხვა დანართები:
_____________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
სსიპ „გარემოს ეროვნული
სააგენტოს“ უფლებამოსილი
წარმომადგენელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
მოთხოვნები ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი
მუხლი 1.
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და შედგება შემდეგი სახის ზოგადი მონაცემებისგან:
ა) ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი;
ბ) ნებართვის მიმღები სუბიექტის შესახებ ინფორმაცია;
გ) საქმიანობის მიზანი;
დ) საქმიანობის განხორციელების ფაქტიური ადგილმდებარეობა;
ე) ინფორმაცია დოკუმენტაციის მომამზადებელი ორგანიზაციის შესახებ;
ვ) ნებართვის გაცემის საფუძველი და სანებართვო პირობები;
ზ) ნებართვის დანართები.
მუხლი 2.
ა) ფორმას ხელმოწერით ადასტურებს ნებართვის გამცემი ორგანოს – სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელიж
ბ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმა, ასევე, ხელმოწერილი უნდა იქნეს ნებართვის მიმღების სუბიექტის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ნებართვის მიღების და სანებართვო პირობების გაცნობის ეტაპზე.
მუხლი 3.
მოთხოვნები ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი მოცემულია ამ დანართის მე-5 მუხლში და წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 4.
შემდეგი დანართები წარმოადგენს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განუყოფელ ნაწილს:
1. საქმისწარმოების ფარგლებში წარმოდგენილი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია, რუკები, გეგმები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა.
2. მონაცემები საზოგადოების მონაწილეობისა და საქმიანობის განმახორციელებელთან შეხვედრების შესახებ, ასევე სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად შექმნილი ექსპერტთა კომისიის, ადგილობრივი მმართველობის, სხვა ორგანოებისა და ორგანიზაციების, და სხვა სუბიექტების მოსაზრებები.
3. საქმიანობების განხორციელების ადგილის ინსპექტირების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგები (შესაბამის შემთხვევებში).
4. იმ მონაცემების არატექნიკური რეზიუმე, რომლებსაც ეფუძნება განაცხადი.
5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები „სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ან/და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 5.
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა შედგება შემდეგი მონაცემებისგან:
I. ზოგადი მონაცემები
1. ზოგადი ინფორმაცია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ.
2. ზოგადი ინფორმაცია ობიექტის შესახებ.
3. შენიშვნები მონაცემებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ (ასეთის შემთხვევაში).
II. საქმიანობა, რომლისთვისაც წარდგენილ იქნა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადი და განაცხადის შეფასება.
1. მოკლე აღწერა საქმიანობისა, რომლისთვისაც წარდგენილ იქნა განაცხადი.
2. საქმიანობის განხორციელების ადგილის აღწერა.
3. არსებული ნებართვები, ლიცენზიები, შეთანხმებები, ხელშეკრულებები.
4. მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ზემოქმედების სახეები.
5. კომენტარები/ მოსაზრებები
1. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად შექმნილი საექსპერტო კომისია.
2. დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები.
3. ადგილობრივი თვითმმართველობა.
4. სხვა ორგანოები და ორგანიზაციები.
5. სხვა სუბიექტები, მათ შორის, სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შემთხვევაში და სხვ.
6. განაცხადის შეფასება
1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განხორციელება, მათ შორის, შეფასებისთვის გამოყენებული ნორმატული დოკუმენტაციის ჩამონათვალი (საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში“ ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელოში“ („BREF დოკუმენტები“) და/ან საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში, რომლებიც დამტკიცებულია ევროპის კომისიის მიერ (შემდგომში “BAT დოკუმენტად“ წოდებული).
2. რესურსების გამოყენება:
1. ნედლეული.
2. დამხმარე მასალები.
3. წყლის მოხმარება.
4. ენერგორესურსების მოხმარება.
5. სხვა.
3. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში და მათი ზემოქმედება გარემოზე.
4. ემისიები წყალში და მათი ზემოქმედება გარემოზე.
5. ნიადაგის დაცვა.
6. ნარჩენების მართვა.
7. ხმაური და ვიბრაცია გარემოში.
8. ავარიების რისკი და საგანგებო გეგმა.
9. საქმიანობების შეწყვეტის/ ობიექტის დახურვის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შეფასება.
10. შეფასების დასკვნა.
III. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები
1. ინტერპრეტაცია
1. უწყვეტი მონიტორინგის, პერიოდული მონიტორინგის, ატმოსფერულ ჰაერში ემისიებისთვის კონცენტრაციისა და ნაკადის მოცულობის ზღვრები, სტანდარტული პირობების, კანალიზაციაში/წყლებში ემისიების ზღვრული მნიშვნელობების (უწყვეტი მონიტორინგი, კომპოზიტური ნიმუშების აღება, დისკრეტული ნიმუშების აღება), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიების დონეების (BAT-AEL), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ენერგოეფექტურობის დონეების (BAT-AEEL), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონე (BAT-AEPL), და სხვ. განმარტებები, აბრევიატურებისა და აკრონიმების ჩამონათვალი.
2. ობიექტის ოპერირება და მართვა
1. საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადში მითითებული საქმიანობები. საქმიანობები არ უნდა გასცდეს იმ ობიექტის ტერიტორიას, რომლისთვისაც ხდება განაცხადის წარდგენა.
2. გარემოს დაცვის მართვის პირობები:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა საქმიანობების მართვა და ოპერირება უნდა განახორციელოს მის მიერ შემუშავებული „გარემოსდაცვითი მართვის სისტემის“ შესაბამისად, რომელშიც იდენტიფიცირებულია და მინიმუმამდეა დაყვანილი დაბინძურების რისკები, მათ შორის, რისკები, რომლებიც განპირობებულია ტექნოლოგიური ოპერაციებით, მოვლა-მომსახურებით, ავარიებით, ინციდენტებით, ოპერირების შეწყვეტით და რისკები, რომლებიც საჩივრების შედეგად იპყრობს ოპერატორის ყურადღებას.
2. საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემასთან დაკავშირებული სხვა პირობები, რომლებიც მითითებულია შესაბამის დოკუმენტში: საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში“ ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, BREF დოკუმენტებში და/ან BAT დოკუმენტში.
3. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები, რომლებიც ახდენს 2.2.1 და 2.2.2 პირობებთან შესაბამისობის დემონსტრირებას.
3. ობიექტის ოპერირებასთან და გარემოს დაცვის მართვასთან დაკავშირებული სხვა პირობები.
3. რესურსების მოხმარება
1. ნედლეულის, დამხმარე მასალებისა და წყლის მოხმარება:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს ნედლეულისა და წყლის ეფექტიანი გამოყენება საქმიანობებში, რაც, განსაკუთრებით, წარმოქმნილი ნარჩენების შემცირებას უკავშირდება.
2. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა აწარმოოს საქმიანობებში გამოყენებული ნედლეულის და დამხმარე მასალების და წყლის აღრიცხვა.
3. საქმიანობის განმახორციელებელმა, სულ ცოტა ყოველ [_____] წელიწადში ერთხელ, უნდა მიმოიხილოს და დააფიქსიროს არსებობს თუ არა შესაფერისი ალტერნატიული მასალები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია გარემოზე ზემოქმედების შემცირება, ან შესაძლებლობები, რომ გაუმჯობესდეს ნედლეულის და დამხმარე მასალების და წყლის გამოყენების ეფექტიანობა, და გაატაროს მიმოხილვაში იდენტიფიცირებული ნებისმიერი შემდგომი სათანადო ღონისძიებები.
4. რესურსების – ნედლეულის და დამხმარე მასალების და წყლის გამოყენებასთან/მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები.
2. ენერგორესურსების მოხმარება:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა ჩაატაროს ობიექტის ენერგოეფექტურობის აუდიტი ამ ნებართვის გაცემის დღიდან [____] თვის/წლის ვადაში.
2. აუდიტმა უნდა განსაზღვროს ენერგომოხმარების შემცირებისა და ეფექტიანობის ყველა შესაძლებლობა.
3. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს ენერგიის მინიმუმამდე დაყვანა და ეფექტიანად გამოყენება ოპერაციებში, აუდიტის შედეგების შესაბამისად.
4. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა აწარმოოს საქმიანობებში ენერგომოხმარების რეგისტრაცია.
5. საქმიანობის განმახორციელებელმა, სულ ცოტა [_____] წელიწადში ერთხელ, უნდა განიხილოს და დააფიქსიროს, არის თუ არა შესაფერისი შესაძლებლობები, რათა გააუმჯობესოს საქმიანობების ენერგოეფექტურობა და უნდა გაატაროს მიმოხილვაში განსაზღვრული ნებისმიერი შემდგომი სათანადო ღონისძიებები.
6. ენერგომოხმარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები (კონკრეტულად საწარმოსთვის (ობიექტის სპეციფიკიდან, ამ სფეროში საქართველოს სამართლებრივი მოთხოვნებიდან, და ევროკავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე).
3. ნედლეულის, დამხმარე მასალების, წყლისა და ენერგომოხმარების თაობაზე ანგარიშგებასთან დაკავშირებული პირობები.
4. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია რესურსების, მათ შორის, ნედლი და დამხმარე მასალების გამოყენებასთან/მოხმარებასთან, ასევე წყლისა და ენერგომოხმარებასთან, და ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, საუკეთესო ხელისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ენერგოეფექტურობის დონეს (BAT-AEEL), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეს (BAT-AEPL), რომლებიც მოცემულია შესაბამის დოკუმენტებში: საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში“ ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, BREF დოკუმენტებში და/ან BAT დოკუმენტში. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია განაცხადთან ერთად წარმოდგენილი III.4 სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან და აღწერს დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამას BAT სტანდარტების მიღწევის მიმართულებით.
4. ემისიები
1. ობიექტიდან გამომავალი არცერთი ემისია არ უნდა აჭარბებდეს ნებართვაში მითითებულ ემისიების ზღვრულ მნიშვნელობებს. არ უნდა ჰქონდეს ადგილი გარემოსდაცვითი მნიშვნელობის მქონე სხვა ემისიებს.
2. ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობების შედეგად წარმოქმნილმა არავითარმა ემისიებმა, მათ შორის სუნმა, არ უნდა გამოიწვიოს ობიექტის საზღვრებს გარეთ არსებული საყოფაცხოვრებო ობიექტების ან გარემოს, ან ობიექტის საზღვრებს გარეთ გარემოს ნებისმიერი კანონიერი გამოყენების დაკნინება ან ხელის შეშლა.
5. ატმოსფერული ჰაერის დაცვა
1. სამუშაო პროცესი და დაბინძურებისგან გამწმენდი დანადგარები:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა ოპტიმალურად უნდა მართოს საწარმოო პროცესი, რათა შექმნას იმის შესაძლებლობა, რომ გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის გამწმენდმა ნაგებობებმა დააკმაყოფილოს დადგენილი პირობები.
2. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა განახორციელოს გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის გამწმენდი სისტემის მართვა, მოვლა-მომსახურება და ოპერირების კონტროლი და აწარმოოს შესაბამისი აღრიცხვა. გამწმენდი სისტემის გაჩერების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კომპეტენტურ ორგანოს.
3. დაბინძურებისგან გამწმენდ დანადგარებთან დაკავშირებული სხვა პირობები.
2. სტაციონარული ემისიის წყაროები და ემისიების ზღვრული მნიშვნელობები:
1. არ უნდა არსებობდეს ჰაერში ემისიები სტაციონარული წყაროებიდან, გარდა განაცხადში და 5.1 ცხრილში მითითებული წყაროებისა და ემისიის წერტილებისა, გარდა ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებული პირობების, როდესაც არ უნდა იყოს ჰაერში ემისიების სხვა სტაციონარული წყაროები, გარდა 11.1 ცხრილში ჩამოთვლილისა. არ უნდა მოხდეს 5.1 ცხრილში მითითებული ზღვრების გადაჭარბება.
ცხრილი 5.1. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები სტაციონარული წყაროებიდან – ემისიის ზღვრები და მონიტორინგის მოთხოვნები
|ემისიის წერტილი |ნივთიერება/ დამაბინძურებელი|საწარმოო დანაყოფი/ წყარო |ემისიის ზღვრული მნიშვნელობა|გასაშუალოების პერიოდი |
| | | |(განზომილების ერთეულის | |
| | | |ჩათვლით) | |
| | | | | |
| | | | | |
2. პირობები, რომლებიც უკავშირდება მონიტორინგის აღჭურვილობას, ტექნიკას, პერსონალს და ორგანიზაციებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ემისიის მონიტორინგის პროგრამაში (სერტიფიკაცია, აკრედიტაცია, სტანდარტები და სხვ.).
3. საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წვდომის უწყვეტი საშუალება, რომელიც შესაძლებელს გახდის ნიმუშების აღებას/მონიტორინგის ჩატარებას.
4. თუ დამონტაჟებულია ემისიის უწყვეტი მონიტორინგის ხელსაწყოები – პირობები, რომლებიც უკავშირდება ცდომილების ინტერვალებს მითითებული ნივთიერებებისთვის, ვალიდური ნახევარსაათიანი საშუალო მნიშვნელობები, დღიური საშუალო მნიშვნელობები და სხვა პირობები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა აწარმოოს ყველა იმ მონიტორინგის შედეგების ჩანაწერები, რომლებიც მოითხოვება ამ ნებართვით, მათ შორის ნიმუშების აღების და ანალიზის, ინსტრუმენტული გაზომვების (პერიოდული და უწყვეტი), კალიბრაციის, შემოწმებების, ტესტების და კვლევების და ნებისმიერი შეფასების აღრიცხვა/ჩანაწერები, რომელიც ტარდება მიღებული მონაცემების საფუძველზე.
6. პირობები, რომლებიც უკავშირდება ატმოსფერულ ჰაერს – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ობიექტის მახლობლად დამონტაჟებული საზომი სადგურების საშუალებით, რათა შეფასდეს ჰაერის დაცვის ღონისძიებების ეფექტიანობა.
3. ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა პირობები.
4. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან და ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ენერგოეფექტურობის დონეს (BAT-AEEL), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამის ემისიის დონეებს (BAT-AEL), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეს (BAT-AEPL), რომლებიც მოცემულია შესაბამის დოკუმენტებში: საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები“ ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, BREF დოკუმენტებში და/ან BAT დოკუმენტში. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია განაცხადთან ერთად წარმოდგენილი III.5 სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან და აღწერს დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამას BAT სტანდარტების მიღწევის მიმართულებით.
5. ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებული სხვა პირობები.
6. ჩამდინარე წყლები და ზედაპირული წყლების დაცვა
1. სამუშაო პროცესი და დაბინძურების გამწმენდი ნაგებობები:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა სამუშაო პროცესის მართვა უნდა განახორციელოს ოპტიმალური მეთოდით, რომელიც შესაძლებელს გახდის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მიერ დადგენილი პირობების დაკმაყოფილებას.
2. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა მოახდინოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემის ოპერირების მართვა, მოვლა-მომსახურება და კონტროლი და სისტემატურად უნდა აწარმოოს შესაბამისი აღრიცხვა. ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემის წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში, ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა კომპეტენტურ ორგანოს.
3. ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობასთან დაკავშირებული სხვა პირობები.
2. ემისიის სტაციონარული წყაროები და ემისიების ზღვრული მნიშვნელობები:
1. არ უნდა არსებობდეს ზედაპირული წყლის ობიექტებში ემისიები სტაციონარული წყაროებიდან, გარდა განაცხადში და 6.1 და 6.2 ცხრილებში მითითებული წყაროებისა და ემისიის წერტილებისა, გარდა „ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებული პირობებისა“, როდესაც არ უნდა იყოს წყალში ემისიების სხვა სტაციონარული წყაროები, გარდა 11.2 ცხრილში ჩამოთვლილისა. არ უნდა მოხდეს 6.1 და 6.2 ცხრილებში მითითებული ზღვრების გადაჭარბება.
ცხრილი 6.1 ემისიები სტაციონარული წყაროებიდან ზედაპირულ წყალში (გარდა კანალიზაციისა) და ნიადაგში – ემისიების ზღვრები და მონიტორინგის მოთხოვნები
ემისიის წერტილი და მდებარეობა |ნივთიერება/ დამაბინძურებელი |საწარმოო უბანი/ წყარო |ზღვარი (განზომილების ერთეულის ჩათვლით) |საანგარიშო პერიოდი |მონიტორინგის სიხშირე |მონიტორინგის სტანდარტ(ებ)ი ან მეთოდ(ებ)ი | | | | | | | | | | | | | | | | | |
ცხრილი 6.2 ემისიების სტაციონარული წყაროებიდან კანალიზაციაში - ემისიების ზღვრები და მონიტორინგის მოთხოვნები
ემისიის წერტილი და მდებარეობა |ნივთიერება/ დამაბინძურებელი |საწარმოო უბანი/ წყარო |ზღვარი (განზომილების ერთეულის ჩათვლით) |საანგარიშო პერიოდი |მონიტორინგის სიხშირე |მონიტორინგის სტანდარტ(ებ)ი ან მეთოდ(ებ)ი | | | | | | | | | | | | | | | | | |
3. იმ ნივთიერებების ემისიები, რომლებიც არ რეგულირდება ემისიების ზღვრებით, არ უნდა იწვევდეს დაბინძურებას. საქმიანობის განმახორციელებელი არ უნდა არღვევდეს ამ პირობას, თუკი ამ ემისიების პრევენციისთვის, და, თუ ეს შეუძლებელია, მინიმუმამდე დაყვანისთვის, გატარებულ იქნა სათანადო ღონისძიებები, მათ შორის (და არა მხოლოდ), ემისიების მართვის დამტკიცებულ გეგმაში მითითებული.
4. საქმიანობის განმახორციელებელმა, თუ მიიღო შეტყობინება კომპეტენტური ორგანოსგან, რომ საქმიანობები იწვევს დაბინძურებას, უნდა წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს დასამტკიცებლად, მითითებულ პერიოდში, ემისიების მართვის გეგმა, სადაც განსაზღვრული და მინიმუმამდე დაყვანილი იქნება იმ ნივთიერებების ემისიებისგან დაბინძურების რისკები, რომლებიც არ კონტროლდება ემისიების ზღვრებით. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა განახორციელოს ემისიების მართვის გეგმა დამტკიცების დღიდანვე, თუ არ არსებობს სხვაგვარი წერილობითი შეთანხმება კომპეტენტურ ორგანოსთან.
5. კონტეინერებში არსებული ნებისმიერი სითხეები, რომელთა ზედაპირულ წყლებში ემისიამ შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურება, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მეორადი შემოკავებით, თუ საქმიანობის განმახორციელებელს არ აქვს მიღებული სხვა სათანადო ზომები პირველადი კონტეინერიდან გაჟონვის და დაღვრის პრევენციისთვის, ან, სადაც ეს შეუძლებელია, მინიმუმამდე დაყვანისთვის.
6. მავნე და სახიფათო ნივთიერებების კონცენტრაციები წყლებში:
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გაწმენდილმა წყალმა, ან ობიექტის საქმიანობების შედეგად წარმოქმნილმა ნებისმიერმა სხვა წყალმა, რომლის ჩაშვებაც ხდება ზედაპირული წყლის ობიექტებში, არ გამოიწვიოს ზედაპირული წყლის ობიექტში მავნე და სახიფათო ნივთიერებების მოხვედრა.
7. ჩაშვებული ჩამდინარე წყლების მიმღები წყლის ობიექტების ხარისხი:
1. არცერთი ნივთიერების ჩაშვება არ შეიძლება ისეთი მეთოდით ან ისეთი კონცენტრაციით, რომ პერმანენტული ზიანი მიაყენოს იმ წყლის ობიექტის ფლორას და ფაუნას, რომელიც წარმოადგენს ჩაშვებული ჩამდინარე წყლების მიმღებს. არავითარი სანიაღვრე ან თერმულად დაბინძურებული წყლის ჩაშვება არ შეიძლება ზედაპირული წყლის ობიექტში, თუ იგი იწვევს მიმღების ტემპერატურის მატებას თერმული ჩაშვების ადგილიდან ქვედა დინებაში. ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გაატაროს ყველანაირი ღონისძიებები წყლის დაბინძურების პრევენციის, შემცირების და აღდგენისთვის და დაგეგმოს მეთოდები და ვადები მათი რეალიზაციისთვის.
8. კონტროლი და გაზომვები საქმიანობის განმახორციელებელის მიერ:
1. პირობები, რომლებიც უკავშირდება ტექნიკას, პერსონალს და ორგანიზაციებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ემისიის მონიტორინგის პროგრამაში (სერტიფიკაცია, აკრედიტაცია, სტანდარტები და სხვ.).
2. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა აწარმოოს ნებართვით მოთხოვნილი ნებისმიერი მონიტორინგის შედეგების აღრიცხვა/ჩანაწერები, მათ შორის, ნიმუშების აღების და ანალიზის, ტესტების და კვლევების და ნებისმიერი შეფასების აღრიცხვა, რომელიც ხორციელდება ასეთი მონაცემების საფუძველზე.
3. ზედაპირული წყლების ხარისხთან დაკავშირებული პირობები - ზედაპირული წყლის ობიექტის ხარისხის მონიტორინგი, რათა შეფასდეს ზედაპირული წყლების დაცვის ღონისძიებების ეფექტიანობა.
9. ანგარიშგებასთან დაკავშირებული პირობები.
10. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია ზედაპირული წყლების დაცვასთან და ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეებს (BAT-AEL), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეს (BAT-AEPL), რომლებიც მოცემულია შესაბამის დოკუმენტებში: საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში“ ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, BREF დოკუმენტებში და/ან BAT დოკუმენტებში. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია განაცხადთან ერთად წარმოდგენილი III. 6 სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან და აღწერს დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამას BAT სტანდარტების მიღწევის მიმართულებით.
11. ზედაპირული წყლის დაცვასთან დაკავშირებული სხვა პირობები.
7. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვა დაბინძურებისგან
1. არ უნდა არსებობდეს ზედაპირული წყლის ობიექტებში ემისიები წერტილოვანი წყაროებიდან, გარდა განაცხადში და 6.1 და 6.2 ცხრილებში მითითებული წყაროებისა და ემისიის წერტილებისა, გარდა „ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებული პირობებისა“, როდესაც არ უნდა იყოს წყალში ემისიების სხვა წერტილოვანი წყაროები, გარდა 11.2 ცხრილში ჩამოთვლილისა. არ უნდა მოხდეს 6.1 და 6.2 ცხრილებში მითითებული ზღვრების გადაჭარბება.
2. იმ ნივთიერებების ემისიები, რომლებიც არ კონტროლდება ემისიების ზღვრებით, არ უნდა იწვევდეს დაბინძურებას. საქმიანობის განმახორციელებელი არ უნდა არღვევდეს ამ პირობას, თუკი ამ ემისიების პრევენციისთვის, და, თუ ეს შეუძლებელია, მინიმუმამდე დაყვანისთვის, გატარებულ იქნა სათანადო ღონისძიებები, მათ შორის, და არა მხოლოდ, ემისიების მართვის დამტკიცებულ გეგმაში მითითებული.
3. საქმიანობის განმახორციელებელმა თუ მიიღო შეტყობინება კომპეტენტური ორგანოსგან, რომ საქმიანობები იწვევს დაბინძურებას, უნდა წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს დასამტკიცებლად, მითითებულ პერიოდში, ემისიების მართვის გეგმა, სადაც განსაზღვრული და მინიმუმამდე დაყვანილი იქნება იმ ნივთიერებების ემისიებისგან დაბინძურების რისკები, რომლებიც არ კონტროლდება ემისიების ზღვრებით. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა განახორციელოს ემისიების მართვის გეგმა, დამტკიცების დღიდან, თუ არ არსებობს სხვაგვარი წერილობითი შეთანხმება კომპეტენტურ ორგანოსთან.
4. კონტეინერებში არსებული ნებისმიერი სითხეები, რომელთა ნიადაგში და მიწისქვეშა წყლებში ემისიამ შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურება, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მეორადი შემოკავებით, თუ საქმიანობის განმახორციელებელს არ აქვს მიღებული სხვა სათანადო ზომები პირველადი კონტეინერიდან გაჟონვის და დაღვრის პრევენციისთვის, ან, თუ ეს შეუძლებელია, მინიმუმამდე დაყვანისთვის.
5. მავნე და სახიფათო ნივთიერებების კონცენტრაციები ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი წყალი, რომელიც წარმოიქმნება ობიექტის საქმიანობის შედეგად და ჩაიშვება ნიადაგში და მიწისქვეშა წყლებში, არ იწვევდეს მავნე და სახიფათო ნივთიერებების მოხვედრას ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში.
6. კონტროლი და გაზომვები ოპერატორის მიერ:
1. პირობები, რომლებიც უკავშირდება ტექნიკას, პერსონალს და ორგანიზაციებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ემისიის მონიტორინგის პროგრამაში (სერტიფიკაცია, აკრედიტაცია, სტანდარტები და სხვ.).
2. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა აწარმოოს ნებართვით მოთხოვნილი ნებისმიერი მონიტორინგის აღრიცხვა, მათ შორის, ნიმუშების აღების და ანალიზის, ტესტების და კვლევების და ნებისმიერი შეფასების აღრიცხვა/ჩანაწერები, რომელიც ხორციელდება ასეთი მონაცემების საფუძველზე.
7. ანგარიშგებასთან დაკავშირებული პირობები.
8. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია ნიადაგის და მიწისქვეშა წყლების დაცვასთან და ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამის ემისიების დონეებს (BAT-AEL), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეს (BAT-AEPL), რომლებიც მოცემულია შესაბამის დოკუმენტებში: საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში“ ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, BREF დოკუმენტებში და/ან BAT დოკუმენტებში. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია განაცხადთან ერთად წარმოდგენილი III.7 სამოქმედო გეგმის/გეგმა-გრაფიკის განხორციელებასთან და აღწერს დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამას BAT სტანდარტების მიღწევის მიმართულებით.
9. ნიადაგის და მიწისქვეშა წყლების დაცვასთან დაკავშირებული სხვა პირობები.
8. ნარჩენების მართვა
1. ნარჩენების წარმოქმნა:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა სათანადო ღონისძიებები უნდა გაატაროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნარჩენების იერარქიის პრინციპების დაცვა, რათა შემცირდეს ნარჩენების – განსაკუთრებით, სახიფათო ნარჩენების – წარმოქმნა და რესურსების გამოყენება და რამდენადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს წარმოქმნილი ნარჩენების ხელახლა გამოყენება და რეციკლირება.
2. ნარჩენების შეგროვება და განთავსება
1. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა დაახარისხოს ნარჩენები მათი წარმოქმნის ადგილზე, მათი წარმომავლობისა და მოპყრობის დაგეგმილი მეთოდის შესაბამისად. საქმიანობის განმახორციელებელმა დახარისხებული ნარჩენები ცალკ-ცალკე უნდა შეაგროვოს, შეგროვებული ნარჩენების სამომავლო მოპყრობის საჭიროების შესაბამისად. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, შეგროვებული ნარჩენები მიაწოდოს სუბიექტს, რომელსაც გააჩნია მოქმედი ნებართვა ნარჩენების შეგროვებისთვის (და ტრანსპორტირებისთვის).
2. სპეციფიური ნარჩენების ნაკადების – მათ შორის, სახიფათო ნარჩენების – შეგროვებასა და განთავსებასთან დაკავშირებული პირობები.
3. ნარჩენების დროებითი შენახვა:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა ნარჩენების დახარისხება უნდა მოახდინოს ისეთ ადგილებში, რომლებიც ტექნიკურად აღჭურვილია ადგილზე ნარჩენების დროებითი შენახვისთვის. ნარჩენების შენახვა არ შეიძლება მანიპულაციებისთვის განკუთვნილ ზედაპირებზე ან სხვა ადგილებში, რომლებიც არ არის განკუთვნილი შენახვისთვის.
2. იმ ნარჩენების საწყობს, რომლებიც გამოიყენება მეორად ნედლ ან დამხმარე მასალად, უნდა ჰქონდეს სტაბილური და წყალგაუმტარი ზედაპირი და სათანადო სისტემები ატმოსფერული ზემოქმედებისგან, ავარიებისა და ხანძრისგან დასაცავად.
3. სპეციფიური ნარჩენების ნაკადების – მათ შორის, სახიფათო ნარჩენების - შეგროვებასა და განთავსებასთან დაკავშირებული სხვა პირობები. (კონკრეტულად საწარმოსთვის (ობიექტის სპეციფიკიდან, ამ სფეროში საქართველოს სამართლებრივი მოთხოვნებიდან და ევროკავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე)
4. ნარჩენების ტრანსპორტირება:
1. ნარჩენების ტრანსპორტირება ობიექტის ადგილმდებარეობიდან უნდა განხორციელდეს მხოლოდ ნარჩენების ტრანსპორტირების მოქმედი ნებართვის მქონე სუბიექტის მიერ.
2. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა განახორციელოს შიდა ტრანსპორტირება, ნარჩენების დატვირთვა და გადმოტვირთვა ისე, რომ თავიდან აიცილოს ნარჩენების მიმოფანტვა და გარემოზე სხვაგვარი უარყოფითი ზემოქმედება.
5. ნარჩენების დამუშავება, გადამუშავება და რეციკლირება:
1. წარმოქმნილი ნარჩენების მეორად ნედლ მასალად ან ალტერნატიულ საწვავად რეციკლირებისას ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ არც რეციკლირების პროცესმა და არც მის შედეგად მიღებულმა პროდუქტმა არ მოახდინოს უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე.
2. თუ შესაძლებელია წარმოქმნილი ნარჩენების ხელახლა გამოყენება ან რეციკლირება მეორად ნედლ მასალებად ან ალტერნატიულ საწვავად სხვა ოპერატორის/ობიექტის მიერ, ის უნდა გადაეცეს სუბიექტს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მოქმედი ნებართვა.
6. ნარჩენების განთავსება:
1. იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება საქმიანობების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გაგზავნა ნაგავსაყრელზე, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნარჩენები აკმაყოფილებს ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს იმ ნაგავსაყრელისთვის და რომ ნაგავსაყრელს გააჩნია შესაბამისი მოქმედი ნებართვა.
2. ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებული სხვა პირობები (კონკრეტულად საწარმოსთვის (ობიექტის სპეციფიკიდან, ამ სფეროში საქართველოს სამართლებრივი მოთხოვნებიდან და ევროკავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე)
7. ნარჩენების კონტროლი და აღრიცხვა:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა აწარმოოს წარმოქმნილი, დროებით შენახული და შენახული ნარჩენების, ასევე ნარჩენების შეგროვების სათანადო მოქმედი ნებართვის მქონე სხვა ოპერატორებისთვის და/ან სუბიექტებისთვის გადაცემული ნარჩენების აკურატული აღრიცხვა.
2. ნარჩენების კონტროლთან და რაოდენობრივ აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვა პირობები.
8. ნარჩენების ნიმუშების აღებასთან დაკავშირებული პირობები.
9. დოკუმენტირებასთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებული პირობები.
10. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია ნარჩენების მართვასთან და ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამის ემისიის დონეებს (BAT-AEL), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეს (BAT-AEPL), რომლებიც მოცემულია შესაბამის დოკუმენტებში: საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები“ ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, BREF დოკუმენტებში და/ან BAT დოკუმენტებში. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია განაცხადთან ერთად წარმოდგენილი III.8 სამოქმედო გეგმის/გეგმა-გრაფიკის განხორციელებასთან და აღწერს დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამას BAT სტანდარტების მიღწევის მიმართულებით.
11. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა პირობები, მათ შორის, ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცებასთან და შესაბამისობასთან დაკავშირებული პირობები.
9. ხმაური და ვიბრაცია
1. საქმიანობებისგან წარმოქმნილ ემისიებს არ უნდა ახლდეს ხმაური და ვიბრაცია ისეთ დონეზე, რომ გამოიწვიოს დაბინძურება ობიექტის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, თუკი საქმიანობის განმახორციელებელს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები, მათ შორის (და არა მხოლოდ), ხმაურისა და ვიბრაციის მართვის დამტკიცებულ გეგმაში მითითებული, რათა მოახდინოს პრევენცია, ან, თუ ეს შეუძლებელია, მინიმუმამდე დაიყვანოს ხმაური და ვიბრაცია.
2. საქმიანობის განმახორციელებელმა, თუ მიიღო შეტყობინება კომპეტენტური ორგანოსგან, რომ საქმიანობები იწვევს დაბინძურებას ხმაურისა და ვიბრაციის გამო, უნდა წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს დასამტკიცებლად, მითითებულ პერიოდში, ხმაურისა და ვიბრაციის მართვის გეგმა, და უნდა განახორციელოს ხმაურისა და ვიბრაციის მართვის გეგმა, დამტკიცების დღიდანვე, თუ არ არსებობს სხვაგვარი წერილობითი შეთანხმება კომპეტენტურ ორგანოსთან.
3. ობიექტის ტერიტორიიდან (ნორმალური ოპერირებისას/ ყოველწლიური გაჩერების და ტექ-მომსახურებისას) წარმოქმნილი ხმაურის [რეიტინგის] დონე არ უნდა აღემატებოდეს [___] დბ-ს, [__სთ. __წთ.]-დან [__სთ. __წთ.]-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და [____] დბ-ს ნებისმიერ დროს, ობიექტის ტერიტორიის (მითითებულ საზღვართან/ საზღვრებთან/ მდებარეობასთან) აღებული ანაზომების ან შეფასების შესაბამისად.
4. კონტროლისა და გაზომვების პირობები (ადგილები, სიხშირე, მეთოდები).
5. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია გარემოში ხმაურთან და ვიბრაციასთან და ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამის ემისიის დონეებს (BAT-AEL), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეს (BAT-AEPL), რომლებიც მოცემულია შესაბამის დოკუმენტებში: საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში“ ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, BREF დოკუმენტებში და/ან BAT დოკუმენტებში. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია განაცხადთან ერთად წარმოდგენილი III.9 სამოქმედო გეგმის/გეგმა-გრაფიკის განხორციელებასთან და აღწერს დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამას BAT სტანდარტების მიღწევის მიმართულებით.
6. ანგარიშგებასთან დაკავშირებული პირობები.
7. ხმაურთან და ვიბრაციასთან დაკავშირებული სხვა პირობები.
10. ავარიების პრევენცია და ავარიაზე რეაგირება
1. ავარიების პრევენცია და ავარიაზე რეაგირება:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა აკონტროლოს ტექნოლოგიური პროცესი და მისი ყველა პარამეტრი, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ავარია. ოპერატორი უნდა იყენებდეს ტექნიკურ-ტექნოლოგიურ სისტემებს – რაც შეიძლება ხანმოკლე მოცდენით, ყველაზე ხანგრძლივ ტექნოლოგიურ ციკლში – პერიოდული პრევენციული ინსპექტირების, ტექნიკური დიაგნოსტიკის, საბაზისო მოვლა, მომსახურების, საკონტროლო ინსპექტირების, ნაწილების დაგეგმილი შეცვლის და დაგეგმილი პერიოდული რემონტის ფორმით.
2. ავარიის შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელმა დადგენილი პროცედურის შესაბამისად უნდა განსაზღვროს ავარიის მიზეზი, მოახდინოს ავარიის თარიღის, დროის და ადგილის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა განსაზღვროს გარემოში ემისიების ყველა ტიპი და მიიღოს მათი შემცირებისთვის საჭირო ყველა ზომა, ასევე შეაფასოს ყველა მიღებული ზომის ეფექტიანობა.
3. საქმიანობის განმახორციელებელმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს განაცხადთან ერთად წარდგენილი და კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული ავარიისგან დაცვის გეგმა და საგანგებო ღონისძიებების გეგმა.
2. ანგარიშგება ავარიასთან დაკავშირებით:
1. ავარიის შემთხვევაში ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს საჭირო ინფორმაცია, რათა ხელი შეუწყოს ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შედეგების მინიმუმამდე დაყვანას და გარემოს ფაქტობრივი ან პოტენციური დაზიანების მასშტაბების შეფასებას და მინიმუმამდე დაყვანას.
3. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია ავარიების პრევენციასთან და ავარიაზე რეაგირებასთან და ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, რომლებიც მოცემულია შესაბამის დოკუმენტებში: საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში“ ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, BREF დოკუმენტებში და/ან BAT დოკუმენტებში. პირობები, რომლებიც დაკავშირებულია განაცხადთან ერთად წარმოდგენილი III.10 სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან და აღწერს დაგეგმილი გაუმჯობესების პროგრამას BAT სტანდარტების მიღწევის მიმართულებით.
4. ავარიების პრევენციასთან და ავარიაზე რეაგირებასთან დაკავშირებული სხვა პირობები
11. ობიექტის ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებული (გარდამავალი) პირობები
1. ზოგადი პირობები ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებულ პირობებთან დაკავშირებით:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა აღრიცხოს ობიექტის ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებული პირობების ყოველი პერიოდის დასაწყისი და დასასრული.
2. ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებული პირობების პერიოდში საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა აღადგინოს წყობიდან გამოსული აღჭურვილობის ნორმალური ოპერირება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოცვალოს წყობიდან გამოსული აღჭურვილობა.
3. სხვა პირობები.
2. საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც მიესადაგება ოპერირების ნორმალურისგან განსხვავებულ პირობებს, რომლებიც წარდგენილია განაცხადთან ერთად და დამტკიცებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ. არ უნდა მოხდეს 11.1 ცხრილში და 11.2 ცხრილში მოცემული ზღვრების გადაჭარბება.
ცხრილი 11.1. სტაციონარული წყაროებიდან ჰაერში ემისიები ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებულ პირობებში - ემისიების ზღვრები და მონიტორინგის მოთხოვნები
ემისიის წერტილი |ნივთიერება/ დამაბინძურებელი |საწარმოო უბანი/ წყარო |ემისიის ზღვრული მნიშვნელობა (განზომილების ერთეულის ჩათვლით) |საანგარიშო პერიოდი |მონიტორინგის სიხშირე |მონიტორინგის სტანდარტ(ებ)ი ან მეთოდ(ებ)ი | | | | | | | | | | | | | | | | | |
ცხრილი 11.2. სტაციონარული წყაროებიდან ზედაპირულ წყლებში, კანალიზაციაში და ნიადაგში ემისიები ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისგან განსხვავებულ პირობები პირობებში - ემისიების ზღვრები და მონიტორინგის მოთხოვნები
ემისიის წერტილი და მდებარეობა |ნივთიერება/ დამაბინძურებელი |საწარმოო უბანი/ წყარო |ზღვარი (განზომილების ერთეულის ჩათვლით) |საანგარიშო პერიოდი |მონიტორინგის სიხშირე |მონიტორინგის სტანდარტ(ებ)ი ან მეთოდ(ებ)ი | | | | | | | | | | | | | | | | | |
12. ობიექტის ან მისი ნაწილების საქმიანობის საბოლოოდ შეწყვეტა
1. ზოგადი პირობები:
1. საქმიანობის განმახორციელებელმა ოპერირების საბოლოო შეწყვეტის პროცესი უნდა განახორციელოს, სულ ცოტა, შემდეგი ღონისძიებების გატარებით, ორ ეტაპად:
- პირველ ფაზაზე, ოპერატორმა უნდა შეასრულოს საწარმოო პროცესის შეჩერების ყველა ქმედება და შემდგომი ქმედებები. უნდა მოხდეს ყველა აღჭურვილობის დემონტაჟი, შეგროვება და გაყიდვა ან გატანა სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ყველა შესაძლო ნედლეული მასალა, ქიმიკატები და სხვა მასალები უნდა დაუბრუნდეს მომწოდებლებს ან გამოსაყენებლად გადაეცეს სხვა ოპერატორს. ყველა დანარჩენი მასალა უნდა დასაწყობდეს ან გატანილ იქნეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით;
- ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურული ნაგებობების, გზების და საძირკვლების დემონტაჟი;
- პროცესის საქმიანობების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები, ასევე საქმიანობის საბოლოოდ შეწყვეტის შემდეგ დემონტაჟისა და ტერიტორიის დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები გატანილ უნდა იქნეს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით;
- მეორე ეტაპი უნდა მოიცავდეს ტერიტორიის აღდგენას ისეთ მდგომარეობამდე, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება მშენებლობის მიზნებისთვის ან სამრეწველო საჭიროებებისთვის;
2. საქმიანობის განმახორციელებელმა, საქმიანობის შეწყვეტის და ობიექტის დახურვის და საწყის მდგომარეობამდე ტერიტორიის აღდგენის (რეაბილიტაციის, რემედიაციის და სხვ.) შემდეგ, უნდა განახორციელოს განაცხადთან ერთად წარდგენილი და კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების გეგმა. ოპერატორმა უნდა ჩაატაროს რემედიაცია, თუკი ობიექტის მშენებლობისას და საწარმოო საქმიანობების განხორციელებისას ხდებოდა ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების მდგომარეობის დადგენა საწარმოო საქმიანობების საბოლოოდ შეწყვეტის შემდეგ უნდა ეფუძნებოდეს განაცხადთან ერთად წარდგენილ და კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებულ საბაზისო ანგარიშს.
13. ანგარიშგება
1. ანგარიშგების სიხშირესთან და თემასთან დაკავშირებული პირობები.
2. იმ ინსტიტუციებთან დაკავშირებული პირობები, რომლებსაც უნდა წარედგინოს ანგარიშები.
14. შეტყობინებები
1. საქმიანობის განმახორციელებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს შემდეგი შემთხვევების შესახებ:
– აღჭურვილობის ან ტექნიკის ნებისმიერი გაუმართაობა, მწყობრიდან გამოსვლა ან გაფუჭება, ავარია ან ისეთი ნივთიერების ემისია, რომელიც არ კონტროლდება ემისიის ზღვრებით, რომელიც იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაბინძურება;
– ნებართვაში მითითებული ზღვრის დარღვევა;
– ნებისმიერი უარყოფითი გარემოსდაცვითი ეფექტები;
– ოპერატორის სახელწოდების, რეგისტრირებული სახელწოდების ან ოფისის რეგისტრირებული მისამართების ნებისმიერი ცვლილება;
– სხვ.
2. შეტყობინებებთან დაკავშირებული სხვა პირობები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ“?
- „ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-314. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.017008.
- სად არის „ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ“, №2-314, 28.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.017008 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6950933/