წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-313 |
|
2026 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
|
📎 დანართები (1)
313.doc DOC ⬇
წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების შესახებ წესი“ (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ადგენს წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესს და პირობებს.
2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა იწარმოება ელექტრონული ფორმით.
3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლით სარგებლობა, მათ შორის, წყლის დაგროვება ნებისმიერი ტიპის წყალსაცავში, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 1 მ3-ზე მეტი მოცულობით;
ბ) წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლის ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება.
მუხლი 2. მიზანი
წესის მიზანია მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული წყალაღებისა და წყალჩაშვების შესახებ მონაცემების რეგულარული შეგროვება, აღრიცხვა, დამუშავება და ანალიზის საფუძველზე წყლის ობიექტებზე ზეწოლის დადგენა, წყლის რესურსების მართვის ხელშეწყობა; აღრიცხულ მონაცემებზე დაყრდნობით წყალმოსარგებლეთა შორის წყლის რესურსების რაციონალური და სამართლიანი განაწილება (პირველ რიგში მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების გათვალისწინებით), წყლის ობიექტების დაცვა და მათზე შესაძლო მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნორმატიულად სუფთა ჩამდინარე წყალი – ჩამდინარე წყალი, რომლის გაუწმენდავი ჩაშვება წყლის ობიექტებში არ გამოიწვევს საკონტროლო კვეთში ან სარგებლობის პუნქტში წყლის ხარისხის ნორმების დარღვევას;
ბ) ნორმატიულად გაწმენდილი ჩამდინარე წყალი – ჩამდინარე წყალი, რომელმაც გაიარა გაწმენდა შესაბამის ნაგებობებში და რომლის ჩაშვება გაწმენდის შემდეგ წყლის ობიექტებში არ იწვევს წყლის ხარისხის ნორმების დარღვევას, ესე იგი დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა ამ ჩამდინარე წყალში შეესაბამება სამინისტროსთან შეთანხმებულ ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (შემდგომ – ზდჩ) ნორმებს ან ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის (შემდგომ – ზდკ) მაჩვენებლებს;
გ) ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემები – ტექნიკური წყალმომარაგების სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს ტექნოლოგიურ ციკლში წყლის მრავალჯერად გამოყენებას. წყალი ბრუნვით სისტემაში შეიძლება მიწოდებულ იქნეს წინასწარი დამუშავების (გაწმენდა/გაგრილება) გარეშე ან შესაბამისი დამუშავების შემდეგ. ბრუნვითი სისტემის წყლის წლიური ხარჯი რიცხობრივად უტოლდება წყლის იმ მოცულობას, რომელსაც წყალმოსარგებლე დამატებით მოიხმარდა (ბუნებრივი წყაროებიდან) ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემის უქონლობის შემთხვევაში. ბრუნვით სისტემებს არ განეკუთვნება წყალმომარაგების სისტემები, რომლებშიც ნამუშევარი წყლების გაცივებისათვის ან დაგროვებისათვის (აკუმულაცია) გამოიყენებიან ერთიანი სახელმწიფო წყლის ფონდის ობიექტები (მდინარეები, არხები, ტბები, მდინარის კალაპოტისეული წყალსაცავები), ტბორი გამაცივებლები და სხვა ხელოვნური წყალსაცავები, სპეციალურად განკუთვნილი ნამუშევარი წყლების გასაცივებლად;
დ) წყლის განმეორებითი (თანმიმდევრული) გამოყენება – წყალსარგებლობის სქემა, სადაც ერთი ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული ნამუშევარი წყალი, გაწმენდის გარეშე ან ნაწილობრივი დამუშავებით, თანმიმდევრულად გადაეცემა და გამოიყენება სხვა საწარმოო/ტექნოლოგიურ პროცესში;
ე) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. ამ წესების მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინები.
მუხლი 4. კომპეტენტური ორგანო
1. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას, მონაცემების შეკრებას და ანალიზს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო.
2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო ორგანო.
3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მოთხოვნათა დარღვევის კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მუხლი 5. წყალსარგებლობის კლასიფიკაცია
1.თითოეული მდინარის აუზის/სააუზო უბნის ფარგლებში უნდა მოხდეს წყალსარგებლობის სახეების იდენტიფიცირება.
2.ამ წესის მიზნებისათვის წყალსარგებლობა იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყალსარგებლობა;
ბ) წყალსარგებლობა ურბანული მიზნებისთვის;
გ) წყალსარგებლობა სამრეწველო მიზნებისთვის;
დ) წყალსარგებლობა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის;
ე) წყალსარგებლობა წყლის ნაკადის რეგულირების (მათ შორის, წყლის გადაცემისა და დინების მიმართულების შეცვლის/გადამისამართების) მიზნით;
ვ) წყალსარგებლობა სხვა მიზნებისთვის.
მუხლი 6. ანგარიშგების პროცედურა
1. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმა“ – დანართი №1-ის მიხედვით, რომლებსაც წყალმოსარგებლეები ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 თებერვლისა, ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) მეშვეობით ავსებენ. კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტილებას წარდგენილი წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების დადასტურების/დახარვეზების თაობაზე იღებენ არაუგვიანეს პირველი აპრილისა. დახარვეზების შემთხვევაში წყალმოსარგებლე ვალდებულია არაუგვიანეს 30 აპრილისა გამოასწოროს ხარვეზი, რის შემდეგაც კომპეტენტური ორგანოები წარუდგენენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შესაბამის ინფორმაციას „საქართველოში წყლის გამოყენების ძირითადი მაჩვენებლები“ დანართ №3 -ში მოცემული ცხრილების შესაბამისად.
2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსებას ახორციელებს წყალმოსარგებლე.
3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება წყალმოსარგებლეს.
4. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსებისას დაცული უნდა იყოს
შემდეგი პირობები:
ა) ფორმის თითოეულ გრაფაში უნდა ჩაიწეროს ციფრი ან სიტყვიერი აღნიშვნა, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – დეფისი;
ბ)ფორმის შევსებისას დაცული უნდა იქნეს მაჩვენებლების მძიმის შემდეგ არანაკლებ მეათასედი ნიშნის სიზუსტე;
გ) GPS კოორდინატები წარმოდგენილ უნდა იქნეს UTM WGS 1984 კოორდინატთა სისტემაში.
მუხლი 7. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის სტრუქტურა
1. დანართ №1-ში აისახება ინფორმაცია ბუნებრივი წყაროებიდან აღებული, სხვა წყალმოსარგებლისგან მიღებული, გამოყენებული და გადაცემული წყლის მოცულობების, წყალარინების/წყალჩაშვების შესახებ რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების და წყლის გამოყენების სხვა მაჩვენებლების შესახებ. ფორმაში ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს მონაცემები საანგარიშო წლის განმავლობაში წყალმოსარგებლის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ.
2. წყალმოსარგებლის მიერ წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის წარდგენისთანავე ფორმის ბოლო ველში ავტომატურად აისახება პირველად წარდგენის თარიღი.
მუხლი 8. პასუხისმგებლობა წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მოთხოვნათა დარღვევისთვის
წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი №1
წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმა
|1. ზოგადი მონაცემები |
|1.1 საანგარიშო წელი | |
|1.2 წყალმოსარგებლის დასახელება | |
|1.3 საიდენტიფიკაციო კოდი | |
|1.4 იურიდიული მისამართი, ტელეფონი | |
|1.5 ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი | |
|1.6 GPS კოორდინატები (UTM WGS 1984) | |
|1.7 ელექტრონული ფოსტა | |
|1.8 ეკონომიკური საქმიანობის სახე | |
|1.9 გამოშვებული პროდუქციის სახეობა და | |
|რაოდენობა | |
|1.10 მოხმარებული ნედლეულის სახეობა და | |
|რაოდენობა | |
|1.11 სამუშაო საათების რაოდენობა წელიწადში | |
|1.12 თანამშრომელთა საერთო რაოდენობა | |
|2. წყალაღების მაჩვენებლები, ათასი კუბური მეტრი |
|2.1 სულ აღებული წყლის რაოდენობა | |
|2.2 წყალაღების წყაროს ტიპი | |
|2.3 წყალაღების წყაროს დასახელება | |
|2.4 წყალაღების წყაროს ზღვის აუზი | |
|2.5 წყალაღების წყაროს მდინარეების სააუზო | |
|უბანი | |
|2.6 წყალაღების წყაროს მდინარის აუზი | |
|2.7 წყალაღების წყაროს მდინარის ქვეაუზი | |
|2.8 წყალაღების წერტილის GPS კოორდინატები (UTM WGS 1984) | |
|2.9 „წყლის ხარისხის კატეგორიის კოდი“-დანართი №2-ის მიხედვით | |
|2.10 სულ გამოყენებული წყლის რაოდენობა, მათ შორის: | |
|2.10.1 სასმელ-სამეურნეო მიზნით | |
|2.10.2 საწარმოო მიზნით | |
|2.10.3 სარწყავი მიზნით | |
|2.10.4 თევზის სატბორე მეურნეობისთვის | |
|2.10.5 ჰიდროენერგეტიკისთვის | |
|2.11 გადაცემული წყლის რაოდენობა | |
|2.12 დანაკარგი გადაცემისას | |
|3. წყალარინების მაჩვენებლები, ათასი კუბ. მ |
|3.1 ჩამდინარე წყლის მიმღების ტიპი | |
|3.2 ჩამდინარე წყლის მიმღების დასახელება | |
|3.3 ჩამდინარე წყლის მიმღების ზღვის აუზი | |
|3.4 ჩამდინარე წყლის მიმღების მდინარეების | |
|სააუზო უბანი | |
|3.5 ჩამდინარე წყლის მიმღების მდინარის აუზი | |
|3.6 ჩამდინარე წყლის მიმღების მდინარის | |
|ქვეაუზი | |
|3.7 წყალჩაშვების წერტილის GPS | |
|კოორდინატები (UTM WGS 1984) | |
|3.8 „წყლის ხარისხის კატეგორიის კოდი“ -დანართი №2-ის მიხედვით | |
|3.9 სულ ჩაშვებული ჩამდინარე წყლის | |
|რაოდენობა, მათ შორის: | |
| 3.9.1 გაწმენდის გარეშე | |
| 3.9.2 ნორმატიულად სუფთა (არ | |
|საჭიროებს გაწმენდას) | |
| 3.9.3 ნორმატიულად გაწმენდილი: | |
| 3.9.3.1 ბიოლოგიურად | |
| 3.9.3.2 ფიზიკურ-ქიმიურად | |
| 3.9.3.3 მექანიკურად. | |
|3.10 წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების | |
|შემადგენლობა და რაოდენობა (ტონა) | |
|დასახელება |ფაქტობრივი რაოდენობა |შეთანხმებული რაოდენობა |
| | | |
|4. სხვა მაჩვენებლები, ათასი კუბ. მ |
|4.1 წყლის ხარჯი ბრუნვითი წყალმომარაგების | |
|სისტემაში | |
|4.2 წყლის ხარჯი განმეორებით | |
|წყალმომარაგების სისტემაში | |
|4.3 ლიცენზიით განსაზღვრული მიწისქვეშა | |
|წყლის რაოდენობა | |
|4.4 გზშ ანგარიშით განსაზღვრული/ტექნიკური | |
|პირობებით შეთანხმებული/წყალსარგებლობის ნებართვით განსაზღვრული აღებული წყლის | |
|რაოდენობა | |
|4.5 წყალმზომით აღრიცხული აღებული ან | |
|მიღებული წყალი | |
|4.6 გამწმენდი ნაგებობის საპროექტო | |
|სიმძლავრე, კუბ. მ დღე-ღამეში | |
|4.7 გამწმენდი ნაგებობის ტიპი | |
პირველად წარდგენის თარიღი:
1. დანართი №1-ის:
1.პირველ პუნქტში „ზოგადი მონაცემები“ ქვეპუნქტების შესაბამისად აისახება მონაცემები საანგარიშო წლის განმავლობაში წყალმოსარგებლის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ, კერძოდ:
1.1 - საანგარიშო წელი;
1.2 - წყალმოსარგებლის სახელი;
1.3 - საიდენტიფიკაციო კოდი;
1.4 - იურიდიული მისამართი და ტელეფონის ნომერი;
1.5 - ფაქტობრივი მისამართი და ტელეფონის ნომერი;
1.6 - GPS კოორდინატები (UTM WGS 1984);
1.7 – ელექტრონული ფოსტა;
1.8 - ეკონომიკური საქმიანობის სახე;
1.9 - გამოშვებული პროდუქციის სახეობა და
რაოდენობა;
1.10 - მოხმარებული ნედლეულის სახეობა და
რაოდენობა;
1.11 - სამუშაო საათების რაოდენობა წელიწადში;
1.12 - თანამშრომელთა საერთო რაოდენობა.
2. მე-2 პუნქტის „წყალაღების მაჩვენებლები, ათასი კუბური მეტრი,“ ქვეპუნქტები განკუთვნილია:
წყლის ობიექტებიდან აღებული, სხვა წყალმოსარგებლისგან მიღებული, წყალმოსარგებლის მიერ გამოყენებული და შემდგომში გამოსაყენებლად ან ჩასაშვებად სხვა წყალმოსარგებლეზე გადაცემული წყლის მოცულობების (ათასი კუბ. მ) აღრიცხვისთვის, კერძოდ:
2.1 პუნქტში აისახება საანგარიშო წლის განმავლობაში წყლის ობიექტიდან აღებული ან სხვა წყალმოსარგებლისგან მიღებული წყლის მოცულობის ჯამური მაჩვენებელი;
2.2-2.8 პუნქტებში ასახულ უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია წყალაღების წყაროს და წყალაღების წერტილის შესახებ, კერძოდ:
2.2 - წყალაღების წყაროს ტიპი, საიდანაც ხდება წყალაღება;
2.3 - წყალაღების წყაროს დასახელება, რომლის წყალმომარაგების ან წყალარინების სისტემიდან არის მიღებული წყალი;
2.4 - წყალაღების წყაროს ზღვის აუზი;
2.5 - წყალაღების წყაროს მდინარეების სააუზო უბანი;
2.6 - წყალაღების წყაროს მდინარის აუზი;
2.7 - წყალაღების წყაროს მდინარის ქვეაუზი;
2.8 - წყალაღების წერტილის GPS კოორდინატები.
2.9 პუნქტში აისახება აღებული ან მიღებული წყლის ხარისხის კატეგორიის კოდი ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად;
2.10 პუნქტში აღინიშნება წყალმოსარგებლის მიერ წლის განმავლობაში გამოყენებული წყლის ჯამური მოცულობა, ქვეპუნქტების შესაბამისად:
2.10.1 ივსება მოსახლეობის ან/და საწარმოებსა და ორგანიზაციებში მომუშავეთა სამეურნეო ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროების დასაკმაყოფილებლად წყლის გამოყენების შემთხვევაში;
2.10.2 ითვალისწინებს საწარმოო (ტექნიკური) საჭიროებისთვის გამოყენებული წყლის მთლიან მოცულობას, ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემის შესავსებად მიღებული წყლის მოცულობის ჩათვლით;
2.10.3 ასახავს მიწების მორწყვისათვის მიწოდებული წყლის მოცულობებს, სავეგეტაციო და რწყვის ყველა სახეობის (დატენიანების, ჩარეცხვის, თესვისწინა და ა. შ.) ჩათვლით;
2.10.4 აღინიშნება თევზის სატბორე მეურნეობისათვის მიწოდებული წყლის მოცულობა;
2.10.5 აისახება ჰიდროელექტროსადგურებში ელექტროენერგიის მისაღებად გამოყენებული წყლის მოცულობა.
2.11 პუნქტში უნდა აისახოს გამოუყენებლად ან/და გამოყენების შემდეგ სხვა წყალმოსარგებლეებზე გადაცემული წყლის მოცულობა. ამავე პუნქტში აჩვენებენ ტრანზიტული წყლების მოცულობებს, აგრეთვე ჩამდინარე წყლების მოცულობებს, რომელიც მიღებულია სხვა წყალმოსარგებლისაგან და გადაცემულია გასაწმენდად ან წყლის ობიექტში ჩასაშვებად.
2.12 პუნქტში აღინიშნება დანაკარგები ტრანსპორტირებისას, კერძოდ, წყლის აღების ადგილიდან, მისი გამოყენების ან გადაცემის ადგილამდე ფილტრაციის, აორთქლების, გაჟონვის, ავარიის და სხვა მიზეზების შედეგად დაკარგული წყლის მოცულობები. ჩამდინარე წყლების გასაწმენდად ან ჩასაშვებად მიღების დროს ტრანსპორტირების დანაკარგები არ იანგარიშება.
3. მე-3 პუნქტი – „წყალარინების მაჩვენებლები“ განკუთვნილია ჩამდინარე წყლების მოცულობების (ათასი კუბ. მ) აღრიცხვისათვის, რომელთა ჩაშვება ხორციელდება უშუალოდ ზედაპირული წყლის ობიექტებში ან/და მიწისქვეშა ჰორიზონტებში ან/და დამაგროვებლებში ან/და ხევებში, სამიწათმოქმედო რწყვის მინდვრებზე და რელიეფის სხვა ადგილებში, ასევე, განკუთვნილია, წყლის ობიექტებში ჩაშვებული დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობის (ტონა) აღრიცხვისათვის, კერძოდ:
3.1-3.7 პუნქტებში ასახულш უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია ჩამდინარე წყლის მიმღები ობიექტის და წყალჩაშვების წერტილის შესახებ:
3.1 – ჩამდინარე წყლის მიმღების ობიექტის ტიპი;
3.2 – ჩამდინარე წყლის მიმღები დასახელება, რომელშიც ხორციელდება წყლის ჩაშვება (სანიაღვრე კანალიზაციის სისტემაში წყლის ჩაშვებისას მიმღებად ნაჩვენები უნდა იქნეს წყლის ის ობიექტი, რომელსაც უშუალოდ უერთდება სანიაღვრე სისტემა);
3.3 – ჩამდინარე წყლის მიმღები ობიექტის ზღვის აუზი;
3.4 – ჩამდინარე წყლის მიმღები ობიექტის მდინარეების სააუზო უბანი;
3.5 – ჩამდინარე წყლის მიმღები ობიექტის მდინარის აუზი;
3.6 – ჩამდინარე წყლის მიმღები ობიექტის მდინარის ქვეაუზი;
3.7– წყალჩაშვების წერტილის GPS კოორდინატებიю
3.8 პუნქტში აისახება წყლის ობიექტებში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ხარისხის კატეგორიის კოდი ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.
3.9 პუნქტში უნდა აღინიშნოს წყლის ობიექტებში (ზედაპირული ან/და მიწისქვეშა ჰორიზონტი), რწყვის (ფილტრაციის) მოედნებზე, ადგილის რელიეფზე და ა. შ. საანგარიშო წლის განმავლობაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ჯამური მოცულობა;
3.9.1 ქვეპუნქტში აისახება ზედაპირული წყლის ობიექტში გაწმენდის გარეშე ჩაშვებული ჩამდინარე წყლების მოცულობა (მათ შორის, შახტური, მაღაროსეული, შრეობრივი და დრენაჟული წყლები), რომლებშიც დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა აღემატება სამინისტროსთან შეთანხმებულ ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზდჩ ნორმებს, დასაშვები ჩაშვების ლიმიტებს (PDL) ან დამაბინძურებელ ნივთიერებათა ერთობლიობისთვის დადგენილ ზდკ-ს მაჩვენებლებს.
3.9.2 ქვეპუნქტში აისახება ნორმატიულად სუფთა ჩამდინარე წყლების მოცულობები.
3.9.3 ქვეპუნქტში აისახება შესაბამის გამწმენდ ნაგებობაში ნორმატიულად გაწმენდილი ჩამდინარე წყლების მოცულობა, დაზუსტებული გაწმენდის მეთოდის მიხედვით. 3.9.3.1(ბიოლოგიურად);
3.9.3.2 (ფიზიკურ-ქიმიურად) ან/და 3.9.3.3 (მექანიკურად)ქვეპუნქტების შესაბამისად.
3.10 პუნქტში აღნიშნული უნდა იქნეს წყლის ობიექტში ჩამდინარე წყალთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემადგენლობა საქმიანობის შესაბამისად და რაოდენობრივი მაჩვენებლები (როგორც ნორმატიული – სამინისტროსთან შეთანხმებული ზდჩ ნორმების მიხედვით, ისე ფაქტობრივი).
4. მე-4 პუნქტის – „სხვა მაჩვენებლები ათასი კუბური მეტრი“ შესაბამის ქვეპუნქტებში შესაბამისად აისახება ინფორმაცია წყლის გამოყენების დამატებითი მაჩვენებლების შესახებ, რომლებიც არ არის გათვალისწინებული აღრიცხვის ფორმის სხვა პუნქტებში:
4.1 პუნქტში აღირიცხება ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემაში წყლის წლიური ხარჯი, სისტემის შესავსებად მიწოდებული ახალი წყლის მოცულობის გამოკლებით (ათასი კუბ. მ).
4.2 პუნქტში აღირიცხება წყალმოსარგებლის განმეორებით წყალმომარაგების სისტემებში წყლის წლიური ჯამური ხარჯები (ათასი კუბ. მ). ერთი საწარმოს სხვადასხვა საამქროში (დანადგარებში) ერთი და იმავე წყლის განმეორებითი გამოყენების დროს მისი ხარჯები იზომება მეორე, მესამე და ა. შ. მომხმარებლის მიწოდების წერტილებში, ანგარიშში კი უჩვენებენ ამ ხარჯების ჯამურ მნიშვნელობას. ჩამდინარე, შახტური, შრეობრივი, კოლექტორულ-დრენაჟული და სხვა წყლების გამოყენებული მოცულობა აღირიცხება წყალაღების მაჩვენებლებით (მე-3 პუნქტი).
4.3 პუნქტში აისახება ლიცენზიით განსაზღვრული მიწისქვეშა წყლის რაოდენობა (ათასი კუბ. მ).
4.4 პუნქტში ისახება – გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშით განსაზღვრული ან ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობებით (ტექნიკური პირობები) შეთანხმებული/წყალსარგებლობის ნებართვით განსაზღვრული აღებული წყლის რაოდენობა (ათასი კუბ. მ);
4.5 პუნქტში აისახება – წყალმზომით აღრიცხული აღებული ან მიღებული წყალი, წყალმზომის არსებობის შემთხვევაში;
4.6 პუნქტში მოცემული უნდა იქნეს გამწმენდი ნაგებობის საპროექტო სიმძლავრე (კუბ. მ დღე-ღამეში), რომელიც განისაზღვრება წყლის მაქსიმალური რაოდენობით, რომელიც შესაძლებელია გაწმენდილი იქნეს საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოს საპროექტო დატვირთვის პირობებში;
4.7 პუნქტში აღნიშნული უნდა იქნეს გამწმენდი ნაგებობის ტიპი – ქარხნული გამწმენდის შემთხვევაში სერიული წარმოების მარკა.
დანართი № 2
წყლის ხარისხის კატეგორიის კოდები
|კოდი |დასახელება |
|სკ |სასმელი წყალი, მიღებული კომუნალური წყალსადენის სისტემიდან |
|სწ |სასმელი წყალი, აღებული წყლის ობიექტიდან გაწმენდის გარეშე |
|სგ |სასმელი წყალი, აღებული წყლის ობიექტიდან გაწმენდის შემდეგ |
|ტწ |ტექნიკური წყალი, აღებული წყლის ობიექტიდან გაწმენდის გარეშე |
|ტგ |ტექნიკური წყალი, აღებული წყლის ობიექტიდან გაწმენდის შემდეგ |
|ჩკ |ჩამდინარე წყალი, მიღებული კანალიზაციის სისტემიდან (გადაცემული სისტემაში) |
|ჩნ |ჩამდინარე წყალი, ნორმატიულად სუფთა გაწმენდის გარეშე |
|ჩდ |ჩამდინარე წყალი, დაბინძურებული გაწმენდის გარეშე |
|ჩა |ჩამდინარე წყალი, დაბინძურებული არასაკმარისად გაწმენდილი |
|ჩბ |ჩამდინარე წყალი, ნორმატიულად გაწმენდილი ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობებში |
|ჩფ |ჩამდინარე წყალი, ნორმატიულად გაწმენდილი ფიზიკურ-ქიმიურ გამწმენდ ნაგებობებში |
|ჩმ |ჩამდინარე წყალი, ნორმატიულად გაწმენდილი მექანიკურ გამწმენდ ნაგებობებში |
|კდ |კოლექტორულ-დრენაჟული წყალი |
|წთ |სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას თანმდევი წყალი |
|ტრ |ტრანზიტული წყალი (გადაცემული ან ჩაშვებული გამოუყენებლად წყლის ობიექტში) |
|ტწ |ტრანზიტი წყალსაცავში |
|თწ |თერმული წყალი, აღებული ბუნებრივი ობიექტიდან |
|ზღ |ზღვის წყალი |
დანართი №3
საქართველოში წყლის გამოყენების ძირითადი მაჩვენებლები (მოიცავს საანგარიშო წელს)
ცხრილი №1
წყლის გამოყენების ზოგადი მაჩვენებლები სამეწარმეო საქმიანობების დარგების მიხედვით (მლნ. მ3. წლიურად)
|სამეწარმეო საქმიანობის დარგები |ანგარიშმგებელ წყალმოსარგებლეთა|აღებულია ბუნებრივი წყლის |გამოყენებული ახალი წყალი |
| |რაოდენობა |ობიექტებიდან | |
| | | |სულ |მათ შორის |
| | |სულ |მათ შორის მიწისქვეშა | |სასმელ– სამეურნეო|
| | | |დაბინძურებული ჩამდინარე |ნორმატიუ-ლად სუფთა |ნორმატიულად გაწმენდილი | | |
| | | |წყლები |ჩამდინარე წყლები |ჩამდინარე წყლები | | |
|სულ საქართველოში | | | | | | | |
|სოფლის მეურნეობა | | | | | | | |
|მათ შორის, სარწყავი სისტემები | | | | | | | |
|მეთევზეობა | | | | | | | |
|მრეწველობა (ელექტრ. გარდა) | | | | | | | |
|მეტალურგიული წარმოება | | | | | | | |
|საშენმასალების წარმოება | | | | | | | |
|ქიმიური პროდ. წარმოება | | | | | | | |
|ნავთოპროდ. წარმოება | | | | | | | |
|კვების პროდუქტ. დამუშავება | | | | | | | |
|მრეწველობის სხვა დარგები | | | | | | | |
|ელექტროენერგიის წარმოება | | | | | | | |
|წყალკანალი | | | | | | | |
|სხვა დარგები | | | | | | | |
ცხრილი №3
წყლის გამოყენების საერთო მაჩვენებლები ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (მლნ. მ3. წლიურად)
|ადმინისტრაციულ-ტერიტორიული |წყალმოსარგებლეთა |აღებულია ბუნებრივი წყლის |გამოყენებული ახალი წყალი |
|ერთეული |რაოდენობა |ობიექტებიდან | |
| | | |სულ |მათ შორის |
| | |სულ |მათ შორის მიწისქვეშა | |სასმელ- სამეურნეო |
| | | |დაბინძურებული ჩამდინარე |ნორმატიულად სუფთა |ნორმატიულად გაწმენდილი | | |
| | | |წყლები |ჩამდინარე წყლები |ჩამდინარე წყლები | | |
|სულ საქართველოში | | | | | | | |
|ქ. თბილისი | | | | | | | |
|აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | | | | | | | |
|ქ. ბათუმი | | | | | | | |
|ქედის რაიონი | | | | | | | |
|ქობულეთის რაიონი | | | | | | | |
|შუახევის რაიონი | | | | | | | |
|ხელვაჩაურის რაიონი | | | | | | | |
|ხულოს რაიონი | | | | | | | |
|გურია | | | | | | | |
|ქ. ოზურგეთი | | | | | | | |
|ლანჩხუთის რაიონი | | | | | | | |
|ოზურგეთის რაიონი | | | | | | | |
|იმერეთი | | | | | | | |
|ზესტაფონის რაიონი | | | | | | | |
|ხონის რაიონი | | | | | | | |
|ხარაგაულის რაიონი | | | | | | | |
|საჩხერის რაიონი | | | | | | | |
|თერჯოლის რაიონი | | | | | | | |
|ბაღდათის რაიონი | | | | | | | |
|ჭიათურა | | | | | | | |
|წყალტუბო | | | | | | | |
|ტყიბული | | | | | | | |
|ქ. ქუთაისი | | | | | | | |
|ვანის რაიონი | | | | | | | |
|სამტრედიის რაიონი | | | | | | | |
|კახეთი | | | | | | | |
|ახმეტის რაიონი | | | | | | | |
|ყვარლის რაიონი | | | | | | | |
|სიღნაღის რაიონი | | | | | | | |
|საგარეჯოს რაიონი | | | | | | | |
|ლაგოდეხის რაიონი | | | | | | | |
|თელავის რაიონი | | | | | | | |
|გურჯაანის რაიონი | | | | | | | |
|ქ. თელავი | | | | | | | |
|დედოფლისწყაროს რაიონი | | | | | | | |
|მცხეთა–თიანეთი | | | | | | | |
|ყაზბეგის რაიონი | | | | | | | |
|ქ. მცხეთა | | | | | | | |
|დუშეთის რაიონი | | | | | | | |
|თიანეთის რაიონი | | | | | | | |
|მცხეთის რაიონი | | | | | | | |
|რაჭალეჩხუმი და ქვემო სვანეთი | | | | | | | |
|ქ. ამბროლაური | | | | | | | |
|ამბროლაურის რაიონი | | | | | | | |
|ლენტეხის რაიონი | | | | | | | |
|ონის რაიონი | | | | | | | |
|ცაგერის რაიონი | | | | | | | |
|სამეგრელო ზემო სვანეთი | | | | | | | |
|აბაშის რაიონი | | | | | | | |
|ხობის რაიონი | | | | | | | |
|წალენჯიხის რაიონი | | | | | | | |
|ჩხოროწყუს რაიონი | | | | | | | |
|სენაკის რაიონი | | | | | | | |
|მარტვილის რაიონი | | | | | | | |
|ქ. ფოთი | | | | | | | |
|ქ. ზუგდიდი | | | | | | | |
|მესტიის რაიონი | | | | | | | |
|სამცხეჯავახეთი | | | | | | | |
|ახალციხის რაიონი | | | | | | | |
|ქ. ახალციხე | | | | | | | |
|ბორჯომის რაიონი | | | | | | | |
|ნინოწმინდის რაიონი | | | | | | | |
|ახალქალაქის რაიონი | | | | | | | |
|ადიგენის რაიონი | | | | | | | |
|ასპინძის რაიონი | | | | | | | |
|ქვემო ქართლი | | | | | | | |
|ქ. რუსთავი | | | | | | | |
|ბოლნისის რაიონი | | | | | | | |
|გარდაბნის რაიონი | | | | | | | |
|დმანისის რაიონი | | | | | | | |
|თეთრი წყაროს რაიონი | | | | | | | |
|მარნეულის რაიონი | | | | | | | |
|წალკის რაიონი | | | | | | | |
|შიდა ქართლი | | | | | | | |
|ხაშურის რაიონი | | | | | | | |
|ქ. გორი | | | | | | | |
|გორის რაიონი | | | | | | | |
|კასპის რაიონი | | | | | | | |
|ქარელის რაიონი | | | | | | | |
ცხრილი №5
წყლის გამოყენების ჯამური მაჩვენებელი აუზების მიხედვით (მლნ. მ3. წლიურად)
|წყალსამეურნეო უბანი |ანგარიშმგებელ წყალმოსარგებლეთა|აღებულია ბუნებრივი წყლის |გამოყენებული ახალი წყალი |
| |რაოდენობა |ობიექტებიდან | |
| | | |სულ |მათ შორის |
| | |სულ |მათ შორის მიწისქვეშა | |სასმელ– სამეურნეო |
| | | |დაბინძურებული ჩამდინარე |ნორმატიულად სუფთა |ნორმატიულად გაწმენდილი | | |
| | | |წყლები |ჩამდინარე წყლები |ჩამდინარე წყლები | | |
|სულ საქართველოში | | | | | | | |
|სულ შავი ზღვის აუზი | | | | | | | |
|სულ კასპიის ზღვის აუზი | | | | | | | |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-313. სარეგისტრაციო კოდი — 400010010.22.023.017007.
- სად არის „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №2-313, 28.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 400010010.22.023.017007 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6951340/