„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№175
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №175

2026 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 10/02/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016041) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

1. სამსახურის სამკერდე ნიშნით – „ღირსეული სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება „ღირსეული სამსახურისათვის“ ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით, რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (5 წელი, 10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის.

2. სამსახურის სამკერდე ნიშნით – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რამაც ხელი შეუწყო სამსახურის მუშაობის საერთო ეფექტიანობას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის სამკერდე ნიშანთან ერთად პირს ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი 10 000 ლარის ოდენობით.

3. სამკერდე ნიშნების (დანართი №2) – „ღირსეული სამსახურისათვის“ (5, 10, 15, 20 წლის ნამსახურობისათვის) და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ ჩამორთმევა ხდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაჯილდოებულის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების მიზნებისათვის ნამსახურობის წლებში ჩაითვლება წოდების არმქონე პირებისათვის სამსახურში ნამსახურობის პერიოდი, ხოლო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის – როგორც სამსახურში, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებში სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 21 ივლისიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგელა გელაძე
📎 დანართები (1)
175_ danarTi .docx ⬇

დანართი №2

სამკერდე ნიშანი – „ღირსეული სამსახურისათვის“ –

5 წელი

ავერსი:

სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ვერცხლის (თეთრი) სტილიზებულ ოთხქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში ვერცხლის (თეთრი) მრგვალ მედალიონზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ფრთებგაშლილი არწივი. არწივის მკერდზე, ვერცხლის (თეთრი) მცირე ჰერალდიკურ ფარაკზე გამოსახულია საქართველოს სტილიზებული სახელმწიფო დროშა.

რევერსი:

ვერცხლის (თეთრი) სტილიზებული ოთხქიმიანი ვარსკვლავის ზედა ნაწილში ამოტვიფრულია ციფრი „5“.

სამკერდე ნიშნის დიამეტრია 3 სმ.

სამკერდე ნიშანი – „ღირსეული სამსახურისათვის“ –

10 წელი

ავერსი:

სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ვერცხლის (თეთრი) სტილიზებულ ოთხქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში ლაჟვარდის (ლურჯი) მრგვალ მედალიონზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ფრთებგაშლილი არწივი. არწივის მკერდზე, ვერცხლის (თეთრი) მცირე ჰერალდიკურ ფარაკზე გამოსახულია საქართველოს სტილიზებული სახელმწიფო დროშა.

რევერსი:

ვერცხლის (თეთრი) სტილიზებული ოთხქიმიანი ვარსკვლავის ზედა ნაწილში ამოტვიფრულია ციფრი „10“.

სამკერდე ნიშნის დიამეტრია 3 სმ.

სამკერდე ნიშანი – „ღირსეული სამსახურისათვის“ –

15 წელი

ავერსი:

სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ვერცხლის (თეთრი) სტილიზებულ ოთხქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში ლაჟვარდის (ლურჯი) მრგვალ მედალიონზე გამოსახულია ოქროს (ყვითელი) ფრთებგაშლილი არწივი. არწივის მკერდზე, ოქროს არშიაშემოვლებულ მცირე ჰერალდიკურ ფარაკზე გამოსახულია საქართველოს სტილიზებული სახელმწიფო დროშა.

რევერსი:

ოქროს (ყვითელი) სტილიზებული ოთხქიმიანი ვარსკვლავის ზედა ნაწილში ამოტვიფრულია ციფრი „15“.

სამკერდე ნიშნის დიამეტრია 3 სმ.

სამკერდე ნიშანი – „ღირსეული სამსახურისათვის“ –

20 წელი

ავერსი:

სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ოქროს (ყვითელი) სტილიზებულ ოთხქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში ლაჟვარდის (ლურჯი) მრგვალ მედალიონზე გამოსახულია ოქროს (ყვითელი) ფრთებგაშლილი არწივი. არწივის მკერდზე, ოქროს არშიაშემოვლებულ მცირე ჰერალდიკურ ფარაკზე გამოსახულია საქართველოს სტილიზებული სახელმწიფო დროშა.

რევერსი:

ოქროს (ყვითელი) სტილიზებული ოთხქიმიანი ვარსკვლავის ზედა ნაწილში ამოტვიფრულია ციფრი „20“.

სამკერდე ნიშნის დიამეტრია 3 სმ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების

სამსახურის ეროვნული ჯილდო

ავერსი:

სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ვერცხლის (თეთრი) რვაქიმიან სტილიზებულ ვარსკვლავს, რომლის დაღარულ ოთხ ქიმზე მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის ვარსკვლავი. ვარსკვლავზე ზემოდან ქვემოთ დაშვებულია ოქროს (ყვითელი) ხმალი. ხმალზე მოთავსებულია სევადის (შავი) მრგვალი ჰერალდიკური ფარი. ცენტრში სევადის (შავი) ველზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სიმბოლო – ფრთებგაშლილი ოქროს (ყვითელი) არწივი მარჯვნივ მიმართული თავით. ოქროს (ყვითელი) არწივის მკერდზე, მცირე ჰერალდიკურ ფარაკზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშის სტილიზებული გამოსახულება. ფარს გარშემო შემოუყვება ოქროს (ყვითელი) არშია, რომელიც შემკობილია მუხის ფოთლების ოქროს (ყვითელი) გვირგვინით.

რევერსი:

ვერცხლის (თეთრი) სტილიზებულ რვაქიმიან ვარსკვლავზე ცენტრში დატანილია ორი სამაგრი, რომელსაც წრიულად გარს შემოუყვება წარწერები ასომთავრული ასოებით: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ და „ეროვნული ჯილდო“. წარწერა ერთმანეთისაგან გამიჯნულია ვერცხლის (თეთრი) ორი მცირე სტილიზებული შვიდქიმიანი ვარსკვლავით. წარწერის ქვემოთ განთავსებულია მედლის ნომერი – „000“. სამაგრების ზემოთ ცენტრში ამოტვიფრულია ჯილდოს გადაცემის წელი – „0000“.

სამკერდე ნიშნის დიამეტრია 5 სმ.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №175. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016230.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №175, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016230 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6951348/