„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.118.016458
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 23 ივლისი

ქ. ონი

 

 

„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/06/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.118.016455) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან (შემდგომ – სამსახურის უფროსი), ქონებისა და საინვესტიციო პროექტების მართვის  განყოფილებისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

მუხლი 5.  ქონებისა  და საინვესტიციო პროექტების მართვის განყოფილება

ქონებისა   და საინვესტიციო პროექტების მართვის  განყოფილება უზრუნველყოფს:

ა)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

დ)  წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

ე) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

ზ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებას;

თ)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის პროექტების, ხელშეკრულებებისა და მიღება- ჩაბარების აქტების მომზადებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

კ) ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას;

ლ) ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებასა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;

მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას, დამუშავებას და წინადადების შემუშავებას;

ნ) ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვას და მონაცემთა ბაზის შექმნას, ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თხოვნით, წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მომზადებული საბაზისო დოკუმენტაციის შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდებას, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;

ო)  ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების განხილვასა და მომზადებას;

პ) „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად საკუთრების მოწმობის გაცემას;

ჟ) მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებას და შესაბამისი აქტივობების მხარდაჭერას;

რ) საინვესტიციო პორტფელის, პუბლიკაციებისა და ციფრული კატალოგის შექმნას, საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგების შესახებ საჭირო ინფორმაციის თავმოყრას შემდგომში ინვესტორებისთვის გაცნობის მიზნით;

ს) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან  ურთიერთობას; დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა  და საგრანტო განაცხადების წარდგენას;

ტ) მოქმედი დონორებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ბაზის შექმნასა და განახლებას;

უ) დონორების მიერ ორგანიზებულ საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2026.
როდის იქნა მიღებული „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.07.2026. მიმღები ორგანო — ონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.118.016458.
სად არის „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17, 23.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016458 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6951430/