⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.12.2014)
გაუქმებულია:

,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“

მიღების თარიღი 17.12.2007
ძალის დაკარგვა 01.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №280
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.921
გამოქვეყნების წყარო სსმ, 180, 20/12/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 871 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2007 მიღება
01.12.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №280 2007 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ 1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი კახა ბენდუქიძე – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ელისო გაბადაძე – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, პრესმდივანი ირაკლი გვენეტაძე – ექსპერტი ივანე გოჩიტაშვილი – ექსპერტი გიორგი დაფქვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი ზაზა იტრიაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნკაციების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი ვარლამ ტყეშელაშვილი – ექსპერტი გიგა უმეკაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ტატო ურჯუმელაშვილი – ექსპერტი ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი გიორგი შუბითიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ „ირმის ნახტომის“ პროგრამის მენეჯერი გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი დავით ცეკვავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ჯანიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი. 2. დამტკიცდეს ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულება „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის ღონისძიებათა შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №409 განკარგულება „ერთიანი სამთავრობო ქსელის აგებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის, ერთიანი სამთავრობო ქსელის შემდგომი შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მასში შემავალ უწყებებს შორის ერთიანი სტანდარტების შემუშავებისა და „ელექტრონული მთავრობის“ სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობისათვის სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“. 4. ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია არის „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებით შექმნილი კომისიის უფლებამონაცვლე. 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. კომისიის ამოცანები და ფუნქციები კომისიის ამოცანები და ფუნქციებია: ა) „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულების ერთიანი სამთავრობო ქსელის განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებისათვის წინადადებების მომზადება; გ) სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მიწოდების ხელშეწყობა; დ) სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანი პროცესების ოპტიმიზაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით; ე) საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელისუფლებო ორგანოების ერთიანი საინფორმაციო რესურსების შექმნის კოორდინაცია; ვ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებისა და სერვისების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი; ზ) სახელმწიფო დაწესებულებებში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის კოორდინაცია; თ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის დაგეგმილი თუ მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის ხელშეწყობა.     მუხლი 2🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი კომისია უფლებამოსილია: ა) მისთვის დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტები; ბ) საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა სახის ინფორმაცია; გ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები; დ) შექმნას ბიზნესის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ამ სფეროს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები; ე) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.     მუხლი 3🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება და რეგლამენტი 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. 2. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 4. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს კომისიის ყველა წევრს, აგრეთვე აუცილებლობის შემთხვევაში _ კომისიის მდივნის წარდგინებით და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხვა პასუხისმგებელ პირებს. 6. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. 7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი. 10. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ კომისიის წევრებსა და სხვა მოწვეულ პირებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით. 11. კომისია იკრიბება თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.     მუხლი 4🔗. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.