„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №95 |
|
2026 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2025, 040170050.57.069.016226) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „ბაზრის კვლევა დასრულებულია“ მინიჭების შემდგომ, ბაზრის კვლევაში მონაწილე პირთა რაოდენობა, მათი ვინაობა და წინადადებები ცნობილი ხდება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, აგრეთვე, სააგენტოსთვის – საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის – საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების მისაღწევად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.07.2026. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №95. სარეგისტრაციო კოდი — 040170050.57.069.016243.
- სად არის „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №95, 23.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016243 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952009/